• სახალხო დამცველის ანგარიშმა დაადასტურა ის, რაზეც ჩვენ 9 თვეა ვლაპარაკობთ და რის გაგონება, დაჯერება და რასთან შეგუებაც არ სურს დესტრუქციულ, მავნებელ ოპოზიციას და მის ადეპტებს ენჯიო თუ მედია სექტორს;
• საქართველოს პარლამენტის შენობაზე განხორციელებული ძალადობრივი შტურმის დროს, რაც სისხლის სამართლის წესით დასჯად მძიმე კატეგორიის დანაშაულს წარმოადგენს, საქართველოს პოლიცია სამართლებრივად იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში და უკიდურესი აუცილებლობის სტანდარტით, ინდივიდუალურად იღებდა გადაწყვეტილებას, ისეთი სპეციალური საშუალებების, როგორიცაა რეზინის ტყვიების, გამოყენების თაობაზე.
• ესაა რეალობა და ამასთან შეგუება მოუწევს ყველას, განსაკუთრებით აღნიშნული შტურმის ორგანიზატორებს, იდეოლოგებს და ყველა ჯურის ე.წ. გამპრავებლებს.
რაც შეეხება კონკრეტულად ანგარიშს:
• მასში ახალი არაფერია. სახალხო დამცველის ანგარიში ბრძანების გაცემის ნაწილშიც ადასტურებს იმას, რაც არაერთხელ გვითქვამს, რომ 20 ივნისს უკანონო ბრძანება, მათ შორის რეზინის ტყვიების გამოყენების ნაწილშიც, არ გაცემულა.
• ანგარიშში მოყვანილ მტკიცებულებებში განხილულია, რომ პოლიციელები რეზინის ტყვიების გამოყენებისას მოქმედებდნენ მყისიერი საფრთხის ადგილზე შეფასებით, უკიდურესი აუცილებლობის პირობებში, საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად.
• ასევე, სიმართლეს არ შეესაბამება შეფასება, რომ გამოძიება მხოლოდ ინდივიდუალური გადაცდომების შემთხვევებს იკვლევს. ორჯერ დაიკითხნენ მინისტრი და მოადგილეები, დეპარტამენტების უფროსები, გამოკვლეული იქნა რაციების ჩანაწერები და ა.შ. ამაზე დეტალურად არის აღნიშნული ანგარიშშიც.
• ასევე, სიმართლეს არ შეესაბამება ის ფაქტი, რომ რაციების ჩანაწერების ავთენტურობის დასადგენად არ ჩატარებულა ექსპერტიზა. ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ რაციების ჩანაწერებში არ ფიქსირდება მონტაჟის კვალი.