| From : | Tengiz Tsertsvadze <tt@aidscenter.ge> |
| To : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; zbokhua@moh.gov.ge; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; gchavchavadze@moh.gov.ge; tikhardziani@gmail.com |
| Subject : | ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის თაობაზე |
| Cc : | Tengiz Tsertsvadze <tt@aidscenter.ge> |
| Received On : | 19.01.2020 12:15 |
ქალბატონო თამარ,
ბატონო ზაზა,
ბატონო გიორგი,
ბატონო გიორგი,
ქალბატონო თინათინ,
მოგესალმებით.
როგორც ალბათ, უკვე იცით ა.წ. 16 იანვარს შედგა ბ-ნ ზაზას შეხვედრა ბ-ნ პაატა კურტანიძესთან, რომელზეც რამდენადაც ვიცით „დროებით ცეცხლის შეწყვეტაზე“ შეთანხმდნენ. ა.წ. 17 იანვარს შპს „ავერსი-ფარმას“ აღმასრულებელმა დირექტორმა ბ-ნმა ირაკლი ფურცელაძემ გაუგზავნა წერილი ქ-ნ მინისტრს, რომელშიც „ქვეტექსებით“ იკითხება მათი მზადყოფნა თანამშრომლობისთვის. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ბ-ნ კურტანიძესთან შეთანხმება პირობითად შეიძლება ორ ნაწილად გავყოთ:
· გადაუდებელი - შეწყვიტოს ცენტრის მიერ დაკავებული შენობების დემონტაჟი,
შენობაში არშეშვება და დაუყოვნებლივ დაცლის მოთხოვნა.
· გრძელვადიანი (ახალ შენობაში გადასვლამდე)- გაფორმდეს საიჯარო
ხელშეკრულება და შესაბამისად, მოგვეცეს შესაძლებლობა ავამოქმედოთ „ემერჯენსი“, დავდგათ კომპიუტერული ტომოგრაფი და სხვა აპარატურა (რომელიც უკვე ნაყიდია და დასწყობებულია), ჩავატაროთ ბოქსირებული განყოფილების რემონტი და სხვა გადაუდებელი სარემონტო სამუშაოები და სხვ.
ცენტრის ფუნქციონირებისთვის აუცილებელია შეთანხმება ორივე ნაწილში.
გვინდა მოგახსენოთ ჩვენი მოსაზრება ერთ საკითხთან დაკავშირებით.
სამინისტროს მიერ ძალიან დელიკატური ფორმით, მაგრამ მაინც გამოთქმული იყო საყვედური ჩვენს მიმართ ა.წ. 16 იანვარს ჩვენი ცენტრის მიერ მოწყობილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით. საყვედურის არსი იყო ის, რომ სჯობდა მეტი კომუნიკაცია და შეთანხმება სამინისტროსთან?! უფრო მეტიც - იყო მინიშნება, რომ შესაძლოა ეს აქცია ჩვენი ინიციატივით მოვაწყვეთ და ამის საჭიროება არც იყო?! სამინისტროს ხელმძღვანელობის და პირადად ქ-ნი მინისტრის მიმართ გულწრფელად უდიდესი პატივისცემის მიმართ, კატეგორიულად ვერ დავეთანხმებით ამ საყვედურის მართებულობას, კერძოდ:
ბოლო შვიდი თვის მანძილზე ჩვენ სამინისტროს არაერთგზის წერილობით დეტალურად ვატყობინებდით ჩვენი პრობლემებისა და ყველა იმ რეპრესიული ნაბიჯების თაობაზე (აღარ ჩამოვთვლით), რომელსაც შპს „ავერსი-ფარმა“ ნაბიჯ-ნაბიჯ დგამდა ჩვენს მიმართ და ფიზიკურად შეუძლებელს ხდიდა ჩვენს ყოფნას და საქმიანობას. ჩვენ ვთხოვდით სამინისტროს დახმარებას ან თუ ეს შეუძლებელი იყო, მაშინ მითითებას, თუ როგორ მოვქცეულიყავით. მაგრამ სამინისტროდან არანაირი რეაგირება არ ყოფილა, მათ შორის არც მითითების, ან რჩევის სახით.
ჩვენ გვქონდა რესურსიც - სარჩელი უკანონო პრივატიზაციაზე და კორუფციულ გარიგებებზე, ცენტრის საქმიანობის შეჩერება და ათასობით პაციენტის მწვავე პროტესტის მიმართვა მათდამი, პირადი ანგარიშსწორება და სხვ. და ყველანაირი მორალური უფლებაც, ჩვენ თვითონ დაგვეცვა თავი და გაგვეცა საკადრისი პასუხი შპს „ავერსი-ფარმასთვის“, მაგრამ ამას არ ვაკეთებდით მხოლოდ ერთადერთი, კარგად გასაგები მიზეზით, რომ არ შეგვექმნა უხერხულობა ქვეყნის ხელმძღვანელობისთვის.
შპს „ავერსი-ფარმამაც“ კარგად იცის, თუ რა უსიამოვნებები შეიძლება შეექმნათ მათ და ამიტომ ისინიც ძალიან დაძაბული არიან, როცა ჩვენს საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამენ. ეს ფაქტორი რომ არ აჩერებდეთ, ამ შვიდი წლის მანძილზე ისინი მათ კუთვნილ ტერიტორიაზე არ გაგვაჩერებდნენ, მითუმეტეს რომ ჯანდაცვის სამინისტროს წინა ხელმძღვანელობა მათ ამაში მხოლოდ ხელს უწყობდა.
2019 წლის 18 დეკემბერს და ა.წ. 9 იანვარს მათ კატეგორიულად მოგვთხოვეს, რომ დაგვეცალა ადმინისტრაციული შენობა (რომელშიც აგრეთვე განთავსებულია სადღეღამისო ლაბორატორია). ჩვენ ამის შესახებაც ვაცნობეთ სამინისტროს და შენობა არ დავცალეთ. უფრო მეტიც - თანამშრომლები მორიგეობით ღამეს ათავენდნენ შენობაში, რათა დაეცვათ ის, მაგრამ შპს „ავერსი-ფარმამ“ ა.წ. 16 იანვარს დილით შენობაში შესასვლელი ჩაკეტა რკინის ცხაურით და ადმინისტრაციის 30-მდე თანამშრომელი ცენტრის დირექტორის და მოადგილეების ჩათვლით არ შეუშვა შენობაში და დატოვა გარეთ სიცივესა და წვიმაში, რითაც მოახდინა ცენტრის მუშაობის პარალიზება. ჩვენ ამის მიუხედავად არ გაგვიჩერებია ავადმყოფების მომსახურება და მივმართეთ მხოლოდ პროტესტის ლოკალურ, ყველაზე მინიმალურ ფორმას. თანამშრომლები შეიკრიბნენ ადმინისტრაცული კორპუსის წინ და მოითხოვეს შენობაში შეშვება. იქნებ გვითხრათ, აბა როგორ უნდა მოვქცეულიყავით? ადმინისტრაციის და ბუღალტერიის გარეშე ხომ ვერ ვიმუშავებდით?
სხვათაშორის, გვაქვს „გონივრული ეჭვი“ ვიფიქროთ, რომ ამ პროტესტის გარეშე ბ-ნი ზაზას და ბ-ნი კურტანიძის შეხვედრაც არ შედგებოდა, მითუმეტეს, რომ იმ დღეს ბ-ნი კურტანიძე დასავლეთ საქართველოში იმყოფებოდა და მხოლოდ გვიან საღამოს დაბრუნდა თბილისში. ასევე ეჭვი გვაქვს, რომ არც იმ შინაარსის წერილს მიწერდა შპს „ავერსი-ფარმა“ ქ-ნ მინისტრს, რომელიც ახლა მისწერა, ვინაიდან მანამდე სულ სხვა შინაარსის და პათოსის წერილებს აგზავნიდა (ყოველგვარ იჯარაზე უარს ამბობდა და კატეგორიულად ითხოვდა შენობების დაუყოვნებლივ დაცლას).
შეიძლება გვკითხონ, თუ საიდან მოვიტანეთ ასე უცბად გამზადებული ბანერები და პლაკატები, პასუხი ძალიან მარტივია - ისინი ჩვენ დავამზადეთ ჯერ კიდევ 2016 და 2017 წლებში, როცა ორჯერ გვქონდა ახლანდელის მსგავსი ორი ლოკალური საპროტესტო აქცია. სხვათაშორის იმ აქციების შემდეგაც ბ-ნი კურტანიძე და მისი გუნდი ძალიან აფორიაქდა და მაშნდელ პრემიერს ბ-ნ გიორგი კვირიკაშვილს (რომელთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდათ) ათხოვნინეს ჩვენზე, რომ გამოგვეტანა სასამართლოდან სარჩელი (მათი ქონების ნაწილი დაყადაღებული იყო) და შეგვეწყვიტა შპს „ავერსი-ფარმას“ „დემონიზაცია“. სამაგიეროდ ბ-ნი პრემიერი შეგვპირდა, რომ მოკლე დროში აგვიშენებდა ცენტრისთვის შენობას, ხოლო თვითონ ბ-ნი კურტანიძე დევანდელ ტერიტორიაზე გამოგვიყოფდა და უფასოდ გადმოგვცემდა 5 ათასი კვ. მ. მიწას. შემდეგში არცერთი შესრულდა და არც მეორე. მაგრამ ეს სხვა თემაა და სხვათაშორის ამ შეუსრულებლობაშიც ბ-ნმა დავით სერგეენკომ თავისი უარყოფითი როლი შეასრულა.
პატივისცემით,
თენგიზ ცერცვაძე