From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_24.12.19
Received On : 24.12.2019 08:00

           მოგესალმებით ბატონო გიორგი,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. მთავრობა 52729 - სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროში დამხმარე ფუნქციების შესრულების მიზნით მიღებული შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების რაოდენობა განისაზღვრება არაუმეტეს 6 რთეულით.
  2. მერია 52683 - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას,  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 100% წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“, შპს „სი-ტი პარკსა“ და შპს „პარკ კინგ ინთერნეიშენალს“(PARK KING INTERNATIONAL LTD)  შორის  გაფორმდება შეთანხმება „სი-ტი პარკის” მიერ პარკირების სფეროს მართვასთან დაკავშირებული ქონების შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიისთვის“ საკუთრების უფლებით გადაცემისა და მხარეებს შორის არსებული ყველა დავის მორიგებით დასრულების შესახებ.
  3. ეკონომიკა 52663 -შპს „Socar Georgia Investments”-ს (ამჟამად - შპს „ფაზის ოილი“) 2012 წელს, მყიდველს 1 ლარად, ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით საკუთრებაში გადაეცა ხობის მუნიციპალიტეტის სოფ. ყულევში მდებარე 599970 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი,  კომპანიამ იკისრა რიგი ვალდებულებები, მათ შორის: 2019 წლის 31 დეკემბრამდე წელიწადში არანაკლებ 2  მილიონი ტონა მსუბუქი ნედლი ნავთობის გადამუშავების შესაძლებლობის მქონე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენება და ექსპლუატაციაში მიღება არანაკლებ 120 000 000 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება.

    იცვლება სახელშეკრულებო პირობები: შპს „ფაზის ოილი“ უზრუნველყოფს არანაკლებ 2 000 000 აშშ დოლარის ოდენობის ახალი ან ვადაგაზრდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენას, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება 2025 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით; კომპანია გათავისუფლდება ვალდებულებების დარღვევისათვის ხელშეკრულების შესაბამისად დაკისრებული პირგასამტეხლოსგან, რომლის ჯამური შეადგენს 1 274 500 ლარს.
  4. თავდაცვა 52622 - ცვლილება შედის საქართველოს თავდაცვის ძალების სამწყობრო წესდებაში, პროექტი ახლებურად განსაზღვრავს მხედრულ მისალმებას სხვადასხვა ვითარებასა და გარემოებაში.
  5. ეკონომიკა 52603 - ცვლილება შედის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიას დაქვემდებარებული მიწისქვეშა წყლის ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონების განსაზღვრისა და დამტკიცების წესში, პროექტის მიხედვით  საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან განხორციელდება მიწისქვეშა წყლის საბადოს სანიტარიული დაცვის ზონების პროექტის შედგენა და მისი დამტკიცებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა, რაც ხელს შეუწყობს იმ სახელმწიფოებრივი/ადგილობრივი მნიშვნელობის პროექტების განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც არსებობს მიწისქვეშა წყლის საბადოს სანიტარიული დაცვის ზონების განსაზღვრის აუცილებლობა.
  6. გარემო 52530 - ცვლილება შედის თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკურ რეგლამენტში, რომლის მიხედვით, იმ შორეულ ნაოსნობაში ჩართული გემების მიერ თევზჭერის განხორციელება, რომლებიც დაცურავენ საქართველოს დროშის ქვეშ, დაექვემდებარება კონტროლს სახელმწიფოს მხრიდან, შესაბამისად გემების მფლობელებს გაუჩნდებათ ვალდებულება გემებზე დაამონტაჟონ მონიტორინგის შესაბამისი სისტემა და მაკონტროლებელ ორგანოს წარმოუდგინონ სათანადო დოკუმენტები და ინფორმაცია. გარდა ამისა, დადგენილების მიღების შემთხვევაში ასევე გაკონტროლდება საქართველოს ნავსადგურებში შემოსული სხვა სახელმწიფოს დროშის ქვეშ მცურავი თევზსაჭერი გემების მიერ განხორციელებული თევზჭერასთნ დაკავშირებული საქმიანობა.

    ცვლილება შედის გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებსა და საფასურებში, ემატება თევზჭერის სერტიფიკატის დამოწმებისა და თევზსაჭერი/თევზჭერასთან დაკავშირებული გემის ავტორიზაციის  ტარიფები.
  7. გარემო 52523 - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამით - „ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაცია“ გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებებისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვებს განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
  8. ეკონომიკა 52517 - ცვლილება შედის ყულევის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის წესში, პროექტი ითვალისწინებს ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყულევში 599970 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე 2012 წელს  საქართველოს მთავრობასა და შპს“ Socar Georgia Investments“-ს (უფლებამონაცვლე შპს „ფაზის ოილი“) შორის, გაფორმებულ ხელშეკრულებაში - ყულევის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნასთან დაკავშირებული ვალდებულებების გადავადებას.

    განხორციელდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების გადავადება და შპს „ფაზის ოილის“ მიერ დარიცხულ პირგასამტეხლოს თანხასა და წარმოდგენილ საბანკო გარანტიის თანხას შორის სხვაობის დაფარვა.
  9. სახელმწიფო მინისტრის აპარატი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში 52505 - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში, 2020 წლის განმავლობაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განისაზღვრება 28 ერთეულით.
  10. განათლება 52459 - ცვლილება შედის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესში, სასწავლო ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელი უფლებამოსილი იქნება სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში წარადგინოს საქართველოში ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა უცხოელის სწავლის თაობაზე (სწავლის სავარაუდო ხანგრძლივობის მითითებით) ან საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის საქართველოში განხორციელების უფლების მქონე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილი იურიდიული პირის მიერ გაცემული ცნობა უცხოელის სწავლის თაობაზე (სწავლის სავარაუდო ხანგრძლივობის მითითებით).
  11. ფინანსები 52400 - მთავრობის ცნობად, 2018-2021 წლების საჯარო ფინანსების მართვის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში, რომელსაც ეფუძნება ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარების პროგრამა „ევროკავშირი ეკონომიკური მმართველობისა და ფისკალური ანგარიშვალდებულებისთვის“ და მსოფლიო ბანკის „ეკონომიკური მმართველობა და კონკურენტუნარიანობა“ პროგრამა, გათვალისწინებულია შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება მუნიციპალიტეტების მიერ ფინანსების მართვის გაუმჯობესების მიმართულებით. 

     

    ხელმოსაწერი:

     
  1. 52701 - პროექტი ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ საქართველოს კანონის პროექტებზე: „ენერგოეფექტურობის შესახებ“ და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებელი პირების დანიშვნას.
  2. 52644 - 2020 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებული არარეზიდენტი მომხმარებლები  გათავისუფლდებიან ამავე სისტემაში ელექტრონული დოკუმენტების ატვირთვისას დოკუმენტზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის გამოყენების ვალდებულებისგან.
  3. 52627 - პროექტის მიხედვით სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტო განისაზღვრება გრანტის გამცემად.
  4. 52577 - 2021 წლის პირველ იანვრამდე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულების ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმის ვალდებულებისგან გათავისუფლდებიან ფიზიკური პირები და სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მომსახურების გაწევისას ფიზიკური პირების მიერ სააგენტოში ვებგვერდის ან/და მობილური აპლიკაციის მეშვეობით განაცხადის წარდგენის შემთხვევებში.

     

    კანონპროექტები:

     
  1. ეკონომიკა 52671 – საქართველოს საჰაერო კოდექსი ცვ პროექტი

    საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიველი ვალდებული იქნება მოიპოვოს კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა არა მხოლოდ მგზავრების, ბარგის, ტვირთის ან/და ფოსტის საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისთვის, არამედ აგრეთვე საჰაერო ხომალდის ,,ეკიპაჟიანი იჯარით’’ გადაცემისთვისაც.
  2. ეკონომიკა 52489 - „ფოსტის შესახებ“ და მისგან გამომდინარე  ,,საქართველოს  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში”,  “მაუწყებლობის შესახებ“,  „რეგულირების საფასურის შესახებ“,  „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“,  “საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“

    პროექტი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადგენს ფოსტის სფეროში საქმიანობის ძირითად პრინციპებს და სამართლებრივ საფუძვლებს, დანიშნული საფოსტო ოპერატორ(ებ)ის დანიშვნის წესს, დანიშნული საფოსტო ოპერატორ(ებ)ის მიერ უნივერსალური საფოსტო მომსახურების განხორციელების ვალდებულებას და ამ მომსახურების განხორციელებისას წარმოშობილი ხარჯის (რომელიც არის არასამართლიანი ფინანსური ტვირთი) ანაზღაურების საკითხებს, უნივერსალური საფოსტო მომსახურების ხარისხსა და ტარიფებს, ფოსტის სფეროში საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საქართველოს კომუნიკაციების ევროვნული კომისიის უფლებამოსილებებს, ასევე, განსაზღვრავს საფოსტო ოპერატორებისთვის აუცილებელ მოთხოვნებს.

    ფოსტის სფეროში საქმიანობის საფუძველია რეგისტრაცია. შესაბამისად, საქართველოს კანონების ჩამონათვალს, რომლებითაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე იკრძალება ეკონომიკური საქმიანობა  შესაბამისი ლიცენზიის ან ნებართვის, ავტორიზაციის ან რეგისტრაციის, ასევე შესაბამისი შეთანხმების გარეშე, ემატება „ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონი.
    პროექტი შეთანხმებული იყო სამინისტროსთან შენიშვნები არ გააჩნია.(08 / აპრილი / 2019 . ხელმომწერი თ. გაბუნია)


პატივისცემით,  

ნათია




Sincerely,

Natia Khmaladze

Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge