From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : dsergeenko@moh.gov.ge
Subject : მედიამონიტორინგი 01.11.18
Cc : zbokhua@moh.gov.ge; tbarkalaia@moh.gov.ge; gtsotskolauri@moh.gov.ge; mamukacotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; mlagvilava@moh.gov.ge; a.gamkrelidze@ncdc.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; dtorua@moh.gov.ge; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; ejgerenaia@moh.gov.ge; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; dbodokia@moh.gov.ge; nkinkladze@moh.gov.ge; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; tbakradze@moh.gov.ge; ntalakhadze@moh.gov.ge; mjhvania@moh.gov.ge; sbelkania@moh.gov.ge; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; bperadze@moh.gov.ge; tsarishvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge
Received On : 01.11.2018 08:07
Attachments :

მედიამონიტორინგი 01.11.2018 ტელევიზია 01.11.2018 არხი:იმედი გადაცემა: ქრონიკა 10:00 კარიერის აფეთქების დროს ბავშვი დაიღუპა შსს-მ ქედაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით თურქეთის სამი მოქალაქე დააკავა. უწყების ინფორმაცით, გამოძიებით დადგინდა, რომ კომპანიის ქვეკონტაქტორი კომპანიის თანამშრომლები გამოძიების პირველადი ინფორმაციით, უკანონოდ და წესების უსაფრთხოების დარღვევით აწარმოებდნენ ბურღვა-აფეთქებით სამუშაოს. ძლიერი აფეთქების შედეგად კი გასროლილი ქვა თავის არეში მოხვდა 2012 წელს დაბადებულ მოზარდს, რომელიც მიყენებული დაზიანების გამო ადგილზე გარდაიცვალა. გეტყვით, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 244-ე მუხლით მიმდინარეობს. დამნაშავეების დასჯას ითხოვენ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის ახლობლები. http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5660336 რუსთავი 2 - http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5660043 --- 31.10.2018 არხი:რუსთავი 2 გადაცემა: კურიერი 18:00 "პერსონალმა პაციენტების სამედიცინო ჩვენებიდან გამომდინარე, საჭიროდ არ მიიჩნია მათი თბილისში გადაყვანა" - ჯანდაცვის სამინისტრო გიორგი ვაშაძეს პასუხობს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი გიორგი ვაშაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს და ბრალდებას, ახალქალაქში დაშავებულთათვის არაჯეროვანი სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ, უარყოფს. გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის შტაბის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ უნდა დადგეს იმ ექიმების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოპოზიციის ნაცემი წევრები სახლში გაწერა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ნათქვამია: "სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა 4 დაშავებული ახალქალაქის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა. მათგან ერთი პაციენტი, რომელიც სტაციონარულ მომსახურებას საჭიროებდა, კატასტროფის ეკიპაჟმა თბილისში მოათავსა. სამ პაციენტს კი, ამბულატორიული მომსახურება რაიონულ კლინიკაშივე გაეწია, რის შემდეგაც ისინი სახლში გაწერეს. მოგვიანებით, პაციენტის ახლობლებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი ხელახლა გამოიძახეს და დაშავებულების ჰოსპიტალიზაცია კვლავ ახალქალაქის სამედიცინო ცენტრში განხორციელდა. კლინიკაში შეყვანისას, გაიხსნა ახალი გადაუდებელი ამბულატორიის ბარათები, ვინაიდან წინა ბარათები კლინიკიდან გაწერისთანავე დაიხურა. კლინიკამ და კლინიკის სამედიცინო პერსონალმა, პაციენტების სამედიცინო ჩვენებიდან გამომდინარე, საჭიროდ არ მიიჩნია მათი თბილისში გადაყვანა," - ნათქვამია განცხადებაში. http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5659261 --- 31.10.2018 არხი: ერთსულოვნება გადაცემა: სიახლენი 22:00 ცე ჰეპატიტზე მოსახლეობის საყოველთაო უფასო სკრინინგის პროექტი გრძელდება ცე ჰეპატიტზე მოსახლეობის საყოველთაო უფასო სკრინინგის პროექტი გრძელდება. ინიციატივის ფარგლებში იუსტიციის სახლში მისულ ადამიანებს შესაძლებლობა აქვთ აღნიშნული გამოკვლევა ერთი ფანჯრის პრინციპით უფასოდ ჩაიტარონ. პროექტი საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლის 12 ფილიალში დაავადებათა კონტროლის ცენტრის ორგანიზებით მიმდინარეობს. http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5659775 --- 31.10.2018 არხი: აჭარა გადაცემა: მთავარი 21:00 სოციალურად დაუცველები ქედაში ქედაში მცხოვრები ხოზრევანიძეების და ხალვაშების ოჯახები კი სოციალურად დაუცველის სტატუსის აღდგენას და დახმარებას ითხოვენ. ამბობენ რომ წლების წინ სტატუსი ისე მოუხსნეს, რომ არც კი იციან კონკრეტული მიზეზი. კონკრეტულ მიზეზს ვერც სააგენტოში ვერ გვეუბნებიან, აცხადებენ რომ ქულებს სპეციალური ფორმულით ითვლიან. ცხოვრება ხის ფიცრულში, სადაც წყალი ჩადის და ზამთრის შიში, რომლისთვისაც ეს ოჯახები მოუმზადებლები არიან http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5659739 --- 31.10.2018 არხი:რუსთავი 2 გადაცემა: კურიერი 21:00 ტრაგიკული შემთხვევა აჭარაში ტრაგიკული შემთხვევა აჭარაში - ქედის რაიონის სოფელ დოლოგანში ქვის კარიერის აფეთქებას 6 წლის ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. მცირეწლოვანი კარიერის მიმდებარე ტერიტორიაზე, 100 მეტის დაშორებით მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში იმყოფებოდა. თვითმხილველების ინფორმაციით პატარას კარიერის დამუშავებისას ქვა მოხვდა. „შემოვარდა სახლში ქვები, ჩემი გოგო და შვილიშვილი კიდევ სახლში მყავს, ამათმა გრძნობა დაკარგეს, გაითიშნენ. ჩემს ქმარს დავურეკე, რა მოხდა, სახლში ქვები შემოვარდა და ბავშვები ცუდად მყავს მეთქი, მაგას ჩივიხარო? გეგა აღარ გვყავსო. გავიქეცი სახლიდან,“-აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველმა ნაზიკო მიქელაძემ. ადგილობრივები ამბობენ, რომ კომპანია უსაფრთხოების წესების დაცვის გარეშე მუშაობს. მომხდარის შემდეგ სამუშაოების მწარმოებელი თურქული კომპანიის წარმომადგენლები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ კრიმინალისტები. ქედის მერიაში ვერ აკონკრეტებენ რომელი კომპანია ახორციელებდა ქვის კარიერის სამუშაოებს, ასევე ადგილობრივ მუნიციპალიტეტში ვერც იმას აცხადებენ ჰქონდა თუ არა მას სამუშაო ლიცენზია. „კრიმინალისტები მუშაობენ ადგილზე და ალბათ დაზუსტდება რის გამო იყო. ჩვენ ინფორმაცია ჯერ ჯერობით არ გვაქვს უსაფრთხოების ზომების დარღვევა იყო თუ აფეთქების მუხტიდან გამომდინარე იყო. ამაზე მუშაობს საგამოძიებო სამსახურები. მე ადგილზე არ დამხვედრია კომპანიის წარმომადგენლობა აქ. ჩემი ინფორმაციით ახალი შემოსული კომპანიაა,“-განაცხადა ქედის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან გორგილაძემ შსს-მ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ერთ-ერთი ადგილობრივი აცხადებს, რომ გარემოს დაცვის და ეკონომიკის სამინისტროები ყველაფერს ყიდიან და ეს ტრაგედიაც ამის შედეგია. http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5659721 --- 31.10.2018 არხი:რუსთავი 2 გადაცემა: კურიერი 21:00 საპრეზიდენტო არჩევნები უპასუხისმგებლო და მოღალატეობრივი - ასეთია სასულიერო პირების შეფასება გედევან ფოფხაძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმა საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში სამოქალაქო ომი დააანონსა. წმინდა სინოდის წევრმა მეუფე პეტრემ, „ქართლი ოცნების“ დეპუტატი ოკუპანტი ქვეყნის ინტერესების ლობირებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ გედევან ფოფხაძის განცხადების შემდეგ კარგად გამოჩნდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა სახელმწიფოებრივად არ აზროვნებს. მეუფე პეტრეს მსგავსად გედევან ფოფხაძე ქვეყნის ღალატში დაადანაშაულა ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარმაც. დეკანოზმა გიორგი სახვაძემ დეპუტატს შეახსენა, რომ წყეულია ყველა ვინც ერის გარყვნას და ურთიერთდაპირისპირებას ქადაგებს ხალხს ამით აშინებს. მმართველი პარტიის წევრის ეს მუქარა, მხოლოდ სასულიერო პირების პროტესტის მიზეზი არ გამხდარა, სამოქალაქო სექტორი "ქართულ ოცნებას" არჩევნების მეორე ტურის წინ სიტუაციის ესკალაციაში ადანაშაულებს. გედევან ფოფხაძე ერთადერთი დეპუტატი არაა ქართული ოცნებიდან ვისი მუქარის შემცველი განცხადებები მწვავე კრიტიკის საგანი გახდა. მმართველი გუნდის კიდევ ერთი წევრი დიმიტრი სამხარაძე ოპოზიციას დრეს კბილების ჩალეწვით დაემუქრა. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები კოლეგების გამართლებას ცდილობენ. ოპოზიცია კი თვლის , რომ ხელისუფლება აგონიაში. მმართველი გუნდის ორგანიზებული თავდასხმა და გაწერილი გზავნილები - სალომე ზურაბიშვილის მთავარი მეტოქის წინააღდეგ ბრძოლა „ქართულმა ოცნებამ“ საერთო სტრატეგიით დაიწყო. მთავრობაც და საპარლამენტო უმრავლესობაც უკვე მეორე დღეა ერთხმად იმეორებს, რომ პირველი რასაც პრეზიდენტად არჩევის შემდეგ გრიგოლ ვაშაძე გააკეთებს, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების შეწყალებაა. მმართველი გუნდში გაკეთებულ ამ განცხადებებს დღეს ციხიდან უპასუხა ბაჩო ახალაიამ. გავრცელებულ განცხადებაში ახალაია წერს, რომ 9 წლიანი სასჯელიდან შვიდი უკვე მოხდილი აქვს, ორ წელიწადში ციხეს შეწყალების გარეშეც დატოვებს, ამიტომ არ აპირებს მომავალ პრეზიდენტს შუამდგომლობით მიმართოს. შეწყალებას არ მოითხოვს არც მიხეილ სააკაშვილი. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ ივანიშვილის პროკურატურის მიერ აღძრული საქმეებისა და სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენების გაბათილებას ისევ სასამართლოს გზით შეეცდება. ოპოზიციაში ამბობენ, რომ მთავარი კონკურენტის განეიტრალებას “ქართული ოცნება” რუსული მეთოდებით ცდილობს. გაერთიანებული ოპოზიცია ახალქალაქში მომხდარ თავდასხმაში მონაწილე ენზელ მკოიანისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას მოითხოვს. საგანგებო განცხადებით ხელისუფლების ოპონენტებმა მთავარ პროკურატურას უკვე მიმართეს. მარტუნ მკოიანის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, მართვის მოწმობა, საბანკო ბარათები და საფულე - ეს არის მთავარი მტკიცებულებები „ქართული ოცნების“ დეპუტატის ენზელ მკოიანის წინააღმდეგ. გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის წევრებზე თავდასხმის დროს დეპუტატის ძმას საფულე დაუვარდა. ოპოზიცია მტკიცებულებების შემოწმების დროს აღმოაჩინა, რომ დეპუტატის ძმას საფულეში ედო ოპოზიციის წევრების მანქანის სანომრე ნიშნების ამონაწერი, საიდანაც დგინდება, რომ თავდასხმამდე ვაშაძის მხარდამჭერებს უთვალთვალებდნენ. გაერთიანებულ ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ "ქართულ ოცნებას" მათი წევრების განადგურება სურდათ. მძიმე ტრავმებით კლინიკაში შეყვანილი 4 დამკვირვებლიდან, სახლში 3 გაწერეს. მოგვიანებით კი აღმოჩნდა, რომ სამივეს მდგომარეობა მძიმე იყო და მათი სასწრაფო ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო. ახალქალაქიდან თბილისში გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები, კერძო რეანომობილებით გადმოიყვანეს. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ კატასტროფის ცენტრის ბრიგადები დაშავებულების დასახმარებლად არ გამოყო. ბრალდებებს უპასუხეს ჯანდაცვის სამინისტროში. უწყებაში განმარტეს, რომ პერსონალმა პაციენტების სამედიცინო ჩვენებიდან გამომდინარე, საჭიროდ არ მიიჩნია მათი თბილისში გადაყვანა. დაზარალებულებთან ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში დღის ბოლოს მივიდნენ გამომძიებლები და ამ დრომდე მათი დაკითხვა მიმდინარეობს. მიუხედავად მტკიცებულებებისა რომ დაპირისპირებაში უმრავლესობის დეპუტატი და მისი ძმა ფიგურირებენ, "ქართულ ოცნებაში" მის თანაგუნდელთან კითხვები არ აქვთ. მმართველი პარტია ისევ პროვოკაციაზე საუბრობს. გიორგი ვაშაძე:" პირადად მივმართავ შს მინისტრს. ჩვენს მიერ დადგენილია ყველა გარემოება და ყველა მტკიცებულება მოპოვებულია, ნუ შეეცდებით ამ საქმის გაყალბებას". "ქართულ ოცნებაში" სრული მობილიზაცია გამოცხადდა. მმართველი პარტია წარუმატებელი პირველი ტურის შემდეგ, კონკრეტულ საარჩევნო სტრატეგიაზე მუშაობას იწყებს. "ქართული ოცნების" ოფისში დღეს კონსულტაციები გაიმართა. როგორც "ოცნების" წევრები ამბობდნენ, რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებები ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით, საპრეზიდენტო კანდიდატის გარეშე მიმდინარეობდა. სალომე ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" ოფისთან დღის 2 საათზე მოულოდნელად გამოჩნდა. დახურული კონსულტაციების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა, კახი კალაძემ, ირაკლი კობახიძემ, მაია ცქიტიშვილმა და თავად სალომე ზურაბიშვილმა პარტიის ოფისი სამანქანო გასასვლელიდან ავტომობილებით დატოვეს, თუმცა რამდენიმე წუთში მედიასთან ფეხით მიმავალი "ოცნების" კანდიდატი გამოჩნდა. სალომე ზურაბიშვილს პოლიტიკური გუნდიდან არავინ ახლდა, ის ერეკლეს ქუჩაზე შვილთან და დაცვის წევრებთან ერთად გადაადგილდებოდა. სალომე ზურაბიშვილს მედიასთან არც ის განუმარტავს, როდის შეუერთდა ბიძინა ივანიშვილთან მიმდინარე კონსულტაციებს. როგორც ცნობილია, შეხვედრა „ქართული ოცნების“ ოფისში დილით ადრე დაიწყო და 4 საათს გაგრძელდა. პარტიის სახელით მედიისთვის განმარტება ბექა დავითულიანმა გააკეთა და თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილი მათთან ერთად არ იმყოფებოდა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პოლიტ საბჭო პირველი ტურის შედეგების გაანალიზებასა და ახალი სტრატეგიის დაგეგმვაზე მუშაობდა. როგორ ჩანს, მეორე ტურის წინაც „ოცნების“ მთავარი ტაქტიკა კვლავ 9 წლიანი მმართველობის კრიტიკა იქნება. რა დაიგეგმა პოლიტსაბჭოზე და როდის შეუერთდა სალომე ზურაბიშვილი „ოცნების“ ოფისში დღევანდელ კონსულტაციებს, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდის დიდ ნაწილს. მმართველ გუნდში, ამბობენ, რომ პარტიაში მობილიზაციაა გამოცხადებული, თუმცა, როგორი იქნება ბრძოლის სტრატეგია, არ საუბრობენ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ „ქართული ოცნების“ დაკვეთით ჩატარებულ გამოკითხვას უკანონოდ მიიჩნევს და აუდიტის სამსახურს მიმართავს. ეგზიტპოლი, რომელიც არჩევნების დღეს სალომე ზურაბიშვილისა და მისი მხარდამჭერი ”ქართული ოცნების” ნაადრევი სიხარულის მიზეზი იყო, ორგანიზაციისთვის ეჭვის საფუძველი გახდა. არასამთავრობო ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ეგზიტპოლი უკანონო შემოწირულობას წარმოადგენს კანდიდატ ზურაბიშვილის მიმართ. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ კვლევით ცენტრ ”ფსიქოპროექტს” სოციოლოგიური გამოკითხვის ჩატარება პარტია „ქართულმა ოცნებამ“ დაუკვეთა, რომელსაც საკუთარი კანდიდატი არ ჰყავდა, კვლევის მიზანი კი სალომე ზურაბიშვილის რეიტინგის განსაზღვრა იყო. ამიტომ, კვლევის შედეგი ერთი პოლიტიკური სუბიექტის მხრიდან მეორეს მიმართ შეწირულობად შეიძლება ჩაითვალოს. ამავე ლოგიკით, შეწირულობად მიიჩნევენ ორგანიზაციაში, კოორდინატორებისთვის გადახდილ ფულსაც. როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობაში“ ამბობენ, ზურაბიშვილის სასარგებლოდ ამომრჩევლის მობილიზებას „ქართული ოცნების“ კოორდინატორები ახდენდნენ და მათ ფულს სწორედ პარტია უხდიდა. საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის გამო მსგავსი პრეტენზიები შეიძლება „რუსთავი 2“-ის მიმართაც დაისვას. გიორგი კახიანი განმარტავს, რომ „ქართული ოცნება“ მსგავს კვლევებს არასაარჩევნო პერიოდშიც ხშირად ატარებს და ისინი ყველა კანდიდატისთვის ხელმისაწვდომია, ამიტომ უკანონო შეწირულობას ადგილი არ აქვს. განსხვავებულია სამართლის სპეციალისტების პოზიცია. მათი თქმით, კანონით, სწორედ პარტიას, როგორც არაკომერციულ იურიდიულ პირს, ეკრძალება შეწირულობის გაკეთება. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ სალომე ზურაბიშვილის კამპანია კანონის გვერდის ავლით დაფინანსდა, რაზეც სახელმწიფო უწყებები არ რეაგირებენ. გიორგი კანდელაკი:" იყო უამრავი დარღვევები ზურაბიშვილის კამპანიის დაფინანსების ნაწილში, რაზეც არ რეაგირებდა სახელმწიფო აუდიტის სამსახური". http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5659643 --- 31.10.2018 არხი:იმედი გადაცემა: ქრონიკა 20:00 ახალქალაქში პოლიტიკურ ნიადაგზე დაპირისპირება გრძელდება ახალქალაქში პოლიტიკურ ნიადაგზე დაპირისპირება გრძელდება. ნაციონალური მოძრაობა, ძალა ერთობაშია, ენზელ მკოიანისთვის დეპუტატის მანდატის შეჩერებას ითხოვს. თავდ ქართული ოცნების მაჟორიტარმა კი ის მუქარისშემცველი შეტყობინება გაასაჯაროვა, რომელიც მან გრიგოლ ვაშაზის შტაბის უფროსისგან მიიღო. საქმე შეისწავლა ჯანდაცვის სამინისტრომაც. გიორგი ვაშაძე: "შსს-ს წარმომადგენლები ცდილობნენ მაქსიმალურად იველირება მოეხდინათ ფაქტების." მედიასთან ამ თემაზე ნათია მეზვრიშვილმა ისაუბრა. http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5659453 --- ინტერნეტი 31.10.2018 მედიასაშუალება:1 ტვ.ჯი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის ცენტრი ახალქალაქში დაშავებულთათვის არაჯეროვანი სამედიცინო მომსახურების შესახებ გიორგი ვაშაძის ბრალდებებს უარყოფს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი ვაშაძის ბრალდებას, ახალქალაქში დაშავებულთათვის არაჯეროვანი სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ, უარყოფს. როგორც ცენტრში აცხადებენ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა 4 ოთხი დაშავებული ახალქალაქის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა. ამათგან მხოლოდ ერთი პაციენტი, რომელიც სტაციონარულ მომსახურებას საჭიროებდა, კატასტროფის ეკიპაჟმა თბილისში მოათავსა. სამ პაციენტს კი, ამბულატორიული მომსახურება რაიონულ კლინიკაშივე გაეწია. „შესაბამისი კონსულტაციებისა და კვლევების ჩატარების შემდეგ, მათ მიეცათ რეკომენდაცია მკურნალობაზე, რის შემდეგაც კლინიკიდან გაეწერნენ. მოგვიანებით, პაციენტის ახლობლებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი ხელახლა გამოიძახეს და დაშავებულების ჰოსპიტალიზაცია კვლავ ახალქალაქის სამედიცინო ცენტრში განხორციელდა. კლინიკაში შეყვანისას, გაიხსნა ახალი გადაუდებელი ამბულატორიის ბარათები, ვინაიდან წინაბარათები კლინიკიდან გაწერისთანავე დაიხურა. კლინიკამ და კლინიკის სამედიცინო პერსონალმა, პაციენტების სამედიცინო ჩვენებიდან გამომდინარე, საჭიროდ არ მიიჩნია მათი თბილისში გადაყვანა,ვინაიდან დაშავებულების მართვისთვის ყველა რესურსი გააჩნდა, შესაბამისად, კატასტროფის ეკიპაჟი არ გამოიძახა. ამდენად, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ სახელმწიფო რეანომობილმა დაუსაბუთებელი უარი განაცხადა პაციენტების მომსახურებაზე. ახლობლების მოთხოვნით, ახალქალაქის კლინიკიდან ორი პაციენტის თბილისში ჰოსპიტალიზაცია ერთ-ერთი კერძო კატასტროფის ეკიპაჟმა განახორციელა. ამ დროისთვის, ახალქალაქიდან გადმოყვანილი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ისინი კლინიკა „ტრავმატოლოგში“ რჩებიან“,- აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ავრცელებს. https://1tv.ge/news/sagangebo-situaciebis-koordinaciis-centri- akhalqalaqshi-dasavebultatvis-arajerovani-samedicino-momsakhurebis- shesakheb-giorgi-vashadzis-braldebebs-uaryofs/ პრაიმტაიმი - https://www.primetime.ge/news/1541008116- %E1%83%A1%E1%83%90%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9A%E1%83% 93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1- %E1%83%A3%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A7%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%A1 ნიუპოსტი - http://www.newposts.ge/?l=G&id=188200- %E1%83%AF%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%95%E1%83% 90,%20%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90, %20%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%AE%E1%83%98,%20%E1%83%95 %E1%83%90%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94 პია.ჯი - https://pia.ge/post/231504-sagangebo-situaciebis- koordinaciisa-da-gadaudebeli-daxmarebis-centri-giorgi-vasazis- braldebas-uaryofs ექსპრესნიუსი - http://expressnews.com.ge/?id=73956 ინტერპრესნიუსი - https://www.interpressnews.ge/ka/article/519061- sagangebo-situaciebis-koordinaciis-centri-axalkalakshi- dashavebultatvis-arajerovani-samedicino-momsaxurebis-shesaxeb-giorgi- vashazis-braldebebs-uarqops/ --- 31.10.2018 მედიასაშუალება: 1ტვ.ჯი რუსთავში აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია რუსთავში, 21 ოქტომბერს მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პარასკევს იაშვილის კლინიკაში მყოფი 12 წლის ბიჭის ბინაზე გაწერა იგეგმება. ასევე სტაბილურია რეფერალურ ჰოსპიტალში მყოფი 8 წლის გოგონას მდგომარეობა, ის საავადმყოფოში რჩება და მკურნალობას აგრძელებს. ქალაქ რუსთავში 21 ოქტომბერს მუშები ავტოფარეხის დემონტაჟს ახორციელებდნენ, რა დროსაც ჟანგბადის ბალონი აფეთქდა. შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც. მოსახლეობის ინფორმაციით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ახლომდებარე კორპუსში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა. https://1tv.ge/news/rustavshi-afetqebis-shedegad-dashavebuli- bavshvebis-janmrtelobis-mdgomareoba-stabiluria/ --- 31.10.2018 მედიასაშუალება: კომერსანტი „თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ - პარლამენტი აპირებს თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი დაასახიჩროს და კონკრეტული პირების ბიზნესინტერესებს მოარგოს კანონის აღსრულებიდან 4 თვეში, მოსახლეობის ინტერესების საპირისპიროდ, პარლამენტი აპირებს თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი შეასუსტოს, დაასახიჩროს და კონკრეტული პირების ბიზნესინტერესებს მოარგოს, - ამის შესახებ თამბაქოს კონტროლის ალიანსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ ეხმაურება პარლამენტში შესულ ცვლილებებს, რომელიც თამბაქოს კანონში უნდა შევიდეს. „სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გვიწევს ყურადღების გამახვილება იმაზე, რომ საქართველოს პარლამენტი, რომლის თითოეულ წევრსაც მანდატს ქვეყნის მოსახლეობა ანიჭებს, უნდა მოქმედებდეს სწორედ მოსახლეობის და არა ცალკეული პირების ბიზნესინტერესების გათვალისწინებით. თუმცა, ბოლო თვეებში სრულიად საპირისპირო ხდება. 2017 წელს, პარლამენტმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და თამბაქოს კონტროლის კანონი დაამტკიცა. ეს კანონი მიმართულია ყოველწლიურად თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებებით 11 000 ადამიანის ნაადრევი გარდაცვალების და 824 მილიონი ლარის ზარალის შესამცირებლად. მიმდინარე წლის ივნისში, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, ჩვენი მოსახლეობის 85% ეთანხმება და მხარს უჭერს თამბაქოს კონტროლის კანონს. 2016 წელს, ანუ კანონის მიღებამდე სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მონაცემებით, თანხმობა 79% იყო. ახალი რეგულაციებისადმი მხარდაჭერა 6%-ით ძირითადად მწეველების ხარჯზე გაიზარდა. არასამთავრობო სექტორის მიერ წარმოებული, მიუკერძოებელი მონიტორინგის მონაცემებით, კანონის დაცვის მაჩვენებელი, 2018 წლის სექტემბრისთვის, ანუ ამოქმედებიდან 4 თვეში, უკვე 96% - ია. ასეთი მაჩვენებლები შესაშურია ნებისმიერი კანონისა და ქვეყნისთვის. ამ ფონზე, კანონის აღსრულებიდან 4 თვეში, მოსახლეობის ინტერესების საპირისპიროდ, პარლამენტი აპირებს თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი შეასუსტოს, დაასახიჩროს და კონკრეტული პირების ბიზნესინტერესებს მოარგოს. კერძოდ, მოწევა დაუშვას სლოტ კლუბების ნაწილში, თეატრებში, სცენაზე, სპექტაკლის მიმდინარეობისას. სლოტ კლუბებთან დაკავშირებით წინადადება სათამაშო ბიზნესის ასოციაციიდან მოდის, რომელსაც, როგორც ჩანს, პარლამენტში არამხოლოდ ფარული, ღია ლობისტებიც ჰყავს. ასოციაცია აცხადებს, რომ თუ კანონი გამონაკლისის სახით კაზინოებში მოწევის უფლებას უშვებს, ანალოგიურად უნდა მოხდეს სათამაშო ბიზნესის სხვა დაწესებულებებშიც. 2017 წელს ამ გამონკალისის დაშვება სისუსტე იყო და დღევანდელი რეალობაც ამას ადასტურებს. სადაც გამონაკლისი არ დაიშვა, არ გვაქვს არსებითი პრობლემები. ხოლო იქ, სადაც გამონაკლისი დაიშვა, რიგმა მავნე ინდუსტრიებმა მისი საბაბად გამოყენება განიზრახეს, რათა გააფართოვონ სივრცე, სადაც მოწევა დაიშვება. ეს სახიფათოა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ უშუალოდ ამ ადგილებში დასაქმებულები და სტუმრები ზიანდებიან, არამედ იმიტომაც, რომ პრეცენდენტი გარდაუვალს გახდის გამონაკლისის წრის უსასრულოდ ზრდას და კანონის საბოლოოდ დასამარებას. შემაშფოთებელია, იმის ნაცვლად, რომ კანონმდებელმა იფიქროს როგორ აკრძალოს მოწევა კაზინოში და ამით სრულყოს წარმატებული კანონი, ვხედავთ სრულიად საპირისპირო და საეჭვო მცდელობას. ამასთან, საკანონმდებლო ხელისუფლებაში მყოფი ლობისტებისგან გათამამებული სათამაშო ბიზნესის ასოციაცია შეურაცხმყოფელად მიიჩნევს მათთვის კრიმინალური ბიზნესის წოდებას და თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელებს სასამართლოში უჩივის, სადაც, სავარაუდოდ, არ ელის, რომ სათამაშო ბიზნესის გამო თვითმკვლელობამდე მისული და გაძარცული ოჯახების წარმომადგენლებთან პასუხის გაცემა თავადვე მოუწევს. საკანონმდებლო ცვლილების პროექტის იმ მუხლს, სადაც ლაპარაკია სათამაშო ბიზნესის შენობებში და თეატრებში სპექტაკლების დროს, სცენაზე მოწევის დაშვებაზე, ეწინააღმდეგება ყველა, ვისაც კი საქართველოში ან უცხოეთში თამბაქოს კონტროლის სფეროში რაიმე ექსპერტიზა უწარმოებია. წინააღმდეგია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ჯანდაცვის სამინისტრო, სახალხო დამცველის ოფისი, თამბაქოს კონტროლის ალიანსი და სამედიცინო ასოციაციები. რაც ყველაზე მთავარია, მას ეწინააღმდეგება მოსახლეობა. ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ მოცემული სახით უკვე არსებულ თამბაქოს კონტროლის კანონს. მოწევის აკრძალვას მიესალმებიან თეატრებში, და კაზინოებში დაშვებულ გამონაკლისს საეჭვოდ მიიჩნევენ. ძვირადღირებულ კვლევებზე რომ არაფერი ვთქვათ, ჰკითხეთ მოქალაქეებს, რაზე ეჭვობენ, როცა ასეთი წარმატებული კანონის დასუსტებას აპირებთ, ჩნდება თუ არა კითხვები კორუფციაზე და კერძო ინტერესებზე? ამ კუთხით წინააღმდეგობა არაერთხელ მკაფიოდ დაფიქსირდა და მიუხედავად ამისა, პარლამენტი ჯიუტად აგრძელებს თამბაქოს კონტროლის კანონში ხალხისგან დაწუნებული ცვლილებების მიღების პროცედურებს. ნუთუ ამ კონკრეტული ცვლილებების ლობისტებს და სხვა, ჩართულ პირებს ჰგონიათ, რომ საზოგადოება პროცესებს სათანადოდ ვერ აფასებს? დაფიქრდით, თამბაქოს კონტროლის კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის იმ ნაწილით, სადაც სათამაშო ბიზნესის კუთვნილ შენობებში მოწევა უნდა დაიშვას, თქვენ არ ასრულებთ საზოგადოების დაკვეთას. საზოგადოების დაკვეთაა თამბაქოს ბოლისგან აბსოლუტურად სუფთა დახურული სივრცე. უბრალოდ, შეგიძლიათ არ განიხილოთ ეს საკითხი და პირდაპირ ის მუხლი აამუშავოთ, რომელიც ყველა დახურულ სივრცეს თანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებს. აკრძალეთ მოწევა კაზინოშიც. თეატრში, იქ, სადაც ხელოვნებისთვის, ესთეტიკური სიამოვნების მისაღებად მივდივართ, არ შეიძლება თამბაქოს ინდუსტრიის ინტერესი წინა პლანზე იდგეს და სპექტაკლის მიმდინარეობის დროს მოწევა დაიშვას. მოგიწოდებთ, წყალში ნუ ჩაყრით იმ დიდ წარმატებას, რომელსაც 2017 წლის მაისში მთელმა საზოგადოებამ, თქვენთან ერთად, მრავალწლიანი, დემოკრატიული, გამჭვირვალე პროცესით მიაღწია. ნუ შელახავთ იმ, უკვე დამკვიდრებულ საზოგადოებრივ ნორმებს, რომელიც ახლანდელ და მომავალ თაობებს ათასობით სიცოცხლეს გადაურჩენს და წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაში, ნუ დაასამარებთ მოვლენას, რომელიც სამაგალითო გახდა ჩვენს რეგიონში და მსოფლიოს უამრავი ქვეყნისთვის. პარლამენტს ჯერ კიდევ აქვს შანსი მოემსახუროს ქვეყნის მოსახლეობის სასიცოცხლო ინტერესებს და პარლამენტის სესიაზე პირველი მოსმენის დროს არ დაუჭიროს მხარი სლოტ- კლუბებში და თეატრების სცენაზე მოწევის დაშვებას. სესიაზე გამართული დებატები და კენჭისყრა კიდევ ერთხელ დაანახებს საზოგადოებას რა უფრო მნიშვნელოვანია ხალხის მიერ არჩეული დეპუტატებისათვის“, - ნათქვამია „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. https://commersant.ge/ge/post/tambaqos-kontrolis-aliansi-parlamenti- apirebs-tambaqos-kontrolis-shesaxeb-kanoni-daasaxichros-da-konkretuli- pirebis-biznesinteresebs-moargos ექსპრესნიუსი - http://expressnews.com.ge/?id=73922 --- 31.10.2018 მედიასაშუალება: კომერსანტი მიზეზები, რის გამოც ქართველი პაციენტები სამკურნალოდ საზღვარგარეთ მიდიან უკანასკნელ წლებში განსაკუთრებით გაიზარდა იმ პაციენტთა რიცხვი, ვინც ცდილობს მოიძიოს სახსრები და დახმარებისთვის მიმართოს უცხოელ ექიმებს და სამედიცინო დაწესებულებებს. განსაკუთრებით მაღალია გადინება თურქეთში, შემდეგ ადგილზეა გერმანია, საფრანგეთი და ევროპის სხვა ქვეყნები. ნაკლებია მიმართვიანობა ისრაელში და ამერიკის შეერთებულ შტატებში, მკურნალობის მაღალი ღირებულების გამო. რატომ მიდიან ქართველი პაციენტები უცხოეთში სამკურნალოდ - ამ მიზეზების დასახელება კომერსანტმა არდი დაზღვევის სამედიცინო დაზღვევის დირექტორს ეკა ერგემლიძეს სთხოვა. მთავრი მიზეზი ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მოთხოვნაა. საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს დაავადების დიაგნოსტიკა. ხშირ შემთხვევაში ხდება დიაგნოზის არასწორად დასმა (მცდარი დიაგნოზი), ჰიპერ დიაგნოსტიკა (რეალური სურათის გამწვავება), ან დიაგნოზის დასმის შეუძლებლობა. პრობლემას წარმოადგენს ლაბორატორიების მუშაობის ხარისხი. პაციენტს სისხლის საერთო ანალიზის გადამოწმებაც კი რამდენიმეჯერ უწევს, რომ არაფერი ვთქვათ მორფოლოგიურ კვლევებზე მძიმე შემთხვევებში, როცა საბოლოოდ მაინც საზღვარგარეთ ხდება ბიოლოგიური მასალის გადაგზავნა სწორი პასუხის მისაღებად. ინსტრუმენტულ კვლევებში პრობლემას წარმოადგენს მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები. ხშირია როცა სამედიცინო დაწესებულება შეიძენს აპარატურას, თუმცა მათი გამოყენება ვერ ხერხდება შესაბამისი ცოდნის ან პრაქტიკის მქონე ექიმის არ არსებობის გამო. ვხვდებით პირიქით შემთხვევებს, ბევრი კვლევა რომელიც მრავალი წელია დანერგილია განვითარებულ ქვეყნებში, არ ტარდება საქართველოში შესაბამისი აპარატურის არ არსებობის გამო. ექიმთა განათლების დონე განვითარებულ ქვეყნებში სანამ მედიკოსი მიიღებს სრულუფლებიანი ექიმის სტატუსს, უწევს მრავალწლიანი საფეხურების გავლა და შემდეგ მუდმივად, ყოველწლიურად ვალდებულია აიმაღლოს ცოდნა სხვადსხვა მიმართულებით იმისათვის, რომ არ დაკარგოს ექიმის ლიცენზია. საქართველოში არ არსებობს ექიმთა დიპლომის შემდგომი განათლების ბაზა და კვალიფიკაციის ამაღლების ვალდებულება. ეს, რა თქმა უნდა, სისტემური პრობლემაა და სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს შექმნას შესაბამისი სისტემები, რათა დაცული იყოს როგორც პაციენტის, ისე ექიმის უფლებები. ახალგაზრდა ექიმები მიემგზავრებიან საზღვარგარეთ სასწავლებლად, მაგრამ, სამწუხაროდ, აღარ ბრუნდებიან საქართველოში, მუშაობისთვის ღირსეული პირობების არარსებობის გამო. მკურნალობის თანამედროვე მეთოდები და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინა განვითარებულ ქვეყნებში ექიმები მკურნალობენ არსებული გაიდლაინებით და პროტოკოლებით, რომლის გადახედვა და განახლება ხდება ყოველწლიურად. წლების წინ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომაც შეიმუშავა მსგავსი პროტოკოლები გარკვეული რაოდენობის დაავადებების მკურნალობაზე, თუმცა მათ მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი აქვთ და არ არის სავალდებულოდ შესასრულებელი. უმრავლესობა მათგანის განახლებაც არ მომხდარა წლების მანძილზე. შესაბამისად ერთი და იმავე დიაგნოზს, სხვადასხვა ექიმი აბსოლუტურად სხვადასხვა მკურნალობის მეთოდით მიჰყვება და პაციენტი მხოლოდ გამართლებაზეა დამოკიდებული. მკურნალობის თანამედროვე მეთოდების დანერგვა პირდაპირ კავშირშია ექიმთა განათლებასთან და, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ჩართულობასთან, შემოიტანოს და დანერგოს ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიები და მეთოდები. მედიკამენტების ხარისხი ვისაც ქონია შეხება საზღვარგარეთ შეძენილ მედიკამენტებთან, ყველა ერთ ხმად აღიარებს მათ ეფექტურობას ქართულ ბაზარზე არსებულ მედიკამენტებთან შედარებით. ერთი და იმავე მწარმოებლის ერთი და იგივე მედიკამენტის ეფექტურობაც კი მნიშვნელოვნად განსხვავებულია. სამწუხაროა, მაგრამ დღეს აბსოლუტურად არაკონტროლირებადია მედიკამენტის ხარსიხი, მათი ტრანსპორტირების და შენახვის პირობების დაცვა, ფალსიფიცირებული პრეპარატები, ვარგისიანობის ვადები და ა.შ. პაციენტზე ორიენტირებული ექიმი ექიმსა და პაციენტს შორის ურთიერთობა და მკურნალობის დადებითი შედეგი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული პაციენტის ნდობაზე ექიმის მიმართ. ნდობას კი ექიმის დამოკიდებულება, ყურადღება და იმედიანი განწყობა აყალიბებს. ქართველ ექიმები კი დაბალი შემოსავლების ამაღლების გზების ძიებით არიან დაკავებულნი. დიდია მათი დამსაქმებლების ზეწოლაც, რაც განსაზღვრავს არსებულ ჰიპერდიაგნოსტიკას (ზედმეტი კვლევების ჩატარება) და პოლიფარმაციას (ჭარბი მედიკამენტების დანიშვნას). არანაკლებ მნიშვნელოვანია ზოგადად სამედიცინო პერსონალის დამოკიდებულება პაციენტის მიმართ სამედიცინო დაწესებულებაში. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემის მოგვარების გზებს ეძებს და პოულობს ქართველი პაციენტი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გამგზავრებისას. დროა სერიოზული ცვლილებები გატარდეს სახელმწიფოს მხრიდან საქართველოში ჯანდაცვის ხარისხის ასამაღლებლად. https://commersant.ge/ge/post/mizezebi-ris-gamoc-qartveli-pacientebi- samkurnalod-sazgvargaret-midian --- ბეჭდური მედია 31.10.18 რეზონანსი 20 წლის სპორტსმენი ლაშა მღებრიშვილი რაგბის თამაშისას გარდაიცვალა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები სპორტსმენი, 20 წლის ლაშა მღებრიშვილი რაგბის თამაშის დროს გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ლაშას მატჩის მიმდინარეობისას გული გაუჩერდა და ის სასწრაფო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა. http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php? id=5660003&name=01.11.2018+- +%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83 %A1%E1%83%98&p=1&lang=Ge --- 31.10.18 ბანკები და ფინანსები პენსიონრების ხარჯზე გამდიდრებული „ლიბერთი ბანკის“ ქრონიკები http://bfm.ge/pensionrebis-kharjze-gamdidrebuli-liberti-bankis- qronikebi/ ---