მედიამონიტორინგი 02.11.2018
ტელევიზია
02.11.2018
არხი:რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 09:00
აფეთქება ქედაში და ტრაგიკულად დაღუპული 6 წლის ბავშვი - თურქეთის
სამ მოქალაქეს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ
ქედაში მომხდარი აფეთქების ფაქტზე დაკავებულ თურქეთის სამ მოქალაქეს
ბრალი სავარაუდოდ, დღეს უნდა წაუყენონ. ისინი თავს დამნაშავედ არ
მიიჩნევენ და დუმილის უფლებით სარგებლობენ. გამოძების ინფორმაციით
კომპანია „სტრუიკ გრუპ ჯორჯიას” ქვეკონტრაქტორი კომპანიების
თანამშრომლები სოფელ ჭინკაძეებში, უკანონოდ და უსაფრთხოების წესების
დარღვევით აწარმოებდნენ ბურღვა-აფეთქებით სამუშაოებს, რასაც 6 წლის
ბავშვის სიცოცხლე ემსხვეპლა. გამოძიება ფეთქებადი ნივთიერების წესების
დარღვევით გამოყენების მუხლით მიმდინარეობს. მოსახლეობა კი კარიერზე
სამუშაოების შეწყვეტას ითხოვს. „ისინი არ აღიარებენ ჩადენილ ქმედებას და
საქმის ვითარებიდან გამომდინარე ასეც იკვეთება. არცერით ბრალდებითი
ქმედება მათი მხრიდან არ იკვეთება ჩემთვის გაუგებარია რატომ მოხდა მათი
დაკავება“ -ამბობს ადვოკატი მალხაზ ზოიძე.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5662641
იმედი - http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?
id=5662684
პალიტრა ნიუსი - პროფკავშირი - ქედაში მომხდარი ტრაგედიის მთავარი
მიზეზი ოპერატორი კომპანიის დაუდევრობაა -
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5662184
---
02.11.2018
არხი:ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
წყალტუბოსა და ზუგდიდში დევნილთათვის 9 საცხოვრებელი კორპუსი
აშენდება
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5662666
ტვ პირველი-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5661945
იმედი - http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?
id=5661211
---
02.11.2018
არხი:ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში 619მლნ ლარი დაიხარჯა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5662662
---
01.11.2018
არხი: ერთსულოვნება
გადაცემა: სიახლენი 22:00
ცე ჰეპატიტზე მოსახლეობის საყოველთაო უფასო სკრინინგის პროექტი
გრძელდება
ცე ჰეპატიტზე მოსახლეობის საყოველთაო უფასო სკრინინგის პროექტი
გრძელდება. ინიციატივის ფარგლებში იუსტიციის სახლში მისულ ადამიანებს
შესაძლებლობა აქვთ აღნიშნული გამოკვლევა ერთი ფანჯრის პრინციპით
უფასოდ ჩაიტარონ. პროექტი საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლის 12
ფილიალში დაავადებათა კონტროლის ცენტრის ორგანიზებით მიმდინარეობს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5659775
---
01.11.2018
არხი: მაეტრო
გადაცემა: ახალი ამბები 18:00
სოციალურად დაუცველები ქედაში
არჩევნების მეორე ტური.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევის მეორე ტურისათვის პარტია ქართული
ოცნების ცენტრალურ შტაბს პალრამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე,
თბილისის შტაბს კი კახი კალაძე უხელმძღვანელებენ. (2) ქართული ოცნების
ცენტრალურ ოფისში ბიძინა ივანიშვილისა და საპარლამენტო უმრავლესობის
შეხვედრა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე, პრეზიდენტობის
კანდიდატი და თბილისის მერი დაესწრნენ, სამ საათს გაგრძელდა.
მოგვიანებით მმართველი ძალის ცენტრალურ ოფისში პრემიერ-მინისტრიც
მივიდა. განხილვის მთავარი თემა ისევ საპრეზიდენტო არჩევნებია. უფრო
ზუსტად, არჩევნების მეორე ტური. მმართველი პარტია შეცდომებს
აანალიზებს და გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადება. (3) აღლასრულებელი
ხელისუფლების წარმომადგენლებს იმედი აქვთ რომ არჩევნების მეორე ტურში
აქტივობა უფრო მაღალი იქნება და ქართული ოცნეის მიერ მხარდაჭერილი
კანდიდატი გაიმარეჯვებს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
მინისტრი ელექტორატს აქტიურობისკენ მოუწოდებს და ამბობს რომ
თითოეული ხმა გადამწყვეტია - სალომე ზურაბიშვილის გამარჯვეაში
დარწმუნებულია ჯანდაცვის მინისტრიც .
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5662013
---
01.11.2018
არხი:პალიტრა ტვ
გადაცემა: პალიტრა ნიუსი
დესტაბილიზაციაზე საუბარი გადაჭარბებულია - მთავრობის წევრების
მოლოდინები მეორე ტურის წინ
დესტაბილიზაციაზე საუბარი გადაჭარბებული შეფასება იქნება, მაგრამ
სიმშვიდესთან საქმე რომ არ გვექნება, ცხადია, - ამის შესახებ განცხადებებს
მთავრობის წევრები აკეთებენ. რეგიონული განვითარების მინისტრი არ
გამორიცხავს, რომ არჩევნების მეორე ტურმა ხმაურით ჩაიაროს. მაია
ცქიტიშვილის მსგავსად „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან აგრესიული
ფონის გაძლიერებაზე საუბრობენ სხვა მინისტრებიც, თუმცა ამის მიუხედავად
ფიქრობენ, რომ მეორე ტურში მათ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი - სალომე
ზურაბიშვილი გაიმარჯვებს. დავით სერგეენკო მოქალაქეებს ურჩევს,
არჩევნების მეორე ტურში გასული კანდიდატების - სალომე ზურაბიშვილისა
და გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო პროგრამას გაეცნონ და არჩევანი ამის შემდეგ
გააკეთონ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5661665
1 არხი -საპრეზიდენტო არჩევნების მე2 ტურს მინისტრები ეხმაურებიან-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5661289
---
01.11.2018
არხი:მაესტრო
გადაცემა: ახალი ამბები 12:00
გავრცელებულ ინფორმაციას თითქოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ
კარალეთში მცხოვრებ დევნილებს გაზის მიწოდება შეუწყდათ, ჯანდაცვის
სამინისტრო გამოეხმაურა
გავრცელებულ ინფორმაციას თითქოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ
კარალეთში მცხოვრებ დევნილებს გაზის მიწოდება შეუწყდათ, ჯანდაცვის
სამინისტრო გამოეხმაურა. უწყების განმარტებით, სოფელ კარალეთში 450-ზე
მეტი დევნილი ოჯახი ცხოვრობს, რომელთა დიდ ნაწილს მოხმარებული
ბუნებრივი აირის დავალიანება აქვს. სოკარ ჯორჯია გაზისა და აბონენტებს
შორის შეხვედრის შემდეგ, რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულების პირობები
განმარტეს,დევნილთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ბუნებრივი აირის
მიწოდების შეზღუდვა არ იგეგმება და არც განხორციელებულა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5660783
იმედი - http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?
id=5660488
---
ინტერნეტი
02.11.2018
მედიასაშუალება:ბიემჯი
საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა გაიზარდა
საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა გაიზარდა. თუკი სექტემბერში
საქართველოში მსგავსი 417 065 პირი ფიქსირდებოდა, ეს მაჩვენებელი
ოქტომბერში 418 351-მდე გაიზარდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს
მონაცემებით, საქართველოში საარსებო შემწეობას 121 345 ოჯახი იღებს.
ჯამში ქვეყანაში შემწეობას მოსახლეობის 11.2% იღებს. შემწეობის მიმღები
ყველაზე მეტი პირი თბილისში ფიქსირდება - 91 447. პროცენტულად კი
ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ფიქსირდება
- მთლიანი მოსახლეობის 39%, რაც 12 400 პირზე მეტია. წლის
განმავლობაში, შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა ყველაზე მაღალი
იანვარში იყო - ამ დროს სახელმწიფო დახმარებას 456 634 პირი იღებდა.
http://www.bm.ge/ka/article/saarsebo-shemweobis-mimgeb-pirta-
raodenoba-gaizarda/26205/
---
02.11.2018
მედიასაშუალება: ინფო9
წყალტუბოსა და ზუგდიდში დევნილთათვის 9 საცხოვრებელი კორპუსი
აშენდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს
მუნიციპალური განვითარების ფონდმა, დევნილთა საცხოვრებელი კორპუსების
მშენებლობასთან დაკავშირებით, ღია კარის დღე გამართა და სამშენებლო
კომპანიებს გამოსაცხადებელი ტენდერები წინასწარ წარუდგინა. ამ ეტაპზე,
დაგეგმილია სამეგრელოსა და იმერეთში 9 კორპუსის მშენებლობა 780
დევნილი ოჯახისთვის. დეველოპერებთან შეხვედრას დღეს ვიცე-პრემიერი,
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია
ცქიტიშვილი და დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ესწრებოდნენ. "ვაგრძელებთ ღია კარის
ფორმატში შეხვედრებს, სადაც დაინტერესებულ კომპანიებს, დეველოპერებს
ვაცნობთ კონკრეტულ პროექტებს. 2012 წლის შემდეგ, უკვე 16 ათასი ოჯახი
დავაკმაყოფილეთ ბინებით, თუმცა ეს არსებული საჭიროებების მხოლოდ
ნაწილია. დღეს ვისაუბრეთ წყალტუბოსა და ზუგდიდში 9 კორპუსის
მშენებლობაზე და ესეც მცირე ნაწილია იმ გეგმების, რასაც მუნიციპალური
განვითარების ფონდის მეშვეობით განვახორციელებთ. მომავალ წელს 50-60
მილიონი ლარის დახარჯვას ვაპირებთ ამ მიმართულებით და შესაბამისად,
მომავალშიც გვექნება მსგავსი შეხვედრები" - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
პროექტის ფარგლებში, ყველა ბინაში დამონტაჟდება გაზის გამათბობლები,
მოეწყობა გარე ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელი
გზები და ავტოსადგომები. "რამდენიმე თვის წინ განხორციელებული
სამთავრობო ცვლილებების შედეგად ის აქტივობები, რასაც ვახორციელებდით
დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიმართულებით, გაიყო, თუმცა
ეს არ ნიშნავს, რომ მუშაობა შესუსტდა. ვფიქრობ, წლის ბოლო გვექნება
საშუალება წარმოვადგინოთ გაზრდილი ბიუჯეტი ამ მიმართულებით. რაც
შეეხება დღევანდელ შეხვედრასა და ფორმატს, ეს არის კარგი საშუალება
იმისათვის, რომ დეველოპერებს ჰქონდეთ ნათელი წარმოდგენა იმ სამუშაოს
მოცულობაზე, რომელსაც უახლოეს თვეებში დავიწყებთ და ორი წლის
განმავლობაში დავასრულებთ" - განაცხადა დავით სერგეენკომ.
http://www.info9.ge/chven-shesakheb/200101-tsyaltubosa-da-zugdidshi-
devnilthathvis-9-sackhovrebeli-korpusi-ashendeba.html?lang=ka-GE
პია- https://pia.ge/post/231605-wyaltubosa-da-zugdidsi-devniltatvis-9-
sacxovrebeli-korpusi-asendeba
1ტვ.ჯი - https://1tv.ge/news/municipaluri-ganvitarebis-fondi-
devnilta-sakhlebis-msheneblobas-iwyebs/
ინტერპრესნიუსი- https://www.interpressnews.ge/ka/article/519169-maia-
ckitishvili-municipaluri-ganvitarebis-pondi-uaxloes-dgeebshi-
zugdidshi-da-cqaltuboshi-devnilta-sacxovrebeli-saxlebis-msheneblobaze-
tenders-gamoacxadebs/
---
01.11.2018
მედიასაშუალება: კომერსანტი
მთავრობა ბიუჯეტს ვერ ითვისებს – ცხრა თვის გეგმიდან 718 მილიონი ლარი
აუთვისებელი დარჩა
ბიუჯეტი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის განმსაზღვრელი უმთავრესი
დოკუმენტია. შესაბამისად, მისი სწორი დაგეგმვა, პრიორიტეტების სწორად
განსაზღვრა და გეგმაზომიერი ხარჯვა, ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი წინაპირობას წარმოადგენს. ქვეყნის უმნიშვნელოვანესი
საფინანსო დოკუმენტი მრავალგანზომილებიანია და მოიცავს უამრავ ფისკალურ
და მაკროეკონომიკურ კომპონენტს, რომელთა გათვალისწინებაც ხდება მისი
დაგეგმვის და აღსრულების პროცესში. ამჯერად მკითხველის ყურადღებას
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე გავამახვილებთ, ვინაიდან ბოლო პერიოდში
ვერც მთავრობას აქვს სახარბიელოდ საქმე ამ მიმართულებით და ასევე
სხვადასხვა ექსპერტული საზოგადოების მხრიდან, სწორედ დეფიციტური
ხარჯვა სახელდება ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურების ერთ-ერთ მთავარ
მიზეზად....
გეგმურ ხარჯებთან 77 მილიონი ლარით ჩამორჩენა დაფიქსირდა ჯანდაცვის
სამინისტროში. 2,662 მილიარდი ლარის ნაცვლად, დაიხარჯა 2,585
მილიარდი ლარი. როგორც ვხედავთ, ძირითადი სამთავრობო უწყებების მიერ
თანხების ათვისება წარმატებით ვერ ხორციელდება, რაც ეკონომიკურ
აქტივობაზე არ იმოქმედებს დადებითად და აგრეთვე ირიბ ზეგავლენას
მოახდენს კურსზე. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რითაც
ბიუჯეტმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს კურსზე არის საქართველოს
მთავრობის 2017 წლის 22 ივნისის #301–ე დადგენილება – ,,სახელმწიფო
ხაზინის განკარგულებაში არსებული ფულადი სახსრების განთავსების წესის
დამტკიცების შესახებ’’, რომლის თანახმადაც, ხაზინის განკარგულებაში
არსებული სახსრებიდან, 990 მილიონი ლარი განთავსებულია კომერციულ
ბანკებში ვადიანი დეპოზიტის სახით. თავის მხრივ, კომერციული ბანკები
თანხებს ღებულობენ იმ მიზნით, რომ რაც შეიძლება ბევრი კრედიტები
გასცენ, რისთვისაც საკმაოდ აგრესიულ პიარ კამპანიებსაც მიმართავენ. ეს იმას
გულისხმობს, რომ სახელმწიფოს ხაზინის ანგარიშზე არსებული ნაშთები,
კომერციული ბანკების საკრედიტო არხების მეშვეობით ხვდება მიმოქცევაში და
ზრდის ლარის მასას, რაც შეიძლება მივიჩნიოთ აგრეთვე ერთ-ერთ უარყოფით
ფაქტორად, როდესაც ლარი უფასურდება.
https://commersant.ge/ge/post/mtavroba-biudjets-ver-itvisebs-cxra-
tvis-gegmidan-718-milioni-lari-autvisebeli-darcha
ბიეფემ - http://bfm.ge/ra-kavshiria-biujetis-deficitur-kharjvasa-da-
laris-gaufasurebas-shoris/
ბიემჯი- http://www.bm.ge/ka/article/municipaluri-ganvitarebis-fondi-
devnilta-saxlebis-msheneblobas-iwyebs/26182/
---
01.11.2018
მედიასაშუალება: პია
ბიზნეს სექტორი შრომის ინსპექტირების პროცესში არსებულ გამოწვევებს
გაეცნობა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს, შრომის პირობების ინსპექტირების
დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ბექა ფერაძესა და ბიზნეს სექტორს შორის
შეხვედრა გაიმართება. შევხედრა, 2 ნოემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს
დამსაქმებელთა ასოციაციის ინიციატივით შედგება, რომლის ფარგლებში
შრომის პირობების ინსპექტირების მიმდინარე პროცესები, მთავარი
გამოწვევები და ხარვეზები განიხილება. შეხვედრის მიზანია, ბიზნეს
სექტორის ინფორმირება იმის შესახებ, თუ რა შედეგები აქვს შრომის
პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს 2018 წლის 1 აგვისტოდან
გაზრდილი მანდატის ფარგლებში მუშაობის შედეგად. კერძოდ, რამდენი
კომპანია შემოწმდა, რა სახის დარღვევები გამოვლინდა და როგორი იყო
სახელმწიფო სამსახურის მხრიდან მასზე რეაგირების ფორმები. ამასთან,
შეხვედრას დაესწრებიან იმ კომპანიების წარმომადგენლებიც, რომლებმაც უკვე
გაიარეს სავალდებულო ინსპექტირება და შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარებენ
საკუთარ გამოცდილებას - იმსჯელებენ მათ კომპანიებში გამოვლენილი
ხარვეზებისა და მის აღმოსაფხვრელად განხორცილებული ღონისძიებების
შესახებ. მსგავსი ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც,
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია, როგორც ბიზნეს სექტორის
მხარდამჭერი ორგანიზაცია, დისკუსიის პროცესში შრომის უსაფრთხოებისა და
ჯანმრთელობის საკითხებში გამოვლენილ მთავარ გამოწვევებზე საპასუხოდ
შეიმუშავებს კონკრეტულ სერვისებს, რომლებიც ბიზნეს სექტორს
მაქსიმალურად გაუმარტივებს როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი
რეგულაციების შესაბამისად სამუშაო გარემოს მოწყობას, რათა, ერთი მხრივ,
უზრუნველყონ თანამშრომელთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პირობების
დაცვა, ხოლო, მეორე მხრივ, თავიდან აირიდონ ის ფინანსური სანქციები,
რომლებსაც უკვე ამოქმედებული რეგულაციები ითვალისწინებს. შეგახსენებთ,
რომ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია შრომის პირობების
ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრების
სისტემატური ინიციატორია, რათა კერძო სექტორი მუდმივად
ინფორმირებული იყოს მიმდინარე პროცესების შესახებ. შეხვედრა, რომელშიც
80-მდე ბიზნეს სუბიექტი მიიღებს მონაწილეობას, საქართველოს
დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება. მის.:
0159, თბილისი, ა. ბელიაშვილის ქ. #106. მე-3 სართული
https://pia.ge/post/231684-biznes-seqtori-sromis-inspeqtirebis-
processi-arsebul-gamowvevebs-gaecnoba
---
01.11.2018
მედიასაშუალება: კომერსანტი
გიორგი ვაშაძე „ევექსის“-ს კლინიკას პოლიტიკურ მიკერძოებაში ადანაშაულებს
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე „ევექსის“-ს
კლინიკას პოლიტიკურ მიკერძოებაში ადანაშაულებს. საუბარია, ახალქალაქში
გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის
საარჩევნო შტაბის წევრზე, რომელსაც უცნობი პირები ფიზიკურად
გაუსწორდნენ. დაშავებული აშოტ რაისიანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების
ბრიგადებმა „ევექსი“-ს კლინიკაში გადაიყვანა, საიდანაც მალევე გამოწერეს.
როგორ გიორგი ვაშაძე აცხადებს, სახლში ყოფნისას დაზარალებული კვლავ
შეუძლოდ გახდა. „ევექსი“-მ აშოტ რაისიანის მდგომაროება ადეკვატურად არ
გამოიკვლია.
https://commersant.ge/ge/post/giorgi-vashadze-eveqsis-s-klinikas-
politikur-mikerdzoebashi-adanashaulebs
---
01.11.2018
მედიასაშუალება:ტაბულა
სერგეენკო: თითოეული კანდიდატის პროგრამა და განვლილი ცხოვრება ნახეთ
და ისე გააკეთეთ არჩევანი
ექნება სათხოვარი, მოწოდება, რომ შეძლებისდაგვარად ყველამ გამოხატოს
თავისი მოქალაქეობრივი შეხედულება, ნახოს თითოეული კანდიდატის მიერ
წარმოდგენილი პროგრამა, მათი განვლილი ცხოვრება, განხორციელებული
აქტივობები და ასევე ის აქტივობები, რომელიც ახლა მიმდინარეობს
მთავრობაში, -ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით
სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც სერგეენკომ აღნიშნა, მეორე
ტური დემოკრატიის ერთ-ერთი მაჩვენებელია. ,,ის რომ არჩევნებში მეორე
ტური გახდა საჭირო, მე ვფიქრობ, რომ კიდევ ერთი დადასტურებაა იმის,
რომ არჩევნები გამჭირვალე და დემოკრატიული იყო. მეორე ტური
დემოკრატიის ერთ-ერთი მაჩვენებელია. რაც შეეხება მოსალოდნელ შედეგებს,
ეს არის საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტი, თუმცა, მექნება
სათხოვარი, უბრალოდ მოწოდება, რომ შეძლებისდაგვარად ყველამ გამოხატოს
თავისი მოქალაქეობრივი შეხედულება ამა თუ იმ საკითხზე. ეს საკითხები
არის: თითოეული კანდიდატის მიერ წარმოდგენილი პროგრამა, მათი
განვლილი ცხოვრება და მათ მიერ განხორციელებული აქტივობები და ასევე
ის აქტივობები, რომელიც ახლა მიმდინარეობს მთავრობაში, ეს ყველაფერი
უნდა შეჯამდეს და ამის საფუძველზე უნდა გაკეთდეს არჩევანი. მე მჯერა,
რომ საქართველოს მოსახლეობას საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, ამ
ყველაფერს ხედავს და მეორე ტურში სწორ არჩევანს გააკეთებს",- განაცხადა
სერგეენკო
http://www.tabula.ge/ge/verbatim/138995-sergeenko-titoeuli-kandidatis-
programa-da-ganvlili-cxovreba-naxet-da-ise-gaaketet
პრაიმტაიმი - https://www.primetime.ge/news/1541062116-
%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%9D-
%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97-
%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%94%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%
99%E1%83%9D
ინფო9 - http://www.info9.ge/politika/200064-davith-sergeenko-
sathkhovari-maqvs-rom-yvelam-nakhos-kandidatebis-tsardgenili-programa-
mathi-ganvlili-ckhovreba-da-amis-safudzvelze-gakethdes-archevani.html?
lang=ka-GE
1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/davit-sergeenko-mjera-rom-saqartvelos-
mosakhleoba-meore-turshi-swor-archevans-gaaketebs/
ინტერპრესნიუსი - https://www.interpressnews.ge/ka/article/519172-
davit-sergeenko-satxovari-makvs-rom-qvelam-naxos-kandidatebis-
cardgenili-programa-mati-ganvlili-cxovreba-da-amis-sapuzvelze-
gaketdes-archevani/
---
ბეჭდური მედია
02.11.18
საქართველოს რესპუბლიკა
როცა ჯანმრთელობა გვიმტყუნებს...
უკანასკნელ წლებში განსაკუთრებით გაიზარდა იმ პაციენტთა რიცხვი, ვინც
ცდილობს მოიძიოს სახსრები და დახმარებისთვის მიმართოს უცხოელ ექიმებს
და სამედიცინო დაწესებულებებს. განსაკუთრებით მაღალია გადინება
თურქეთში, შემდეგ ადგილზეა გერმანია, საფრანგეთი და ევროპის სხვა
ქვეყნები. ნაკლებია მიმართვიანობა ისრაელში და ამერიკის შეერთებულ
შტატებში, მკურნალობის მაღალი ღირებულების გამო. რატომ მიდიან
ქართველი პაციენტები უცხოეთში სამკურნალოდ - ამ მიზეზების დასახელება
კომერსანტმა არდი დაზღვევის სამედიცინო დაზღვევის დირექტორს ეკა
ერგემლიძეს სთხოვა. მთავრი მიზეზი ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების
მოთხოვნაა. საქართველოში ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს
დაავადების დიაგნოსტიკა. ხშირ შემთხვევაში ხდება დიაგნოზის არასწორად
დასმა (მცდარი დიაგნოზი), ჰიპერ დიაგნოსტიკა (რეალური სურათის
გამწვავება), ან დიაგნოზის დასმის შეუძლებლობა. პრობლემას წარმოადგენს
ლაბორატორიების მუშაობის ხარისხი. პაციენტს სისხლის საერთო ანალიზის
გადამოწმებაც კი რამდენიმეჯერ უწევს, რომ არაფერი ვთქვათ მორფოლოგიურ
კვლევებზე მძიმე შემთხვევებში, როცა საბოლოოდ მაინც საზღვარგარეთ ხდება
ბიოლოგიური მასალის გადაგზავნა სწორი პასუხის მისაღებად. ინსტრუმენტულ
კვლევებში პრობლემას წარმოადგენს მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები.
ხშირია როცა სამედიცინო დაწესებულება შეიძენს აპარატურას, თუმცა მათი
გამოყენება ვერ ხერხდება შესაბამისი ცოდნის ან პრაქტიკის მქონე ექიმის არ
არსებობის გამო. ვხვდებით პირიქით შემთხვევებს, ბევრი კვლევა რომელიც
მრავალი წელია დანერგილია განვითარებულ ქვეყნებში, არ ტარდება
საქართველოში შესაბამისი აპარატურის არ არსებობის გამო. ექიმთა
განათლების დონე განვითარებულ ქვეყნებში სანამ მედიკოსი მიიღებს
სრულუფლებიანი ექიმის სტატუსს, უწევს მრავალწლიანი საფეხურების გავლა
და შემდეგ მუდმივად, ყოველწლიურად ვალდებულია აიმაღლოს ცოდნა
სხვადსხვა მიმართულებით იმისათვის, რომ არ დაკარგოს ექიმის ლიცენზია.
საქართველოში არ არსებობს ექიმთა დიპლომის შემდგომი განათლების ბაზა და
კვალიფიკაციის ამაღლების ვალდებულება. ეს, რა თქმა უნდა, სისტემური
პრობლემაა და სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს შექმნას შესაბამისი
სისტემები, რათა დაცული იყოს როგორც პაციენტის, ისე ექიმის უფლებები.
ახალგაზრდა ექიმები მიემგზავრებიან საზღვარგარეთ სასწავლებლად, მაგრამ,
სამწუხაროდ, აღარ ბრუნდებიან საქართველოში, მუშაობისთვის ღირსეული
პირობების არარსებობის გამო. მკურნალობის თანამედროვე მეთოდები და
მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინა განვითარებულ ქვეყნებში ექიმები
მკურნალობენ არსებული გაიდლაინებით და პროტოკოლებით, რომლის
გადახედვა და განახლება ხდება ყოველწლიურად. წლების წინ საქართველოს
ჯანდაცვის სამინისტრომაც შეიმუშავა მსგავსი პროტოკოლები გარკვეული
რაოდენობის დაავადებების მკურნალობაზე, თუმცა მათ მხოლოდ
სარეკომენდაციო ხასიათი აქვთ და არ არის სავალდებულოდ შესასრულებელი.
უმრავლესობა მათგანის განახლებაც არ მომხდარა წლების მანძილზე.
შესაბამისად ერთი და იმავე დიაგნოზს, სხვადასხვა ექიმი აბსოლუტურად
სხვადასხვა მკურნალობის მეთოდით მიჰყვება და პაციენტი მხოლოდ
გამართლებაზეა დამოკიდებული. მკურნალობის თანამედროვე მეთოდების
დანერგვა პირდაპირ კავშირშია ექიმთა განათლებასთან და, რა თქმა უნდა,
სახელმწიფოს ჩართულობასთან, შემოიტანოს და დანერგოს ქვეყანაში
თანამედროვე ტექნოლოგიები და მეთოდები. მედიკამენტების ხარისხი ვისაც
ქონია შეხება საზღვარგარეთ შეძენილ მედიკამენტებთან, ყველა ერთ ხმად
აღიარებს მათ ეფექტურობას ქართულ ბაზარზე არსებულ მედიკამენტებთან
შედარებით. ერთი და იმავე მწარმოებლის ერთი და იგივე მედიკამენტის
ეფექტურობაც კი მნიშვნელოვნად განსხვავებულია. სამწუხაროა, მაგრამ დღეს
აბსოლუტურად არაკონტროლირებადია მედიკამენტის ხარსიხი, მათი
ტრანსპორტირების და შენახვის პირობების დაცვა, ფალსიფიცირებული
პრეპარატები, ვარგისიანობის ვადები და ა.შ. პაციენტზე ორიენტირებული
ექიმი ექიმსა და პაციენტს შორის ურთიერთობა და მკურნალობის დადებითი
შედეგი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული პაციენტის ნდობაზე ექიმის მიმართ.
ნდობას კი ექიმის დამოკიდებულება, ყურადღება და იმედიანი განწყობა
აყალიბებს. ქართველ ექიმები კი დაბალი შემოსავლების ამაღლების გზების
ძიებით არიან დაკავებულნი. დიდია მათი დამსაქმებლების ზეწოლაც, რაც
განსაზღვრავს არსებულ ჰიპერდიაგნოსტიკას (ზედმეტი კვლევების ჩატარება)
და პოლიფარმაციას (ჭარბი მედიკამენტების დანიშვნას). არანაკლებ
მნიშვნელოვანია ზოგადად სამედიცინო პერსონალის დამოკიდებულება
პაციენტის მიმართ სამედიცინო დაწესებულებაში. ყოველივე ზემოთ
ჩამოთვლილი პრობლემის მოგვარების გზებს ეძებს და პოულობს ქართველი
პაციენტი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გამგზავრებისას. დროა სერიოზული
ცვლილებები გატარდეს სახელმწიფოს მხრიდან საქართველოში ჯანდაცვის
ხარისხის ასამაღლებლად.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?
id=5662776&name=02.11.2018+-
+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83
%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1
%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge
---