From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_30.10.19
Received On : 30.10.2019 08:04

           მოგესალმებით ბატონო გიორგი,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. ფინანსები 43107 - მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაცია განხორციელების მიზნით, რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიამ მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება ზოგიერთი მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხების დაზუსტებაზე, სულ მუნიციპალიტეტებზე გამოყოფილი თანხა (270 000 000 ლარი) უცვლელი რჩება. გამოყოფილი თანხები მოხმარდება მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას (გზები, წყალმომარაგება, სპორტული მოედნები და სხვა).
  2. ფინანსები 43103 - მაღალმთიან დასახლებებში ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაციის მიზნით, რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიამ მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება განკარგულებაში ხაშურის მუნიციპალიტეტის დამატებაზე თანხით - 269 000 ლარი, სულ  მუნიციპალიტეტებზე გამოყოფილი თანხა იქნება 9 469 993 ლარი.
  3. გარემო 43098 - მტკიცდება „ტექნიკური რეგლამენტი - კოლხეთის ეროვნული პარკისა და კაცობურის აღკვეთილის  მენეჯმენტის გეგმა“, რომლის საფუძველზეც, განხორციელდება კოლხეთის ეროვნული პარკისა და კაცობურის აღკვეთილის მართვა, მონიტორინგი და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა.

    პროექტის მიხედვით, „ტექნიკური რეგლამენტის - კოლხეთის ეროვნული პარკისა და კაცობურის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმის“ დამტკიცების გათვალისწინებით, ძალადაკარგულად გამოცხადდება დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტი - კოლხეთის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ (დანართი 8), ხოლო დადგენილების სათაურიდან ამოღებული იქნება სიტყვები „კოლხეთის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“.

    პროექტი ატვირთულია განმეორებით, პირველ ატვირთვაზე დავიზებულია
  4. ფინანსები 43096 - ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით, რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიამ მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება ზოგიერთი მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხების დაზუსტებაზე, რაც ჯამში გამოიწვევს გამოყოფილი თანხის 3 952 ლარით შემცირებას. სულ  მუნიციპალიტეტებზე გამოყოფილი თანხა იქნება 22 995 209 ლარი.
  5. ფინანსები 43076 - მტკიცდება საქართველოში ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასების ანგარიში და სამოქმედო გეგმა, რომლის მიზანია კომპეტენტური ორგანოების და კერძო სექტორის ცნობიერების ამაღლება საქართველოში ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკებზე. კერძოდ, ანგარიშის ძირითადი მიგნებები ხელს შეუწყობს კომპეტენტური ორგანოების მიერ, რისკების პროპორციულად, პრიორიტეტების განსაზღვრას და რესურსების ეფექტურ განაწილებას. ანგარიშში მოცემული ინფორმაცია აგრეთვე დაეხმარება ანგარიშვალდებულ პირებს თავიანთ საქმიანობასთან დაკავშირებული ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკების გამოვლენასა და მართვაში.

    გეგმის შესრულებაზე კომპეტენტურ ორგანოდ განისაზღვრა საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, ფინანსთა სამინისტრო, გენერალური პროკურატურა, ადვოკატთა ასოციაცია.
  6. ეკონომიკა 43060 - ცვლილების მიხედვით, გარდაბნის თბოელექტროსადგურის N9 ენერგობლოკის გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის პერიოდი განისაზღვრება  2010 წლის 1 სექტემბრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე.
  7. ეკონომიკა 43032 -  შპს ,,გარდაბნის თბოსადგური“ მისთვის განსაზღვრული პირობების შესაბამისად შპს „რუსელოისზე“ და სს ,,RMG Copper“-ზე  განახორციელებს ელექტროენერგიის რეალიზებას.
  8. რეგიონული 43025 - პროექტის მიხედვით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტი განახორციელებს შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცის შესყიდვას და პროექტების განხორციელებას.
  9. ფინანსები 43000 - სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეულ ქონებას (ფოთლოვანი და წიწვოვანი ჯიშის  დახერხილი ხე-მასალა 39.75 მ3,  ღირებულება 17723.5 ლარი) უსასყიდლოდ გადაცემს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიას.
  10. მთავრობა 43087  - სსიპ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია განახორციელებს ავტომობილის  სახელმწიფო შესყიდვას.
  11. ეკონომიკა 42909 - ცვლილება შედის, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებში, რომლის მიხედვით, ავტორიზაციის მიზნებისთვის დაწესებულების შენობის იმ სივრცე(ებ)ში, სადაც ბავშვი ძირითად დროს ატარებს და თამაშობს, გათვლილი ფართი ერთ ბავშვზე  უნდა შეადგენდეს 2,5 კვ.მ.

     

    ხელმოსაწერი:
  1. 43029 - საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარედგინება „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩრდილოეთ-სამხრეთ დერეფნის (ქვეშეთი-კობი) გზა)“.
  2. 43028 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს პრეზიდენტის 2019 წლის 25 ოქტომბრის N 25/10/02 განკარგულება „გია ნიკოლაიშვილის კუბის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“.
  3. 43027 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს პრეზიდენტის 2019 წლის 25 ოქტომბრის N 25/10/01 განკარგულება „იოსებ ნანობაშვილის საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“.
  4. 42895 - პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსურ ანგარიშგებაში (ბალანსზე) რიცხული არაფინანსური აქტივებისა და მცირეფასიანი ინვენტარის ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდზე გადაცემას.

     

    კანონპროექტი:

1.    43049 -  საკანონმდებლო წინადადება  ,,უმაღლესი განათლების შესახებ“
პროექტის არსი: გადაიხედოს აკადემიური კადრების შეფასების პროცედურები და მოიხსნას აკადემიური კადრებისთვის დაწესებული ზღვრული ასაკი 65 წელი, რათა 65 წელს ზევით აკადემიურ  კადრს არ შეეზღუდოთ კონკურსებში  და ატესტაციაში მონაწილეობის მიღების უფლება.

2.    43044 - საკანონმდებლო წინადადება  ,,საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ და ,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“
პროექტის არსი: კანონი ითვალისწინებდეს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპოდენტის არჩევის შესაძლებლობას, აკადემიისათვის სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებების ჩამოყალიბების უფლების მინიჭებას და სხვა.

3.    43042 - პარლამენტის დადგენილების პროექტი „ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ათი წლის იუბილესთან და სამომავლო ხედვასთან დაკავშირებით“
პროექტი, საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკური კურსის გათვალისწინებით, ხაზს უსვამს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობას და ამ პროცესში მიღწეულ პროგრესს. პარლამენტი მოუწოდებს როგორც ევროკავშირის ინსტიტუტებსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ასევე საქართველოს მთავრობას, განახორციელონ რიგი ღონისძიებები ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობის გაღრმავებისა და ახალ ეტაპზე გადასვლის მიზნით. დოკუმენტი ხაზს უსვამს ასოცირებიდან წევრობამდე აუცილებელი შუალედური მიზნებისა და ინიციატივების ევროკავშირისა და პარტნიორების მიერ ერთობლივად განსაზღვრის აუცილებლობას.

4.      43040 - „რეკლამის შესახებ“, „მაუწყებლობის შესახებ“, „საგადასახადო სისტემისა და საგადასახადო მომსახურების შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ცვ პროექტები
პროექტის არსი: აზარტულ და მომგებიან თამაშობებში, არასრულწლოვანთა ჩართულობის, მძიმე სოციალური ფონის გაუარესებისა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული რისკების შემცირება. კანონის მოქმედების სფეროში ექცევა აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების რეკლამასთან დაკავშირებული საკითხები.
იკრძალება აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების რეკლამის გავრცელება ტელევიზიის, რადიოს, ინტერნეტის, გარე რეკლამის, ყველა სატრანსპორტო საშუალებისა (სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო) და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით.

5.    43036 - „უმაღლესი განათლების შესახებ“ ცვ პროექტი
პროექტის არსი: კანონით უზრუნველყოფილი იყოს მსჯავრდებულთათვის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა, კერძოდ, სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვა. მსჯავრდებული პირისათვის განათლების უფლების ამ ფორმით რეალიზება სამომავლოდ, ასევე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მსჯავრდებულთა მიერ აკადემიური ცოდნის დაუფლებას და მათ რეინტეგრაციას, როგორც საზოგადოებრივ, ასევე აკადემიურ და პროფესიულ სივრცეში.

6.    გარემო 42918 - ,,ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ პროექტი
პროექტი არეგულირებს ძირითად სამართლებრივ ურთიერთობებს ერუშეთის ეროვნული პარკის  შექმნისა და მართვის სფეროში, ძირითადი მიზნებია:  უზრუნველყოს ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნა; უზრუნველყოს ერუშეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის (დამხმარე ზონის) შექმნა. მოაწესრიგოს ერუშეთის ეროვნული პარკისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის (დამხმარე ზონის) მართვის მექანიზმები.

7.    ეკონომიკა 42906- ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი”, „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ ცვ პროექტები

პროექტის არსი: ცვლილება შედის გარდამავალ დებულებებში: სერტიფიცირებულ არქიტექტორთან დაკავშირებული რეგულაციები ამოქმედდება 2022 წლის 1 ოქტომბრიდან.

ხდება  „ტექნიკური რეგლამენტი − სამშენებლო მასალის მიმართ ძირითადი მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ამოღება. ასევე, პროექტით ამოღებულია „აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს და სერტიფიცირებული ექსპერტის მიერ სამშენებლო ობიექტის ინსპექტირების წესისა და მათი პასუხისმგებლობის დაზღვევის შესახებ“ და „მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელი ექსპერტის სერტიფიცირების წესის შესახებ“ დებულებები ვინაიდან ამ საკითხებს დაარეგულირებს დადგენილება -  „არქიტექტორებისა და ინჟინერ -მშენებლების სერტიფიცირების წესის შესახებ “.

 

ასევ პროექტი ითვალისწინებს „შენობა -ნაგებობის მიმართ ინსოლაციის მინიმალური მოთხოვნების შესახებ“; „არქიტექტორებისა და ინჟინერ - მშენებლების სერტიფიცირების წესის შესახებ“ განსაზღვრული დადგენილების მიღების ვადის გადაწევას.

8.    საგარეო 42905 – ,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ ცვ პროექტი

პროექტის არსი: ვინაიდან „კომერციული  ატაშეს“  სტატუსი  შედარებით  დაბალია  და  მას  შესაძლოა პრობლემები  შეექმნას  უცხო  ქვეყნის  მსხვილი  კომპანიების  ხელმძღვანელებთან შეხვედრის დროს, კანონიდან მოხდება ,,კომერციული ატაშეს“ თანამდებობის ამოღება. ამასთან, ეკონომიკურ საკითხებზე საქმიანობის განხორციელება დაეკისრება  ,,დიპლომატიური  სამსახურის  შესახებ“  საქართველოს  კანონით განსაზღვრულ დიპლომატიურ თანამდებობის პირს - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან დესპანს.

9.    42899 - „წიაღის შესახებ“ ცვ. პროექტი
პროექტით განისაზღვრა მიწის მესაკუთრის მოვალეობები.
კანონპროექტი უზრუნველყოფს ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაწეული მომსახურებების სახეებისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ ნორმატიული აქტისთვის საკანონმდებლო საფუძვლის შექმნას.
წიაღით სარგებლობის პროექტების, წიაღით სარგებლობის ობიექტის დამუშავების ტექნოლოგიური სქემებისა და სამთო სამუშაოთა განვითარების გეგმების შედგენის წესს, განსაზღვრავს მთავრობა.

 



პატივისცემით,  

ნათია




Sincerely,

Natia Khmaladze

Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge