From : Tengiz Tsertsvadze <tt@aidscenter.ge>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; zbokhua@moh.gov.ge; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com
Subject : ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი
Cc : Tengiz Tsertsvadze <tt@aidscenter.ge>
Received On : 26.12.2019 19:35

ქალბატონო თამარ,      

 

ბატონო ზაზა,

 

ბატონო გიორგი,

 

ქალბატონო თინათინ,

 

 

მოგესალმებით. 

 

გვინდა შეგახსენოთ, რომ შპს „ავერსი-ფარმას“ ულტიმატუმის ვადა 2020 წლის 2 იანვარს მთავრდება და რაღაც გადაწყვეტილება, ალბათ მისაღებია. რეანიმაციის შენობის დემონტაჟი დროებით რომც შეაჩეროს, ეს საკმარისი არ არის, რადგან იჯარის ხელშეკრულების გაფორმების და მასთან დაკავშირებული პრობლემების - „ემერჯენსის“ ამოქმედება, უკვე შეძენილი ძვირადღირებული აპარატურის დადგმა-ამოქმედება,  ბოქსირებული კორპუსის რემონტი, გადაუდებელი მიმდინარე სარემონტო სამუშოები და სხვ., გადაწყვეტის გარეშე (რაზეც ბ-ნი კურტანიძის თანხმობაა საჭირო), ცენტრი ფუნქციონირებას მაინც ვერ შეძლებს. როგორც ადრე გწერდით, სამრეცხაოს შენობის დანგრევით კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა დაგვემატა. იძულებული ვართ სარეცხი ხელშეკრულებით გავრეცხოთ სხვა სამრეცხაოში ტენდერის გარეშე, რითაც ვარღვევთ სახელმწიფო შესყიდვების კანონს და სერიოზული სასჯელის საფრთხის ქვეშ ვართ. ტენდერის გამოცხადების შემდეგაც წინასწარი გათვლებით სარეცხის რეცხვა წელიწადში 30-35 ათასი ლარი დაგვიჯდება, რისი საშუალებაც არ გვაქვს, რადგან მთელი ჩვენი შემოსავალი ისედაც იმაში მიდის, რომ ავადმყოფებისთვის თითქმის ყველა მომსახურების გაწევა სხვა სამედიცინო დაწესებულებებში გვიწევს და თან საბაზრო ფასად. ამიტომ ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული პუნქტი, რომ „ავერსმა“ სამრეცხაოსთვის გამოგვიყოს 30 კვ.მ.-მდე ფართი, მაგალითად აფთიაქის კორპუსის პირველ სართულზე (რაც მათთვის ტექნიკურად არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს).

 

გვინდა მოგაწოდოთ ზოგიერთი ინფორმაცია ჩვენი ცენტრის ტერიტორიის და შენობა-ნაგებობების პრივატიზაციის კანონიერებასთან დაკავშირებით, რაც შესაძლოა გამოგადგეთ „ავერსთან“ მოლაპარაკებისას. 

 

2009 წლის დეკემბერში შპს „ავერსი-ფარმამ“ მაშინდელ ხელისუფლებასთან დანაშაულებრივი გარიგებით, ე.წ. „აუქციონზე“ შეიძინა ჩვენი ცენტრის ტერიტორია და შენობა-ნაგებობები.   

 

პრივატიზაციის დროს დაფიქსირდა რიგი სერიოზული დარღვევები:  

 

 

 

 

ამ ფაქტების შეხსენება ბ-ნ პაატა კურტანიძეს ძალიან არ უყვარს.

 

უკანონო პრივატიზაციის საქმეზე ჩვენ შეტანილი გვქონდა სარჩელი სასამართლოში, რომელიც ბ-ნ კურტანიძეს სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა (ერთხანს მისი ქონება დაყადაღებულიც კი იყო), მაგრამ 2016 წელს ბ-ნი კურტანიძის მიერ მოსყიდულმა მოსამართლეებმა: დიანა ფარქოსაძემ და გიორგი გოგიაშვილმა სარჩელი შეწყვიტეს იმ „ანეკდოტური“ მოტივით, რომ ცენტრი სახელმწიფოს მიერ „ყველაფრით უზრუნველყოფილია და დაზარალებული მხარე აღარ არის“?! (ამაზე მეტი მკრეხელობა შეიძლება?). სხვათაშორის, რამდენადაც დაუჯერებლად არ უნდა გვეჩვენოს, ამ შინაარსის ცნობა ბ-ნ კურტანიძეს ჯანდაცვის სამინისტრომ მისცა და სასამართლოც თავის გადაწყვეტილებაში ვითომ ამ ყალბ ცნობას დაეყრდნო.  

 

ბ-ნ კურტანიძეს არც ამ ფაქტის გახსენება უყვარს, რადგან იმის გარკვევა, თუ როგორ ვართ „ყველაფრით უზრუნველყოფილი“, ძალიან იოლია.

 

მიგვაჩნია, რომ ბ-ნ კურტანიძესთან ერთად და შესაძლოა მასზე მეტადაც შექმნილ სიტუაციაში დამნაშავე ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ბ-ნი დავით სერგეენკოა, რომელმაც დანაშულებრივად და სრულიად გამიზნულად მიიყვანა ცენტრი განადგურების პირას და თან ისე, რომ ქვეყანას დაუკარგა გლობალური ფონდის მიერ ცენტრის მშენებლობისათვის გამოყოფილი 4.5 მილიონი ევროს ინვესტიცია და კორეის და ჩინეთის მთავრობების მიერ ცენტრის აღჭურვისათვის გამოყოფილი 5-5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების აპარატურა და აღჭურვილობა. ბ-ნმა დავითმა, როგორც ჩანს, ეს მხოლოდ თავისი მინისტრობის ბოლო თვეებში გააცნობიერა, როდესაც თავისი თავი დაინიშნა ცენტრისთვის ახალი შენობის მშენებლობის „პრარაბად“ (ეს პირადად მისი სიტყვებია) და ჰიპერაქტიურად ცდილობდა დაეჩქარებინა ცენტრის მშენებლობის დაწყება. მაგრამ, სამწუხაროდ არ დასცალდა. ბ-ნი კურტანიძის შემთხვევაში ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ბ-ნმა სერგეენკომ რატომ გადაწყვიტა ისტორიაში „ჰეროსტრატეს“ სახელით შესვლა, ძნელი ასახსნელია, თანაც ეს ამბავი ასე იოლად არ ჩაივლის და ორივეს მკაცრად პასუხისგება მოუწევს. 

 

პატივისცემით,     

 

თენგიზ ცერცვაძე