From : Davit Pheikrishvili <DPheikrishvili@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject : კოორდინატორთან შეხვედრა
Cc : be.simonishvili@mra.gov.ge; t.gavasheli@livelihood.gov.ge
Received On : 09.10.2019 13:21
Attachments :

მოგესალმებით ბატონო გიორგი,


როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობამ საფრანგეთის განვითარების სააგენტოსგან (სამთავრობო ორგანიზაცია) აიღო შეღავათიან პროცენტში სესხი (3 წლის განმავლობაში წელიწადში გვირიცხავენ დაახლოებით 30 მილიონი ევრო) და ამ სესხის ერთ-ერთ პირობას შეადგენს სოციალურ სფეროში რეფორმების განხორციელება. ყოველი წლის ოქტომბრის თვის ბოლოს ხდება პირობების შესრულების ანგარიშგება მომდევნო ტრანშის ჩარიცხვის მიზნით. აღნიშნული რეფორმები და აქტივობები გაწერილია ეგრეთ წოდებულ სოციალურ მატრიცაში და დევნილთა მიმართულებით აღებული გვაქვს 3 ძირითადი ვალდებულება: 1) 2020 წლის ჩათვლით წლიურად 20 ნგრევადი ობიექტის დახურვა და 350 დევნილი ოჯახის განსახლება (ვასრულებთ); 2) დევნილის შემწეობის რეფორმის მომზადების მიზნით ახალი მოდელის შემუშავება, ანგარიშის მომზადება და მინისტრთა კაბინეტში მოდელის წარდგენა განსახილველად (პრობლემატურია შესასრულებლად); 3) 2020ნ წელს საარსებო წყაროების გრანტების გაცემა 200 მოწყვლად დევნილ ოჯახზე (შესათანხმებელია გრანტის ტიპი და თანხის მოცულობა ფრანგებთან).


ამ აქტივობებიდან რადგან ყველაზე პრობლემატურია დევნილის შემწეობის რეფორმა, ამ საკითხში გვეხმარებიან საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ აყვანილი ექსპერტები ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში. ამ ექსპერტების კოორდინატორს, ლიეტუველ ექსპერტს ბატონ აუდრიუს ბიტინასს სურს თქვენთან შეხვედრა რეფორმის საკითხთან დაკავშირებით. მომავალ კვირაში ფრანგები ჩამოდიან, მაგრამ როგორც თქვენმა თანაშემწემ მითხრა, თქვენ საქართველოში არ იქნებით.


ანალიტიკის სამმართველო ოპერატიულ დონეზე იყო ჩართული ამ აქტივობების შესრულებაში (შარშან ჩავატარეთ კვლევა საარსებო წყაროების გრანტების პოტენციური ბენეფიციარი დევნილების იდენტიფიცირების მიზნით) და ამიტომ გვთხოვა კოორდინატორმა, რომ დავხმარებოდით თქვენთან შეხვედრის შეთანხმებაში.


სოციალური მატრიცის აქტივობების (იხ. მიმაგრებული ფაილი) განხორციელებაში ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მიმართულებით შესაბამისად ჩართულები არიან ქალბატონები თამარ გაბუნია და ​თამილა ბარკალაია. დევნილთა მიმართულებით ჩართული იყო ბატონი გრიგოლ გიორგაძე (დასაწყისშივე მოითხოვეს ფრანგებმა, რომ მინისტრის მოადგილეების დონეზე ქონოდათ კომუნიკაცია). ოპერატიულ დონეზე საკონტაქტო პირები არიან ქალბატონები ნუცი ოდიშარია, ქეთევან გოგინაშვილი და მარინა დარახველიძე. მატრიცის აქტივობების შესრულებაზე საერთო კოორდინაციას უწევს ფინანსთა სამინისტრო (მინისტრის მოადგილე ბატონი ნიკოლოზ გაგუა).


მზად ვარ დამატებითი ინფორმაცია მოგაწოდოთ ამ საკითხებთან დაკავშირებით და თუ შესაძლებელია,  როცა გეცლებათ რომ შეხვდეთ ტექნიკური დახმარების კოორდინატორს, გადავცემ მას ამ ინფორმაციას.

 

პატივისცემით,

 

დავით ფეიქრიშვილი

ანალიტიკის სამმართველოს უფროსი

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და 
სოციალური დაცვის სამინისტრო

მისამართი: 0177, თბილისი, მ. თამარაშვილი ქ. N15ა

მობ.: +995 599 49 76 71​