From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_25.10.19
Cc : tikhardziani@gmail.com
Received On : 25.10.2019 06:56

           მოგესალმებით ბატონო გიორგი,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

1.      მთავრობა 42314 - „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების  საფუძველზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა და დაცვის ობიექტთა ნუსხები, დაცვის დანიშვნა-გამოყოფის წესი და დაცვის განხორციელების პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

ძალადაკარგულად ცხადდება „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა და დაცვის ობიექტთა ნუსხების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 მაისის N427 განკარგულება.

2.      განათლება 42298 - მტკიცდება „ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი იურიდიული პირის ავტორიზაციის წესი“.

პროექტი შეთანხმდა სფეროს მიკუთვნებულ დეპარტამენტებთან, შენიშვნები არ გააჩნიათ. ატვირთულია განმეორებით, პირველ ეტაპზე დავიზებულია

3.    ეკონომიკა 42296 - სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახური“ განახორციელებს სერვერის დაყენების სახელმწიფო შესყიდვას.

4.    ეკონომიკა 42295 – ა(ა)იპ - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას  საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. რუსთავში, XXI მიკრო/რაიონის მდებარე ტერიტორიაზე არსებული 80 000 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, გადაცემულ ქონებაზე ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის შექმნის მიზნით შენობის ან/და შენობების და საფეხბურთო მოედნების აშენება, ინვენტარით აღჭურვა, ინფრასტრუქტურის მოწყობა და საფეხბურთო აკადემიის ფუნქციონირების დაწყება, ამ მიზნით 5 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება.

პროექტის მიხედვით, ა(ა)იპ - საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია  გათავისუფლდება სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ა(ა)იპ - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის 2015 წლის 20 თებერვალს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით დაკისრებული პირგასამტეხლოსგან.

5.    ეკონომიკა 42294 - ფიზიკურ პირს ნატო გირკელიძეს საკუთრებაში გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, დაბა ბახმაროში მდებარე 100 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი  ნატო გირკელიძის საკუთრებაში არსებული, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კურორტ ბახმაროში, გურიის ქუჩაზე მდებარე 100 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის უფლებრივი ტვირთისაგან, მათ შორის, მესამე პირის იპოთეკის უფლებისაგან თავისუფალ მდგომარეობაში სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ.

6.    გარემო 42282 - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი განახორციელებს ვიდეოგამოსახულების ჩამწერი აპარატურის სახელმწიფო შესყიდვას.

7.    გარემო 42280 - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი განახორციელებს ვიდეოგამოსახულების ჩამწერი აპარატურის  სახელმწიფო შესყიდვას.

8.    გარემო 42275 - გარემოს ეროვნული სააგენტო განახორციელებს 2 ერთეული მაღალი გამავლობის სპეციალიზირებული კლასის - პიკაპის ტიპის ავტომობილის  სახელმწიფო შესყიდვას.

9.      რეგიონული 42268 - მთავრობასთან თანხმდება, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა“ და ერთობლივ საწარმო „Toshiba Water Solutions Pvt. Ltd and IN-SI LLC (India/Georgia)“-ს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულება - მესტიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის პროექტირება, მოწოდება და მონტაჟი.

10.  რეგიონული 42264 - მტკიცდება გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 9158.00 კვ.მ გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმა.

11.  განათლება 42258 - სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განსაზღვრება არა უმეტეს 1843 ერთეულით, მათ შორის, არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად - 40 ერთეულით.

12. მერია 42332 - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, სარეკლამო  მომსახურების  სახელმწიფო  შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 72 000  ლარის ფარგლებში.

13. განათლება 42247 - ცვლილება შედის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულებაში, რომლის მიხედვით, რეორგანიზაციის სსიპ  − შემოქმედებითი საქართველოს ბაზაზე სსიპ − კულტურის ეროვნული ფონდის შექმნა განხორციელდება 2020 წლის 1 იანვრიდან.

 

ხელმოსაწერი:

 

  1. 42279 - ცვლილება შედის „დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამაში, გარემოს/სოფლი სამინისტროს სისტემაში განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე, დოკუმენტები/ცნობები, რომელსაც გასცემდა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები უნდა გაიცეს ააიპ -  სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ, გამომდინარე აქედან დაკორექტირდა დადგენილების ყველა ის მუხლი/პუნქტი/ქვეპუნქტი სადაც სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები იყო მოხსენიებული.

    ცვლილება შევიდა:  სანარგეების კომპონენტის, კენკროვანი კულტურების ქვეკომპონენტის ნაწილში, სარწყავი სისტემის მოწყობის თანადაფინანსება/დაფინანსების ნაწილში.
  2. 42208 -  ეკონომიკის სამინისტროს მიერ ანაზღაურდება რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებულ ტერიტორიებზე გორის, საჩხერისა და ახალგორის მუნიციპალიტეტების სოფლებში (ზემოარცევი, ახმაჯი, ქარძმანი, სინაგური და თედელეთი) არსებული აბონენტების მიერ, 2018 წლის ნოემბრის თვიდან 2019 წლის ნოემბრის ჩათვლით მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება.
  3. 42195 - გაიმართება მოლაპარაკება „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (თბილისის ავტობუსების პროექტის გაგრძელება)“ ტექსტის მიღების მიზნით.
  4. 42174 - ცვლილება შედის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულებაში, რაც გამოწვეულია სამინისტროში ფუნქციათა ოპტიმალური განაწილების, დაკისრებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფისა და დამატებითი რესურსების დაზოგვის აუცილებლობიდან. პირველ ეტაპზე დავიზებულია
  5. 42171 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საშტატო ნუსხა, თანამდებობრივი სარგო და შრომის ანაზღაურება. პირველ ეტაპზე დავიზებულია
  6. 42168 - 42168 - საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარედგინება „რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა („KfW“), მაინის ფრანკფურტი, და საქართველოს, წარმოდგენილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ („მსესხებელი“), შორის სასესხო შეთანხმება (პოლიტიკაზე დაფუძნებული სესხი II)“.

    აღნიშნული წარმოადგენს ბიუჯეტის მხარდაჭერ სესხს, რომელიც მიმართული იქნება ენერგეტიკის სფეროში.
  7. 42161 - საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარედგინება 2019 წლის 7 ოქტომბერს ხელმოწერილი „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო შეთანხმება“.  

    სესხი გამოყოფილია ენერგეტიკის სფეროში მთავრობის მიერ განსახორციელებელი რეფორმის მხარდასაჭერად.
  8. 42145 - პროექტი ითვალისწინებს, არჩილ ყარაულაშვილის დანიშვნას ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე.

 

პატივისცემით,  

ნათია




Sincerely,

Natia Khmaladze

Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge