From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_31.12.19
Received On : 31.12.2019 06:37

           მოგესალმებით ბატონო გიორგი,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. ფინანსები 54026 - მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაციის მიზნით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროე­ქ­­­ტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოეყოფად 183 340 823  ლარი.
  2. იუსტიცია 54003 - მტკიცდება რეგულირების ზეგავლენის შეფასების წესი და მეთოდოლოგია, რეგულირების ზეგავლენის შეფასების მიზანია მტკიცებულებებზე დაფუძნებული და მოქალაქეთა და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობით შემუშავებული, თვისობრივად  უკეთესი ხარისხის რეგულაციების/არამარეგულირებელი ქმედების განხორციელების ხელშეწყობა. რეგულირების ზეგავლენის შეფასების სისტემამ უნდა უზრუნველყოს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებამდე საკითხის კომპლექსურად შესწავლა და ხელი შეუწყოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ მტკიცებულებებზე დაფუძნებული არჩევანის გაკეთებას.
    პროექტი შეთანხმდა სამინისტროს პოლიტიკის განმსაზღვრელ სტრუქტურულ ერთეულებთან .
  3. რეგიონული 53997 - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განხორციელდება 2018-2020 წლებში ადგილობრივი მნიშვნელობის გომარეთი-ჭოჭიანის საავტომობილო გზის, დაახლოებით 7-კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.
  4. რეგიონული 53996 - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი 2020-2021 წელს შესასრულებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსებას განახორციელებს, 2020-2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით, დეპარტამენტისათვის გამოყოფილი შესაბამისი ასიგნებების ფარგლებში.
  5. რეგიონული 53995 - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი 2018 წელს შესასრულებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსებას განახორციელებს,  2019 – 2020 წლებში - შესაბამისი წლების სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით დეპარტამენტისათვის გამოყოფილი შესაბამისი ასიგნებების ფარგლებში.
  6. რეგიონული 53994 - სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში არამუდმივ ამოცანათა შესრულების მიზნით შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განისაზღვრება 65 ერთეულით, ხოლო დამხმარე ამოცანათა შესრულების მიზნით შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა - 15 ერთეულით.
  7. ეკონომიკა 53984 - შპს „კომპანია ბლექ სი გრუპ“-ს მიეცემა მდინარე ფაფრისხევის ჭარბი აკუმულაციის უბნებიდან ჭარბი ინერტული მასალის ამოღების უფლება მდინარის მიმდებარე ტერიტორიის დატბორვის საშიშროების თავიდან აცილების მიზნით.
  8. ფინანსები 53983 - მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციის მიზნით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროე­ქ­­­ტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოეყოფათ არაუმეტეს 40 392 000 ლარი.
  9. რეგიონული 53940 - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტას მიმართულებით საავტომობილო გზების მშენებლობა-რეკონსტრუქციის სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის მომსახურების შესყიდვას.
  10. რეგიონული 53881 -  საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გამარტივებული შესყიდვის საშუალებით შეისყიდის სხვადასხვა საკონსულტაციო მომსახურებებს, მათ შორის, მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმის შედგენის, განახლების, ან ცალკეულ შემთხვევებში ქონების აღწერის, ინვენტარიზაციის, მიწის ნაკვეთის გამიჯვნის, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზების მომზადების და განსახლების საკონსულტაციო მომსახურებებს, ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტაციის მომზადება/განახლების საკონსულტაციო მომსახურებებს, საავტომობილო გზის და ხელოვნური ნაგებობების მშენებლობის და სხვა სახის საგზაო სამუშაოების განხორციელებისათვის მომზადებული/მოსამზადებელი საპროექტო დოკუმენტაციის განახლების, მომზადების და კორექტირების საკონსულტაციო მომსახურებებს, მენეჯმენტთან, განვითარებასთან და დეპარტამენტის საჭიროებიდან გამომდინარე, სხვა სახის საკონსულტაციო მომსახურებებს.

     

    ხელმოსაწერი:
  1. 54027 - იქმნება საინვესტიციო პროექტების მართვის უწყებათაშორისი კომისია, რომლის შემადგენლობაში შედის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მინისტრის მოადგილე, რომელიც კურირებს სოციალური დაცვის პოლიტიკას.
  2. 54025 - 2020 წლისათვის სსიპ -  ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განისაზღვრება 192 ერთეულით.
  3. 54024 - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მიეცემა თანხმობა, დაადგინოს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული ცალკეული პირების თანამდებობრივი სარგოს გამოანგარიშების საგამონაკლისო წესი.
  4. 54022 - შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ (2019-2020 წლების ზამთრის სამთო-სათხილამურო სეზონის გახსნის ღონისძიების ჩატარება კურორტ გუდაურში, არაუგვიანეს 2020 წლის 19 იანვრისა) საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვებს განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
  5. 54021 - სპეციალური პენიტენციური სამსახური   მედიკამენტების, სამედიცინო დანიშნულების საქონლის და მოვლის საშუალებების, ასევე, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი ქალი მსჯავრდებულების 3 წლამდე ასაკის ბავშვების მედიკამენტების, სამედიცინო დანიშნულების საქონლის, საკვები პროდუქტების და მოვლის საშუალებების სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული  შესყიდვის  საშუალებით  140 000  ლარის ზღვრული ოდენობის ფარგლებში.
  6. 54020 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიეცემა თანხმობა, დაადგინოს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული ცალკეული პირების თანამდებობრივი სარგოს გამოანგარიშების საგამონაკლისო წესი.
  7. 54017 - სპეციალური პენიტენციური სამსახური  სტაციონარული და ამბულატორიული ტიპის სამედიცინო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით 4 000 000 ლარის ზღვრული ოდენობის ფარგლებში.
  8. 54016 - სპეციალური პენიტენციური სამსახური, საქართველოს საზღვრებს გარეთ მყოფი, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირების საქართველოში ექსტრადიციასთან ან უცხო სახელმწიფოში მსჯავრდებული საქართველოს მოქალაქეების სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით საქართველოში გადმოყვანასთან დაკავშირებული ავიაბილეთების სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული  შესყიდვის  საშუალებით  20 000 ლარის ზღვრული ოდენობის ფარგლებში.
  9. 54015 - სსიპ - ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო, საქართველოს მთავრობასა და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადამცემის (BOT) შესახებ საინვესტიციო ხელშეკრულების მონიტორინგის ფარგლებში, 2020 წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის საკონსულტაციო ან/და საკონტროლო მომსახურებების შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

პატივისცემით,  

ნათია




Sincerely,

Natia Khmaladze

Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge