მოგესალმებით ბატონო გიორგი,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
- ფინანსები 43298 - სსიპ - საფინანსო-ანალიტიკური სამსახური განახორციელებს 15 ცალი პორტაბელური (სატარებელი) კომპიუტერების (ლეპტოპების) ელექტრონული ტენდერის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვას.
- ეკონომიკა 43283 - იური წულაიას (უფლებამონაცვლე - საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია/საქართველოს საპატრიარქო) 2011 წელს მყიდველს 1 ლარად საკუთრებაში გადაეცა მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ სალხინოში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა. მყიდველმა იკისრა ვალდებულება 2016 წლის 1 ნოემბრამდე ხელშეკრულებით გადაცემულ უძრავ ქონებაზე, პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით 30 ადგილიანი სასტუმროს აშენება, რომელშიც, ასევე, განთავსებული
იქნება ღვინის სახლი და ამ მიზნით, არანაკლებ 500 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება.
პროექტის მიხედვით, მყიდველი თავისუფლდება ხელშეკრულების ფარგლებში დაკისრებული პირგასამტეხლოსგან, ასევე ქონებაზე ან მის ნაწილზე სამშენებლო/სარეკონსტრუქციო/სარემონტო სამუშაოების განხორციელებას უზრუნველყოფს არაუგვიანეს 31.12.2019
წლისა. - ეკონომიკა 43282 - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო განახორციელებს, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სარეკრეაციო ტერიტორიაზე არსებული, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კურორტ ბახმაროში მდებარე, უძრავი ქონების პრივატიზებას ელექტრონული
აუქციონის ფორმით.
პრივატიზების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტი შემოსავლის სახით მიიღებს გადახდილ საპრივატიზებო თანხას, ასევე, საპრივატიზებო პირობად განისაზღვრება საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე არანაკლებ 30 ნომრის მქონე სასტუმროს შექმნა, კანონით დადგენილი წესით ექსპლუატაციაში
მიღება და ფუნქციონირების დაწყება. - ფინანსები 43176 - პროექტი ითვალისწინებს, 2019 წლის 15 აგვისტოს მომხდარი ხანძრის შედეგად დაზიანებული ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციას.
- ფინანსები 43175 - საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს, 2019 წელს მიმდინარე ხარჯების შეუფერხებელი დაფინანსების მიზნით, გამოეყოფა არაუმეტეს 800 000 რვაასი ათასი ლარი.
- ეკონომიკა 43164 - ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიას ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით საკუთრებაში გადაეცემა ადგილობრივი მნიშვნელობის უძრავი ქონება, რომელიც წარმოადგენს შიდა სარგებლობის ტროტუარს.
ხელმოსაწერი:
- 43330 - საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარედგინება „რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა („KfW“), მაინის ფრანკფურტი, და საქართველოს, წარმოდგენილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ („მსესხებელი“), შორის სასესხო შეთანხმება (ბათუმის
კომუნალური წყლის ინფრასტრუქტურა)“.
- 43326 - ხელი ეწერება „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისათვის „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს
კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 8 თებერვლის №177 განკარგულებას.
- 43324 - მთავრობასთან თანხმდება, გაეროს განვითარების პროგრამასა და სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს შორის გასაფორმებელი სტანდარტული წერილი შეთანხმებაზე ,,ყველა დონეზე საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებელი და შესაძლებლობების
განვითარების პროგრამის შემუშავების თაობაზე კლიმატის რისკის შესახებ ტრენინგებისა და ინფორმაციის ეფექტიანად მიწოდებისთვის თემებისა და ადგილობრივ დონეზე პირველადი რეაგირების უზრუნველმყოფთათვის“ UNDP/GCF პროექტის - ,,მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების
სისტემის გაფართოება და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოყენება საქართველოში” ფარგლებში”. პირველ ეტაპზე დავიზებულია
- 43289 - განახლებული შემადგენლობით მტკიცდება საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობათაშორისო კომისიის საქართველოს მხარის შემადგენლობა, სადაც წევრის სტატუსით
შედის თამილა
ბარკალაია
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე.
- 43278 - მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაცია განხორციელების მიზნით, რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიამ მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება ზოგიერთი მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხების დაზუსტებაზე,
სულ მუნიციპალიტეტებზე გამოყოფილი თანხა (270 000 000 ლარი) უცვლელი რჩება. გამოყოფილი თანხები მოხმარდება მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას (გზები, წყალმომარაგება, სპორტული მოედნები და სხვა). პირველ ეტაპზე დავიზებულია
- 43277 - მაღალმთიან დასახლებებში ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაციის მიზნით, რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიამ მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება განკარგულებაში
ხაშურის მუნიციპალიტეტის დამატებაზე თანხით - 269 000 ლარი, სულ მუნიციპალიტეტებზე გამოყოფილი თანხა იქნება 9 469 993 ლარი. პირველ ეტაპზე დავიზებულია
- 43276 - ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით, რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიამ მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება ზოგიერთი მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხების დაზუსტებაზე, რაც
ჯამში გამოიწვევს გამოყოფილი თანხის 3 952 ლარით შემცირებას. სულ მუნიციპალიტეტებზე გამოყოფილი თანხა იქნება 22 995 209 ლარი. პირველ ეტაპზე დავიზებულია
- 43269 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს
2019 წლის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი.
- 43260 -2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს იმ მოქალაქის, აგრეთვე „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს
კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული იმ პირის (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის
რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრებ პირები), რომელიც აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) მიღებული განათლების აღიარების შემდეგ სწავლას განაგრძობს საქართველოს უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგის
ათვისების დადასტურების საფუძველზე, სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების წლიური მოცულობა განისაზღვროს 312,750.00 ლარით
- 43244 - სამთავრობო ცვლილებებიდან გამომდინარე, ახალი შემადგენლობით მტკიცდება სსიპ
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის სამეთვალყურეო საბჭო.
სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ მამუკა ბახტაძეს ნაცვლად განისაზღვრება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ვიცე-პრემიერი - მაია ცქიტიშვილი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ მაია ცქიტიშვილის ნაცვლად განისაზღვრება საქართველოს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე - ირაკლი ქარსელაძე და სამეთვალყურეო საბჭოს წევრად გრიგოლ კაციას ნაცვლად განისაზღვრება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე - ილია ბეგიაშვილი.
მოქმედ შემადგენლობაში წევრის სტატუსით შედის
ეკატერინე
ტიკარაძე – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის მინისტრი. პირველ ეტაპზე დავიზებულია - 43243 - პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიერ ტელე და რადიოსიგნალის მიმღებების და აუდიო ან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ ელექტროძრავების, გენერატორებისა
და ტრანსფორმატორების კანონმდებლობით დადგენილი წესით შესყიდვის განხორციელებას.
- 43242 - სსიპ - შემოსავლების სამსახური ელექტრონული ტენდერის გზით განახორციელებს უწყვეტი კვების წყაროების (UPS) სახელმწიფო შესყიდვას.
- 43241 - მთავრობის ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ სამთავრობო კონსულტაციების გამართვის თაობაზე.
კონსულტაციების დროს განხილული იქნება გერმანიის მხარდაჭერით დაფინანსებული საინვესტიციო და ტექნიკური დახმარების პროექტების მიმდინარე სტატუსი და ასევე გერმანიის ფინანსური და ტექნიკური დახმარების სამომავლო გეგმები ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ენერგოეფექტურობა,
წყლის ინფრასტრუქტურა, გარემოს დაცვა და სხვა. - 43239 - მთავრობასთან თანხმდება, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა“ და ერთობლივ საწარმო „Toshiba Water Solutions Pvt. Ltd and IN-SI LLC (India/Georgia)“-ს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულება - მესტიის
წყალარინების გამწმენდი ნაგებობის პროექტირება, მოწოდება და მონტაჟი.
- 43237 - სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახური, მედიკამენტების, სამედიცინო დანიშნულების საქონლის და მოვლის საშუალებების, ასევე, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი ქალი მსჯავრდებულების 3 წლამდე ასაკის ბავშვების მედიკამენტების, სამედიცინო
დანიშნულების საქონლის, საკვები პროდუქტების და მოვლის საშუალებების სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 25 000 ლარის ზღვრული ოდენობის ფარგლებში.
- 43236 - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მსოფლიო გადასახადთა შემსწავლელ ონლაინ პაკეტზე მიერთების მიზნით ფისკალური დოკუმენტაციის საერთაშორისო ბიუროსაგან (IBFD) მომსახურების შესყიდვას, 2020 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით განახორციელებს გამარტივებული
შესყიდვის საშუალებით.
- 43235 - სსიპ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს განახორციელებს ავეჯის
სახელმწიფო შესყიდვას.
- 43233 - სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს უსასყიდლოდ გადაცემს ქონებას (13 ავტომანქანა).
პროექტი შეთანხმებულია სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრთან, შენიშვნები არ გააჩნია. - 43231 - სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაციის მიზნით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოეყოფა არაუმეტეს 1 380 000 ლარი.
- 43219 - მთავრობის ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია „ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მრჩეველთა ჯგუფის პროექტის“ და „მეტროს სადგურების მისაწვდომობის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისთვის“ გრანტის სახით დაფინანსების მიზნით აზიის
განვითარების ბანკის (ADB) აზიური ქალაქების განვითარების ინიციატივისთვის (Cities Development Initiative for Asia - CDIA) მიმართვის თაობაზე.
- 43217 - წალენჯიხის მუნიციპალიტეტი მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან დარჩენილ ეკონომიას ჯამში 33 836 ლარს მიმართავს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო პროექტების განსახორციელებლად: ჭალეს ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ფოცხო-ეწერში სტიქიის შედეგად
დაზიანებული სათემო სახლის გადახურვა; ნაკიფუს ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ნაკიფუში სააბულაძოს უბანში სტიქიის შედეგად დაზიანებული მილხიდის რეაბილიტაცია. პირველ ეტაპზე დავიზებულია
- 43215 - სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიეცემა შესაძლებლობა, შეისყიდოს თოვლმავალი (თოვლმავლის გადასაადგილებელი მისაბმელით და დამცავი ჩაფხუტით).
- 43214 - მთავრობასთან თანხმდება, ,,გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფედერალურ თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის ტრაქტორებისა და სატვირთო ავტომანქანების შესასყიდად თანხების დონაციის შესახებ" შეთანხმების ცვლილების
პროექტი, რომლის მიხედვით, მომწოდებელი, ნაცვლად 20 ტონიანი ამწე მოწყობილობისა უზრუნველყოფს, 21 ტონიანი ამწე მოწყობილობის მოწოდებას.
- 43212 - მთავრობის ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია ბათუმი-სარფის შემოვლითი გზის პროექტის მოსამზადებლად აზიის განვითარების ბანკის (ADB) ტექნიკური დახმარების თაობაზე.
- 43205 - ფიზიკურ პირს ნატო გირკელიძეს საკუთრებაში გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, დაბა ბახმაროში მდებარე 100 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ნატო გირკელიძის საკუთრებაში არსებული,
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კურორტ ბახმაროში, გურიის ქუჩაზე მდებარე 100 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის უფლებრივი ტვირთისაგან, მათ შორის, მესამე პირის იპოთეკის უფლებისაგან თავისუფალ მდგომარეობაში სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ.
- 43173 - ცვლილება შედის ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმაში, რომლის მიხედვით განხორციელდება აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა, ასევე, ვიზიტორთა ზონაში და ტრადიციული გამოყენების ზონაში დაშვებული საქმიანობების ჩამონათვალს
ემატება დაცვისა და ეკოტურიზმისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნასა და სარგებლობასთან დაკავშირებული შესაბამისი საქმიანობები. პირველ ეტაპზე დავიზებულია
- 43172 - სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, განახორციელებს ქსელების, ინტერნეტისა და ინტრანეტის პროგრამული პაკეტების სახელმწიფო შესყიდვას. პირველ ეტაპზე დავიზებულია
- 43171 - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი განახორციელებს ვიდეოგამოსახულების ჩამწერი აპარატურის სახელმწიფო შესყიდვას.
- 43168 - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი განახორციელებს ვიდეოგამოსახულების ჩამწერი აპარატურის სახელმწიფო შესყიდვას.
პატივისცემით,
ნათია