From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com
Subject : ეფლოუზე ხელმოსაწერი საკითხები
Received On : 27.11.2019 13:36

           მოგესალმებით ბატონო გიორგი,


შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. 47754 - პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებელი პირების დანიშვნას.
  2. 47750 - პროექტი ითვალისწინებს, საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებელი პირების დანიშვნას.
  3. 47745 - პროექტის მიხედვით, სსიპ  სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი განახორციელებს სსიპ - კოლეჯ „ოპიზარის“ სახელმწიფო კონტროლს.
  4. 47743 - სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამოირიცხება ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ შროშაში არსებული 14309კვ.მ. (270კვ.მ., 3038კვ.მ. და 11001კვ.მ.) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებიც შემდგომში სარგებლობის უფლებით გადაეცემა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, რომელიც უზრუნველყოფს მის გამოყენებას (E-60) აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალის უბისა-შორაპანის (F3) მონაკვეთის საავტომობილო გზის მოდერნიზაციის პროექტის განხორციელების ფარგლებში წარმოქმნილი ფუჭი ქანების სანაყაროს მოსაწყობად.
  5. 47742 - ცვლილება შედის, თავდაცვის სამინისტროს დებულებაში, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციის დამატებით ფუნქციად განისაზღვრება პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის კონსულტაციის გაწევა, სამინისტროს თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით ტრენინგების უზრუნველყოფა, ასევე ნაცვლად ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისა“ მიეთითება ,,სახელმწიფო ინსპექტორთან“ თანამშრომლობა.
  6. 47741 - სსიპ - შემოსავლების სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განისაზღვრება 520 ერთეულით.
  7. 47740 - ცვლილება შედის „შპს „გარდაბნის თბოსადგურის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესში, რომლის მიხედვით კომპანიას მიენიჭება უფლებამოსილება შესაბამისი საქონელი და მომსახურება, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევების გარდა, ამავე დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში შეისყიდოს უშუალოდ მწარმოებლისაგან ან მწარმოებლის უფლებამოსილი პირისაგან, ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.
  8. 47736 - პროექტის მიხედვით, სსიპ -  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მიეცემა თანხმობა ცენტრში დასაქმებული პირებისთვის, რომელთა შრომის ანაზღაურების გაანგარიშება დაკავშირებულია შესრულებული სამუშაოს მოცულობასთან / ღირებულებასთან (ნამუშევარი საათების, მომსახურების საფასურის წილის ან/და სხვა მაჩვენებლის მიხედვით) დაადგინოს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულისაგან განსხვავებული წესი.
  9. 47735 - სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, ბეტონის არმირებისათვის განკუთვნილი არმატურის, ელექტროკაბელისა და პლასტმასის მილის ლაბორატორული კვლევის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
  10. 47734 - სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო განახორციელებს სსიპ - ქალაქ ოზურგეთის N1 საჯარო სკოლისა და ქალაქ თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე მულტიფუნქციური საგანმანათლებლო კომპლექსი - ,,ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ პროექტის ფარგლებში აშენებული საჯარო სკოლის კორპუსებისთვის საჭირო 2 400 ცალი სასკოლო მერხისა და სკამის სახელმწიფო შესყიდვას.
  11. 47725 - პროექტის მიხედვით, შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქეებს მიეცემათ უფლება საქართველოში პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე მგზავრობის (მსგავსად ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისა).
  12. 47724 - ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაეცემა უძრავი ქონება, რომლის ნაწილი წარმოადგენს ადგილობრივი მნიშვნელობის შიდა სარგებლობის გზას და ტროტუარს.  
  13. 47723 - სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტო განახორციელებს ავეჯის სახელმწიფო შესყიდვას.
  14. 47699 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განახორციელებს საოჯახო ტექნიკის სახელმწიფო შესყიდვას.
  15. 47697 - სსიპ – „112“-ი განახორციელებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების  სახელმწიფო შესყიდვას.
  16. 47696 - სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტო განახორციელებს ქსელური მოწყობილობებისა და კომპიუტერთან დაკავშირებული მოწყობილობების სახელმწიფო შესყიდვას.
  17. 47695 - ა(ა)იპ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი განახორციელებს გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობების  სახელმწიფო შესყიდვას.
  18. 47691 - თავდაცვის სამინისტრო განახორციელებს ავეჯი, სხვადასხვა დანადგარების სახელმწიფო შესყიდვას ელექტრონული შესყიდვის საშუალებით.
  19. 47688 - სსიპ აწარმოე საქართველო განახორციელებს ქსელური მოწყობილობების  სახელმწიფო შესყიდვებს.
  20. 47687 - სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ განახორციელებს დონორი ორგანიზაციების მეშვეობით დაფინანსებულ შემდეგ პროექტებს: 220 კვ ხაზის „ახალციხე-ბათუმი“ მშენებლობა (ADB IBRD WB) და 500 კვ ეგხ-ის მშენებლობა ქსანი-სტეფანწმინდა (EBRD, EC, KfW).   
  21. 47643 - პროექტის მიხედვით, 2019-2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმ(ებ)ის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს შემადგენლობას დაემატება  ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი.
    საბჭოს მოქმედ, უნივერსალურ შემადგენლობაში წევრის სტატუსით შედის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე  ან მოადგილე .
  22. 47640 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი.
  23. 47638 - ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს 2019 წლის 15 აპრილს ხელმოწერილი „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და რუმინეთის კულტურისა და ეროვნული იდენტობის სამინისტროს შორის კულტურული თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება.
  24. 47626 - ნოტების გაცვლის გზით, გაიმართება მოლაპარაკება „საქართველოს მთავრობასა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.
    მხარეებმა უნდა ითანამშრომლონ ადამიანის ჯანმრთელობისა და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან აცილებაში, გამოვლენაში, გამოძიებასა და აღკვეთაში.
  25. 47625 - ნოტების გაცვლის გზით, გაიმართება მოლაპარაკება „საქართველოს მთავრობასა და ფინეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.
    მხარეებმა უნდა ითანამშრომლონ ადამიანის ჯანმრთელობისა და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან აცილებაში, გამოვლენაში, გამოძიებასა და აღკვეთაში.
  26. 47582 - სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სსიპ ბათუმის საზღვაო აკადემიის დაფინანსებას 5 876 164.75 ლარით, აკადემიის ფილიალის დაარსებასთან დაკავშირებით შესაბამისი შენობა-ნაგებობის (ქ. ფოთი, წმინდა გიორგის ქუჩა N24-ში მდებარე, ყოფილი ჰიდრო-მელიორაციული ტექნიკუმის შენობა) რეაბილიტაციის  მიზნით.

 

პატივისცემით,  

ნათია




Sincerely,

Natia Khmaladze

Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge