| From : | Tengiz Tsertsvadze <tt@aidscenter.ge> |
| To : | Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge> |
| Subject : | თენგიზ ცერცვაძისგან |
| Cc : | Tengiz Tsertsvadze <tt@aidscenter.ge> |
| Received On : | 05.05.2019 19:28 |
| Attachments : |
ბატონო გიორგი,
ა.წ. 1. მაისს თქვენთან გამართულ შეხვედრაზე თქვენ და ბ-ნმა მამუკამ დამისვით კითხვა, თუ როგორია ჩვენი შეხედულება შექმნილ სიტუაციაზე და მისგან გამოსვლის გზებზე.
საჭიროდ მივიჩნიეთ წერილობით გაცნობოთ ჩვენი პოზიცია ამ საკითხზე. იგივე წერილი გავაგზავნეთ ბ-ნ მამუკასთანაც, მაგრამ არა ვართ დარწმუნებული, რომ მისი იმეილი სწორად გვაქვს. ამიტომ მადლობელი ვიქნებით, თუ თქვენც გადაუგზავნით მას ამ წერილს. თუ საჭიროდ ჩათვლით, თქვენი შეხედულებისამებრ შეგიძლიათ წერილი გააცნოთ ბ-ნ მინისტრსაც.
კიდევ ერთელ ვადასტურებთ ჩვენს პატივისცემას თქვენი და ბ-ნ მამუკას მიმართ და მადლობას გიხდით მხარდაჭერისათვის.
პატივისცემით,
თენგიზ ცერცვაძე