| From : | Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge> |
| To : | dsergeenko@moh.gov.ge |
| Subject : | ეპიდსიტუაცია |
| Cc : | Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Maia Lagvilava <mlagvilava@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Sofiko Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; atalakvadze@moh.gov.ge; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Paata Imnadze <pimnadze@ncdc.ge> |
| Received On : | 04.02.2019 15:10 |
| Attachments : |
ბატონო დავით,
კოლეგებო,
გიგზავნთ გასული კვირის ინფორმაციას ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით ( გრიპი, წითელა).
გრიპთან დაკავშრებით როგორც ნახავთ მე-5 კვირაში გვაქვს ავადობის კლება გრიპისა და გრიპის მსგავსი დაავადებებით 211,6-მდე (249,3 მე-4 კვირაში) 100 000
მოსახლეზე. ასევე კლება ფიქსირდება მძიმე მწვავე რესპირატორული დაავადებებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელში (26,8%-დან 21,5%-მდე).
ტამიფლუს მარაგი საზ.ჯანდაცვის ცენტრებში დაახლოებით 2500 ფარგლებშია (დაზუსტებულ მონაცემებს გვიან ან ხვალ მოგაწოდებთ).
წითელასთან დაკავშირებით შეიმჩნევა ოდნავ შემთხვევების ყოველდღიური ზრდის ტემპის ზრდის შემცირება, თუმცა სიტუაცია კვლავ საყურადღებოდ რჩება.
აცრების ტემპმა მოიკლო თბილისში (შაბათი-კვირა-ორშაბათი ერთად 1522). რეგიონების მონაცემები იქნება გვიან.
პატივისცემით
ამირანი