• ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის, ადამიანი და ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა ყოველთვის განსაკურებულ პრიორიტეტს წარმოადგენდა. სწორედ ამიტომ, ქართულმა ოცნებამ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო საყოველთაო ჯანდაცვის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი, რომლის შედეგად უამრავმა ჩვენმა მოქალაქემ შეძლო მკურნალობა და გამოჯანმრთელება.
• სამწუხაროდ, დღეს ხელისუფლებისადმი მტრულად განწყობილი ჯგუფები აქტიურად ცდილობენ საზოგადოება მოატყუონ და ეს პროექტი ჩავარდნილად გამოაცხადონ, თუმცა, ჩვენმა მოქალაქეებმა ძალიან კარგად იციან თუ რა არის რეალობა - მთელმა მსოფლიომ აღიარა, რომ თუნდაც ცალკე აღებული ცე ჰეპატიტის პროგრამა უპრეცედენტოდ წარმატებულია.
• ვიცით, რომ გამოწვევებიც ბევრია და სამწუხაროდ, ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ, კვლავაც აწყდებიან პრობლემებს, თუმცა ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა აღმოვფხვრათ ისინი და განვაგრძოთ განვითარება, რისი მაგალითიც არის ჯანდაცვის ახალი რეფორმა და ასევე, თბილისის სასწრაფოს ავტოპარკის განახლება.
• თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ევროსტანდარტების შესაბამისი 80 ახალი მანქანა გადაეცა, რომლითაც ძველი ჩანაცვლდება. თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ქვეყანის მასშტაბით სასწრაფო სამედიცინო დახმარების სრულად განახლებული ავტოპარკი გვაქვს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადაუდებელი დახმარების სერვისს მაქსიმალურად გაუმჯობესების მიზნით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურები გაერთიანდა და მართვის ერთიანი, თანამედროვე სისტემა დაინერგა.
• ეს არის იმ ნაბიჯების ნაწილი, რომელსაც ჩვენ ვდგამთ რათა ჯანდაცვის სერვისების მიწოდება გახდეს საზოგადოების საჭიროებებზე კიდევ უფრო მეტად მორგებული, მიზნობრივი და ხარჯეფექტური. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ სერვისები სრულად ხელმისაწვდომი იყოს სოციალურად დაუცველი ჯგუფებისთვის - პირველ რიგში მათთვის ვისაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება.
• ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ჯანდაცვის სფეროში ახალი სტანდარტების დანერგვას რითაც დარწმუნებულები ვართ, მივიღებთ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის ჯანდაცვის სერვისებს, რაც ჩვენი და ჩვენი ოჯახების ჯანმრთელობას და სიმშვიდეს ემსახურება.