From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_25.11.19
Cc : tikhardziani@gmail.com
Received On : 25.11.2019 08:48

           მოგესალმებით ბატონო გიორგი,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. რეგიონული 47211 - მტკიცდება ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმები.
  2. რეგიონული 47210 - მტკიცდება  ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმები.
  3. რეგიონული 47209 - მტკიცდება გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმები.
  4. რეგიონული 47208 - მტკიცდება დიდი მიტარბის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმები.
  5. რეგიონული 47207 - მტკიცდება ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმები.
  6. ეკონომიკა 47183 - პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობასა და შპს „ბი ჯი თრეიდს“ შორის გაფორმდება შეთანხმება 2019 წლის 20 მარტს დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე და გაგრძელდება „შუშანეთი ჰესის“ წინასამშენებლო ფაზის ვალდებულებების შესრულებისთვის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადები.
  7. ეკონომიკა 47173 - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განახორციელებს პორტაბელური კომპიუტერების სახელმწიფო შესყიდვას.
  8. ეკონომიკა 47170 - ცვლილება შედის საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში გარანტირებული სიმძლავრისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროების განსაზღვრის წესში, რომლის მიხედვით, აირტურბინული ელექტროსადგურის 60 მგვტ გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის პერიოდი განისაზღვრება  2019 წლის 4 მარტიდან 2021 წლის 1 იანვრამდე.
  9. ფინანსები 47143 - სსიპ - შემოსავლების სამსახურის არამუდმივ ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ თანამშრომელზე, სსიპ - შემოსავლების სამსახურის მრჩეველზე, არ გავრცელდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვა და მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება არაუმეტეს 7 000 ლარის ოდენობით.
  10. გარემო 47106 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი.
  11. საგარეო 47080 - პროექტის მიხედვით, 2019-2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმ(ებ)ის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შემადგენლობას დაემატება  ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი.

    საბჭოს მოქმედ, უნივერსალურ შემადგენლობაში წევრის სტატუსით შედის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე  ან მოადგილე .
  12. საგარეო 47067 - პროექტის მიხედვით, ეგვიპტის    არაბთა    რესპუბლიკაში  საქართველოს საელჩოდან აღარ განხორციელდება სირიის არაბთა რესპუბლიკის გადაფარვა. 
  13. განათლება 47002 - პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებელი პირების დანიშვნას.
  14. განათლება 46995 - პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებელი პირების დანიშვნას.

     

    ხელმოსაწერი:
  1. 47089 - პროექტი ითვალისწინებს, სსიპ გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ბალანსზე რიცხული შემდეგი მოძრავი ქონების: ფაგური პრეპარატების ჩამოსასხმელი ხაზი (Adinath International ALVF-120, Adinath International ACS-60 და Adinath International AVSL-100) და ავტოკლავი (Tuttnauer 4472EP-1R) აუქციონის გარეშე, იჯარის ფორმით,  შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 წლის ვადით, ყოველთვიური საიჯარო ქირის – 600 ლარის ღირებულებით შპს - ბაქტერიოფაგის ბიოპრეპარატებისთვის გადაცემას.
  2. 46748 - საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანს ბექა დოჭვირს, მიეცემა თანხმობა, რომ საქართველოს პარლამენტიდან გამოითხოვოს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი  ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტები.



პატივისცემით,  

ნათია




Sincerely,

Natia Khmaladze

Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge