| From : | Besik Datukishvili <bdatukishvili@ssa.gov.ge> |
| To : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| Subject : | ზრდის ჰორმონისა და საკვები დანამატის შესყიდვა |
| Cc : | Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; lgogodze@ssa.gov.ge; lmamulashvili@ssa.gov.ge; zpipia@ssa.gov.ge; igobejishvili@ssa.gov.ge; ggelashvili@ssa.gov.ge; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge> |
| Received On : | 22.11.2019 05:17 |
დილა მშვიდობისა, ქალბატონო თამარ!
თქვენი დავალების შესაბამისად, წარმოგიდგენთ ინფორმაციას ზრდის ჰორმონისა და ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვთა საკვები დანამატის შესყიდვასთან დაკავშირებით.
1. ზრდის ჰორმონი - სომატოტროპინი (SOMATROPIN) რეკომბინანტული დნმ ტექნოლოგიის (recombinant DNA technology) გზით მიღებული ადამიანის სომატოტროპული ჰორმონი.
2019 წელს სს „გეფასგან“ შესყიდულია 39 600 მილიგრამი:
ü მწარმოებელი - MERCK SERONO S.P.A
ü წარმოშობის ქვეყანა - იტალია
ü სავაჭრო დასახელება - საიზენი 8მგ. Click. Easy (SOMATOTROPIN)
ü გამოშვების ფორმა - მგ ფხვნილი და გამხსნელი კანქვეშ შესაყვანი საინიექციო ხსნარის მოსამზადებლად შპრიცში
ü ერთეულის (1 მგ) ფასი - 3.255 ევროს ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში
ü საერთო ღირებულება - 128 898 ევროს ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში
2019 წელს მწარმოებელმა შეწყვიტა ზემოაღნიშნული ფორმით მედიკამენტის გამოშვება და გადავიდა მზა შპრიცებზე - მწარმოებლის მიერ შესაბამისი წერილი გამოგზავნილია ქალბატონი ეკატერინე ტიკარაძის სახელზე.
ამჟამად, იგივე მიმწოდებელი 1 მილიგრამ სომატოტროპინს გვთავაზობს 23 აშშ დოლარის ექვივალენტად ეროვნულ ვალუტაში და აღნიშნულის გათვალისწინებით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 220 920 ლარის ტოლი იქნება (2019 წლის არსებული ფასებით, იქნებოდა 501 413 ლარი).
მიმდინარე ეტაპზე, სათანადო წერილები დაეგზავნა ზრდის ჰორმონის სხვა მწარმოებლებს - „Pfizer, Inc.“-ს, „Novo Nordisk a/s Denmark“-ს და „Sandoz“-ს.
2019 წლის 22 ნოემბრის მდგომარეობით, პასუხი მივიღეთ კომპანია „Novo Nordisk a/s Denmark“-სგან, რომელმაც შემოგვთავაზა საკუთარი წარმოების ფარმაცევტული პროდუქტი „Norditopin®“. ერთეულის (1 მგ) ფასი - 6 ევრო. თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ „Norditopin®“ ამჟამად საქართველოში რეგისტრირებული არ არის და მისი შესყიდვის შემთხვევაში, სავარაუდოდ, საჭირო იქნება საქონლის ერთჯერადი ნებართვის საფუძველზე შემოტანა.
რაც შეეხება „Pfizer, Inc.“-ს და „Sandoz“-ს, მათთან მიმდინარეობს წერილობითი/სატელეფონო კომუნიკაცია, თუმცა, კონკრეტული პასუხი ჯერ-ჯერობით პასუხები არ მიგვიღია.
2. ფენილკეტონურიით დაავადებულ ბავშვთა სამკურნალო საკვები დანამატი.
0-3 წლამდე ბავშვებისთვის, დანამატის შესყიდვა განხორციელდება 2019 წლის საბიუჯეტო ასიგნებათა ფარგლებში ჩატარებული ტენდერის ანალოგიურ ფასად.
რაც შეეხება სამ წელზე მეტი ასაკის ბენეფიციარებს, მათთვის 2019 წელს, შპს „ნუტრილაინისგან“ შესყიდულია 1 500 000 გრ საკვები დანამატი - ცილის (მოქმედი აქტიური ნივთიერება ამინომჟავების სპეციალური ნაკრები).
ü მწარმოებელი - ნუტრიცია
ü წარმოშობის ქვეყანა - დიდი ბრიტანეთი
ü სავაჭრო დასახელება - PAM-1, PAM-2, PAM-3
ü გამოშვების ფორმა - 500 გრამიანი ქილა
ü ერთეულის (1 გრ ცილის) ფასი - 0.10213 ევროს ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში
ü საერთო ღირებულება - 153 192.33 ევროს ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში
2019 წელს მწარმოებელმა შეწყვიტა ზემოაღნიშნული სავაჭრო დასახელებით საკვები დანამატის გამოშვება. მათ ნაცვლად, შპს „ნუტრილაინი“ გვთავაზობს 2 დასახელების ახალ პროდუქტს, ერთეულის (1 გრ ცილის) ფასით - 0,2 ევროს ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში. აღნიშნულის გათვალისწინებით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 020 000 ლარის ტოლი იქნება (2019 წლის არსებული ფასებით, იქნებოდა 520 853.92 ლარი).
მიმდინარე ეტაპზე, სათანადო წერილები დაეგზავნა საკვები დანამატის სხვა მწარმოებლებს - „Piam Farmaceutici S.p.A.“-ს და „Mead Johnson & Company, LLC“-ს, თუმცა, ჯერ-ჯერობით პასუხები არ მიგვიღია.
ახალი ინფორმაციის სააგენტოში შემოსვლის შემთხვევაში, გაცნობებთ დამატებით.
საუკეთესო სურვილებით,
ბესიკ დათუკიშვილი
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს
შესყიდვების სამმართველოს უფროსი
ტელ.: 577 730 742