From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_26.06.20
Cc : Tea Kankia <tkankia@moh.gov.ge>; Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com
Received On : 26.06.2020 06:31

           მოგესალმებით ბატონო გიორგი,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. რეგიონული 23958 -  საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი უზრუნველყოფს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხორნაბუჯი-ერისიმედის საავტომობილო გზის პკ0+890-დან პკ18+00-მდე მონაკვეთის მიმდებარედ არსებული მელიორაციის არხის აღდგენა-მოპირკეთების სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საზედამხედველო მომსახურების განხორციელებას.
  2. რეგიონული 23956 - სამტრედიის მუნიციპალიტეტი განახორციელებს სოფელ ახალსოფელში არსებული საბორნე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსებას.
  3. რეგიონული 23954 - ცაგერის მუნიციპალიტეტი განახორციელებს ქალაქ ცაგერის და სოფლების ლაილაშის, ორბელის, წიფერჩის, ჩხუტელის, ქულბაქის, ოყურეშის, ზუბის და მახაშის საბავშვო ბაღების სველი წერტილების სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსებას.
  4. რეგიონული 23952 - საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამოეყოფა არა უმეტეს 20 000 000  ლარისა, ზოგიერთი საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია-მშენებლობასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსების მიზნით.
  5. მერია 23922 - ,,ობიექტის დაუმთავრებელ მშენებლობად განსაზღვრის შესახებ‘‘ მთავრობაზე წარდგენილია დადგენილების პროექტი, რომლის მიზანია განსაზღვროს ის პირობები, რა შემთხვევაშიც ობიექტი ჩაითვლება დაუმთავრებელ მშენებლობად.
  6. რეგიონული 23908 - ხარაგაულის მუნიციპალიტეტი განახორციელებს სოფელ ზვარეს და დაბა ხარაგაულის №1 საბავშვო ბაღებში საპირფარეშოების სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსებას.
  7. მთავრობა 23881 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ  სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელდება მის ბალანსზე რიცხული ადმინისტრაციული შენობების სარემონტო სამუშაოები.


    ხელმოსაწერი:
  1. 23884 - პროექტის მიხედვით, განისაზღვრება ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ასაშენებელი ინფრასტრუქტურის საბაზისო არქიტექტურულ-სამშენებლო და ტექნიკური პარამეტრები და დამტკიცდება ბორჯომ-ხარაგაულისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესები.

     კანონპროექტი:
  1. ეკონომიკა 23890 - „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
    არსი: პროექტის მიხედვით მოხდება საკონტრეილერო გადაზიდვაში ჩართული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელისა ან მძღოლის გათავისუფლება გზათსარგებლობის საფასურის გადახდისგან და შესაბამისი ტერმინებისა და ცნებების განმარტება.
  2. გარემო 23801 - „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და ,,საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტები
    კანონპროექტის მიღების მიზანია შეიცვალოს უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის განკარგვის წესი, რაც უფლებამოსილ ორგანოებს მისცემს შესაძლებლობას, მერქნიანი მცენარეები განკარგონ ოპერატიულად, მათი ხარისხობრივი/სასაქონლო ღირებულების დაკარგვის გარეშე. შედეგად, სახელმწიფო თავიდან აირიდებს იმ მატერიალურ ზიანს, რომელსაც ყოველწლიურად განიცდის აღნიშნული მერქნული რესურსების არარაციონალურად განკარგვის (ზოგ შემთხვევაში, საერთოდ დაკარგვის) გამო. ასევე, ახალი წესის მიღების შედეგად, ტყის ფონდის მართვის ორგანოებს გაუჩნდებათ მერქნული რესურსების მიღების დამატებითი წყარო, რის ხარჯზეც შეძლებენ დააკმაყოფილონ მერქნულ რესურსებზე მოსახლეობის სოციალური მოთხოვნილებების გარკვეული ნაწილი და შესაბამისად შეამცირონ ხე-ტყის ჭრის მასშტაბები. 

 

პატივისცემით,  

ნათია ხმალაძე