From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_28.06.19
Received On : 28.06.2019 08:13

           მოგესალმებით ბატონო გიორგი,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

1.       განათლება 26123 - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განახორციელებს 20 ცალი კონდიციონერის შესყიდვას.

2.       გარემო 26122 - სსიპ – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია განახორციელებს ერთი ერთეული ცენტრიფუგის  სახელმწიფო შესყიდვას.

3.       განათლება 26071 - ცვლილება შედის მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში, რომლის მიხედვით,  გარდამავალ დებულებებს ემატება: პრაქტიკოსი მასწავლებლის შეფასების და უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების განსაკუთრებული წესი; საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის ფულადი ჯილდოს გაცემის წესი; არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების / სექტორების პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვების წესი; მასწავლებლის შეფასების და სქემით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭების წესი 2019-2020 წლის განმავლობაში.

4.       ფინანსები 26024 - სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო საქართველოს გენერალურ პროკურატურას, უსასყიდლოდ გადასცემს სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეულ ქონებას (Heckler & Koch GmbH"  მოდელის  პისტოლეტი).

5.       ეკონომიკა 25982 - საქართველოში სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარებისა და ტურისტული პოტენციალის ამაღლების მიზნით, შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ 2019 წლის ბოლომდე შეზღუდულ ვადებში უზრუნველყოს კურორტ ბაკურიანში დიდველის მიმდებარე ტერიტორიაზე (ახალი დიდველი) 3  ახალი საბაგირო გზისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას, მათი სათანადო ელექტრომომარაგება და გამშვები სისტემებით აღჭურვას; კურორტ ბაკურიანში დიდველის მიმდებარე ტერიტორიაზე (ახალი დიდველი) პირველადი სასრიალო ტრასების მოწყობას.
2019 წლის 31 ივლისამდე, კომპანიას ესაჭიროება, 20 000 000 ლარი პროექტისა და შესაბამისი შესყიდვების დაწყებისთვის, რომელსაც კომპანია მიიღებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისგან სესხის სახით და დაფარავს  2019 ან/და 2020 წლის ბიუჯეტიდან.

6.       ეკონომიკა 25940 - შპს „როსტერს", 2016 წელს 1 ლარად საკუთრებაში გადაეცა გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ თელეთში მდებარე 4358 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები. კომპანიამ იკისრა რიგი ვალდებულებები, მათ შორის: ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ქონებაზე მაღალტექნოლოგიური და ინტენსიური ტიპის მეფრინველეობის ფაბრიკის (მხოლოდ მეხორცული მიმართულების გამოსაზრდელი და სანაშენე დანიშნულების მქონე) შექმნა და წარმოების დაწყება, ამ მიზნით, არანაკლებ 143 120 ლარის ინვესტიციის განხორციელება.

იცვლება სახელშეკრულებო პირობები, კერძოდ ვალდებულების შინაარსიდან ამოღებულ იქნა სიტყვები მაღალტექნოლოგიური და ინტენსიური,

კომპანიის 19.06.2018 წლის N64974/ფ წერილზე თანდართული შპს „ბიდიოს“ 15.06.2018 წლის დამოუკიდებელი აუდიტორის მარწმუნებელ დასკვნაში აღნიშნულია, რომ ხელშეკრულებით გადაცემულ ქონებაზე 2018 წლის 18 მაისის მდგომარეობით შექმნილია მეფრინველეობის ფაბრიკა და დაწყებული აქვს წარმოება. თუმცა აუდიტორი ვერ ადასტურებს მაღალტექნოლოგიური და ინტენსიური ტიპის ფაბრიკის შექმნას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ხელშეკრულების 3.1.1 მუხლით გათვალისწინებული  ვალდებულება მიიჩნევა დარღვეულად, რისთვისაც ხელშეკრულების 6.3 მუხლის თანახმად კომპანიას ეკისრება პირგასამტეხლო 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, დარღვევის დღიდან (19.05.2018 წ.) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც 21.05.2019  წლის მდგომარეობით შეადგენს 184 000 ლარს (ას ოთხმოცდაოთხი ათასი) ლარს.

03.10.2018 წლის N102788/ფ წერილით მყიდველმა აღნიშნა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინვესტიციაზე დამატებით განახორციელა 350 000 (სამას ორმოცდაათი ათასი) ლარის ინვესტიცია, თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც ვერ დასტურდება ხელშეკრულების 3.1.1 მუხლით გათვალისწინებული მაღალტექნოლოგიური და ინტენსიური ტიპის საწარმოს შექმნა.  აღნიშნულიდან გამომდინარე, მყიდველის თხოვნაა, 3.1.1 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შინაარსიდან ამოღებულ იქნას სიტყვები „მაღალტექნოლოგიური“ და „ინტენსიური“, ამასთან, დაკისრებული პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების/პატიების მიზნით, განხორციელდეს კანონით გათვალისწინებული ქმედებები.

ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებულ პროგრამაში 2016 წლის 30 ივნისს შესული ცვლილებების გათვალისწინებით ამოღებულია  „მაღალტექნოლოგიური“ და „ინტენსიური“ ტიპის საწარმოების შექმნაზე მითითება.

საკითხი განხილულ იქნა „სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №67 დადგენილებით შექმნილი კომისიის 2018 წლის 18 დეკემბრის 54-ე სხდომაზე, სადაც, საქმეში არსებული ფაქტობრივი/სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, შესაძლებლად იქნა მიჩნეული შპს „როსტერის“ თხოვნის დაკმაყოფილება და საპრივატიზებო პირობის შემდეგი სახით განსაზღვრა:

  1. გადაცემულ ქონებაზე მეფრინველეობის ფაბრიკის (მხოლოდ მეხორცული მიმართულების გამოსაზრდელი და სანაშენე დანიშნულების მქონე) შექმნა და წარმოების დაწყება არაუგვიანეს 18.05.2018 წლისა.

    ამასთან, შესაძლებლად იქნა მიჩნეული დაკისრებული პირგასამტეხლოსაგან კომპანიის გათავისუფლება, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო ვალდებულებების შესრულების პირობით.

 

7.     ეკონომიკა 25921 - შპს „ფერტიბერიას“ 2015 წელს საკუთრებაში  სიმბოლურ ფასად გადაეცა გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ წალასყურში მდებარე 15 074 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. მყიდველმა იკისრა რიგი ვალდებულებები, მათ შორის „ქონებაზე“ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ცხოველების, ფრინველებისა და თევზების საკვების მწარმოებელი საწარმოს შექმნა და წარმოების დაწყება ამ მიზნით, 218 500 ლარის ინვესტიციის  განხორციელება.

იცვლება სახელშეკრულებო პირობები, კერძოდ კომპანია გათავისუფლდება დაკისრებული პირგასამტეხლოსაგან (91 000 ლარი), ამასთან წარმოების პროფილის შენარჩუნებას უზრუნველყოფს წარმოების დაწყებიდან 5 წლის განმავლობაში, ნაცვლად 2 წლისა.

 

 

მყიდველმა 2018 წლის 9 ივლისს (სააგენტოში რეგისტრაციის ნომერი: 72318/ფ, 09.07.2018 წელი) და 2018 წლის 16 ივლისს (სააგენტოში რეგისტრაციის ნომერი: 74656/ფ, 16.07.2018 წელი) სააგენტოს წარუდგინა ხელშეკრულების 3.1.1 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები. სააგენტოს 2018 წლის 19 ივლისის №4/40890 წერილით მყიდველს დაუდასტურდა ხელშეკრულების 3.1.1 მუხლით გათვალისიწინებული ვალდებულების შესრულება. ამავე წერილით მყიდველს განემარტა, რომ ვინაიდან ხელშეკრულების 3.1.1 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება შესრულდა 182 (ას ოთხმოცდაორი) დღის ვადაგადაცილებით, ვალდებულების დაგვიანებით შესრულებისათვის მყიდველს ხელშეკრულების 6.3 მუხლის თანახმად, ეკისრება პირგასამტეხლო 91 000 (ოთხმოცდათერთმეტი ათასი) ლარის ოდენობით.

მყიდველმა 2018 წლის 27 ივლისს სააგენტოს მიმართა განცხადებით (სააგენტოში რეგისტრაციის ნომერი: 79453/ფ, 27.07.2018 წელი) და მოითხოვა დაკისრებული პირგასამტეხლოსგან გათავისუფლება. მყიდველმა კვლავ მიუთითა, რომ ხელშეკრულების 3.1.1 მუხლით გათვალისწინებული წარმოების დაგვიანებით დაწყება გამოწვეული იყო  ქონების მიმდებარე სოფლების მიერ დაქირავებული მწყემსების მიერ საცხოვრებლად და პირუტყვის საძოვრად გამოყენებით, რაც გაგრძელდა 2016 წლის ნოემბრის ბოლომდე.

საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა 2019 წლის 11 მარტის წერილით (სააგენტოში რეგისტრაციის ნომერი: 24721/04, 11.03.2019 წელი) სააგენტოში წარადგინა შუამდგომლობა, მყიდველისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს პატიებასთან დაკავშირებით. ხსენებულ წერილში აღნიშნულია, რომ შპს „ფერტიბერია“ წარმოადგენს ახლად შექმნილ საწარმოს, რომელსაც მოცემულ ეტაპზე შესრულებული აქვს სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებები და 91 000 (ოთხმოცდათერთმეტი ათასი) ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება მას ჩააგდებს მძიმე მდგომარეობაში.

2019 წლის 12 მარტს მყიდველმა სააგენტოში წარადგინა განცხადება (სააგენტოში რეგისტრაციის ნომერი: 24902/ფ, 12.03.2019 წელი) და მოითხოვა ხელშეკრულების თანახმად დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდისაგან გათავისუფლება, ამასთან,  გამოთქვა მზადყოფნა, წარმოების პროფილის შენარჩუნება უზრუნველყოს წარმოების დაწყებიდან 5 წლის განმავლობაში, ნაცვლად 2 წლისა.

ამასთან აღსანიშნავია, რომ მყიდველის მიერ ვადაში განხორციელდა 218 500 (ორას თვრამეტი ათას ხუთასი) ლარის ინვესტიცია, რაც დასტურდება სააგენტოს 2017 წლის 26 იანვრის №4/4097 და 2018 წლის 22 იანვრის №4/3682 წერილებით.

 

 

 

8.     გარემო 25890 - მტკიცდება „ტექნიკური რეგლამენტი - ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნები“, რომელიც განსაზღვრავს მარკეტინგის განსახორციელებლად ფრინველის ტანხორცის გასაყიდად წარდგენის ფორმებს, როგორიცაა ტანხორცი ნაწილობრივ გამოშიგნული, შიგნეულით და შიგნეულის გარეშე და განმარტებულია აღნიშნული ფორმები.

პროექტი შეთანხმებულია ჯანდაცვის დეპარტამენტთან, შენიშვნები არ გააჩნია. ატვირთულია განმეორებით, უწყებების შენიშვნების გათვალისწინებით.

 

9.     ფინანსები 26016 - სსიპ - შემოსავლების სამსახურსა და 6 მეწარმე სუბიექტს შორის გაფორმდება საგადასახადო შეთანხმების აქტი, რომლითაც მეწარმე სუბიექტებს  შეუმცირდება საგადასახადო დავალიანების ოდენობა.

მეწარმე სუბიექტები:

  1. შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა“ (დავალიანება 751.621.75 ლარი, შეთავაზებული თანხა 350 000ლარი, დაფარვის ვადა 540 დღე)
  2.  შპს „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო“

    (დავალიანება 199.654.72 ლარი, შეთავაზებული თანხა 70 000 ლარი, დაფარვის ვადა 90 დღე)
  3. ი/მ „ელდარი ქობალია“ (ს/ნ 30001004694)
  4.  ი/მ „კობა არახამია“ (ს/ნ 19001081234)
  5.  შპს „ნეოგაზი“ (ს/ნ 405037213)
  6.  შპს „საქნახშირი“ (ს/ნ 230868120)

ხელმოსაწერი:

  1. 26043 – მთავრობასთან თანხმდება,  საქართველოს პრეზიდენტის 2019 წლის 21 ივნისის N297 ბრძანებულება „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის კონცეფციის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 13 აპრილის N251 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე”.

საქართველოს მთავრობის მიერ 2019 წლის 31 მაისს მიღებულ იქნა „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის კონცეფციის დამტკიცების შესახებ” დადგენილება, აღნიშნულიდან გამომდინარე დღის წესრიგში დადგა „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის კონცეფციის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 13 აპრილის N251 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადება”.

 

 



პატივისცემით,  

ნათია