From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_29.01.20
Received On : 29.01.2020 07:05

           მოგესალმებით ბატონო გიორგი,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. საგარეო 3067 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფს - ,,საქართველოს    საელჩო    საფრანგეთის    რესპუბლიკაში    და   საქართველს მუდმივი წარმომადგენლობა იუნესკოში’’, მიეცემა თანხმობა, 21 850 ევროს ეკვივალენტი ლარის ღირებულების მომსახურების შესყიდვა, განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
  2. ეკონომიკა 3058 - შპს „სიშორს“ საკუთრებაში გადაცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნატანებში (შეკვეთილში) მდებარე 1575 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა N1  კომპანიის საკუთრებაში არსებული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნატანებში (შეკვეთილში) მდებარე 135 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და 1439 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ და უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებებს შორის არსებულ სხვაობის (20 708 ლარი) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1  თვის ვადაში დაფარვის პირობით.

    აღნიშნული საშუალებას მისცემს შპს „სიშორს“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში სრულფასოვნად განახორციელოს სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის პროცესი.
  3. ეკონომიკა 3056 - პროექტის მიხედვით, მგზავრებისათვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე მისასვლელი ახალი ტიპის მომსახურების, მგზავრების რაოდენობის ზრდის ხელშეწყობისა და რკინიგზის მთავარი ხაზიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე მგზავრებისთვის მარტივი წვდომის უზრუნველყოფის მიზნით განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები.
  4. განათლება 3049 - ცვლილება შედის მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში, პროექტი ითვალისწინებს სქემით გათვალისწინებული საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისას კრედიტქულების დაგროვების საკითხის დარეგულირებას.
  5. განათლება 3041 - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პროექტი „Check in Georgia“-ს ფარგლებში განახორციელებს თანხის ოცი მილიონის მიზნობრივად გადარიცხვას.
  6. განათლება 3035 - ახალი შემადგენლობით ყალიბდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისია, სადაც წევრის სტატუსით შედის ზაზა ბოხუა − საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე.
  7. მთავრობა 3023 - მტკიცდება პატენტით დაცული გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის გამოყენებისათვის სავალდებულო ლიცენზიების გაცემის წესი და სავალდებულო ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღები მუდმივმოქმედი საბჭოს უნივერსალური შემადგენლობა, სადაც წევრის სტატუსით შედის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე.
  8. მთავრობა 3020 - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სარგებლობაში არსებული უძრავი ქონება აუქციონის გარეშე, იჯარის უფლებით გადაეცემა საბანკო დაწესებულებებს ბანკომატების განთავსების მიზნით.
  9. განათლება 3019 - ვინაიდან ძალადაკარგულად არის გამოცხადებული „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების  შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის საფუძველზეც იქნა მიღებული „საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთათვის ზოგადი განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 იანვრის №15 დადგენილება, იურიდიული ძალა არა აქვს და ძალადაკარგულია აღნიშნული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტიც. ამასთან, „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების  შესახებ“ საქართველოს კანონი ძალადაკარგულია 2017 წლის 01 თებერვლიდან, შესაბამისად, ზემოაღნიშნული დადგენილების ძალის დაკარგვის თარიღად მიეთითება 2017 წლის 01 თებერვალი.
  10.  ეკონომიკა 3016 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი“-ს 2020 წლის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი.
  11. გარემო 3007 - ქვეყანაში  აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონიძიებების დაგეგმვისა და განხორციელების კოორდინაციის მიზნით იქმნება სამთავრობო კომისია, სადაც წევრის სტატუსით შედის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
  12. გარემო 3006 - მთავრობასთან თანხმდება, საგრანტო ხელშეკრულება „სსიპ დაცული  ტერიტორიების  სააგენტოს თანამშრომელთა დაზღვევა“. „კავკასიის ბუნების ფონდის“ მიერ გამოყოფილი საგრანტო თანხით მოხდება სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციის თანამშრომლების დაზღვევის მინიმალური პაკეტის დაფინანსება.
  13. ეკონომიკა 2974 - გამარტივებული შესყიდვით განხორციელდება სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დიზელ გენერატორის სახელმწიფო შესყიდვა.
  14. განათლება 2958 - კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭება  ქ. თბილისში, კირილე უკლებას ქ. N3-ში მდებარე საცხოვრებელი სახლს.
  15. განათლება 2895 - ცვლილება შედის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულებაში, რომლის თანახმად, კულტურის ეროვნული ფონდი 2020 წლის 1 მარტიდან აისახება სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირად.
    სსიპ − შემოქმედებითი საქართველოს რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე  სსიპ − კულტურის ეროვნული ფონდის შექმნისათვის საჭირო  კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების ვადა ნაცვლად 2019 წლის 1 აგვისტოდან  2019  წლის  1 ოქტომბრამდე, განისაზღვრება  2019 წლის 1 აგვისტოდან  2020 წლის  1 მარტამდე. 
  16. განათლება 2894 - საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქართველოს საპატრიარქოს გელათის მეცნიერებათა აკადემიის ფინანსური დახმარების (475,550.00 ლარით) გაწევის მიზნით განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს, აკადემიის სტრატეგიული განვითარების მდგრადობის უზრუნველყოფისა და სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის სრულფასოვანი ორგანიზებისთვის.
  17. განათლება 2893 - მტკიცდება მუნიციპალიტეტის მიერ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებათა რეესტრის წარმოების წესი და ამ რეესტრში შესატანი მონაცემებისა და ინდიკატორების ჩამონათვალი.
    პროექტი შეთანხმდა სოციალურ სფეროს მიკუთვნებულ პოლიტიკის განმსაზღვრელ კომპეტენტურ სამსახურთან, შენიშვნები არ გააჩნია.
    შეთანხმების პროცედურის რამდენჯერმე გაუვლელობის გამო ინიციატორი უწყების მიერ პროექტი იტვირთება განმეორებით.
  18. ეკონომიკა 2883 - სსიპ - სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია განახორციელებს, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის, ქ. ფოთში, წმინდა გიორგის ქ. N24-ში მდებარე  ყოფილი ჰიდრო-მელიორაციული ტექნიკუმის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო  შესყიდვას სავარაუდო ღირებულებით 5`876`164.00 ლარის ოდენობით.
  19. რეგიონული 2873 - ქალაქ ვანის ცენტრალური მისთვის საბიუჯეტო სახსრებიდან გამოყოფილი რესურსიდან დარჩენილ ეკონომიას, ჯამში - 127 488 ლარს, მიმართავს ქალაქ ვანის ცენტრალური სტადიონის გარე პერიმეტრის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასაფინანსებლად.
  20. იუსტიცია 2846 - სსიპ - საქართველოს ეროვნული არქივი ოპერატორების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსგან განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
  21. გარემო 2838 - მარტვილის მუნიციპალიტეტს გადაეცემა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგლის 10 ინდივიდის რაოდენობის რეგულირების უფლება, მათი გარემოდან ამოღებით.


    ხელმოსაწერი:
  1. 3073 - გაიმართება მოლაპარაკება „საქართველოს მთავრობასა და ისლანდიის მთავრობას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.
  2. 3034 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ - საფინანსო - ანალიტიკური სამსახურის 2020 წლის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი.
  3. 3014 - პროექტით განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა.
  4. 2982 - საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარედგინება „აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას, საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სპეციალური ძალების სწავლება „კავკასიის არწივის“ შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი.
  5. 2956 - სსიპ - სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია განახორციელებს, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის, ქ. ფოთში, წმინდა გიორგის ქ. N24-ში მდებარე  ყოფილი ჰიდრო-მელიორაციული ტექნიკუმის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო  შესყიდვას სავარაუდო ღირებულებით 5`876`164.00 ლარის ოდენობით.
  6. 2937 - ცვლილება შედის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულებაში, დებულება შესაბამისობაში მოვა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონთან. ამასთანავე, სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვა და დაცვის კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება ნაცვლად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა, ამავე სამინისტროს ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ძირითად ამოცანებში განისაზღვრება.
  7. 2925 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ - შემოსავლების სამსახურის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი.

     

    კანონპროექტი:
  1. გარემო 2682 – „ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ პროექტი
    პროექტის არსი: ახალციხის და ასპინძის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე, ახალი დაცული ტერიტორიის - ერუშეთის ეროვნული პარკის დაარსება და მის მართვასთან დაკავშირებული ძირითადი სამართლებრივი საკითხების მოწესრიგების საჭიროება.

  2. გარემო 2114 – „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ ცვ. პროექტი
    პროექტის არსი:  705,5 ჰექტარით გაიზრდება კოლხეთის ეროვნული პარკის საერთო ფართობი და გახდება 45 014 ჰექტარი. ამასთან, მომატებული 705,5 ჰა-დან სახმელეთო ფართობი გაიზრდება - 195,5 ჰექტარით და გახდება 29 228 ჰა, ხოლო ზღვის აკვატორია გაიზრდება 510 ჰექტარით და გახდება - 15 786 ჰა. ქობულეთის აღკვეთილის ტერიტორიაზე დასაშვები გახდება ვიზიტორთა გადაადგილება სპეციალურად მოწყობილ ინფრასტრუქტურაზე (ბილიკები, ხიდები და სხვა) და არსებული ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებისთვის საჭირო სამუშაოების განხორციელება.

 

პატივისცემით,  

ნათია




Sincerely,

Natia Khmaladze

Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge