| From : | Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge> |
| To : | Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com |
| Subject : | ელ.მთავრობის საკითხები_29.10.19 |
| Received On : | 29.10.2019 06:56 |
მოგესალმებით ბატონო გიორგი,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
კანონპროექტი:
1. განათლება 42773 - „ზოგადი განათლების შესახებ“ ცვ. პროექტი
ცვლილება ხორციელდება ზოგადი განათლების საფეხურების განმსაზღვრელ ნორმაში და საბაზო საფეხურზე განისაზღვრება 4 წელი (ნაცვლად 3 წლისა), ხოლო საშუალო საფეხურზე - 2 წელი (ნაცვლად 3 წლისა).
ცვლილება ეხება სახელმწიფოს მიერ ზოგადი განათლების დაფინანსების წესს, წარმოდგენილი ცვლილების მიხედვით, თუ მოსწავლე 2 წლის (ნაცვლად 3 წლისა) განმავლობაში ვერ დაძლევს ზოგადი განათლების საშუალო საფეხურს, მისი მიმართვის საფუძველზე სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია მიმართოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს დაფინანსების გახანგრძლივების თხოვნით.
2. ეკონომიკა 42648 - წარმოდგენილი პროექტით შავ წერტილად განისაზღვრება საავტომობილო გზის არაუმეტეს 300 მეტრიანი მონაკვეთი, რომლის ფარგლებში 3 წლის განმავლობაში დაფიქსირებულია ადამიანის გარდაცვალებით დასრულებული არანაკლებ 4 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა ან/და ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით ან/და გარდაცვალებით დასრულებული არანაკლებ 10 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა.
ამასთან განისაზღვრება შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობა შავი წერტილების იდენტიფიცირების მიმართულებით და აღმოჩენილი შავი წერტილის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება სახელმწიფო (საავტომობილო გზების დეპარტამენტი) ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის, მათი გამგებლობის სფეროსთვის მიკუთვნებული საავტომობილო გზის მიხედვით.
პატივისცემით,
ნათია