მოგესალმებით ბატონო გიორგი,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
- ფინანსები 42101 - მთავრობის ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია „ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მრჩეველთა ჯგუფის პროექტის“ და „მეტროს სადგურების მისაწვდომობის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისთვის“ გრანტის სახით დაფინანსების
მიზნით აზიის განვითარების ბანკის (ADB) აზიური ქალაქების განვითარების ინიციატივისთვის (Cities Development Initiative for Asia - CDIA) მიმართვის თაობაზე.
- საგარეო 42117 - განახლებული შემადგენლობით მტკიცდება საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობათაშორისო კომისიის საქართველოს მხარის შემადგენლობა, სადაც წევრის სტატუსით შედის
თამილა ბარკალაია
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე.
- ფინანსები 42113 - მთავრობის ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ სამთავრობო კონსულტაციების გამართვის თაობაზე.
კონსულტაციების დროს განხილული იქნება გერმანიის მხარდაჭერით დაფინანსებული საინვესტიციო და ტექნიკური დახმარების პროექტების მიმდინარე სტატუსი და ასევე გერმანიის ფინანსური და ტექნიკური დახმარების სამომავლო გეგმები ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ენერგოეფექტურობა,
წყლის ინფრასტრუქტურა, გარემოს დაცვა და სხვა. - ეკონომიკა 42027 - მტკიცდება შპს „თბილავიამშენისა“ და მისი შვილობილი საწარმოების საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი.
შპს „თბილავიამშენი“ ეწევა მრავალფუნქციურ და განსაკუთრებულად ძვირადღირებულ სამეწარმეო საქმიანობას, რომელიც მოითხოვს განსაკუთრებულ ოპერატიულობასა და მოქნილობას. მაგალითად, საავიაციო ან/და სამხედრო საწარმოო საქმიანობაში ნებისმიერი მიღებული შეკვეთა მოითხოვს სხვადასხვა
სპეციფიკაციის (ხშირად ძვირადღირებულ) მრავალი ნივთისა და მომსახურების შესყიდვას. - განათლება 42013 - შპს „ბლექ სი არენა ჯორჯია“-ს მიეცემა უფლება, სსიპ - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში 2018 წლის განმავლობაში ტურისტულად მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიების დაფინანსების
ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული თანხიდან წარმოქმნილი ეკონომია მიმართოს 2019-2021 წლებში შპს „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ საიჯარო ვალდებულებების დაფინანსების მიზნით.
- ფინანსები 41996 - საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენილი იქნება, 2019 წლის 7 ოქტომბერს რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW) და საქართველოს შორის ხელმოწერილი სასესხო შეთანხმება (ბათუმის კომუნალური წყლის ინფრასტრუქტურა, სესხის
მოცულობა 60 მლ. ევრო).
- გარემო 41963 - სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიეცემა შესაძლებლობა, შეისყიდოს თოვლმავალი (თოვლმავლის გადასაადგილებელი მისაბმელით და დამცავი ჩაფხუტით).
- გარემო 41957 - სსიპ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს განახორციელებს ავეჯის
სახელმწიფო შესყიდვას.
- განათლება 42212 - მტკიცდება მუნიციპალიტეტის მიერ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებათა რეესტრის წარმოების წესი და ამ რეესტრში შესატანი მონაცემებისა და ინდიკატორების ჩამონათვალი.
პროექტი შეთანხმდა სოციალურ სფეროს მიკუთვნებულ პოლიტიკის განმსაზღვრელ კომპეტენტურ სამსახურთან, შენიშვნები არ გააჩნია. - განათლება 42202 - 2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს იმ მოქალაქის, აგრეთვე „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“
საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული იმ პირის (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა
და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრებ პირები), რომელიც აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) მიღებული განათლების აღიარების შემდეგ სწავლას განაგრძობს საქართველოს
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამით გათვალისწინებული სწავლის
შედეგის ათვისების დადასტურების საფუძველზე, სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების წლიური მოცულობა განისაზღვროს 312,750.00 ლარით.
- ფინანსები 42179 - წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამოეყოფა 62 500 ევროს ეკვივალენტი ლარი.
ხელმოსაწერი:
- 42208 - ეკონომიკის სამინისტროს მიერ ანაზღაურდება რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებულ ტერიტორიებზე გორის, საჩხერისა და ახალგორის მუნიციპალიტეტების სოფლებში (ზემოარცევი, ახმაჯი, ქარძმანი, სინაგური
და თედელეთი) არსებული აბონენტების მიერ, 2018 წლის ნოემბრის თვიდან 2019 წლის ნოემბრის ჩათვლით მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება.
- 42195 - გაიმართება მოლაპარაკება „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (თბილისის ავტობუსების პროექტის გაგრძელება)“ ტექსტის მიღების მიზნით.
- 42174 - ცვლილება შედის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულებაში, რაც გამოწვეულია სამინისტროში ფუნქციათა ოპტიმალური განაწილების, დაკისრებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფისა
და დამატებითი რესურსების დაზოგვის აუცილებლობიდან. პირველ ეტაპზე დავიზებულია
- 42171 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საშტატო ნუსხა, თანამდებობრივი სარგო და შრომის ანაზღაურება.
- 42168 - საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარედგინება „რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა („KfW“), მაინის ფრანკფურტი, და საქართველოს, წარმოდგენილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ („მსესხებელი“), შორის სასესხო შეთანხმება (პოლიტიკაზე
დაფუძნებული სესხი II)“.
აღნიშნული წარმოადგენს ბიუჯეტის მხარდაჭერ სესხს, რომელიც მიმართული იქნება ენერგეტიკის სფეროში. - 42161 - საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარედგინება 2019 წლის 7 ოქტომბერს ხელმოწერილი „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო შეთანხმება“.
სესხი გამოყოფილია ენერგეტიკის სფეროში მთავრობის მიერ განსახორციელებელი რეფორმის მხარდასაჭერად. - 42145 - პროექტი ითვალისწინებს, არჩილ ყარაულაშვილის დანიშვნას ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე.
- 42069 - ცაგერის მუნიციპალიტეტს მიეცემა შესაძლებლობა მოიპოვოს 10 860 მ³ სასარგებლო წიაღისეული (5550 საყორე ქვა და 5310 კირქვის ღორღი) სტიქიის შედეგად დაზიანებული ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების
მიზნით.
- 42041 - ჯვარი-ხორგას შემაერთებელი ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის ფარგლებში განსათავსებელი ანძების ადგილის ცვლილებიდან გამომდინარე 2015 წლის 29 ივლისს შპს „ენერგოტრანსი“-სა და ეროვნულ სატყეო სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გადაცემულ
979 კვ.მ მიწის ფართობზე შპს „ენერგოტრანსს“ არ განუხორციელებია არსებული ხე-მცენარეების ჭრა, შესაბამისად, ხელშეკრულების პირობების თანახმად, ასევე არ დამდგარა საკომპენსაციო ღონისძიების სახით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობაში გადაცემული ფართობის ტოლფას 979
კვ.მ ფართობზე აღდგენის ხელშეწყობის ღონისძიების (შეღობვით) განხორციელების საჭიროება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ძალადაკარგულად ცხადდება ,,შპს ,,ენერგოტრანსისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრისა და საქართველოს ,,წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი
გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 ივლისის N1560 განკარგულება.
პატივისცემით,
ნათია
Sincerely,
Natia Khmaladze
Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge