| From : | Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge> |
| To : | dsergeenko@moh.gov.ge |
| Subject : | ეპიდსიტუაცია |
| Cc : | Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; atalakvadze@moh.gov.ge; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; eadamia <eadamia@moh.gov.ge>; Paata Imnadze <pimnadze@ncdc.ge> |
| Received On : | 18.02.2019 14:16 |
| Attachments : |
ბატონო დავით,
გიგზავნით გასული კვირის ეპიდსიტუაციის მოკლე ანგარიშს.
გრიპთან დაკავშირებით ეპიდსიტუაცია დამშვიდებისკენ მიდის.
ორსულების მიმართვიანობა გრიპის საწინააღმდეგო აცრებზე არ არის მაღალი.
სასურველია დავაკვირდეთ დინამიკას კიდევ ერთი კვირა და შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება ასაცრელი კონტიგენტის გაფართოებასთან დაკავშირებით. ტამიფლუს მარაგი საზ.ჯანდაცვის
ცენტრებში საკმარისია და იმ რეგიონებში სადაც დეფიციტი იქმნება სააფთიაქო ქსელში
საზ.ჯანდაცვის ცენტრებიდან ხდება გაცემა პაციენტებზე შესაბამისი დანიშნულებით.
წითელას შემთხვევების რაოდენობა კვლავ მზარდია. 19 იანვრიდან დამატებით აცრილია 78 000 ადამიანი. ბოლო კვირის განმავლობაში საშუალოდ დღეში იცრება 2000 ადამიანი.
გაეროს ბავშთა ფონდიდან დადასტურებულია დამატებით 95 000 წწყ ვაქცინის მოწოდება 28 თებერვლისთვის და ასევე 35 000 დოზა წწ ვაქცინის.
ზუსტდება თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროსთან 100 000 დოზა წწყ ვაქცინის ტრანსპორტირების ვარიანტები. მოლაპარაკებებში აქტიურად არის ჩართული ჩვენი საელჩო ანკარაში.
წითელასთან დაკავშირებულ დეტალურ ინფორმაციას მოგახსენებთ ხვალ 12.00 იმუნიზაციის კომიტეტზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ჯანმოს კონსულტანტი წითელა-წითურას საკითხებში
პატრიკ ოკონერი.
პატივისცემით
ამირანი