| From : | Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge> |
| To : | Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com |
| Subject : | ელ.მთავრობის საკითხები_27.11.19 |
| Received On : | 27.11.2019 08:53 |
მოგესალმებით ბატონო გიორგი,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
1. განათლება 46940 - პროექტის მიხედვით, სსიპ - ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურის საჯარო სკოლის სარგებლობაში არსებული, დამხმარე N2 შენობის პირველ სართულზე მდებარე 132.52 კვ.მ. ფართი, უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, დროებით სარგებლობაში 5 წლის ვადით გადაეცემა ა(ა)იპ „საქართველოს პროფესიული და ინკლუზიური განათლების განვითარების ასოციაციას“ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღის ცენტრის ფუნქციონირების მიზნით.
პროექტი შეთანხმდა სოციალური პოლიტიკის სამმართველოსთან შენიშვნები არ გააჩნია.
2. განათლება 47613 - ცვლილება შედის პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების წესში, რომლის მიხედვით, გაიზრდება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობა, დაიხვეწება პროფესიული განათლების დაფინანსების წესი.
3. თავდაცვა 47611 - თავდაცვის სამინისტრო განახორციელებს ავეჯის სახელმწიფო შესყიდვას.
4. განათლება 47598 - ცვლილება შედის ზოგიერთი მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილებების ხელშეკრულების საფუძველზე დელეგირების წესში, რომლის მიხედვით, იცვლება ერთ-ერთი დელეგირებული უფლებამოსილების შინაარსი და მოცულობა და განისაზღვრა საჯარო სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების ნაცვლად, საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების შესყიდვის უფლებამოსილება.
5. განათლება 47595 -
მტკიცდება „ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი იურიდიული პირის ავტორიზაციის წესი“.
პროექტი შეთანხმდა სოციალურ და ჯანდაცვის სამმართველოებთან, შენიშვნები არ გააჩნიათ.
შეთანხმების პროცედურის რამდენჯერმე გაუვლელობის გამო ინიციატორი უწყების მიერ პროექტი იტვირთება განმეორებით.
6. საგარეო 47591 -
საგარეო საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფს - ,,საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში‘‘, მიეცემა თანხმობა, 6250.00
ევროს ეკვივალენტი ლარის ღირებულების მომსახურების შესყიდვა, განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
რეგიონული 47615 - პროექტის მიხედვით, ახალი შემადგენლობით ყალიბდება მთის განვითრების ეროვნული საბჭოს შემადგენლობა, ნაცლად „საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი, საბჭოს წევრი“ მიეთითა „საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, საბჭოს
წევრი“, ხოლო ნაცვლად „საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საბჭოს წევრი“ მიეთითა „საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ვიცე-პრემიერი, საბჭოს წევრი“. საბჭოს წევრად განისაზღვრება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი - ალექსანდრე ზაგაშვილი, ხოლო ზაქარია ქუცნაშვილი ამოღებულ იქნება
საბჭოს შემადგენლობიდან.
მოქმედ შემადგენლობაში წევრის სტატუსით შედის
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
7. ფინანსები 47545 - ცვლილება შედის მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების, შეჩერებისა და შეწყვეტის წესში, რომლის მიხედვით, მაღალმთიანი საწარმოს სტატუსის მქონე პირს უფლება ექნება მის მიერ მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე წარმოებული/გადამუშავებული პროდუქციის რეალიზაცია მოახდინოს ნებისმიერ ტერიტორიაზე, რაც არ გამოიწვევს მისთვის მაღალმთიანი საწარმოს სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველს ან სტატუსის შეწყვეტას.
8. შსს 47526 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განახორციელებს საკომუნიკაციო და მულტიმედიის პროგრამული პაკეტების სახელმწიფო შესყიდვას.
9. შსს 47517 - სსიპ - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი განახორციელებს კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების სახელმწიფო შესყიდვას.
10. იუსტიცია 47495 - პროექტის მიხედვით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელდება გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში გაწეული იურიდიული მომსახურების შეუფერხებელი დაფინანსება და შესრულდება ნაკისრი
ვალდებულებები.
ხელმოსაწერი
კანონპროექტი:
ცვლილება შედის „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებში და აღნიშნული პუნქტებით განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემის ვალდებულება განისაზღვრება არაუგვიანეს 2021 წლის 1 იანვრამდე პერიოდით.
პატივისცემით,
ნათია