მოგესალმებით ბატონო გიორგი,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
- რეგიონული 48850 - პროექტის მიხედვით, განხორციელდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის კარატეს დარბაზის რეაბილიტაციის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურში საფეხბურთო აკადემიის შენობის პირველ სართულზე იატაკის მოწყობის სამუშაოები.
- გარემო 48834 - პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ „ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონების პროექტზე, საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო სხდომებზე მომხსენებელი პირების დანიშვნას.
- რეგიონული 48785 - პროექტის მიხედვით, განხორციელდება ქალაქ დუშეთში სპორტული კომპლექსის მშენებლობის და ანანურის ადმინისტრაციულ ერთეულში პლაჟისა და მიმდებარე პარკინგის კეთილმოწყობა.
- ფინანსები 48778 - საინფორმაციო-საკომუნიკაციო ელექტრონული სისტემის გამოყენების გზით ურთიერთობებისას, სსიპ - შემოსავლების სამსახური და ფიზიკური პირი/კერძო სამართლის იურიდიული პირი/ადმინისტრაციული ორგანო 2021 წლის 1 იანვრამდე გათავისუფლდებიან „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებებისაგან, ელექტრონულ დოკუმენტზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და დასვას კვალიფიციური ელექტრონული შტამპი.
- განათლება 48723 - კულტურული მემკვიდრეობის 32 უძრავ ძეგლს განესაზღვრება ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია.
- მთავრობა 48719 - სსიპ - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია განახორციელებს ავეჯის სახელმწიფო შესყიდვას.
- გარემო 48702 - მთავრობასთან თანხმდება, ა(ა)იპ - სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის გასაფორმებელი საგრანტო დოკუმენტის პროექტი „შეთანხმების წერილი (LOA) გაეროს განვითარების პროგრამასა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს - „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს“ შორის UNDP-ის დახმარებით საქართველოში სოფლის განვითარების პროექტით (ENPARD III) გათვალისწინებული აქტივობების განსახორციელებლად“.
- რეგიონული 48694 - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების შესყიდვის პროცედურებს განახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
- მთავრობა 48665 - მტკიცდება პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესი.
პროექტი შეთანხმებული იყო სამინისტროს პოლიტიკის განმსაზღვრელ სტრუქტურულ ერთეულებთან და სსიპ-ებთან. შენიშვნები არ გააჩნიათ. ატვირთულია განმეორებით, პირველ ჯერზე დავიზებულია. - ეკონომიკა 48643 - უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, საკუთრებაში გადაეცემა ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს“, რაც ხელს შეუწყობს მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის და რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის შეუფერხებლად განხორციელებას.
- ეკონომიკა 48736 - სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამოირიცხება ქ. დუშეთში, დუშეთის შემოსასვლელში მდებარე 4312 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი თანდართული კოორდინატების შესაბამისად, შემდგომში „კომპანიის“ კაპიტალში შეტანის მიზნით.
- იუსტიცია 48606 - სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ მიერ 2 ერთეული ობიექტური მონაცემების სანახი სისტემის სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
- გარემო 48599 - პროექტის მიხედვით, ვეტერინარული სერტიფიკატის ფორმებს დანართის სახით ემატა საქართველოდან შინაური ბინადარი ცხოველის გადამუშავებული საკვების/საღრღნელის ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსპორტისთვის ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატი.
- გარემო 48597 - პროექტის მიხედვით იქმნება სსიპ - სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია, რომლის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოდ განისაზღვრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომელიც უზრუნველყოს სსიპ - სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სახელმწიფო კონტროლს და დებულების დამტკიცებას, ასევე წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნას.
- ეკონომიკა 48746 - ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ერგეტაში მდებარე 5950 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა N1, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად, საკუთრებაში გადაეცემა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას.
- ეკონომიკა 48742 - სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულების გამოცემის შემთხვევაში, გაფორმდება უძრავი ქონების ურთიერთგადაცემის ხელშეკრულება 3 ფიზიკურ პირთან.
ფიზიკური პირების სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი მდებარეობს ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონაში. ხოლო სანაცვლოდ გადასაცემი ნაკვეთი ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესაბამისად ხვდება საკურორტო-სარეკრეაციო ზონა (სრზ 1)-ში, სადაც შესაძლებელია ერთი ან ორერთეულიანი საცხოვრებელი სახლების, სამთოსათხილამურო მომსახურების საშუალებების, საოჯახო სასტუმროების, სასტუმროების, სასტუმროს ტიპის საცხოვრებლების, დასასვენებელი შენობა-ნაგებობების, კვებისათვის და გართობისათვის განკუთვნილი მომსახურების, მცირე კომერციული-სავაჭრო მომსახურებების, ავტოფარეხების, ასევე, დროებითი შენობა-ნაგებობების განთავსება.
კანონპროექტი:
- გარემო 48842 - „ვაზისა და ღვინის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ ცვ. პროექტები
კანონპროექტის მიღების მიზეზია ის გარემოება, რომ ქვეყნის ეკონომიკის პრიორიტეტულ დარგებს შორის მეღვინეობაა, შესაბმისად, კონკურენტუნარიანი ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლის წარმოებისა და რეალიზაციისათვის აუცილებელია ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნათა გათვალისწინება, შესაბამისი საკანონმდებლო აქტების შემუშავება და მოქმედის ცვლილება.
კანონპროექტი მიზნად ისახავს, პროდუქტი, რომლის დამზადებისათვის ბაზად გამოყენებულია ღვინო და დეალკოჰოლიზაციის გზით მიღებული ღვინო დაექვემდებაროს სამართლებრივ რეგულირებას.
ცვლილების მიხედვით: ტერმინთა განმარტებას ემატება ტერმინები: „დეალკოჰოლიზაცია“, „დეალკოჰოლიზებული ღვინო“, ,,ღვინისეული სასმელი“;
ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე ჩამოსასხმელი სახით ღვინის, ასევე, ღვინისეული სასმელის ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე რეალიზაციის განმახორციელებელი პირი ვალდებულია იქონიოს ალკოჰოლიანი, ასევე ღვინისეული სასმელის შესაბამისობის სერტიფიკატი, რომელსაც გასცემს სსიპ-ღვინის ეროვნული სააგენტო;
პროდუქტის დამზადების სპეციფიკის გათვალისწინებით მეღვინეობის დარგში ნებადართულად განისაზღვრა ღვინისეული სასმელის წარმოებისას წყლის, საქაროზას, ბუნებრივი არომატის და ბუნებრივი საღებავი ნივთიერების დამატება, ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიან სასმელს დაემატა ღვინისეული სასმელი და სხვა. ატვირთულია განმეორებით - განათლება 48625 - ,,ზოგადი განათლების შესახებ" "უმაღლესი განათლების შესახებ"
ცვლილების მიზანია, სტუდენტმა ბაკალავრის ძირითადი საგნობრივი მიმართულებით, საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების პროცესის პარალელურად შეძლოს მასწავლებლის მომზადების 1 წლიანი საგანმანათლებლო პროგრამის გავლა, რაც უფლებას მისცემს მას, ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტში - დიპლომში მიეთითოს მასწავლებლის მომზადების 1 წლიანი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი საგნის სწავლების უფლების შესახებ. მაგ: ქიმიკოსი, ქიმიის მასწავლებელი. ეს იმას ნიშნავს, რომ უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად ასეთ პირებს დასჭირდებათ მხოლოდ საგნის გამოცდის ჩაბარება, რადგან პროფესიული სწავლების უნარები 1 წლიანი მასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში უკვე დადასტურებული ექნებათ.
პროექტი მიზნად ისახავს: დაზუსტდეს სპეციალური მასწავლებლის განათლებისთვის დადგენილი მოთხოვნები და აქ გათვალისწინებული იქნეს მეტი შესაძლო კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელსაც შესაძლებლობა ექნება გახდეს სპეციალური მასწავლებელი; ასევე საშუალება მისცეს მოქმედ სპეციალურ მასწავლებლებს, სპეციალურ განათლებაში კომპეტენციები დაადასტურონ 2022 წლის 1 იანვრამდე; აგრეთვე საშუალება მისცეს 2018 წლის 10 აგვისტომდე დასაქმებულ სპეციალურ პედაგოგს/სპეციალურ მასწავლებელს, რომელიც ვერ აკმაყოფილებს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 213 მუხლის მე-3 პუნქტით სპეციალური მასწავლებლის განათლებისათვის დადგენილ მოთხოვნებს, აღიარებული იქნას სპეციალურ მასწავლებლად.
პატივისცემით,
ნათია
Sincerely,
Natia Khmaladze
Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge