From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>; Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Maia Lagvilava <mlagvilava@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; Ivane Bibilashvili <ibibilashvili@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Maia Gotiashvili <mgotiashvili@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Grigol Giorgadze <grgiorgadze@moh.gov.ge>; Mamuka Tsotniashvili <MTsotniashvili@moh.gov.ge>; Elza Jgerenaia <ejgerenaia@moh.gov.ge>; Murad Ablotia <MAblotia@moh.gov.ge>; Amiran Gamkrelidze <a.gamkrelidze@ncdc.ge>; tpirvelashvili@moh.gov.ge
Subject : ინფორმაციის მოწოდება პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებთან დაკავშირებით
Received On : 21.12.2018 11:50

მოგესალმებით კოლეგებო,


გაცნობებთ, რომ პარლამენტის მიერ (ერთი ხელმოწერილი და გამოქვეყნებულია და მეორე გადაგზავნილია ხელმოსაწერად) მიღებულ იქნა შემდეგი კანონები:

 

,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების მიხედვით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით გადმოეცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს;

საერთაშორისო დაცვის მქონე პირები არიან: ლტოლვილი, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირი;

სამინისტროს დაევალა 6 თვის ვადაში კანონქვემდებარე აქტების კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.

 

ცვლილების მიხედვით, სამინისტროს კომპეტენციები სამედიცინო და ფარმაცევტულ დაწესებულებებში თამბაქოს მოხმარების კონტროლის მიმართულებით გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს;

დადგენილ სტანდარტთან შეუსაბამო თამბაქოს რეალიზაციისთვის დაჯარიმება გადაეცა ფინანსთა სამინისტროს (სიგარეტების რეალიზაცია, რომელთაგან გამოფრქვეული ნივთიერებების ზღვრულად დასაშვები ნორმები, გაზომვისა და რეგულირების წესები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, და ისეთი სიგარეტების რეალიზაცია, რომელთა შეფუთვაზე განთავსებული ინფორმაცია გამოფრქვეული ნივთიერებების შესახებ არ შეესაბამება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად ჩატარებული გაზომვის შედეგებს);

 

ადმინისტრირების მიმართულებით სამინისტროს კომპეტენცაში დარჩა მხოლოდ თამბაქოს ნაწარმის შემცველობის შესახებ ინფორმაციის მოუწოდებლობაზე ჯარიმა (მწარმოებლის ან/და იმპორტიორის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის გამოფრქვეული ნივთიერებების გაზომვის სტანდარტების შესაბამისად ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტების წარუდგენლობა და მწარმოებლის ან/და იმპორტიორის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტების (კერძოდ, ინგრედიენტების ჩამონათვალის, რაოდენობისა და წონის) შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა);

 

გარდა სამინსტროს მიმართულებისა, კანონმა დაარეგულირა სხვა საკითხებიც, მოიხსნა სამედიცინო ფარმაცევტული დაწესებულების ტერიტორიაზე მოწევის შეზღუდვა (ლიმიტირებული მოსაწევების გამოყოფით); მკაფიოდ დარეგულირდა სიგარეტის ქსელში განთავსების საკითხები და ა.შ.




პატივისცემით,

ნათია ხმალაძე