მოგესალმებით ბატონო გიორგი,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
- თავდაცვა 23782 - გენერალ გიორგი კვინიტაძის საქართველოში დაკრძალვასთან დაკავშირებით, იქმნება უწყებათაშორისი კომისია.
- განათლება 23709 - საქართველოს მთავრობა დაავალებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსურად დაეხმაროს განკარგულებით გათვალისწინებულ საქართველოს საპატრიარქოს დაფუძნებულ დაწესებულებებს.
- საგარეო 23698 -
ცვლილება შედის კარანტინისა და იზოლაციის წესებში, რომლის მიხედვით, სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციების წევრების ეპიდემიოლოგიური კონტროლი განხორციელდება არა 14-დღიანი კარანტინის სახით, არამედ
საქართველოში შემოსვლიდან 14 დღის ფარგლებში ყოველ 72 საათში ჩატარებული PCR კვლევების გზით, რომლის ხარჯები ანაზღაურდება შესაბამისი საჯარო დაწესებულების ბიუჯეტიდან, ხოლო საზღვარგარეთის ქვეყნების/საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური დელეგაციების წევრების შემთხვევაში
- ოფიციალურ ვიზიტამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენის გზით.
გადაგზავნილია ჯანდაცვის პოლიტიკაში შესათანხმებლად და ველოდებით პასუხს!
- განათლება 23678 - მთავრობასთან თანხმდება,
ერთი მხრივ კვლევების აღმასრულებელ სააგენტოსა (REA) და მეორე მხრივ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდს შორის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების პროექტი
(N955373 - CAPTAIN).
- საგარეო 23669 - საგარეო საქმეთა სამინისტრო განახორციელოს კომპიუტერული ტექნიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით შესყიდვა.
- გარემო 23636 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ - გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის გასაფორმებელი ქვესაგრანტო ხელშეკრულება ,,სტანდარტული შეთანხმების წერილი გაეროს განვითარების პროგრამასა
და სსიპ - გარემოს ეროვნულ სააგენტოს შორის საქმიანობების განხორციელების შესახებ, რა დროსაც გაეროს განვითარების პროგრამა უზრუნველყოფს პროექტის ,,მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოება და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოყენება
საქართველოში” მხარდაჭერას (ჰიდრომეტეოროლოგიური სადამკვირვებლო მოწყობილობების შესყიდვა)“.
- ეკონომიკა 23635 - პროექტი ითვალისწინებს სსიპ-„იურიდიული დახმარების სამსახურის’’ ცხელი ხაზისთვის საქართველოს მთავრობის რეზერვიდან 1xx(xxx) ფორმატის ერთიანი მოკლე ნომრის 1485 გამოყოფას, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნულ სამსახურთან იურიდიული დახმარების
მსურველი პირების მარტივ კომუნიკაციას და კონსულტაციის გაწევას.
ხელმოსაწერი:
- 23746 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და Otokar Otomotiv ve Savunma Sanayi A.S.
შორის გასაფორმებელი ხელშეკრულება (საგანი: „საქალაქო ავტობუსებისა და შესაბამისი მომსახურების მიწოდება“).
- 23658 - ცვლილება შედის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულებაში, კერძოდ, შეიცვლება სამინისტროს სტრუქტურა და ნაცვლად საერთაშორისო ურთიერთობების და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტებისა, იქნება
საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი.
- 23657 - სსიპ - შემოსავლების სამსახური განახორციელებს გათბობა-გაგრილება-ვენტილაციის სისტემის სახელმწიფო შესყიდვას.
- 23655 - სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს მიეცემა თანხმობა განახორციელოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის საჭირო მაღალი წარმადობის რეგულირებადი დისპერსიულობის აეროზოლურ გენერატორის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
- 23653 - ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტი სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებს განახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
- 23650 - „ა(ა)იპ - სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს“ გადაეცემა 30 ერთეული ინფრაწითელი დისტანციური თერმომეტრი „ALPHAMED UFR 106“, რაც ხელს შეუწყობს „ა(ა)იპ - სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს“, ახალი კორონავირუსის
გავრცელების პრევენციის მიზნით, განახორციელოს მის ადმინისტრაციულ შენობებში მისული პოტენციური ბენეფიციარების თერმოსკრინინგის პროცედურა.
- 23571 - სს „ნენსკრა ჰიდრო“-ს მიეცემა უფლება, მესტიის მუნიციპალიტეტში, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი მცენარეები და შესაბამისად, შეუფერხებლად განაგრძოს ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა.
- 23563 - სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განახორციელებს რეაქტივების სახელმწიფო შესყიდვას.
- 23561 - სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებს განახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
- 23560 - სსიპ - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს მიეცემა თანხმობა განახორციელოს სასასუქე და მცენარეთა დაცვისთვის განკუთვნილი პრეპარატების (სასუქები და ნიტროგენული ნაერთები) შესყიდვა.
კანონპროექტები:
1. იუსტიცია 23131
- „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
არსი: განისაზღვრება „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართში მითითებული სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ 8 ნივთიერებათა
ოდენობები და მათი დოზები.
პროექტი შეთანხმებულია
ჯანდაცვის პოლიტიკასთან და რეგულირების სააგენტოსთან.
2. იუსტიცია 23112 - „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
არსი: წინამდებარე ამნისტიის აქტი, ძირითად, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებზე ვრცელდება.
(ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება)
(სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ანდა ასეთი იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა).
პროექტი შეთანხმებულია
ჯანდაცვის პოლიტიკასთან და რეგულირების სააგენტოსთან.
პატივისცემით,
ნათია