მოგესალმებით ქალბატონო თამარ, ბატონო გიორგი,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
- ეკონომიკა 37359 - ა(ა)იპ „ასოციაცია ატუ“-ს მიეცემა შესაძლებლობა, მოიპოვოს 100 000 მ3 ქვიშა-ხრეში და შეუფერხებლად განახორციელოს „ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსი“-ს სამშენებლო სამუშაოები.
- განათლება 37344 - პროექტი ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებელი პირების დანიშვნას.
- მთავრობა 37211 - მტკიცდება ქართული სალიტერატურო ენის ნორმები კერძოდ,: წოდებითი ბრუნვის ფორმა; ვითარებითი ბრუნვის ფორმა; თანდებულთა და თანდებულიან სახელთა მართლწერა; ინგლისური ენის ბგერითი სისტემის ქართულად ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის წესი; იაპონური ენის ბგერითი სისტემის ქართულად ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის წესი; ჩინური ენის მარცვალთა სისტემის ქართულ ენაზე ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის წესი; სპარსული ენის ბგერითი სისტემის ქართულ ენაზე ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის წესი; აზერბაიჯანული ენის ბგერითი სისტემის ქართულ ენაზე ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის წესი.
პროექტის მიხედვით, განსაზღვრული იქნება წოდებითისა და ვითარებითი ბრუნვის საკითხი, თანდებულთა და თანდებულიან სახელთა მართლწერა, ინგლისური ენის ბგერითი სისტემის ქართულად ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის წესი, იაპონური ენის ბგერითი სისტემის ქართულად ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის წესი, ჩინური ენის მარცვალთა სისტემის ქართულ ენაზე ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის წესი, სპარსული ენის ბგერითი სისტემის ქართულ ენაზე ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის წესი, აზერბაიჯანული ენის ბგერითი სისტემის ქართულ ენაზე ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის წესი. - გარემო 36922 - მტკიცდება „ტექნიკური რეგლამენტი-ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების შესახებ“.
პროექტი ადგენს მოთხოვნებს კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტის მიმართ და აწესრიგებს ბიზნესოპერატორის მიერ კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციისა და ბაზარზე განთავსების პირობებს და მიზნად ისახავს რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას, ამასთან, ადგენს მოთხოვნებს: კაკაოს და შოკოლადის პროდუქტების დასახელების ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების ბაზარზე განთავსების პირობების შესახებ, ნებაყოფლობითი დასაშვები ინგრედიენტების მიმართ, ბიზნესოპერატორის მიმართ, კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების შესაბამისობის კონტროლის პროცედურების მიმართ.
პროექტი შეთანხმდა ჯანდაცვის დეპარტამენტთან, შენიშვნები არ გააჩნია.
პატივისცემით,
ნათია