From : Tengiz Tsertsvadze <tt@aidscenter.ge>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; zbokhua@moh.gov.ge; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject : ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი
Cc : Tengiz Tsertsvadze <tt@aidscenter.ge>
Received On : 27.11.2019 19:58

ქალბატონო თამარ,  

 

ბატონო ზაზა,

 

ბატონო გიორგი, 

 

მოგესალმებით. როგორც მოგეხსენებათ, ბოლო მდგომარეობით შპს „ავერსი-ფარმა“ ჩვენგან ითხოვს სამი კორპუსის (რეანიმაციის, C ჰეპატიტის ელიმინაციის და სამრეცხაოს) დაუყოვნებლივ დაცლას, წინააღმდეგ შემთხვევაში უარს აცხადებს საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელებაზე, რის გამოც უკვე მეათე თვეა ვრჩებით არალეგიტიმურ მდგომარეობაში, უარს აცხადებს „ემერჯენსის“ ამოქმედებაზე, კომპიუტერული ტომოგრაფის დადგმაზე და ნებისმიერ, მათ შორის გადაუდებელ სარემონტო სამუშაოების ჩატარებაზე. როგორც ადრე გაცნობეთ, დაახლოებით სამი კვირის წინ მათ შემოღობეს ორი კორპუსი და აცხადებდნენ, რომ უნდა დაიწყონ ერთ-ერთი მათგანის (სამრეცხაოს) დანგრევა და მეორის (რეანიმაციის) რეკონსტრუქცია. დღეს მათ კატეგორიულად მოგვთხოვეს, რომ ერთ-ერთი შენობის (სამრეცხაოს) მიმდებარე ტერიტორიიდან გაგვეყვანა ცენტრის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებები (როგორც მოქმედი, ისე ამორტიზებული). ჩვენ უარი ვუთხარით, რის შემდეგაც გამოიძახეს ევაკუატორი და ჩვენი კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებები (სულ 10 ერთეული) იძულებით გადაიყვანეს სხვა (დასანგრევი შენობიდან მოშორებულ) ტერიტორიაზე და გვითხრეს, რომ ხვალიდან იწყებენ ამ შენობის ნგრევას. აღნიშნულ შენობაში განთავსებულია:    

 

1.      ცენტრის სამრეცხაო

2.      სახიფათო სამედიცინო ნარჩენების შემკრები დროებითი სათავსო

3.      ჩამოსაწერი ინვენტარის დროებითი სათავსო

4.      დამხმარე ტექნიკური პერსონალის ოთახი

5.      სახელოსნო

 

ჩვენ არ ვიცით მართლა დაიწყებენ, თუ არა ხვალიდან შენობის ნგრევას, მაგრამ, თუ მართლა დაიწყეს, მაშინ არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ.

 

პატივისცემით,

 

თენგიზ ცერცვაძე