| From : | Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge> |
| To : | David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge> |
| Subject : | ინფორმაცია საკითხების სხდომაზე დამატების შესაძლებლობის შესახებ |
| Cc : | Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Maia Lagvilava <mlagvilava@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; Ivane Bibilashvili <ibibilashvili@moh.gov.ge>; gr.giorgadze@mra.gov.ge; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; a.gamkrelidze@ncdc.ge; press@moh.gov.ge; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; gtsotskolauri@gmail.com; atalakvadze@moh.gov.ge; Elza Jgerenaia <ejgerenaia@moh.gov.ge> |
| Received On : | 01.11.2018 07:07 |
კოლეგებო, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მთავრობის რეგლამენტის (N77 დადგენილება) თანახმად,
მთავრობის სხდომაზე დღის წესრიგს არ დაემატება (მუხლი 17):
ა) საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტების პროექტები (ანუ დადგენილებები);
ბ) საქართველოს მთავრობის იმ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტები, რომელთა მიღებით გამოწვეული საფინანსო-ეკონომიკური შედეგები აღემატება ერთ მილიონ ლარს, გარდა წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული ფონდებიდან თანხის გამოყოფის შემთხვევებისა;
გ) კანონპროექტ(ებ)ი;
დ) საერთაშორისო ხელშეკრულება.
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე
მოგესალმებით ბატონო დავით, კოლეგებო,
გაცნობებთ, რომ მთავრობის სხდომა გაიმართება ხვალ, 2 ნოემბერს - 14:00 საათზე.რაც შეეხება ჩვენს საკითხებს:
1. სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობისა და საშუალო შრომის ანაზღაურების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის განკარგულებაში ცვ. - „ჯანმრთელობის დაცვის ერთიანი საინფორმაციო სისტემის“ პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის ფარგლებში დასასაქმებელი პირების რაოდენობა იზრდება 5 ერთეულით.
2. „2018 წლის ჯანმრთელობის დაცვისსახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის №592 დადგენილებაში ცვ. (კომპონენტებს შორის თანხის კორექტირება)
3. „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის №601 დადგენილებაში ცვ. (ქვეპროგრამების ბიუჯეტების კორექტირება)
1. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირებისა და მაღალმთიან დასახლებაში მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული/დაკონტრაქტებული სამედიცინო პერსონალისათვის დანამატის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს
მთავრობის 2016 წლის 14 ივნისის N264 დადგენილებაში ცვ. (პარამედიკოსების დამატება) - საკითხი გადაიდო წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით;
2. საყოველთაოში ცვ. (პერინატალური სერვისებთან დაკავშირებით) - საჭიროებს დამატებით კონსულტაციებს;
3. წამლის სააგენტოს შექმნა -
აიტვირთა გუშინ და აკლია იუსტიციის და ფინანსების თანხმობა.
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე