მოგესალმებით ბატონო გიორგი,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამაში ხელმოსაწერ საკითხებს:
- 40932 - პროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობის მიერ განისაზღვრება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატის შესარჩევი ღია კონკურსის ჩატარების წესი და პროცედურები.
- 40924 - მთავრობასთან თანხმდება, ევროკავშირსა და უკრაინის სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრს შორის გაფორმებული ხელშეკრულების „ბირთვული ავარიის შემთხვევაში საქართველოს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს (ANRS) მზადყოფნის გაძლიერება: მობილური ლაბორატორიის
მოწოდება - G 4.01/19B“ ფარგლებში სსიპ - ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოსათვის მობილური ლაბორატორიის მოწოდებაზე საპროექტო შეთავაზება.
- 40923 - სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოში დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განისაზღვრება არა უმეტეს 6 ერთეულით.
- 40885 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ კორპორაცია საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის მიერ განსახორციელებელი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული პროექტი - ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისათვის საქართველოში, რომლის ფარგლებშიც
პალატის წარმომადგენლებს ჩაუტარდებათ ტრენინგი გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების გაძლიერების კუთხით.
- 40846 - საქართველოს მთავრობაში განხორციელებული საკადრო ცვლილებებიდან გამომდინარე, ახლებურად ყალიბდება ა(ა)იპ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს გამგეობის შემადგენლობა.
- 40844 - ფ/პ ეკატერინე უდესიანს საკუთრებაში გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კურორტ ბახმაროში მდებარე 109 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ეკატერინე უდესიანის საკუთრებაში არსებული,
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კურორტ ბახმაროში, გურიის ქუჩაზე მდებარე 100 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის უფლებრივი ტვირთისაგან, მათ შორის, მესამე პირის იპოთეკის უფლებისაგან თავისუფალ მდგომარეობაში სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ.
პირველ ეტაპზე დავიზებულია
- 40840 - გადამტკიცდება თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მისი შექმნისთვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის ფუნქციონირების, მასში საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის განხორციელების წესები.
ვინაიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნაცვლად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანასთან დაკავშირებული წესები და ფორმალობები გათვალისწინებულია საბაჟო კოდექსის რეგულირებად სფეროდ, 2019 წლის
1 სექტემბრიდან გაუქმდა „თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობებისა და საქონლის შენახვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 იანვრის №11 დადგენილების გამოცემის
საფუძველი.
დადგენილების გამოცემის საფუძვლის კორექტირებასთან ერთად, აქტი ტერმინოლოგიური თანხვედრის თვალსაზრისით შესაბამისობაში მოვა საქართველოს საბაჟო კოდექსთან და მოქმედ კანონმდებლობასთან. - 40838 - ცვლილება შედის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესებში, რომლის მიხედვით, აქტი ტერმინოლოგიური თანხვედრის თვალსაზრისით შესაბამისობაში მოვა საქართველოს საბაჟო კოდექსთან და მოქმედ კანონმდებლობასთან.
- 40816 - ფ/პ თამაზ სულუხიას საკუთრებაში გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კურორტ ბახმაროში მდებარე 100 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, თამაზ სულუხიას საკუთრებაში არსებული, ჩოხატაურის
მუნიციპალიტეტში, კურორტ ბახმაროში, გურიის ქუჩაზე მდებარე 100 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის უფლებრივი ტვირთისაგან, მათ შორის, მესამე პირის იპოთეკის უფლებისაგან თავისუფალ მდგომარეობაში სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ. პირველ
ეტაპზე დავიზებულია
- 40814 - ჭადრაკში 2019 წლის ევროპის გუნდურ ჩემპიონატში (ქ. ბათუმი, 2019 წლის 23 ოქტომბრიდან 2019 წლის 3 ნოემბრის ჩათვლით)
მონაწილეობასთან დაკავშირებით, 2019 წლის 20 ოქტომბრიდან 2019 წლის 5 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ყოფნის უფლება მიეცემათ აღნიშნული შეჯიბრების მონაწილე კოსოვოს დელეგაციის წევრებს.
- 40804 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი.
- 40792 - გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას გადაეცემა გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგლის 10 ინდივიდის რაოდენობის რეგულირების უფლება, მათი გარემოდან ამოღებით.
- 40791 - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას გადაეცემა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგლის 6 ინდივიდის რაოდენობის რეგულირების უფლება, მათი გარემოდან ამოღებით.
- 40789 - შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტი ავეჯის სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებს განახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
- 40785 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განახორციელებს კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების სახელმწიფო შესყიდვას.
- 40778 - ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას გადაეცემა ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტურის 20 ინდივიდის რაოდენობის რეგულირების უფლება, მათი გარემოდან ამოღებით.
- 40777 - დმანისის მუნიციპალიტეტის მერიას გადაეცემა დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგლის 6 და ტურის 15 ინდივიდის რაოდენობის რეგულირების უფლება, მათი გარემოდან ამოღებით.
- 40776 - შინაგან საქმეთა სამინისტრო საოჯახო ტექნიკის, ტელე და რადიოსიგნალის მიმღებები და აუდიო ან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურისა და სხვადასხვა ზოგადი და სპეციალური დანიშნულების მანქანა - დანადგარების სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებს
განახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
- 40775 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიასა და თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) შორის გასაფორმებელი საგრანტო დოკუმენტი თემაზე - რიკეტცია და კოქციელა ინფექციების ზედამხედველობა საქართველოსა
და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში.
- 40772 - პროექტით უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჰაერის კონდიცირების საშუალებებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ავეჯის კანონმდებლობით დადგენილი წესით შესყიდვის განხორციელებას.
- 40771 - სსიპ - შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტისათვის დაშვებული გამონაკლისი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გავრცელდება 2020 წლის 1 იანვრამდე პერიოდში.
- 40770 - კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულების ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმის ვალდებულებისაგან 2020 წლის პირველ იანვრამდე გათავისუფლდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი
სამმართველოს ერთიანი მომსახურების ცენტრი (განყოფილება) და ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს ერთიანი მომსახურების ცენტრთან (განყოფილებასთან)
კომუნიკაციის ელექტრონული ფორმით ურთიერთობისას.
- 40769 - 2019 წელს მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოეყოფად არაუმეტეს 1 100 000 ლარი.
- 40767 - სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განახორციელებს
კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების სახელმწიფო შესყიდვებს.
- 40765 - სსიპ - საფინანსო-ანალიტიკური სამსახური განახორციელებს 7 ცალი პლანშეტის (ტაბლეტი) და 9 ცალი გარე ვინჩესტერის ელექტრონული ტენდერის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვას.
- 40763 - სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური 50 200 ლარს გამოყოფს შპს - ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლისათვის გადასაცემად, მისი შეუფერხებელი ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით.
- 40759 - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ელექტრონული ტენდერის გზით განახორციელებს მეხსიერების მატარებლებისა და კომპაქტური დისკების ჩამწერის სახელმწიფო შესყიდვას.
- 40755 - სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო განახორციელებს კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების სახელმწიფო შესყიდვას.
- 40763 -სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური 50 200 ლარს გამოყოფს შპს - ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლისათვის გადასაცემად, მისი შეუფერხებელი ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით.
- 40754 - ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას გადაეცემა ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგლის 6 და ტურის 10 ინდივიდის რაოდენობის რეგულირების უფლება, მათი გარემოდან ამოღებით.
- 40752 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი.
- 40751 - შინაგან საქმეთა სამინისტრო საოჯახო ტექნიკის სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებს განახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
- 40748 - სსიპ - საფინანსო-ანალიტიკურ სამსახური განახორციელებს 1 კომპლექტი სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის მონაცემთა შენახვის და დამუშავების ცენტრისათვის თანმდევი მომსახურებით (დემონტაჟი / მონტაჟი / ინსტალაცია / ექსპლუატაციაში
გაშვება) მოდულური უწყვეტი კვების წყაროს სისტემის (Modular UPS System) ელექტრონული ტენდერის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვას.
- 40746 - სსიპ - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, 2019 წელს, საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობებზე მონაწილეობის ფარგლებში საპრეზენტაციო სტენდებისა და საინფორმაციო დახლების სახელმწიფო შესყიდვებს განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. პირველ
ეტაპზე დავიზებულია
- 40745 - ქვემო ბოლნისის სამეკლესიან ბაზილიკას განესაზღვრება ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია.
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე