From : Magda Naskidashvili <MNaskidashvili@ssa.gov.ge>
To : tgabunia@moh.gov.ge; mdarakhvelidze@moh.gov.ge; eadamia@moh.gov.ge; ltsotsoria@moh.gov.ge
Subject : ლარგვისის ამბულატორია
Cc : gtsotskolauri@moh.gov.ge; lgogodze@gmail.com; ggelashvili@ssa.gov.ge; avasadze@ssa.gov.ge; kchkhartishvili@ssa.gov.ge; mgurabanidze@ssa.gov.ge
Received On : 26.09.2019 12:42

       მოგესალმებით,
   
   მოგახსენებთ, რომ სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამის სპეცდაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების მიერ შესაბამისი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მიწოდების კომპონენტის ფარგლებში შპს „ლარგვისის საექიმო ამბულატორიის“- (რომელიც მდებარეობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე), მიერ წარმოდენილი აგვისტოს თვის შესრულებული სამუშო (ლიმიტი 1 271 ლარი) მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ცენტრში - დამუშავდა დადგენილი წესით, შეიქმნა შესაბამისი მიღება -ჩაბარების აქტი, თუმცა შექმნილი სიტუაციის გამო (მიმდინარე პერიოდისათვის მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში გაჟღერებული ინფორმაციით საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გადაადგილებაზე დაწესდა უკანონო შეზღუდვები და ჩაიკეტა ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტები), აღნიშნული დაწესებულების ხელმძღვანელი, რომელიც უფლებამოსილია ხელმოწერაზე, იმყოფება ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ვერ ახერხებს, სამხარეო ცენტრში მისვლას. ასევე, ვერ ხერხდება დაწესებეულების ხელმძღვანელთან სატელეფონო კომუნიკაციაც (მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ცენტრის წარმომადგენლების არაერთი მცდელობის მიუხედავად).
      ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას, შპს „ლარგვისის საექიმო ამბულატორიას“ გადაურიცხოს აგვისტოს თვის თანხა (1 271 ლარი).
პატივისცემით,
მაგდა ნასყიდაშვილი

ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

მისამართი: აკაკი წერეთლის გამზირი 144, 0119, თბილისი
მობილური: (+995) 99 09 39 10
ელ–ფოსტა: MNaskidashvili@ssa.gov.ge