From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_25.07.19
Received On : 25.07.2019 10:14


მოგესალმებით ბატონო გიორგი,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
1.      თავდაცვა 29619 – "ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ,,მტკიცე მხარდაჭერის მისიის" (RSM) შტაბში (ქ. ქაბული) DCOS-ის სამხედრო თანამდებობებზე სამხედრო მოსამსახურეების წარგზავნის თაობაზე" პროექტი:
პროექტით, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ,,მტკიცე მხარდაჭერის მისიის" (RSM) შტაბში (ქ. ქაბული), საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ განსაზღვრული ვადით, წარგზავნილ იქნება:
ა) DCOS-ის მოადგილის (Deputy DCOS Security Assistance, Deputy Commanding General for TAA, on “share-position” basis – GEO/US) თანამდებობაზე, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის პირველი მოადგილე ბრიგადის-გენერალი ნიკოლოზ ჯანჯღავა;
ბ) DCOS-ის მოადგილის (Deputy DCOS Security Assistance, Deputy Commanding General for TAA, on “share-position” basis – GEO/US) თანაშემწის თანამდებობაზე, საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სერჟანტი, მთავარი სერჟანტი კობა ოშხერელი;
2.      ფინანსები 29640 - „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „Fitch Raitings“ შორის გასაფორმებელი შეთანხმების პროექტის მოწონების თაობაზე“ პროექტი:
პროექტით, ხდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „Fitch Raitings“ შორის გასაფორმებელი შეთანხმების პროექტის მოწონება;
3.      კულტურა 29648 - „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №468 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საჯარო სამართლის იურდიული პირის - შემოქმედებითი საქართველოს რეორგანიზაციისა და  საჯარო სამართლის იურიდიული პირის -კულტურის ეროვნული ფონდის შექმნის შესახებ“ პროექტი:
პროექტით, განხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირის რეორგანიზაცია, და შეიქმნება ახალი საჯარო სამართლის იურიდული პირი (სსიპ - შემოქმედებითი საქართველოს რეორგანიზაციის გზით  სსიპ - კულტურის ეროვნული ფონდის შექმნა);
4.      რეგიონული 29656 – "საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და China State Construction Engineering Corporation Ltd-ს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების შესახებ" პროექტი:
პროექტით, ხდება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა (შემდგომში - დეპარტამენტი) და China State Construction Engineering Corporation Ltd-ს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების (საგანი: E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის (კმ0.0-კმ11.6) მშენებლობა) მოწონება;
5.      ფინანსები 29667 - „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ პროექტი:
პროექტით, სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაცია (ა) მარნეულის მუნიციპალიტეტს - არაუმეტეს 1 200 000 (ერთი მილიონ ორასი ათასი) ლარი; ბ) ხარაგაულის  მუნიციპალიტეტს - არაუმეტეს 300 000 (სამასი ათასი) ლარი; გ) დმანისის მუნიციპალიტეტს - არაუმეტეს 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი);
6.      მთავრობა 29670 - ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე" პროექტი:
პროექტით, გაიცემა წინასწარი თანხმობა სსიპ - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ სხვადსხვა აპარატურის შესყიდვის თაობაზე;
7.      რეგიონული 29671 – „სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2019 წლის საშემოდგომო გაწვევის შესახებ“ პროექტი:
პროექტით, განხორციელდება 2019 წლის საშემოდგომო გაწვევა და სამხედრო სავალდებულო სამსახურს გაივლიან საქართველოს მოქალაქეები დადგენილებით განსაზღვრული რაოდენობის ფარგლებში, ასაკისა და პერიოდის გათვალისწინებით. ამასთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ევალება, დადგენილების ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში, განსაზღვროს ის სამედიცინო დაწესებულებები, რომლებშიც გაიგზავნებიან წვევამდელები დამატებითი სამედიცინო გამოკვლევისათვის;
პროექტის შინაარსი არის ტრადიციული, მაგრამ დამატებით მაინც გაგზავნილია ჯანდაცვის დეპ-ში შესათანხმებლად.
8.      მთავრობა 29672 - ,,პატენტით დაცული გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის გამოყენებისათვის სავალდებულო ლიცენზიების გაცემის წესის დამტკიცებისა და სავალდებულო ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღები მუდმივმოქმედი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ" პროექტი:
პროექტით, მტკიცდება პატენტით დაცული გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის გამოყენებისათვის სავალდებულო ლიცენზიების გაცემის წესი და სავალდებულო ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღები მუდმივმოქმედი საბჭოს შემადგენლობა;
9.      სოფელი 29679 – „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილებაში  ცვლილების  შეტანის თაობაზე“ პროექტი:
პროექტით, იცვლება ვეტ. სერტიფიკატის ფორმა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოდან ევროკავშირში თევზის პროდუქტების ექსპორტს და საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას.


პატივისცემით, 

ნათია ხმალაძე