| From : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| To : | Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge> |
| Subject : | RE: ელ.მთავრობის საკითხები_25.09.19 |
| Received On : | 25.09.2019 08:25 |
| Attachments : |
ნათია
დიდი მადლობა! ელექტრონული მთავრობის პროგრამის საკითხებთან დაკავშირებით წინააღმდეგობრივი პოზიცია არ გამაჩნია.
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
მინისტრის პირველი მოადგილე
Sincerely,
Tamar Gabunia, MD, MPH
First Deputy Minister
From: Natia Khmaladze
Sent: 25 September, 2019 12:21
To: Tamar Gabunia
Subject: ელ.მთავრობის საკითხები_25.09.19
მოგესალმებით ქალბატონო თამარ, ბატონო გიორგი,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
1. თავდაცვა 37580 - მთავრობასთან თანხმდება, GG-B-UAC ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის ,,ერთობლივი კონფლიქტისა და ტაქტიკური სიმულაციის შესახებ‘‘ ხელშეკრულების დამატება 10.
პროექტის მიხედვით, GG-B-UAC ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ თავდაცვის სფეროში საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თვითღირებულებისა და ადმინისტრაციული გადასახადის ხარჯები იზრდება 1 540 210 აშშ დოლარით, რის შედეგად გრანტის მთლიანი სავარაუდო ღირებულება განისაზღვრება 20 743 274 აშშ დოლარით.
პროექტით გათვალისწინებული თანხები მოხმარდება სამეთაურო და საშტაბო ცენტრში გაერთიანებული კონფლიქტებისა და ტაქტიკური სიმულაციური პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, კერძოდ, პროგრამის ტექნიკური მხარდაჭერისა და ლიცენზიების უზრუნველყოფის მიმართულებით.
2. გარემო 37587 - ცვლილება შედის მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში, პროექტი მიზნად ისახავს პროგრამის პირობების გამარტივებას, რაც გულისხმობს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობას და მათთვის დამატებითი მასტიმულირებელი გარემოს შექმნას, რაც სამომავლოდ განაპირობებს უფრო მეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ჩართვას პროგრამაში და შესაბამისი რეგიონების მოსახლეობის სოციალური აქტივობის გაზრდას.
3. გარემო 37590 - სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიეცემა თანხმობა, ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 10 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისა და ექსპლუატაციის მიზნით, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს „საქართველოს წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარე და შესაბამისად, შეუფერხებლად განაგრძოს ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა.
4. გარემო 37589 - ცვლილება შედის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და ბრენდირების სახელმწიფო პროგრამაში. პროექტი მიზნად ისახავს პროგრამის პირობების გამარტივებას, რაც გულისხმობს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობას და მათთვის დამატებითი მასტიმულირებელი გარემოს შექმნას, რაც სამომავლოდ განაპირობებს უფრო მეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ჩართვას პროგრამაში და შესაბამისი რეგიონების მოსახლეობის სოციალურ აქტივობას. პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებს მიეცემათ შესაძლებლობა განახორციელონ მათ მიერ წარმოებული პროდუქციის სურსათის უვნებლობის, მიკვლევადობის / უზრუნველყოფა და მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდა. პროგრამაში ჩართვის შემთხვევაში ბენეფიციარები განახორციელებენ საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასა და წარმოებული პროდუქტის პოპულარიზებას.
5. რეგიონული 37572 - გარდაბნის მუნიციპალიტეტი, მისთვის ბიუჯეტით გამოყოფილი თანხებიდან დარჩენილ ეკონომიას ჯამში 246 146 ლარს მიმართავს ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, რის შედეგადაც სოფელ ზემო თელეთისა და სოფელ მუღალოს სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების აღსაზრდელებს (სულ 210 ბენეფიციარი) გაუუმჯობესდებათ პირობები, შემოიღობება საბავშვო ბაღის ეზო, მოეწყობა ატრაქციონები და მოპირკეთდება შიდა ტერიტორია.
6. განათლება 37598 - პროექტით მოხდება, სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურაში შემავალი, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის გამოყოფა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირად - „საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია“ დაფუძნება.
7. ფინანსები 37570 - სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მისთვის განსაკარგავად გადაცემულ ქონებას (ორსართულიანი საწოლები) უსასყიდლოდ გადაცემს ა(ა)იპ „საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარიას“.
8. მთავრობა 37596 - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის (დეპარტამენტი) თანამდებობათა ჩამონათვალს ემატება „ინსპექტორის“ თანამდებობა და განისაზღვრება შესაბამისი თანამდებობრივი სარგო.
9. მთავრობა 37567 - ცვლილება შედის სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესში, რომლის მიხედვით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფროსს, მის მოადგილესა და საბჭოს აპარატის დეპარტამენტების დირექტორებს მიენიჭებათ დიპლომატიური პასპორტის მიღების უფლება, ხოლო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის არაუმეტეს 10 მოსამსახურეს - სამსახურებრივი პასპორტის მიღების უფლება.
10. მთავრობა 37565 - ცვლილება შედის პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის წესში, რომლის მიხედვით, წესს ემატება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსისა და მისი მოადგილის თანამდებობები და განისაზღვრა ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატი.
11. მთავრობა 37564 - პროექტის მიხედვით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსსა და მოადგილეს ენიჭებათ უფლებამოსილება უზრუნველყონ სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვება.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსს, მის მოადგილეს, დეპარტამენტების დირექტორებს, მათ მოადგილეებს და სამმართველოს უფროსებს მიენიჭებათ კონკრეტული ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნების კომპეტენცია.
12. რეგიონული 37540 - ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, მისთვის ბიუჯეტით გამოყოფილი თანხებიდან დარჩენილ ეკონომიას ჯამში - 311 971 ლარს მიმართავს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების დაზიანებული სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად.
13. რეგიონული 37537 - ზუგდიდის მუნიციპალიტეტი განახორციელებს სტიქიის შედეგად დაზიანებული ობიექტების რეაბილიტაციას, ეკონომიის სახით დარჩენილი 130 185 ლარის ფარგლებში.
14. საგარეო 37514 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში განახორციელებს კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების, საინფორმაციო სისტემებისა და სერვერების სახელმწიფო შესყიდვას.
15. ფინანსები 37497 - გადამტკიცდება თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მისი შექმნისთვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის ფუნქციონირების, მასში საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის განხორციელების წესები.
ვინაიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნაცვლად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანასთან დაკავშირებული წესები და ფორმალობები გათვალისწინებულია საბაჟო კოდექსის რეგულირებად სფეროდ, 2019 წლის 1 სექტემბრიდან გაუქმდა „თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობებისა და საქონლის შენახვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №11 დადგენილების გამოცემის საფუძველი.
დადგენილების გამოცემის საფუძვლის კორექტირებასთან ერთად, აქტი ტერმინოლოგიური თანხვედრის თვალსაზრისით შესაბამისობაში მოვა საქართველოს საბაჟო კოდექსთან და მოქმედ კანონმდებლობასთან.
ცვლილება შედის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესებში, რომლის მიხედვით, აქტი ტერმინოლოგიური თანხვედრის თვალსაზრისით შესაბამისობაში მოვა საქართველოს საბაჟო კოდექსთან და მოქმედ კანონმდებლობასთან.
16. მთავრობა 37491 - სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიეცემა თანხმობა, არაუმეტეს 18100 ლარის ღირებულების ფარგლებში, განახორციელოს სხვადასხვა სახის ავეჯის სახელმწიფო შესყიდვა.
17. მთავრობა 37489 - მთავრობასთან თანხმდება სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტოს სახელფასო ფონდი.
პატივისცემით,
ნათია