From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_27.01.20
Received On : 27.01.2020 07:34

           მოგესალმებით ბატონო გიორგი,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. გარემო 2683 - გორის მუნიციპალიტეტს გადაეცემა გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგლის 5 და ტურის 5 ინდივიდის რაოდენობის რეგულირების უფლება, მათი გარემოდან ამოღებით.
  2. ეკონომიკა 2661 - ხაშურის  მუნიციპალიტეტს საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაეცემა ადგილობრივი მნიშვნელობის უძრავი ქონება, რომელიც წარმოადგენს დასასვენებელ სკვერს.
  3. ეკონომიკა 2660 - იჯარის უფლებით, წლიურ სარგებლობაში გადაცემის  საფასურად - 7061  ლარად,  შპს „მტკვარი ჰესს” გადაეცემა ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყუნეთში მდებარე 49467 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო უძრავი ქონება, მდინარე მტკვარზე „მტკვრის ჰიდროელექტროსადგურის“ მშენებლობის მიზნით.
  4. ეკონომიკა 2659 - შპსკასლეთი 1“-, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან წლის ვადით, წლიურ სარგებლობაში გადაცემის საფასურად - 18500 ლარად, აღნაგობის უფლებით გადაცემა მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხაიშში, წვირმინდში არსებული, 33095 კვ.. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ჰიდროელექტროსადგურიკასლეთი 1“ ჰესის აშენების და ექსპლუატაციაში მიღების მიზნით.
  5. ეკონომიკა 2655 - ქ. ქუთაისში, რიონჰესის მიმდებარედ, 4 ერთეული უძრავი ქონება (ჯამში 223600 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი) უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაეცემა ა(ა)იპ - ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსს 49 წლის ვადით, „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით ა(ა)იპ - ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის დაფუძნებისთვის განსაზღვრული მიზნებისათვის.
  6. განათლება 2654 - ცვლილება შედის მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში, განისაზღვრება მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის - ფიზიკის ან ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნების მასწავლებელის დეფინიცია, რომლის შესაბამისად საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელი არის მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის - ფიზიკის ან ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნების მასწავლებელი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი (გარდა პრაქტიკოსისა) და უმაღლესი განათლების დიპლომით უდასტურდება ზემოთ მითითებული საგნებიდან (გარდა იმ საგნისა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი) ერთ-ერთი საგნის სწავლების უფლება/დიპლომის დანართით უდასტურდება შესაბამისი საგნის გავლა.  
  7. ეკონომიკა 2630 - საქართველოს მთავრობას, შპს „ჰიდროლეას“, შპს „თბილისი ჰესს“, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგოს“ და შპს „ენერგოტრანსს“ შორის დაიდება მემორანდუმში ცვლილების შეტანის შესახებ შეთანხმება, რომლის საფუძველზეც მემორანდუმის მხარე კომპანია, შპს „ჰიდროლეა“, ჩანაცვლდება ახალი კომპანიით - „შპს თბილისი ჰესით“; რის შედეგადაც, მემორანდუმით გათვალისწინებული ყველა უფლება და ვალდებულება გადაეცემა ახალ კომპანიას.
  8.  ეკონომიკა 2629 - მესტიის მუნიციპალიტეტში, ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ლეკულმახეში მდებარე, 3 ერთეული, ჯამში 65517 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცემა სააქციო საზოგადოება „ნენსკრა ჰიდროს‘‘, ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის მიზნით.
  9. ეკონომიკა 2628 - უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით,  6 154 370.17 ლარად  საკუთრებაში გადაეცემა შპს „სოკარ ჯორჯია გაზს‘‘, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მოსახლეობის გაზიფიცირების შეუფერხებლად წარმოების მიზნით.
  10. საგარეო 2618 - ცვლილება შედის პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესში, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და  პირობების განსაზღვრის წესში, რომლის მიხედვით, ბჰუტანის სამეფოში, ბურუნდის რესპუბლიკაში, კამერუნის რესპუბლიკაში, ჯიბუტის  რესპუბლიკაში,  ერიტრეას სახელმწიფოში,  ნაურუს  რესპუბლიკაში, სენტ-ვინსენტსა და გრენადინებში, ტიმორ ლესტეს დემოკრატიული რესპუბლიკასა და ტუვალუში მივლინების შემთხვევაში, მოხდება აღნიშნულ ქვეყნებში მოკლევადიანი მივლინების სადღეღამისო ნორმისა და სასტუმროს ნორმის განსაზღვრა.
  11. ეკონომიკა 2617 - სსიპ - წიაღის ეროვნული სააგენტო განახორციელებს ქსელების სახელმწიფო შესყიდვას.
  12. მთავრობა 2595 - საქართველოს პროკურატურაში დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განისაზღვრება არაუმეტეს 138 ერთეულით, ხოლო არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 30  ერთეულით.
  13. განათლება 2586 - მთავრობასთან თანხმდება სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2020 წლის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი.
  14. განათლება 2539 - სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას მიეცეს თანხმობა, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განისაზღვრება არაუმეტეს - 133 ერთეულით, მათ შორის, 115 ერთეულით - არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად.
  15. შსს 2532 - ცვლილება შედის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულებაში, დებულება შესაბამისობაში მოვა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონთან. ამასთანავე, სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვა და დაცვის კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება ნაცვლად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა, ამავე სამინისტროს ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ძირითად ამოცანებში განისაზღვრება.

     

    ხელმოსაწერი:
  1. 2652 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, შრომის ანაზღაურების დაფინანსების გაზრდის მიზნით.
  2. 2650 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები.
  3. 2614 - სსიპ მწერალთა სახლს მიეცემა უფლება 2020 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტით მისთვის განსაზღვრული ასიგნებებიდან განახორციელოს საერთაშორისო წიგნის ბაზრობებზე საქართველოს ეროვნული სტენდებით და ლიტერატურულ-კულტურული პროგრამებით მონაწილეობასთან, ავტორებისთვის, ილუსტრატორებისთვის, გამომცემლებისთვის, მთარგმენლებისთვის და რედაქტორებისთვის, პროფესიული სემინარების ორგანიზებასთან, სხვადასხვა საერთაშორისო ლიტერატურულ თუ საგამომცემლო ღონისძიებაში ქართველი მწერლების, მთარგნელების, ილუსტრატორების და გამომცემლების სარეზიდენციო პროგრამების განხორციელებასთან და კულტურურლ-საგანმანათლებლო მიმართულების განვითრების მიზნით ღონისძიებების ორგანიზებასთან დაკავშრებული მომსახურებების შესყიდვები გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

პატივისცემით,  

ნათია




Sincerely,

Natia Khmaladze

Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge