From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_28.10.19
Received On : 28.10.2019 09:35

მოგესალმებით ბატონო გიორგი,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. ფინანსები 42481 - სსიპ - საფინანსო-ანალიტიკური სამსახური, განახორციელებს 1 ცალი Cisco IP სატელეფონო მართვის სადგურის, Cisco გამოძახებათა ცენტრის (საკონტაქტო ცენტრი) და სატელეფონო საუბრების ჩაწერის სისტემის (Call recording) მხარდაჭერის ლიცენზიის ელექტრონული ტენდერის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვას.
  2. ფინანსები 42447 - სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაციის მიზნით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოეყოფა არაუმეტეს 1 380 000 ლარი.
  3. მთავრობა 42439 - ცვლილება შედის სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესში, რომლის მიხედვით, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების ჩამონათვალს ემატება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი, რათა საბჭოს აპარატის უფროსს მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადაწყვიტოს საბჭოს აპარატში ავტოპარკის გამართულად მუშაობის საკითხები; ავტომანქანით მოსარგებლე პირების ჩამონათვალს ემატება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი და მისი მოადგილე. ასევე I კლასის ავტომობილით სარგებლობის უფლება ენიჭებათ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსსა და მის მოადგილეს.
  4. იუსტიცია 42391 - სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახური, მედიკამენტების, სამედიცინო დანიშნულების საქონლის და მოვლის საშუალებების, ასევე, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი ქალი მსჯავრდებულების 3 წლამდე ასაკის ბავშვების მედიკამენტების, სამედიცინო დანიშნულების საქონლის, საკვები პროდუქტების და მოვლის საშუალებების სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული  შესყიდვის  საშუალებით,  25 000  ლარის ზღვრული ოდენობის ფარგლებში.

    ხელმოსაწერი:
  1. 42376 - სენაკის მუნიციპალიტეტი, 2019 წლის 2 ნოემბერს „ეგრისობა 2019“ სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას, 19 040 ლარის ფარგლებში, განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.



პატივისცემით,

ნათია ხმალაძე



Sincerely,

Natia Khmaladze

Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge