| From : | Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge> |
| To : | Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge> |
| Subject : | ელ.მთავრობის საკითხები_30/07/19 |
| Received On : | 30.07.2019 10:21 |
მოგესალმებით ბატონო გიორგი,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
1. ეკონომიკა 30035 – "შპს ,,მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ" პროექტი:
პროექტით, შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ (ს/კ: 215096367) (შემდგომში - კომპანია) კობი-გუდაურის სასრიალო ტრასების ზვავსაწინააღმდეგო მუდმივი სისტემის მოწყობისა და მისი ექსპლუატაციაში გაშვებისთვის საჭირო და მასთან დაკავშირებული ყველა სახის სამშენებლო,
სამონტაჟო სამუშაოების, საქონლისა და მომსახურების შესყიდვა უნდა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით;
2. განათლება 30047 - „საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელების სამოქმედო გეგმის მოწონების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 მაისის №1031 განკარგულებაში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ პროექტი:
პროექტით იცვლება საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელების სამოქმედო გეგმა;
3. შსს 30075 - „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროთვის ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ პროექტი:
პროექტით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეძლევა თანხმობა, ავეჯის (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 39100000) სახელმწიფო შესყიდვაზე;
4. შსს 30076 - „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ პროექტი:
პროექტით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას ეძლევა თანხმობა, ჰაერის კონდიცირების საშუალებებისა (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 42512000) და საოჯახო ტექნიკის
(კლასიფიკატორის კოდი: CPV – 39700000) სახელმწიფო შესყიდვაზე;
5. შსს 30083 - „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ პროექტი:
პროექტით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას ეძლევა თანხმობა, „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების
ფარგლებში ავეჯის (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 39100000) სახელმწიფო შესყიდვაზე;
6. შსს 30088 - „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ პროექტი:
პროექტით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციას ეძლევა თანხმობა, სხვადასხვა ზოგადი და სპეციალური დანიშნულების მანქანა-დანადგარების (კლასიფიკატორის კოდი: CPV
– 42900000) სახელმწიფო შესყიდვაზე;
7. შსს 30091 - „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ პროექტი:
პროექტით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას ეძლევა თანხმობა, ტელე და რადიოსიგნალის მიმღებები და აუდიო ან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურის
(კლასიფიკატორის კოდი: CPV – 32300000) სახელმწიფო შესყიდვაზე;
8. შსს 30093 - „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ პროექტი:
პროექტით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ეძლევა თანხმობა, განახორციელოს ელექტროძრავების, გენერატორებისა და ტრანსფორმატორებისა (კლასიფიკატორის კოდი: CPV– 31100000) და კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების (კლასიფიკატორის
კოდი: CPV – 30200000) სახელმწიფო შესყიდვა;
9. შსს 30095 - „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ პროექტი:
პროექტით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეძლევა თანხმობა, ტელე და რადიოსიგნალის მიმღებები და აუდიო ან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურისა (კლასიფიკატორის კოდი: CPV – 32300000) და კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების (კლასიფიკატორის
კოდი: CPV – 30200000) სახელმწიფო შესყიდვაზე;
10. ფინანსები 30097 - „ზოგიერთი მეწარმე სუბიექტისთვის მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის შეწყვეტის შესახებ“ პროექტი:
პროექტით, შპს „ამბრს“ (ს/ნ 404973150) უწყდება მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი;
11. ფინანსები 30121 - „ჰარმონიზაციის ცენტრის „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების შესახებ 2018 წლის კონსოლიდირებული წლიური ანგარიშის“ მოწონების თაობაზე“ პროექტი:პროექტით, ხდება „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების
შესახებ 2018 წლის კონსოლიდირებული წლიური ანგარიშის“ მოწონება;
პროექტი გადაგზავნილია შიდა აუდიტში შესათანხმებლად
12. ფინანსები 30122 - „ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს
მთავრობის 2019 წლის 15 მარტის N554 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პროექტი:
პროეტით, ხდება საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის რესურსის 33 810 ლარით გაზრდა;
13. ფინანსები 30137 - „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის N2577 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პროექტი:
პროექტით ხდება საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის რესურსის 147 259 ლარით შემცირება;
14. ფინანსები 30153 - „საქართველოს მთავრობის ზოგიერთ განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პროექტი:
პროექტით, ზოგიერთ მუნიციპალიტეტს უხანგრძლივდებათ დროებითი ფინანსური დახმარების სარგებლობის ვადა;
15. განათლება 30156 - „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების
შესახებ“ პროექტი:
პროექტით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ მოხდება სეისმური და გეოდეზიური ქსელის განახლებისთვის საჭირო აპარატურის შესყიდვა;
16. განათლება 30182 - განსახილველად წარმოგიდგენთ "საქართველოს მთავრობასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტის მოწონების შესახებ" პროექტი:
პროექტით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს ენიჭება უფლებამოსილება, საქართველოს მთავრობის სახელით, ხელი მოაწეროს საქართველოს მთავრობასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გასაფორმებელ ურთიერთგაგების
მემორანდუმის პროექტს.
პატივისცემით, ნათია