From : Tengiz Tsertsvadze <tt@aidscenter.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject : ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი
Cc : Tengiz Tsertsvadze <tt@aidscenter.ge>
Received On : 30.10.2019 19:36
Attachments :

ბატონო გიორგი,         

 

მოგესალმებით. ალბათ, უკვე იცით, რომ ა.წ. 29 ოქტომბერს, სამშაბათს შპს „ავერსი-ფარმამ“ წერილობით მიმართა ჯანდაცვის მინისტრს და ჩვენ, სადაც ულტიმატუმის ფორმით (ასე მწვავედ საკითხი არასდროს დაუყენებია) მოითხოვს, რომ თუ 7 (შვიდ) კალენდარულ დღეში არ დავცლით სამ შენობა-ნაგებობას (რომლებშიც განთავსებულია რეანიმაცია, ნეიროინფექციები, C ჰეპატიტის ელიმინაციის ყველა სერვისი, რენტგენი, სასტერილიზაციო და სხვ.), ის დაიწყებს ორი შენობის დემონტაჟს და მესამე შენობის რეკონსტრუქციას, ისე, რომ პასუხს არ აგებს იქ განთავსებული ჩვენი ქონების უსაფრთხოებაზე და რომ მას ამაზე უკვე აღებული აქვს ნებართვა ქალაქის მერიიდან.

 

ჩვენ მას ვუგზავნით საპასუხო წერილს, სადაც ვაფრთხილებთ, რომ ამ სამი კორპუსის გარეშე ჩვენი ცენტრი ვერანაირად ვერ იფუნქციონირებს და ამ სამი კორპუსის დაცლა ცენტრის საქმიანობის შეჩერების ტოლფასია.

 

გიგზავნით შპს „ავერსი-ფარმას“ მიერ მინისტრის სახელზე გამოგზავნილი წერილის და ჩვენი საპასუხო წერილის ასლებს, ვინაიდან შპს „ავერსი-ფარმას“ წერილის ორიგინალი (რომელიც სამინისტროს ჩაბარდა ა.წ. 29 ოქტომბერს) შესაძლოა ქ-ნ მინისტრს დაგვიანებით შეუტანონ, შვიდი დღე კი ძალიან ჩქარა გავა და დრო არ ითმენს.

 

პატივისცემით,

 

თენგიზ ცერცვაძე