| From : | Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge> |
| To : | Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge> |
| Subject : | ელ.მთავრობის საკითხები_26.07.19 |
| Received On : | 26.07.2019 09:14 |
მოგესალმებით
ბატონო გიორგი,
შესათანხმებლად
გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
1.
რეგიონული 29671 – „სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2019 წლის საშემოდგომო გაწვევის შესახებ“ პროექტი:
პროექტით,
განხორციელდება 2019 წლის საშემოდგომო გაწვევა და სამხედრო სავალდებულო სამსახურს გაივლიან საქართველოს მოქალაქეები დადგენილებით განსაზღვრული რაოდენობის ფარგლებში, ასაკისა და პერიოდის გათვალისწინებით. ამასთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ევალება, დადგენილების ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში, განსაზღვროს ის სამედიცინო დაწესებულებები, რომლებშიც გაიგზავნებიან წვევამდელები დამატებითი სამედიცინო გამოკვლევისათვის;
გუშინ
გადმოგიგზავნეთ ეს წარმოება, მოვიდა ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის დასკვა, პოზიცია დადებითია;
2.
სოფელი 29835 – „ტექნიკური რეგლამენტის - „პესტიციდების და აგროქიმიკატების შენახვის, ტრანსპორტირების, რეალიზაციისა და გამოყენების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N451 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
მთავრობის დადგენილების პროექტს და მისგან გამომდინარე „იმ ბიზნესოპერატორის აღიარების წესი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია მცენარეთა დაცვის სფეროსთან“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 დეკემბრის №590 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ პროექტი:
პროექტის
მიღებით დაკონკრეტდება ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ბიზნესოპერატორი, იმისათვის, რომ სსიპ-სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს ბიზნესოპერატორის აღიარება;
3.
სოფელი 29792 - „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის N150 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პროექტი:
პროექტი
მიზნად ისახავს პროგრამის პირობების გამარტივებას, რაც გულისხმობს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობას და მათთვის დამატებითი მასტიმულირებელი გარემოს შექმნას;
4.
სოფელი 29790 - „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის N265 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პროექტი:
პროექტი
ითვალისწინებს რძის გადამამუშავებელი საწარმოების წახალისებასა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობას და მათთვის დამატებითი მასტიმულირებელი გარემოს შექმნა, მათ შორის, დუშეთის მუნიციპალიტეტის უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში ასაშენებელ რძის გადამამუშავებელ
საწარმოსთან დაკავშირებით;
5.
სოფელი 29794 - „მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პროექტი:
პროექტი
ითვალისწინებს ღვინის ქარხნების სამშენებლო სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარებას.
ხელმოსაწერები:
1.
ფინანსები 29827 - ,,ზოგიერთი მეწარმე სუბიექტისთვის მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების შესახებ'' პროექტი:
პროექტით,
დანართით განსაზღვრულ მეწარმე სუბიექტებს ენიჭებათ მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი;
2.
ფინანსები 29824 - ,,სსიპ – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ქონების განაწილებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ'' პროექტი:
პროექტით,
ხდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციის ცნობად მიღება სსიპ – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ დანართ №1-ში მითითებული, განსაკარგავად გადაცემული ქონების (ავტომანქანები) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე;
3.
ეკონომიკა 29811 - „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 იანვრის №86 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პროექტი:
პროექტით,
ზუსტდება გურჯაანის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ განკარგულების დანართი;
ეხება დევნილების ქონებებს. საკითხზე ატვირთულია სამინისტროს დადებითი დასკვნა.
4.
ფინანსები 29825 - ,,საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის გაფორმებულ 2016 წლის 9 დეკემბრის ფინანსურ ხელშეკრულებაში − „საქართველო სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტი“ ცვლილების წერილ-შეთანხმების ხელმოწერის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის
თანხმობის მიცემის შესახებ'' პროექტი:
პროექტით,
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ეძლევა თანხმობა, რომ საქართველოს სახელით დადოს საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის გაფორმებულ 2016 წლის 9 დეკემბრის ფინანსურ ხელშეკრულებაში − „საქართველო სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტი“ ცვლილების წერილ-შეთანხმება;
5.
სუსი 29826 -,,საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ'' პროექტი:
პროექტით,
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ეძლევა თანხმობა შეისყიდოს ტელე-რადიო სიგნალის მიმღები აპარატურა;
6.
რეგიონული 29829 - ,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ პროექტი:
პროექტით,
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2019-2020 წლებში უნდა უზრუნველყოს ბაღდათის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხანისწყალზე არსებული
ექვსი სოფლის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდისა და მასთან მისასვლელი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოების და მასთან დაკავშირებული საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები;
7.
რეგიონული 29830 - ,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ’’ პროექტი:
პროექტით,
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ − საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2019-2020 წლებში უნდა უზრუნველყოს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის
უღელტეხილის საავტომობილო გზის არსებული ნამახვანი-ალპანის 27 კმ-იანი მონაკვეთის განვლადობის გაუმჯობესებისა და მოვლა-შენახვის სამუშაოების განხორციელება;
8.
ეკონომიკა 29831 - ,,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შეთანხმების თაობაზე''პროექტი:
პროექტით,
საქართველოს მთავრობასთან თანხმდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი სახით;
9.
ეკონომიკა 29832 -,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ'' პროექტი:
პროექტით,
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს, ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით, საკუთრებაში გადაეცემა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა ჭარნალში მდებარე 12 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1-ის, საერთო
ფართით − 6,80 კვ. მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №22.28.01.479) (მოსაცდელი);
10.
ეკონომიკა 29833 - ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფ/პ ვახტანგ კუკულაძისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ'' პროექტი:
პროექტით,
ფიზიკურ პირს პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად − 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება(ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი);
11.
ფინანსები 29834 – ,,სსიპ − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ქონების განაწილებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ” პროექტი:
პროექტით,
ხდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციის ცნობად მიღება სსიპ − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ დანართ №1-ში მითითებული, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების (ვეფხისტყაოსანი) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის
უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე, შემდგომში საქართველოს სახელით გაერთიანებული ერების ორგანიზაციისათვის საჩუქრად გადაცემის მიზნით.
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე