From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_28.05.20
Cc : Tea Kankia <tkankia@moh.gov.ge>; Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com
Received On : 28.05.2020 09:45

           მოგესალმებით ბატონო გიორგი,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

1.      ეკონომიკა 18713 - შპს „ლოპოტას“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით, საბაზრო ფასად - 461595  ლარად, საკუთრებაში გადაეცა თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაფარეულში მდებარე 30613 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1 შენობა-ნაგებობა, მყიდველმა იკისრა რიგი ვალდებულებები მათ შორის, არანაკლებ 86 ნომრის მქონე სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა, ექსპლუატაციაში მიღება, ფუნქციონირების დაწყება და სასტუმრო კომპლექსის ეზოს კეთილმოწყობა, ამ მიზნით, არანაკლებ 2110000  ლარის ინვესტიციის განხორციელება.

პროექტის მიხედვით საპრივატიზებო თანხის გადახდის ვადა, ნაცვლად შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვისა, განისაზღვრება 18 თვით.

2.    იუსტიცია 18540 - სსიპ  „იუსტიციის სახლს“  მიეცემა  თანხმობა, შესყიდვის ობიექტების სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

3.    გარემო 18501 - ცვლილება შედის „ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესში“ რომლის მიხედვით, ტრანზიტული საკლავი/სანაშენე ცხოველების საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოტვირთვა დასაშვები ხდება ცოცხალი ცხოველების დაწყურების, დასვენებისა და კვების მიზნით, ამისათვის სპეციალურად მოწყობილ ადგილებში.

4.    გარემო 18500 - ა(ა)იპ - სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს „პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტების მარაგების შეძენის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 მარტის N608 განკარგულების საფუძველზე შეძენილი პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტების მარაგების: 5000 ტონა შაქრის, 400 ტონა მაკარონის ნაწარმის და 1 500 000 ლიტრი მზესუმზირის ზეთის, რეალიზაცია ელექტრონული აუქციონის წესით.

5.    ფინანსები 18495 - სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მოძრავ ქონებას უსასყიდლოდ გადაცემს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს.

6.    ფინანსები 18493 - მთავრობის ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია „ქალაქ ჭიათურაში მდებარე ქალაქის ცენტრის პერიფერიებთან დამაკავშირებელი ურბანული მექანიკური საბაგიროების აღჭურვილობის განახლების პროექტთან“ დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე.

7.    გარემო 18715 - ა(ა)იპ - სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო, კონტაქტ ცენტრის ავტომატიზაციის კომპლექსურ პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

8.    მთავრობა 18692 - სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს მიეცემა წინასწარი თანხმობა, განახორციელოს სპეციალური ტანსაცმლის და აქსესუარების და ფეხსაცმლის სახელმწიფო შესყიდვა „სახელმწიფო შესყიდვების“ შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

 

 

ხელმოსაწერი:

 

  1. 18600 - „სოკარ ჯორჯია გაზს‘‘  გადაეცემა უძრავი ქონება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მოსახლეობის გაზიფიცირების შეუფერხებლად წარმოებას.
  2. 18583 - საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარედგინება „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო შეთანხმება (სოციალური კეთილდღეობის პროგრამა)“.
  3. 18581 - საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარედგინება „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო შეთანხმება (საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმა)“.
  4. 18577 - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ, გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია - სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციას გამოუყოფს 10 000  ლარს.
  5. 18576 - სსიპ - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს მიეცემა თანხმობა, განახორციელოს ქსელებისა და კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუერების სახელმწიფო შესყიდვას.
  6. 18575 - ცვლილება შედის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატისა და რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის ფორმებსა და გაცემის წესში, რომლის მიხედვით, ექსპორტიორმა ექსპორტის სერტიფიკატის მისაღებად, განცხადებას უნდა დაურთოს ამონაწერი ეკონომიკური საქმიანობის რეესტრიდან. თუმცა, პროექტის თანახმად, განისაზღვრა გამონაკლისიც, რომლის თანახმად, ამონაწერი ეკონომიკური საქმიანობის რეესტრიდან არ დაერთვება განცხადებას, თუ პირს ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ექსპორტი არ განუხორციელებია ერთი წლის განმავლობაში ან/და თუ პირი, ახორციელებს არაკომერციული დანიშნულების ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ექსპორტს.
  7. 18571 - მტკიცდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების კორექტირებული განაშენიანების რეგულირების გეგმა.
  8. 18567 - სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტო განახორციელებს ერთი ერთეული ხის დასამუშავებელი მოწყობილობის (ე.წ. ჩოფერი)  სახელმწიფო შესყიდვას.
  9. 18565 - სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო (ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები) განახორციელებს სახელმწიფო შესყიდვას.
  10. 18563 - სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, მიეცემა თანხმობა განახორციელოს ტელე და რადიოსიგნალის მიმღებები და აუდიო ან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურის სახელმწიფო შესყიდვა.
  11. 18559 - სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განახორციელებს: სახარჯი მასალების  სახელმწიფო შესყიდვას  8600  ლარის ფარგლებში და  რეაქტივების სახელმწიფო შესყიდვას 9905 ლარის  ფარგლებში.
  12. 18558 - სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამოირიცხება სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეძაძამეში მდებარე 8739 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც შემდგომში სენაკის მუნიციპალიტეტს გადაეცემა საკუთრებაში.
  13. 18556 -   ცვლილება შედის სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2020 წლის საგაზაფხულო გაწვევის წესში,რომლის მიხედვით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამხედრო სამსახურში გაწვეული ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები გააგრძელებენ სამხედრო სავალდებულო სამსახურს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
  14. 18555 - წყალტუბოს მუნიციპალიტეტს გადაეცემა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგლის 5 ინდივიდის რაოდენობის რეგულირების უფლება, მათი გარემოდან ამოღებით.
  15. 18553 - ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე,  გუდაურის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების რეაბილიტაციის პროექტის განხორციელების მიზნით,  შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას მიეცემა თანხმობა, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი მცენარეები  და შესაბამისად, შეუფერხებლად განაგრძოს ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის რეაბილიტაცია.
  16. 18526 - ცვლილება შედის სალოცმანო სამსახურის საქმიანობის და ლოცმანის სერტიფიცირების წესში, რომლის მიხედვით, რათა შეძლოს ლოცმანის სერტიფიკატის მიღება წარმოეშობა თუ მას ექნება 5 წლის განმავლობაში დაგროვებული შესაბამისი სტაჟი.

    სალოცმანო კატარღის გეგმური რემონტის, დოკირების, ტექნიკური გაუმართაობის და/ან ფორსმაჟორულ სიტუაციაში, სალოცმანო კომპანიას სალოცმანო გაცილებისთვის, გამონაკლისის სახით, შეუძლია გამოიყენოს ბუქსირი. დადგენილების არსებული რედაქციით სალოცმანო სამსახურს სალოცმანო კატარღის ტექნიკური გაუმართაობა უნდა აღმოეფხვრა სააგენტოზე ოფიციალური შეტყობინებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში. პროექტის მიღების შემდეგ აღნიშნული ვადა გაიზარდა 60 კალენდარულ დღემდე, რაც საკმარისი დროა იმისთვის, რათა დროულად მოხდეს ტექნიკური გაუმართაობის აღმოფხვრა.

    18523 - ფ/პ ლაშა პაპაშვილს (უფლებამონაცვლე: შპს „აღობილი“) 2009 წელს, მყიდველს, საპრივატიზებო საფასურის, 1 000  ლარის, გადახდისა სანაცვლოდ, საკუთრებაში გადაეცა ადიგენის მუნიციპალიტეტში, დაბა აბასთუმანში, აღობილის დასახლებაში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. მყიდველმა იკისრა რიგი ვალდებულებები, მათ შორის, 100  ნომრიანი დასასვენებელი ტიპის სასტუმროს კომპლექსის მშენებლობის დასრულება, ექსპლუატაციაში მიღება და აღჭურვა, ამ მიზნით 7 000 000 ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება. პროექტი ითვალისწინებს შესასრულებელი ვალდებულებების შესრულების ვადების გაზრდას.

 

პატივისცემით,  

ნათია