| From : | Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge> |
| To : | dsergeenko@moh.gov.ge |
| Subject : | ეპიდსიტუაცია |
| Cc : | zbokhua@moh.gov.ge; mlagvilava@moh.gov.ge; tbarkalaia@moh.gov.ge; gtsotskolauri@moh.gov.ge; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; atalakvadze@moh.gov.ge; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge> |
| Received On : | 24.12.2018 14:35 |
| Attachments : |
ბატონო დავით,
წარმოგიდგენთ გასული კვირის ეპიდსიტუაციის მოკლე მიმოხილვას.
როგორც მოგახსენეთ ეპიდსიტუაცია გრიპთან მიმართებაში რთულდება. 50-ე კვირასთან შედარებით 51-ე კვირაში მოიმატა მიმართვიანობამ ამბულატორიებში გრიპსიმაგვარ დაავადებებთან დაკავშირებით
(ILI) 185-დან 221-მდე 100 000 მოსახლეზე, თუმცა ჯერ შორს ვართ ეპიდემიურ ზღურბლთან (450-500). ასევე იმატებს მძიმე მწვავე რესპირატორული ინფექციის მაჩვენებელი სტაციონარებში. (26,6%) საყრდენი ბაზების მიხედვით.
ძირითადად ქვეყანაში ცირკულირებს A/H1p შტამი, ე.წ. ღორის გრიპის, რაც უფრო მაღალი ვირულენტობით ხასიათდება ვიდრე შარშანდელი
A/H3.
ორივე შტამი იყო იმ ვაქცინაში რითაც ჩატარდა სახელმწიფოს მიერ 41000 ადამიანის ვაქცინაცია. სამწუხაროდ არის ერთი გარდაცვალების შემთხვევა აჭარაში, 53 წლის ქალბატონი, სიმსუქნისა და დიაბეტის
ფონზე ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის ინფექციით. ასევე გვაქვს ინფორმაცია ქუთაისში სამი ორსული ქალბატონის მძიმე მდგომარეობის შესახებ (ერთი გახლავთ რეანიმაციაში საკეისრო კვეთის შემდეგ).
ჩვენი მარაგებიდან თითოეული მუნიციპალიტეტის საზ.ჯანდაცვის ცენტრებზე გავეცით ორი კოლოფი ტამიფლუ. არ გვაქვს ინფორმაცია სააფთიაქო ქსელში მისი მარაგების შესახებ. სასურველია საავადმყოფოებსა
და ამბულატორიებს ჰქონდეთ მისი გარკვეული მარაგები. რამდენადაც ვიცი დიდ საავადმყოფოებს აქვთ გარკვეული მარაგი და იყენებენ წარმატებით.
ასევე
წარმოგიდგენთ 24 დეკემბერის ინფორმაციას შიგელოზით 3 ბავშვის დაავადების შესახებ: ბოჭორიშვილის სახ. კლინიკიდან გასულ კვირას ლაბორატორიული
გამოკვლევისთვის წარმოდგენილ იქნა 2 ფეკალური სინჯი, თბილისში მცხოვრები 9 და 10 წლის და-ძმისგან. ორივეს დაუდასტურდათ შიგელოზი (ამოითესა
Shigella sonney). ინფორმაცია ლაბორატორიული დადასტურების შესახებ გადაეცა თბილისის საზჯანდაცვის ცენტრს, რომლის მიერ, დღესვე ჩატარებული ეპიდკვლევით გამოვლინდა ამავე ოჯახის მე-3 წევრი (ბავშვი), დიარეით მიმდინარე კლინიკით და ცხელებით. ინფექციის სავარაუდო
წყაროს იდენტიფიცირების მიზნით თბილისის საზჯანდაცვის ცენტრს ეთხოვა დეტალურად გამოიკითხონ ბავშვების მშობლები და ოჯახის სხვა წევრები. წინასწარი ინფორმაციით ბავშვებმა მიიერთვეს ოჯახში სტუმრის მიერ მიტანილი ნამცხვარი ,,კრუასანი“. კვლევას აწარმოებს თბილისის საზ.ჯანდაცვითი
ცენტრი.
პატივისცემით
ამირანი