From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_27.05.20
Cc : Tea Kankia <tkankia@moh.gov.ge>; Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com
Received On : 27.05.2020 06:55

           მოგესალმებით ბატონო გიორგი,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. ეკონომიკა 18469 - შპსბახვი ჰაიდრო პაუერსპირდაპირი მიყიდვის ფორმით, საკუთრებაში გადაეცემა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ალპურ საძოვრებში (სოფელი მთისპირი) მდებარე, 5 ერთეული, 1434 კვ.. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა, რაც, სავარაუდოდ, უზრუნველყოფს მემორანდუმით გათვალისწინებულიბახვი 3“ ჰესის შეუფერხებელ ფუნქციონირებას.
  2. ეკონომიკა 18468 - მთავრობასთან თანხმდება, შპს „ფერსა“ და „TEPCO RENEWABLE POWER SINGAPORE PTE.“ LTD-ს შორის 2020 წლის 25 მარტს განხორციელებული,  საქართველოს მთავრობას, სს „დარიალი ენერჯის“, შპს „ენერგოტრანსსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის  „დარიალი ჰესის“ შესახებ 2011 წლის 19 მაისს დადებული განხორციელების ხელშეკრულების მხარე კომპანიის, „სს დარიალი ენერჯის“ აქციების ნასყიდობის თაობაზე.
  3. ეკონომიკა 18462 - სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“, პირდაპირ ან შვილობილი საწარმოს მეშვეობით, უზრუნველყოფს განკარგულებით  წარმოდგენილი პირობების შესაბამისად ნავთობისა და ნავთობპროდუქტებით ვაჭრობის საერთაშორისო ბაზარზე შესაბამისი გამოცდილების სატრეიდერო და ლოჯისტიკის სერვისების მიმწოდებელი კომპანიის შერჩევის პროცედურის ჩატარებას და ფასთა გამოკითხვის შედეგების და საუკეთესო წინადადების მქონე პრეტენდენტთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის წარმოდგენას საქართველოს მთავრობის სხდომაზე განხილვის მიზნით.
  4. ეკონომიკა 18436 - შპს „მაუნთგრაუნდის“ საკუთრებაში გადაეცემა უძრავი ნივთები, რითაც, სავარაუდოდ, ხელი შეეწყობა დუშეთის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციის განხორციელებას.
  5. რეგიონული 18354 - მტკიცდება ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 10019.00 კვ.მ გეგმარებითი არეალის მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების გეგმა.
  6. შსს 18258 - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია და საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებს განახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.


    ხელმოსაწერი:
  1. 18472 - ცვლილება შედის „სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესში, დგინდება არასრულწლოვანზე  ერთ-ერთი მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის დამატებითი საფუძვლები.
    არასრულწლოვანზე სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტი ერთ-ერთი მშობლის თანხმობით გაიცემა, დამატებით, შემდეგ გარემოებათა არსებობისას: თუ არასრულწლოვანი 16 წელს მიღწეულია, არასრულწლოვანს არ ჰყავს მეორე მშობელი, მეორე მშობელი სასამართლოს მიერ ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად, არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მეორე მშობლისთვის მშობლის უფლების ჩამორთმევის, შეჩერების ან შეზღუდვის თაობაზე ან მისი ადგილსამყოფელი უცნობია და ამოწურულია მისი ადგილსამყოფლის დადგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა, ასევე, არასრულწლოვნის საქართველოდან დროებით გასვლა საჭიროა მისი მკურნალობის მიზნით ან აუცილებელია მისი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის და მეორე კანონიერი წარმომადგენლის ადგილსამყოფელი უცნობია ან იგი არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების საწინააღმდეგოდ არ იძლევა პასპორტის გაცემაზე ნებართვას, ან ეს საჭიროა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მათ შორის, როდესაც არასრულწლოვნის ერთ-ერთი მშობლის საქართველოდან დროებით გასვლა, რომელსაც თან მიჰყვება არასრულწლოვანი შვილი, საჭიროა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე.
  2. 18470 - მთავრობასთან თანხმდება, რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW) და საქართველოს შორის დასადები განსაკუთრებული შეთანხმება. (შეთანხმება უზრუნველყოფს ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილ რეფორმების მხარდაჭერას)

     
    კანონპროექტი:
  1. 18466 -  „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“, „უმაღლესი განათლების შესახებ“

    პროექტის მიხედვით, იზრდება ავტორიზაციის საბჭოს უფლებამოსილებები, კერძოდ, საბჭოს გადაწყვეტილებებს ემატება პროფესიული პროგრამ(ებ)ის განხორციელების უფლების ჩამორთმევის საკითხი; ავტორიზაციის საბჭოები უფლებამოსილნი არიან, შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების შემოწმების შედეგებისა და შესაბამისი  ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, მიიღონ გადაწყვეტილება ავტორიზაციის გაუქმების შესახებ, თუ საგანმანათლებლო დაწესებულება არღვევს ავტორიზაციის სტანდარტს ან საგანმანათლებლო სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ნორმებს საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლის, პროფესიული სტუდენტის ან სტუდენტის სტატუსის წარმოშობასთან, შეჩერებასთან ან შეწყვეტასთან დაკავშირებით. საბჭოს გადაწყვეტილებისთვის საჭირო აღარ იქნება ცენტრის შუამდგომლობა; პროექტი ითვალისწინებს ავტორიზაციის საბჭოს დისკრეციას სასწავლო პროცესის უწყვეტობის მიზნით, სტუდენტებს/მოსწავლეებს დაასრულებინოს მიმდინარე სასწავლო წელი აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში და ავტორიზაციის გაუქმებისა ან ხელახალ ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ძალაში შესვლის თარიღად მიუთითოს მიმდინარე სასწავლო წლის დასრულების თარიღი, თუ საბჭოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის თარიღი ემთხვევა დაწყებულ (მიმდინარე) სასწავლო წელს/სემესტრს და სხვა.
  2. რეგიონული 18326 - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვ. პროექტი

    კანონპროექტის თანახმად, კოდექსით გათვალისწინებული ის მუხლები, რომლებიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და სხვა მუნიციპალიტეტების შემთხვევაში ერთსადაიმავე დარღვევებზე სანქციებს და დაჯარიმების წესს განსხვავებულად განსაზღვრავდნენ, ან მხოლოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის არეგულირებდნენ, გავრცელდება ასევე სხვა მუნიციპალიტეტებზე და დამკვიდრდება ერთიანი მიდგომა. განსხვავებული იქნება მხოლოდ სანქციების ნაწილი, ქალაქ თბილისის ეკონომიკური და სოციალური მაშტაბების გათვალისწინებით;

 



პატივისცემით,  

ნათია




Sincerely,

Natia Khmaladze

Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge