From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_29.11.19
Received On : 29.11.2019 10:22

           მოგესალმებით ბატონო გიორგი,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. ეკონომიკა 47974 - ტყიბულის მუნიციპალიტეტს მიეცემა შესაძლებლობა   მოიპოვოს   2 000 (ორი ათასი) მ³   ინერტული მასალა ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით.
  2. ეკონომიკა 47971 - პროექტის მიხედვით, განხორციელდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების რუხის, განმუხურისა და საწულუკოს იმ ოჯახების ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება, რომლებიც არ არიან დარეგისტრირებული ბუნებრივი გაზის აბონენტებად და რომლებმაც აბონენტად დარეგისტრირების მიზნით განცხადებით მიმართეს სადისტრიბუციო კომპანიას 2019 წლის 1 ნოემბრიდან 2020 წლის 31 მარტის ჩათვლით.
  3. მთავრობა 47962 – ცვლილება შედის პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესში.

    პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობის წევრები, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებასთან დაკავშირებით 5 სამუშაო დღით ადრე მიმართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელშიც აღნიშნული იქნება ინფორმაცია ვიზიტის მიზნების, ხანგრძლივობისა და დელეგაციის შემადგენლობის შესახებ.

    ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს 10 სამუშაო დღით ადრე მომართავენ, საქართველოს მინისტრის/სახელმწიფო მინისტრის მოადგილეები, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული ან ანგარიშვალდებული, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს დირექტორი და მისი მოადგილე (მოადგილეები), საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები.

    ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატი მიეცემათ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს - 70 %-ის ოდენობით და საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილეს - 40 %-ის ოდენობით.
  4. იუსტიცია 47938 - ცვლილება შედის სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფებში, რომლის მიხედვით,  სპეციალური პენიტენციური სამსახური სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურებას, რომელიც არ არის დაკავშირებული საგამოძიებო ფუნქციის შესრულებასთან, მიიღებს შესაბამისი სასყიდლით.
  5. რეგიონული 47921- გარდაბნის მუნიციპალიტეტი, 2020 წლის 30 ივნისამდე განახორციელებს სოფლებში ახალსოფელი, ნორიო და მარტყოფი წყალმომარაგების ქსელის I ეტაპის დასრულების სამშენებლო სამუშაოებს (სათავე ნაგებობის ნაწილობრივი მოწყობა, სატუმბი სადგურის შემკრები რეზერვუარის, მდინარისაგან დამცავი გაბიონების და ჭაბურღილების შემკრები კოლექტორების მოწყობა. საქლორატოროს და წყალსადენის ნაწილობრივი მოწყობა სათავე ნაგებობიდან გომბორის გზამდე).
  6. რეგიონული 47913 - სენაკის მუნიციპალიტეტი, მისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო თანხებიდან დარჩენილი რესურსით (149 227  ლარი)  განახორციელებს დანართით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული პროექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვას.
  7. გარემო 47889 - სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო განახორციელებს მაღალი წნევით გამრეცხი 4  დანადგარის სახელმწიფო შესყიდვას.
  8. რეგიონული 47861 - მუნიციპალიტეტებს მიეცემა უფლება საჯარო სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით შესაბამისი მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ჯამში - არაუმეტეს 1 700 000 ლარის ფარგლებში.
  9. თელავი 47859 - თელავის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში არსებულ სასტუმრო „პარკოტელი“-სკენ მიმავალი გზის რეაბილიტაციას.
  10. ეკონომიკა 47839 - სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გამარტივებული შესყიდვით განხორციელდება დიზელ გენერატორის  სახელმწიფო შესყიდვა.
  11. ეკონომიკა 47832 - მტკიცდება საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომიტეტის საქართველოს მხარის შემადგენლობა.
  12. ფინანსები 47875 - სსიპ - შემოსავლების სამსახურსა და 27 გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდება საგადასახადო შეთანხმების აქტი, რომლითაც აღნიშნულ გადასახადის გადამხდელებს  შეუმცირდებათ საგადასახადო დავალიანების ოდენობა.

1. ი/მ "ბუდუნი გელაშვილი" (ს/ნ 62003006286)

          2. ფ/პ თომას თული (ს/ნ 104580115)

          3. შპს "მწვანე ბაზარი" (ს/ნ 234211812)

          4. შპს "სანშაინ" (ს/ნ 402042972)

          5. შპს "ა და გ ინტერნეიშენალ +" (ს/ნ 404952734)

          6. ი/მ "კახაბერი ჯამასპიშვილი" (ს/ნ 25001029173)

          7. შპს "კომპექსი" (ს/ნ 419982335)

          8. სს "გორგასალი" (ს/ნ 204379831)

          9. შპს "სვაია" (ს/ნ 221302640)

          10. შპს "სვით დაიმონდი" (ს/ნ 200268637)

          11. შპს "დაუნთაუნი" (ს/ნ 404385367)

          12. ი/მ "ზურაბ ჭითანავა" (ს/ნ 19001035077)

          13. ი/მ "რამინ მათითაიშვილი" (ს/ნ 28001026711)

          14. ფ/პ ვლადიმერ ბაიდოშვილი (პ/ნ 14001021813)

          15. შპს "საქმედავტორემ საწარმო" (ს/ნ 231945385)

          16. შპს "თაიფუნი" (ს/ნ 426517557)

          17. ი/მ "ზურაბი ლიპარტელიანი" (ს/ნ 10001001963)

          18. შპს "GOLD CREDIT" (ს/ნ 202454272)

          19. ფ/პ ინგა ანსიანი (პ/ნ 62007005302)

          20. სს "ბიოფარმი" (ს/ნ 212153667)

          21. შპს "სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანი" (ს/ნ 405254692)

          22. შპს "ქართული სასწავლებელი - თბილისი" (ს/ნ 404382752)

          23. შპს "თორნიკე" (ს/ნ 222726913)

          24. ი/მ "ინგა ჯანელიძე" (ს/ნ 60001057409)

          25. შპს "გილი" (ს/ნ 202306860)

          26. შპს "მარჯი" (ს/ნ 404968567)

          27. ი/მ "კარინე დავითიან" (ს/ნ 03001013964)

           

 

 

ხელმოსაწერი:

 

  1. 47997 - 2020 წლის პირველი იანვრიდან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტს დასანიშნად წარედგინება პაატა კალანდაძის კანდიდატურა.
  2. 47985 - სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცემს 42500 ლარის ღირებულების 3 ავტომანქანას.
  3. 47936 - პროექტის მიხედვით, ეგვიპტის    არაბთა    რესპუბლიკაში  საქართველოს საელჩოდან აღარ განხორციელდება სირიის არაბთა რესპუბლიკის გადაფარვა. 
  4. 47881 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ბიუჯეტი. პირველ ეტაპზე დავიზებულია
  5. 47879 - შპს ,,საქართველოს გაზსაცავის კომპანიას’’ დროებით სარგებლობაში, უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, 2021 წლის 31 აგვისტომდე გადაეცემა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული უძრავი ქონება გარდაბნის რაიონში, დაბა ვაზიანში, სამხედრო ქალაქი N8-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 9600 კვ.მ და 1050 კვ.მ.
  6. 47866 - საქართველოს პრეზიდენტს მიეცემა თანხმობა გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაში მონაწილეობის მიღების, ესპანეთის სამეფოს ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ზემოაღნიშნულ ღონისძიებაზე მიწვეულ უმაღლეს თანამდებობის პირებთან შეხვედრების გამართვის მიზნით, 2019 წლის 2-3 დეკემბერს ესპანეთის სამეფოში, ქალაქ მადრიდში სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებულ წარმოდგენილ წინადადებაზე.
  7. 47863 - ხელი ეწერება „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებას (საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამა)“.
  8. 47851 - სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, საქართველოს საპატრიარქოს უსასყიდლოდ გადასცემს 2765 ლარის ღირებულების სათესლე ხორბალს.
  9. 47849 - სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო განახორციელოს 11  ერთეული ციფრული DMR სტანდარტის ხელით სატარებელი რადოსადგურის (მათ შორის, ერთი - რეტრანსლაციის ფუნქციით), 2 ერთეული ციფრული DMR სტანდარტის რეტრანსლატორის, 4 ერთეული მიმღებ-გადამცემი ანტენის, 2 ერთეული აკუმულატორის, 1  ერთეული უკაბელო მიმღებ-გადამცემების კომპლექტისა და თანმდევი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას.
  10. 47848 - სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განახორციელებს ქსელური მოწყობილობების  სახელმწიფო შესყიდვებს.
  11. 47847 - სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, კვლევასა და განვითარებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურების (ახალი მოდელის საგამოცდო ტესტების შემოწმება და შესაბამისი დასკვნის მომზადება) სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
  12. 47845 - სსიპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი განახორციელებს ავეჯის სახელმწიფო შესყიდვას.

პატივისცემით,  

ნათია




Sincerely,

Natia Khmaladze

Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge