From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : zbokhua@moh.gov.ge; tbarkalaia@moh.gov.ge; gtsotskolauri@moh.gov.ge; mlagvilava@moh.gov.ge
Subject : მედიამონიტორინგი 05.11.2018
Cc : mamukacotniashvili@gmail.com; giga_giorgadze@yahoo.com; mlagvilava@moh.gov.ge; a.gamkrelidze@ncdc.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; dtorua@moh.gov.ge; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; ejgerenaia@moh.gov.ge; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; dbodokia@moh.gov.ge; nkinkladze@moh.gov.ge; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; tbakradze@moh.gov.ge; ntalakhadze@moh.gov.ge; mjhvania@moh.gov.ge; sbelkania@moh.gov.ge; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; bperadze@moh.gov.ge; tsarishvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge
Received On : 05.11.2018 12:59
Attachments :

მედიამონიტორინგი 05.11.2018 ტელევიზია 05.11.2018 არხი:tv1 გადაცემა: საქმიანი დილა სოციალურად დაუცველი პირები მუშაობის დაწყების შემთხვევაში დახმარება შეუნარჩუნდებათ http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5667652 --- 04.11.2018 არხი:მაესტრო გადაცემა: ახალი ამბები 15:00 პარამედიკოსების მომზადება გრძელდება პარამედიკოსების მომზადება გრძელდება. წარმატებულ კურსანტებს სერტიფიკატები გადაეცათ. ისინი რეგიონებში გადანაწილდებიან. ამ დროისთვის 4 ჯგუფი მომზადდა. ამავდროულად ახალი ნაკადის მიღება გრძელდება. http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5666855 ტვ პირველი - http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5666726 მაესტრო - http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php? id=5666603 1 არხი - http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php? id=5666579 --- 04.11.2018 არხი:იმედი გადაცემა: ქრონიკა 14:00 ჯანდაცვის მინისტრი არ გამორიცხავს, რომ არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე ხელისუფლებამ საკადრო ცვლილებები გადაწყვიტოს ჯანდაცვის მინისტრი არ გამორიცხავს, რომ არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე ხელისუფლებამ საკადრო ცვლილებები მოიფიქროს. მინისტრმა შაბათის ქრონიკაში თქვა, რომ საზოგადოების გზავნილი არჩევენებზე სწორედ ცვლილებების საჭიროება იყო. მისი აზრით ხელისუფლებამ კონკრეტული ნაბიჯები უნდა იჩქაროს. "საზოგადოებამ მკაფიოდ გვითხრა შეცვალეთ მიდგომები, რომ მეტი შედეგი დადოთ და ეს ასეც იქნება", - განაცხადა სერგეენკომ. (2)ჯანდაცვის მინისტრმა ჯანდაცვის სისტემაში სოციალური მომართულებებით დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ისაუბრა. სერგეენკოს განცხადებით, ვითარების გაუმჯობესება გრძელვადიანი გეგმის ნაწილია და არჩევნებისთვის მიღებული გადაწყვეტილება. მანვე განაცხადა, რომ დასაქმება სოციალური დახმარებსი მოხსნის საფუძველი არ უნდა იყოს. "სისტემა მუშაობს ისე, რომ კი არ უქმნის მოტივაციას სამსახური მოიძიოს, არამედ გახდეს ამ სოციალურ დახმარებაზე დამოკიდებული", - განაცხადა სერგენკომ შაბათის ქრონიკაში. http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5666734 ქრონიკა 14:00 - http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5666521 --- 04.11.2018 არხი: ტვ პირველი გადაცემა: საქმის კურსი 780 დევნილი ოჯახისთვის ზუგდიდსა და წყალტუბოში 9 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა იგეგმება 780 დევნილი ოჯახისთვის ზუგდიდსა და წყალტუბოში 9 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა იგეგმება. ამ მიზნით მუნიციპალური განვითარების ფონდი უახლოეს დღეებში ტენდერს გამოაცხადებს. სატენდერო პირობები ინფრასტრუქტურის მინისტრმა და ფონდის ხელმძღვანელმა კერძო სექტორსაც გააცნეს. შეხვედრას ესწრებოდა ჯანდაცვის მინისტრიც. http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5666677 --- 03.11.2018 არხი: აჭარა გადაცემა: სიახლენი 21:00 მედიკოსების პროტესტი - აქცია ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების მორიგი პროტესტი. მედ - პერსონალთან ერთად აქციაზე რიგითი მოქალაქეებიც შეიკრიბნენ. მათი მოთხოვნა ახლად აშენებული საავადმყოფოსთვის ინვენტარის და სამედიცინო აპარატურის შეძენაა. აქციის მონაწილეები შიშობენ, რომ მოძველებული ტექნიკა კლინიკის გაკოტრებას გამოიწვევს, რასაც საავადმყოფოს გასხვისება და კერძო კომპანიის მმართველობაში გადასვლა მოჰყვება. მათივე თქმით, აჭარაში მოქმედი ერთადერთი სახელმწიფო საავადმყოფოს გაყიდვა სამედიცინო მომსახურებას გააძვირებს და ამით მოსახლეობა დაზარალდება. აქციაზე შეკრებილებს რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი შეხვდა. მალხაზ ხალვაშმა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება გაახმაურა და თქვა,რომ კლინიკის გასხვისება არ იგეგმება, ახალი ტექნიკის შეძენას კი ცენტრალური ხელისუფლება უზრუნველყოფს. რაც შეეხება დავით სერგეენკოს - მინისტრი ირწმუნება,რომ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო აუცილებლად დარჩება სახელმწიფო საკუთრებაში და საჭირო დაფინანსებაზე, მისი უწყება და რეგიონის ჯანდაცვის სამინისტრო ერთობლივად იზრუნებენ. --- 03.11.2018 არხი: კავკასია გადაცემა: დღეს 19:00 გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია", პრემიერ-მინისტრის იმ ინიციატივას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, სოციალურად დაუცველი ოჯახები, სადა 16 წლამდე მოზარდები იზრდებიან, 5-ჯერ მეტ დახმარებას მიიღებენ გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია", პრემიერ-მინისტრის იმ ინიციატივას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, სოციალურად დაუცველი ოჯახები, სადა 16 წლამდე მოზარდები იზრდებიან, 5-ჯერ მეტ დახმარებას მიიღებენ. გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ მხოლოდ ახლა გაიგო, რომ ქვეყანაში 150 000 ბავშვი შიმშლობს. ვაშაძე ამბობს, რომ პარლამენტში შეტანილ ბიუჯეტის პროექტში, აღნიშნული საკითხები გათვალისწინებული, არ არის. ოპოზიციას მიაჩნია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გასამარჯვებლად, მმართველი გუნდი, მოსახლეობას ტყუილ დაპირებებს აძლევს. მაესტრო - http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php? id=5664519 --- 03.11.2018 არხი:იმედი გადაცემა: ქრონიკა 20:00 მმართველი გუნდის ინიციატივები, სტუმრად: დავით სეგეენკო მიმდინარე კვირას ხელისუფლებამ რამდენიმე ინიციატივა წამოიწყო. უკან გაიწვია კანაფის კულტივაციის კანონპროექტი, რომელიც არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ინხილებოდა და რომელმაც საკმაოდ ფართო რეზონანსი გამოიწვია. მთავარობის გადაწყვეტილებით სოციალურად დაუცველი 16 წლამდე ბავშვებისთვის დახმარება გაიზარდა, დაიწყო მსჯელობა იმაზეც, რომ სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის დასაქმება და ხელფასი აღარ გახდეს მონეტარული სოციალური დახმარების მიზეზი 1 წლის განმავლობაში. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ „ქრონიკასთან“ საუბრის დროს სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის დახმარების გაზრდაზე ილაპარაკა. მისი თქმით, ეს ინიციატივა არ უკავშირდება არჩევნებს და ამაზე მუშაობა დიდი ხანია დაწყებულია. „უფრო ადრე ბიუჯეტის პარამეტრები ცნობილი არ იყო. ეს დამოკიდეუბლია ბევრ ფაქტორზე, სულ რამდენიმე დღის წინ მოხდა ბიუჯეტის პარამეტრების შეთანხმება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან. ეს სეზონური აქტივობაა და არჩევნებზე ნამდვილად არ არის დამოკიდებული. ის რომ ბავშვთა უფლებები იქნებოდა პრიორიტეტი, ჯერ კიდევ ახალი მთავრობის დამტკიცების დროს გაცხადდა. კონკრეტული ციფრისთვის საჭირო იყო დრო“, - აცხადებს სერგეენკო. ჯანდაცვის მინისტრმა ამ საკითხის პრობლემებზეც ილაპარაკა. მისი თქმით, ნაწილობრივ რჩება 3-4 ჯგუფის პრობლემა: სოციალური დახმარება გამოიყენებოდა როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი, მოსახლეობისთვის გაუგებარია რატო ინიშნებოდა ან ეხსნებოდა, და მესამე სოციალური დახმარების სისტემა დასაქმების უმძლავრესი დემოტივატორია და დახმარება ადამიანს სოციალურ დახმარებაზე დამოკიდებულს ხდის. მინისტრმა კანაფის კულტივაციის კანონპროექტის გაწვევის შესახებაც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, კანონპროექტი, რომ საფრთხეთ აღქმულიყო, ამას არავინ შეიტანდა პარლამენტში. „გამოხმობა მოხდა, იმიტომ რომ საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა მკაფიოდ დააფიქსირა ნეგატიური დამოკიდებულება. პირველმა ტურმა ჩემთვის პირადად ცხადი გახადა თუ რა პრობლემები იყო მართვაში, საკადრო საკითხებში, პროექტების მართვაში და ვადასტურებ, რომლებიც ცვლილებები, რომლებიც მოხდება ცალსახად პირველ ტურთან არის დაკავშირებული და მის შედეგებთან“, - ამბობს ჯანდაცვის მინისტრი. სერგეენკოს მიაჩნია, რომ ეს საბოლოო გადაწყვეტილება და კულტივაციის საკითხი აღარ დაბრუნდება. მთავრობა კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტს რომ პარლამენტიდან გაიწვევს, ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ და შინაგან საქმეთა მინისტრმა პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ განაცხადეს. 2 ნოემბერს, პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველი 16 წლამდე მოზარდები და ოჯახები, რომლებშიც ბავშვები იზრდებიან, მიიღებენ ხუთჯერ მეტ დახმარებას. ეკონომიკის მინისტრის, ივანე მაწავარიანის განცხადებით, სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისთვის ბიუჯეტიდან 70 მილიონი ლარი გამოიყოფა. http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5666446 --- 03.11.2018 არხი:რუსთავი 2 გადაცემა: კურიერი 18:00 "მათ სკამების დაკარგვის ეშინიათ" - გიორგი ვაშაძე "ქართულ ოცნებაზე" საუბრობს „მათ ეშინიათ სკამების დაკარგვის. ნაცვლად იმისა, რომ ხალხის პრობლემასა და გაჭირვებაზე ეფიქრათ, ისინი ფიქრობდნენ სასახლეების აშენებაზე, საკუთარი ჯიბის გასქელებაზე, საკუთარი პრობლემის მოგვარებაზე,’’ - ეს განცხადება გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ქართული ოცნების მისამართით გააკეთა. გიორგი ვაშაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არჩევნების პირველი ტურის შედეგებმა ხელისუფლება აიძულა, რომ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაეწყო. ვაშაძის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გასამარჯვებლად მმართველი გუნდი მოსახლეობას ტყუილ დაპირებებს აძლევს. „გუშინ გავრცელდა ბატონი ბახტაძისგან, პრემიერისგან, რომ სოციალურად დაუცველი ბავშვები 5-ჯერ მეტ დახმარებას მიღებენ. მათ, სამწუხაროდ, ახლა გაიგეს, რომ 150 ათასი ბავშვი შიმშილობს და, თურმე, ყოფილა ბიუჯეტში შესაძლებლობა, რომ მათ მეტი დახმარება მივცეთ. ბატონი სერგეენკო ამბობს, რომ სოციალურად დაუცველებს, მუშაობის დაწყების შემთხვევაში, დახმარება არ შეუწყდებათ. წლებია, ამას ჯანდაცვის სამინისტროსგან ვითხოვთ. ახლა, თურმე, აღმოჩნდა ბიუჯეტში თანხები, რომ ეს ყველაფერი გაკეთდეს. ბატონი აკაკი ზოიძე,რომელიც ამბობს, რომ შშმ პირებს სახელწმიფოს დახმარების პროგრამა 20149 წლიდან გაეზრდება, თურმე, ყოფილა ამის შესაძლებლობა ბიუჯეტში. ბიუჯეტის პროექტი, რომელიც ქართულმა ოცნებამ პარლამენტში შეიტანა, არცერთი ინიციატივა არ არის გათვალისწინებული,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5666251 ტვ1 - http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php? id=5666143 კურიერი 15:00 - http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5665800 --- 03.11.2018 არხი:იმედი გადაცემა: ქრონიკა 14:00 ახალქალაქში მომხდარი ინციდენტი ახალქალაქში ნაცემი ნაციონალური მოძრაობის წევრების მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. თბილისის ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალის ექიმის განცხადებით, პაციენტის გაწერა უკვე შესაძლებელია. თუმცა, საწინააღმდეგოს ამტკიცებენ "ნაციონალრუი მოძრაობის" წევრები. მათი აზრით, ექიმებზე ზეწოლაა და საქმეში დამოუკიდებელ ექსპერტს ჩართავენ. ლევან ბეჟაშვილი: "ჩვენ ვაკვირდებით საავადმყოფოში მიმდინარე მოვლენებს. ჯანდაცვის სამინისტროდან არის მცდელობა გარკვეული ზეწოლის განხორციელების სამედიცინო პერსონალზე, რათა მათ აეძულებინათ დაზარალებულები დაეტოვებინათ სამედიცინო დაწესებულება". http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5665707 მასეტრო - http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php? id=5665467 --- 03.11.2018 არხი:აჭარა გადაცემა: მთავარი 12:00 დაანონსებული სოციალური დახმარება პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ სოციალურად დაუცველ 16 წლამდე ბავშვებს დახმარებას გაუზრდიან. მთავრობის მეთაურის განცხადებით ახალი სისტემა UNICEF-ის რეკომენდაციებზე დაყრდნობით შეიმუშავეს და მას 2019 წლის ბიუჯეტში ასახავენ. მიუხედავად იმისა, რომ ინიციატივა მეორე ტურის წინ დაანონსდა, მამუკა ბახტაძე ირწმუნება, რომ გადაწყვეტილება არჩევნებს არ უკავშირდება. ცნობილი გახდა ისიც, რომ სოციალურად დაუცველებს მუშაობის დაწყების შემთხვევაში დახმარებას არ შეუწყვეტენ. ამის შესახებ, დავით სერგეენკომ განაცხადა. მისი თქმით, შესაბამის დადგენილებას მთავრობა უახლოეს მომავალში მიიღებს. ერთი ცვლილება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემაც დააანონსა - თქვა რომ მმართველი გუნდი განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის დამატებითი რეგულაციების დაწესებას. კობახიძის თქმით, რეგულაციის მიზანი იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების “ჩარჩოში მოქცევა იმ სფეროში, რასაც ჰქვია ნარკოტიკების მოხმარება თუ ზოგადად ნარკოპოლიტიკა”. http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5665423 --- 02.11.2018 არხი:მაესტრო გადაცემა: დღის მთავარი თემა 20:00 სოციალურად დაუცველი 16 წლამდე მოზარდები და ოჯახები, სადაც ბავშვები იზრდებიან, ხუთჯერ მეტ დახმარებას მიიღებენ სოციალურად დაუცველი 16 წლამდე მოზარდები და ოჯახები, სადაც ბავშვები იზრდებიან, ხუთჯერ მეტ დახმარებას მიიღებენ. საუბარია 50-თ ლარზე. ეს ინიციატივა 140 000-მდე სოციალურად დაუცველ ბავშვს შეეხება. იდეის განსახორციელებლად მომავალი წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევა. ახალი სისტემა მთავრობამ იუნისეფის რეკომენდაციებზე დაყრდნობით შეიმუშავა. პრემიერ-მინისტრი პირობას დებს, რომ ყყველაფერს გააკეთებენ, რათა ყველა ბავშვს განვითარების თანაბარი პირობები ჰქონდეს. მამუკა ბახტაძე "იუნისეფის რეკომენდაციებზე დაყრდნობით ჩვენ შევიმუშავეთ ახალი სისტემა, შესაბამისად ის იქნება ასახული მომავალი წლის ბიუჯეტში. სოციალურად დაუცველი 16 წლამდე მოზარდები და ოჯახები, სადაც ბავშვები იზრდებიან 5-ჯერ მეტ დახმარებას მიიღებენ" გიორგი ქობულია "ერთ-ერთი ყველაზე მთავარი, რაც შემდეგი წლის ბიუჯეტში ხდება ეს არის 144 000 000 ბავშვისთვის 50 ლარიანი ვაუჩერის გამოყოფა." მისი თქმით, ეს ასევე შეთანხმებული იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. დავით სერგეენკო კი განმარტავს, რომ დახმარების ნაწილი იქნება თანხის სახით, ნაწილი კი სპეციალურად შედგენილი კვების ვაუჩერი. http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5664969 აჭარა მთავარი 21:00 - http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5664856 1 არხი მოამბე 21:00 - http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5664855 იმედი ქრონიკა 20:00 - http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5664827 02.11. - იმედი , ქრონიკა 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5664324 --- 02.11.2018 არხი:მაესტრო გადაცემა: ბიზნესი მაესტროზე სოციალური დახმარებების სისტემა სოციალურად დაუცველი 16 წლამდე მოზარდები და მათი ოჯახები 5-ჯერ მეტ დახმარებას მიიღებენ, შესაბამისად, სოციალური დახმარების ოდენობა 50 ლ იქნება. როგორც პრემირმინისტრმა დღეს, მთვრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ინიციატივა 140 000-მდე სოციალურად დაუცველ ბავშვს შეეხება. გადაცემის სტუმარია ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი სერგო ჩიხლაძე. სერგო ჩიხლაძე: "ბოლო წლების განმავლობაში სრულიად არასწორი პოლიტიკა მიმდინარეობს. ყველა კვლევა და სტატისტიკა, მთავრობაც აღიარებს, რომ ღარიბი ადამიანების რიცხვი იზრდება, სიღარიბე იზრდება. შედით სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში და ნახავთ, რომ გაზრდილი სიღარიბის ფონზე, 2018 წლოს იანვრიდან, 40 000 ადამიანი ამოიღეს სოციალური დახმარების მიმღების სიიდან. ლოგიკა არაა არანაირი. მთავრობაც ხშირად აპელირებს იუნისეფის კვლევაზე, რომელის ივნისში გამოცხადდა. ამ დროს სოც დაუცველთა ბაზაში იყო 449 000 ადამიანი, ივლისში 429 000 ადამიანია. ბაზები არის მოუწესრიგებელი, ბოლო ორი წელია, ჯანდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ მუშაობს, თუმცა არ უმჯობესდება. ეს ყველაფერი ხდება არჩვენბამდე, დღეს მოვკარი ყური, რომ ეკონომიკის სამინისტრო მეშახტეებს გადაუხდის შახტის გაჩერების დროს - რამდენად სწორია ეს პოლიტიკა?" http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5664469 --- 02.11.2018 არხი:მაესტრო გადაცემა: დღის მთავარი თემა 20:00 კანაფის კულტივაციის კანონპროექტი საქართველოში კანაფს აღარ დათესავენ და ქვეყანა ვერც მთავრობის მიერ გათვლილ მილიარდიან მოგებას ვერ მიიღებს. საპატრიარქოში გამართული საათნახევრიანი შეხვედრის შემდეგ ამ საკითხში საზოგადოებისთვის პოზიციების დათმობის შესახებ შს მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადეს. პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს პირდაპირ განაცხადა, რომ კანონპროექტის გაწვევა არჩევნებსაც უკავშირდება. დავით სერგეენკო "მე არ ვფიქრობ რომ ეს მეორე ტურთან არის კავშირში, რადგან თავიდანვე სამმოდულიანი დაგენილების პროექტი იყო, მაშინვე გაცალკევდა, როცა მოსახლეობამ უკმაყოფილება გამოხატა." პარლამენტიდან კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტს გაიწვევენ. ასეთი შედეგით დასრულდა ირაკლი კობახიძის, გიორგი გახარიასა და კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის შეხვედრა. „პარტიაში იყო შეხვედრა, რომელსაც ქალბატონი სალომეც ესწრებოდა და მივიღეთ გადაწყვეტილება, საზოგადოების დამოკიდებულებიდან გამომდინარე, რომ კანონპროექტი გამოვიტანოთ.“ - განაცხადა გიორგი გახარიამ. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით შესაძლოა პრეზიდენტის პოსტის ხელში ჩაგდების სწემდეგ ეს კანონპროექტი მაინც განახორციელოს ხელისუფლებამ. http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5664959 1 არხი - კანაფის კულტივაციის საკითხი აღარ განიხილება- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5664795 --- 02.11.2018 არხი:იმედი გადაცემა: ქრონიკა 20:00 რას ითხოვენ ტყიბულელი მეშახტეები ტყიბულელი მეშახტეების ნაწილი ძიძიგურის სახელობის შახტიდან პროტესტის ნიშნად არ ამოდის. ამ ფორმით ისინი შახტში ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოს აღდგენას მოითხოვენ. აქციის მონაწილეები პრემიერმინისტრს შეხვედრას და მათი პრობლემებით დაინტერესებას სთხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მასობრივი საპროტესტო აქციებით იმუქრებიან. ტყიბულში მინდელის შახტი 16 ივლისს დაიხურა. გადაწყვეტილება საქართველოს მთვრობამ მიიღო და გამოძიების დასრულებამდე და ექსპერტიზის ჩატარებამდე მუშაობა შეაჩერა. პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მაშინ თქვა, რომ დასაქმებულები ამ პერიოდის განმავლობაში ანაზღაურდებას მიიღებდნენ. 16 ივლისს მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. 5 აპრილს კი ტრაგიკულ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა. პროფესიული კავშირების გაერთიანების მონაცემებით, 2018 წელის 7 თვის მონაცემებით, სამუშაო ადგილებზე საწარმოო ტრავმების შედეგად გარდაიცვალა 29 და მძიმედ დაშავდა 24 ადამიანი. აქედან შახტებში გარდაცვლილია 11, ხოლო მძიმედ დაშავებულია 10 ადამიანი. მეშახტეების პროტესტს ეკონომიკის მინისტრი გამოეხმაურა: „მიმდინარეობს ტექნიკური შეფასება შახტების უსაფრთხოებაზე. ეს შეფასება დასრულდება დეკემბერში და იმ უბნებზე, სადაც გვექნება უსაფრთხოების გარანტირებული დასკვნა, დავიწყებთ მუშაობას. ვიდრე ეს სამუშაოები დაიწყება, ჩვენ შევთანხდმით მეშახტეებთან, რომ გადავუხდით ხელფასს. მუშაობის აღდგენის შემდეგ პროცესები ჩვეულებრივ გაგრძელდება. ჩვენ არ შეგვიწყვეტია ხელფასების გადახდა, წინა თვეში გადახდილია და ამ თვეშიც ასევე იქნება, მიუხედავად იმისა, რომ მუშაობა არ აღდგენილა. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ იქ სადაც მუშაობა დაიწყება, იქნება უსაფრთხო“, - განაცხადა ქობულიამ. http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5664875 --- 02.11.2018 არხი:1 არხი გადაცემა: მოამბე 18:00 შშმ პირთა საჭიროებები საქართველოს 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში შშმ პირთა საჭიროებების გათვალისწინება - საკითხზე პარლამენტში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები პარლამენტის კომიტეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ყველა კატეგორიის შშმ პირისათვის პენსიის გათანაბრება, აუტიზმის სპექტრის მქონე 16 წელს ზევით მოზარდთათვის სპეციალური სერვისების შექმნა, ასევე შშმ პირთათვის სტომატოლოგიური ოპერაციების დაფინანსება განხილვის ძირითადი საკითხები იყო. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, რიგი მიმართულებებით ბიუჯეტის გაზრდა უკვე დაგეგმილია. მათ შორისაა შშმ ბავშვების რეაბილიტაციის პროგრამების დაფინანსების გაზრდა, დღის ცენტრების სუფსიდირების გაზრდა და ე.წ. მეორე ჯგუფის შშმ პირებისათვის პენსიის მომატება. http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5664703 --- 02.11.2018 არხი:ტვ1 გადაცემა: საქმის კურსი შრომის პირობების ინსპექტირება - რა შენიშვნები აქვს კერძო სექტორს ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ბექა ფერაძეს შეხვდებიან. მთავარი სასაუბრო თემა შრომის პირობების ინსპექტირების პროცესში გამოვლენილი ხარვეზები და მთავარი გამოწვევები იქნება. დამსაქმებელტა ასოციაციის თავმჯდომარე ელგუჯა მელაძე ამბობს, რომ 1 აგვისტოდან დღემდე კომპანიების დაჯარიმება არ მომხდარა. ინსპექტირების დეპარტამენტი შედის კომპანიებში და მათ მხოლოდ სიტყვიერ გაფრთხილებას აძლევს. ინსპექტირების პროცესი არ არის ერთადერთი საკითხი, რაზეც დღეს ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ისაუბრებენ. ბიზნესს ასევე აინტერესებს სავალდებულო დაზღვევის კომპონენტთან დაკავშირებული საკითხები. http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5663314 --- ინტერნეტი 05.11.2018 მედიასაშუალება:ბიემჯი კალაძე: ჩემი თხოვნა იქნება, სოციალური დახმარების ზრდა არჩევნებს არ დაუკავშიროთ ქართული ოცნების გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე მოსახლეობას მოუწოდებს, პრემიერმინისტრის მიერ პარასკევს გაკეთებული დაპირებების არჩევნებთან დაკავშირება არ მოხდეს. ბახტაძემ 2 ნოემბერს განაცხადა, რომ 2019 წლიდან სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები არასრულწლოვნები 50 ლარამდე გაზრდილ შემწეობებს მიიღებენ. დღეს ამ კატეგორიის ბავშვების შემწეობა 10 ლარს, ანუ დღეში 33 თეთრს შეადგენს. “არ დაუკავშიროთ არჩევნებს ჩემი თხოვნა იქნება. იმიტომ რომ კონკრეტული გადაწყვეტილებები, აი თუნდაც პრემიერმა ისაუბრა, ცვლილებებზე რომელიც დაახლოებით 150 ათას სოციალურად დაუცველ ბავშვს ეხება და 50 ლარი იქნება დახმარება. ასევე, სოციალურად დაუცველებს დასაქმების შემთხვევაში, დახმარებები არ შეუწყდებათ. ამასთან დაკავშირებით თუ არ ვცდები ჯერ კიდევ მაისში იყო პარლამენტში გაჟღერებული, ამიტომ, ჩემი თხოვნა იქნება არჩევნებს ნუ დაუკავშირებთ ამას,”- ამბობს კალაძე. ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის დახმარებების ზრდას დაახლოებით 70 მილიონ ლარამდე თანხის მობილიზება დასჭირდება. ამასთანავე, მაჭავარიანი ამბობს, რომ მთავრობა შშმ პირთა სოციალური დახმარების ზრდის შესაძლებლობასაც განიხილავს. სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, დღეს საქართველოში 125 ათასი ბავშვი იღებს თვეში 10 ლარიან შემწეობას. http://www.bm.ge/ka/article/kaladze-chemi-txovna-iqneba-socialuri- daxmarebis-zrda-archevnebs-ar-daukavshirot/26260/ --- 04.11.2018 მედიასაშუალება: პია.ჯი პარამედიკოსების მეოთხე ჯგუფის მომზადება დასრულდა გადაუდებელ სამედიცინო შემთხვევებზე რეაგირებისთვის პარამედიკოსების მომზადება გრძელდება. წარმატებულ კურსანტებს დღეს სერტიფიკატები საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ გადასცა. პარამედიკოსები სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონულ სამსახურებში გაიგზავნებიან და მაღალი პრიორიტეტის გამოძახებებს შეასრულებენ. ამ დროისთვის, უკვე პარამედიკოსთა ოთხი ჯგუფი მომზადდა. ამავდროულად, ახალი ნაკადის მიღება გრძელდება. აპლიკანტები საკონკურსო წესით, მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენისა და ნორმატივების ჩაბარების საფუძველზე შეირჩევიან, რის შემდეგაც გადაუდებელი დახმარების შესახებ თეორიულ და პრაქტიკულ კურსს გადიან. მოდულში, როგორც სასწრაფო დახმარებისა და კატასტროფის ეკიპაჟებთან, ისე კლინიკების ბავშვთა და მოზრდილთა გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში მორიგეობა შედის. გადამზადების შემდეგ მათ განმეორებითი გამოცდა უტარდებათ, რომლის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, სერტიფიკატები გადაეცემათ და სასწრაფოს რაიონულ სამსახურში ნაწილდებიან. პარამედიკოსთა მომზადების პროექტი ამიერკავკასიაში პირველად, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება და გადაუდებელი დახმარების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. https://pia.ge/post/231979-paramedikosebis-meotxe-jgufis-momzadeba- dasrulda ექსპრესნიუსი- http://expressnews.com.ge/?id=74131 ინტერპრესნიუსი - https://www.interpressnews.ge/ka/article/519542- paramedikosebis-meotxe-jgupis-momzadeba-dasrulda/ --- 03.11.2018 მედიასაშუალება: ნიუპოსტი სერგეენკო ხელისუფლებაში საკადრო ცვლილებებს არ გამორიცხავს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, ხელისუფლებაში საკადრო ცვლილებებს არ გამორიცხავს. მისი აზრით საზოგადოებნა კონკრეტულ ნაბიჯებს ელის ხელისუფლებისგან. "საზოგადოებამ მკაფიოდ გვითხრა, შეცვალეთ მიდგომები, რომ მეტი შედეგი დადოთ და ეს ასეც იქნება. ეს იქნება არა ცალკეული ნაბიჯები, რომელიც პოლიტიკის ნაწილი არის, არამედ მართვის მეთოდების გაუმჯობესება. მათ შორის მე ვვარაუდობ, რომ საკადრო ცვლილებებსაც," - განაცხადა მინისტრმა. http://www.newposts.ge/?l=G&id=188508- %E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%94%E1%83%94%E1%83%9C%E1%83% 99%E1%83%9D --- 03.11.2018 მედიასაშუალება: ტვ 25 დავით სერგეენკო: აჭარის რესპუბლიკური საავადმყოფო ყოველთვის ჯანდაცვის სტრატეგიული ობიექტი იყო და დარჩება სახელმწიფო საკუთრებაში აჭარის რესპუბლიკური საავადმყოფო ყოველთვის ჯანდაცვის სტრატეგიული ობიექტი იყო და ამ კლინიკას ძალიან მდიდარი სამედიცინო ტრადიციები აქვს. ამ ეტაპაბდე ჩვენ შევძელით ის, რომ ძველ შენობაში მომუშავე კოლექტივს ახალი შენობა ავუშენეთ, მშენებლობა სულ მალე დასრულდება და სამედიცინო პერსონალი განახლებულ ინფრასტრუქტურაში გააგრძელებს მოღვაწეობას. - განაცხადა საქართველოს ოკუპირებუილი ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა აჭარის რესპუბლიკური საავადმყოფოს განვითარების გეგმებზეც. ,,აჭარის რესპუბლიკური საავადმყოფო, ისევე როგორც სხვა სამი კლინიკა, მთელი საქართველოს მასშტაბით, ესენია: თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო, საჩხერის სამედიცინო ცენტრი, ზუგდიდის, სოფელ რუხის საუნივერსიტეტო კლინიკა დარჩებიან სახელმწიფო საკუთრებაში. სახელმწიფო გააკეთებს ინვესტიციას, რათა შეიქმნას სანიმუშო ეტალონური კლინიკების პროექტი, რომელსაც ექნება, როგორც საუნივერსიტეტო განათლების, ასევე ხარიხსიანი ჯანდაცვის მიწოდების მძლავრი პოტენციალი. ეს იქნება ერთგავრი ხარისხის თამასა, რომელსაც დროთა განმავლობაში გაუსწორდებიან სხვა კლინიკებიც. ეს არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო ამ პროექტის განუყოფელი ნაწილია. ამ ეტაპზე ბათუმის რესპუბლიკურ სააავდმყოფოში მშენებლობის პროცესი სრულდება და ალბათ, მომავალი წლის გაზაფხულიდან დაიწყება აღჭურვა,"- განაცხადა სერგეენკომ. რაც შეეხება დაფინანსების საკითხს, მინისტრის თქმით, აღნიშნული პროექტი აჭარის მთავრობასთან თანამშრომლობით ხორციელდება. კლინიკის მშენებლობა აჭარის მთავრობის ბიუჯეტიდან დაფინანსდება, ხოლო აღჭურვის ნაწილი - ცენტრალური ბიუჯეტის პასუხისმგებლობა იქნება. http://tv25.ge/news.php?lang=ge&id=9462 რეპორტიორი - http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=83834 ბათუმელები - http://batumelebi.netgazeti.ge/news/166587/ ბათუმელები - „ამ საკითხის მოგვარება მხოლოდ ბატონ ბიძინას შეუძლია“ – ექიმების აქცია ბათუმის რესპუბლიკურში - http://batumelebi.netgazeti.ge/news/166590/ აიპრესი - https://ipress.ge/new/sergeenko-atcharis-respublikuri- saavadmqhopho-darcheba-sakhelmtsipho-sakutrebashi-is-jandacvis- strategiuli-obieqtia/ ჯიეიჩენი - http://ghn.ge/com/news/view/214580 1ტვ ჯი - https://1tv.ge/news/davit-sergeenko-acharis-respublikuri- saavadmyofo-yoveltvis-jandacvis-strategiuli-obieqti-iyo-da-darcheba- sakhelmwifo-sakutrebashi/ კვირა ჯი - http://kvira.ge/429341 პიაჯი - https://pia.ge/post/231918-davit-sergeenko-awaris- respublikuri-saavadmyofo-darceba-saxelmwifo-sakutrebasi კომერსანტი - https://commersant.ge/ge/post/sergeenko-acharis- respublikuri-saavadmyofo-darcheba-saxelmwifo-sakutrebashi-is- djandacvis-strategiuli-obieqtia ინტერპრესნიუსი - https://www.interpressnews.ge/ka/article/519498- davit-sergeenko-acharis-respublikuri-saavadmqopo-qoveltvis-jandacvis- strategiuli-obiekti-iqo-da-saxelmcipo-sakutrebashi-darcheba/ --- 03.11.2018 მედიასაშუალება: ნიუს ჯი მათ სკამების დაკარგვის ეშინიათ“ – გიორგი ვაშაძე „ქართულ ოცნებაზე“ „მათ ეშინიათ სკამების დაკარგვის. ნაცვლად იმისა, რომ ხალხის პრობლემასა და გაჭირვებაზე ეფიქრათ, ისინი ფიქრობდნენ სასახლეების აშენებაზე, საკუთარი ჯიბის გასქელებაზე, საკუთარი პრობლემის მოგვარებაზე“, – ეს განცხადება გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ქართული ოცნების მისამართით გააკეთა. გიორგი ვაშაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არჩევნების პირველი ტურის შედეგებმა ხელისუფლება აიძულა, რომ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაეწყო. ვაშაძის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გასამარჯვებლად მმართველი გუნდი მოსახლეობას ტყუილ დაპირებებს აძლევს. „გუშინ გავრცელდა ბატონი ბახტაძისგან, პრემიერისგან, რომ სოციალურად დაუცველი ბავშვები 5-ჯერ მეტ დახმარებას მიღებენ. მათ, სამწუხაროდ, ახლა გაიგეს, რომ 150 ათასი ბავშვი შიმშილობს და, თურმე, ყოფილა ბიუჯეტში შესაძლებლობა, რომ მათ მეტი დახმარება მივცეთ. ბატონი სერგეენკო ამბობს, რომ სოციალურად დაუცველებს, მუშაობის დაწყების შემთხვევაში, დახმარება არ შეუწყდებათ. წლებია, ამას ჯანდაცვის სამინისტროსგან ვითხოვთ. ახლა, თურმე, აღმოჩნდა ბიუჯეტში თანხები, რომ ეს ყველაფერი გაკეთდეს. ბატონი აკაკი ზოიძე,რომელიც ამბობს, რომ შშმ პირებს სახელწმიფოს დახმარების პროგრამა 20149 წლიდან გაეზრდება, თურმე, ყოფილა ამის შესაძლებლობა ბიუჯეტში. ბიუჯეტის პროექტი, რომელიც ქართულმა ოცნებამ პარლამენტში შეიტანა, არცერთი ინიციატივა არ არის გათვალისწინებული,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ. https://news.ge/mat-skamebis-dakargvis-esiniat-giorgi-vasaze-qartul- ocnebaze/ --- 03.11.2018 მედიასაშუალება:ფორ ჯი კანაფის კულტივაციის თემას ქვეყანა, სავარაუდოდ, აღარ დაუბრუნდება კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის ბედი, რომელმაც წინასაარჩევნოდ ხელისუფლების იმიჯს პრობლემა შეუქმნა, გადაწვეტილია - პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა, სადაც აღნიშნული თემა განიხილეს, შეხვედრის შემდეგ კი ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კანონპროექტი პარლამენტიდან გაწვეული იქნება. კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში შეჩერებული იყო. საკანონმდებლო ორგანო მხოლოდ მარიხუანის მოხმარების შესახებ რეგულაციებთან დაკავშირებულ კანონპროექტს განიხილავდა. „ევროპული საქართველოს“ წევრი ლევან თარხნიშვილი თვლის, რომ საზოგადოების პროტესტის შემდეგ ხელისუფლებამ რამდენჯერმე გაიწვია კანაფის კულტივაციის შესახებ ინიციატივა და, რა თქმა უნდა, არ არის გასაკვირი, რომ მორიგ ჯერზე გააკეთეს არჩვენების პირველი ტურის შემდეგ. ლევან თარხნიშვილის შეფასებით, თუ მოქალაქეებს სურთ თავიდან აიცილონ მსგავსი ინიციატივები, ყველა უნდა გამოცხადდეს მეორე ტურზე და ხმა მისცეს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დასასრულს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებით, კანაფის კულტივაციის კანონპროექტის გაწვევის მიზეზი გახდა ის, რომ საზოგადოებისგან დიდი უკმაყოფილება იყო. მისივე განმარტებით, ხელისუფლებამ ეს უკმაყოფილებები მოისმინა და გაითვალისწინა. „ასეთი სახის საკითხები აუცილებლად გადაწყდება მხოლოდ იმის შემდეგ, როცა მივიღებთ საზოგადოებისგან ამის გაკეთების ნებართვას. ამ შემთხვევში დავინახეთ, რომ საზოგადოება არ იყო კმაყოფილი და მოხდა გადაწყვეტილების შეცვლა“, - განაცხადა ქობულიამ. მინისტრი არ იზიარებს დეპუტატების პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნებში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის მიერ მიღებული შედეგის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს კანონპროექტია. „ვერ მივიღებ ამ მოსაზრებას. ეს ძალიან რთული საკითხია, რამ მოახდინა არჩევნების შედეგზე გავლენა“, - განაცხადა მინისტრმა. ვერც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო ხედავს კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის უკან გაწვევის გადაწყვეტილებაში მეორე ტურთან კავშირს. როგორც სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, კულტივაციასთან დაკავშირებით ინტენსიური მსჯელობა ჯერ კიდევ პირველ ტურამდე იყო. „მე არ ვფიქრობ, რომ ეს მეორე ტურთან არის კავშირში. კულტივაციასთან დაკავშირებით პირველ ტურამდეც ინტენსიური მსჯელობა იყო. აქედან გამომდინარე, ჩემს წარმოდგენაში ვერ ვაკავშირებ მაინცდამაინც მეორე ტურთან, ეს უფრო კავშირშია საზოგადოების რეაქციასთან“,- განაცხადა სერგეენკომ. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ როგორც განმარტა, ხელისუფლებამ ხალხს ყური უგდო - წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობასთან შეხვედრებმა და არჩევნების პირველი ტურის შედეგებმა აჩვენა, რომ აღნიშნულ ინიციატივაზე კონსენსუსი ვერ შედგება. ზოიძის თქმით, საუბარი იყო ქვეყნისათვის 1-მილიარდ დოლარიან შემოსავალზე და ეს ის სარგებელი იყო, რის გამოც პარლამენტში ეკონომიკური პროექტი შემოვიდა. „პროექტი არსი იყო სამედიცინო მიზნით კანაფის პრეპარატების წარმოება. ეს არსი არ შეცვლილა. არც მოსალოდნელი სარგებელი შეცვლილა, მაგრამ საზოგადოებაში წარმოიქმნა პრეტენზია, შიში იმის თაობაზე, რომ ამან შეიძლება ქვეყანაში მარიხუანას მოხმარების რისკები გაზარდოს. საზოგადოებასთან კონსენსუსი ვერ შედგა, საკითხმა სულ სხვა კონოტაცია შეიძინა და საზოგადოების დიდ ნაწილში ნეგატიური დამოკიდებულება გამოიწვია“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ. ზოიძე დარწმუნებულია, რომ პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის პარლამენტიდან გაწვევის ყველა შესაბამისი პროცედურა განხორციელდება და მას ხელისუფლება აღარ დაუბრუნდება. ასე არ ფიქრობს „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი - გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, თუ ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტის პოსტს ჩაიგდებს ხელში, ერთ წამში დააბრუნებს კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტს პარლამენტში. მისი თქმით, ამომრჩეველმა კიდევ ერთხელ აჩვენა ხელისუფლებას რეალური ძალა. „მილიონმა ამომრჩეველმა უარი უთხრა ივანიშვილს და ე.წ. „ქართულ ოცნებას“, მილიონმა ამომრჩეველმა აიძულა ის, რომ უარი ეთქვა კანაფის წარმოებასა და ქვეყნის ნარკოპლანტაციად გადაქცევაზე. დღეს ხელისუფლებამ ვერ გაუძლო საქართველოს მოქალაქეების წნეხს, რომელმაც კიდევ ერთხელ აჩვენა ძალა. ამავდროულად უნდა გვახსოვდეს, რომ ივანიშვილმა თავად აღიარა, რომ მისი იდეა იყო მარიხუანას წარმოება, რომ ის პირადად არის ამაში დაინტერესებული“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. ვაშაძე საზოგადოების დარწმუნებას ცდილობს, რომ სწორედ მეორე ტურში მისი გამარჯვების შემდეგ დაიწყება ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაწყვეტა. „მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა და მიუხედავად იდეოლოგიური განსხვავებებისა, პოლიტიკურმა პარტიებმა მიაღწიეს იმას, რომ ყალიბდება კონსენსუსი იმ გზაზე, რომელიც ჩვენ ქვეყანას გამოიყვანს „ქართული ოცნების“ მიერ გამოწვეული კრიზისიდან“,- აცხადებს გრიგოლ ვაშაძე. ცნობისთვის - ის ოპოზიცია, რომელიც დღეს „ნაციონლური მოძრაობის“ ირგვლივ გაერთიანდა, ზუსტად 15 წელი თვლიდა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეიყვანა ქვეყანა ისეთ კრიზისში, საიდანაც გამოსვლა იოლი არ იქნებოდა. http://www.for.ge/view.php?for_id=57071&cat=3 --- 03.11.2018 მედიასაშუალება:პრაიმტაიმი რა უნდა გაითვალისწინოს ბიუჯეტში მთავრობამ სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის აუტისტურის სპექტრის მქონე 16 წლამდე ბავშვებს აუცილებელი თერაპიის ხარჯებს ადგილობრივი ბიუჯეტი მხოლოდ საქართველოს 4 დიდ ქალაქში უფინანსებს: თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში. 16 წლის შემდეგ, მოზარდების თერაპიის დაფინანსება მთლიანად ოჯახებს აწვება მძიმე ტვირთად და ხშირად, მათ არ აქვთ საშუალება, აღნიშნული თერაპია გაუგრძელონ მოზარდებს, რომლებისთვისაც ეს მნიშვნელოვანია. “ჩემთვის, როგორც 15 წლის აუტისტურის სპექტრის მქონე მოზარდის მშობლისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროგრამა 18 წლამდე გაგრძელდეს. მომავალი წლის ნოემბრამდე გვაქვს ვადა, მერე აღარ ვიცი, რა მოხდება,” – ამბობს ქეთევან ნებიერიძე. ეს არის ერთ-ერთი იმ ბევრ პრობლემას შორის, რომელიც აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების ოჯახებს აწუხებთ და რომლის მოგვარებისთვისაც იბრძვიან. სწორედ ამ მიზნით, შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლები 2 ნოემბერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შეხვდნენ. აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლების შეხვედრა პარლამენტარებთან. 2 ნოემბერი, 2018. ფოტო: საქართველოს პარლამენტი მათ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძეს, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს სოფო კილაძესა და დეპუტატ რატი იონათამიშვილს ის საკითხები გააცნეს, რომლებიც, მათი აზრით, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა იყოს გათვალისწინებული. აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების თერაპიას ჯანდაცვის სამინისტრო და შესაბამისად, ცენტრალური ბიუჯეტი, არ აფინანსებს. მარი კორკოტაძე არის წევრი შშმ ბავშვთა ორგანიზაციისა “ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ”. მისი თქმით, 16 წლამდე აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების თერაპიის ხარჯებს ადგილობრივი ბიუჯეტი ფარავს და ისიც მხოლოდ ქვეყნის ოთხ ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში. მარი კორკოტაძე ამბობს, რომ რომელიმე რეგიონიდან აუტისტური სპექტრის ბავშვის თბილისში ჩაწერა და შესაბამისად, თერაპიული მომსახურების მიღება საკმაოდ რთულია, რადგან რეგისტრაციიდან სამი წელი უნდა გავიდეს, რათა ბავშვმა თერაპიით ისარგებლოს. “16 წლიდან მოზარდებისთვის არანაირი დაფინანსება აღარ არსებობს. ამ მოზარდებს ფაქტობრივად შუა ქუჩაში ვტოვებთ. თბილისის მერიას ამ საკითხზე უკვე მივმართეთ. მათ გვითხრეს, რომ 16 წელს ზემოთ ბავშვებს ვერ დააფინანსებენ. დღეს მერიას აუტისტური სპექტრის ბავშვების დასაფინანსებლად 3.5 მლნ ლარი აქვს გამოყოფილი. აუტიზმის შემთხვევაში, ამ ადამიანებს, ფაქტობრივად, მთელი ცხოვრება სჭირდებათ თერაპიული მომსახურება. ამიტომ მნიშვნელოვანია, ეს სერვისი მათ უწყვეტად მიეწოდებოდეთ ,” – აცხადებს მარი კორკოტაძე. გარდა 16 წლის მიღწევის შემდეგ თერაპიის დაფინანსების შეწყვეტისა, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს სპეცმასწავლებლის საკითხი. მარი კორკოტაძის თქმით, აუტისტურის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ინდივიდუალური მასწავლებელი აუცილებელია. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ განათლების სამინისტრომ ასეთი მასწავლებლების დაფინანსება უნდა გაზარდოს, რათა ბავშვებს, რომლებსაც ინდივიდუალური სპეცმასწავლებელი სჭირდებათ, ამით სარგებლობის შესაძლებლობა ჰქონდეთ. “როდესაც სკოლას სპეცმასწავლებლის გამოყოფის თხოვნით მივმართავთ, სკოლა უარს გვეუბნება. ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც საგანმანათლებლო დაწესებულება ამბობს, რომ ერთს კი დავუნიშნავ, მაგრამ ჩემს სკოლაში ასეთი ხუთი ბავშვია და ხუთივე რომ მომთხოვს, რა გავაკეთო?!” – ამბობს მარი კორკოტაძე. პარლამენტარებთან შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სტომატოლოგიური მომსახურების დაფინანსების საკითხზეც. სახელმწიფო საერთოდ არ აფინანსებს შშმ პირების სტომატოლოგიურ მომსახურეობას. შეხვედრის მონაწილეები ამბობენ, რომ სპეციალური საჭიროების მქონე პირებს განსაკუთრებით ძვრი უჯდებათ ეს სერვისი, რადგან მათ შემთხვევაში ექიმები ანესთეზიას იყენებენ, რაც 400-600 ლარი ღირს და მძიმე ტვიურთად აწვება ოჯახებს. ხშირად, მშობლები ელოდებიან, როდის დაუზიანდება რამდენიმე კბილი ბავშვს, რომ ანესთეზიის გამოყენების შემთხვევაში, ყველა პრობლემა ერთდროულად მოაგვარონ. ამ საკითხზე აკაკი ზოიძემ განაცხადა, რომ არ არსებობს ქვეყანა, სადაც სტომატოლოგიური სერვისი სახელმწიფოს მიერ ფინანსდება და ეს კერძო სადაზღვევო კომპანიების საქმეა. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, 2019 წელს, შესაძლოა, ე.წ მე-2 ჯგუფის ანუ მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს პენსია, მინიმუმ, 150 ლარამდე მოემატოთ. როგორც ზოიძე განმარტავს, შესაბამისი თხოვნით კომიტეტმა სამინისტროს უკვე მიმართა და მათგან საბოლოო პასუხს ჯანდაცვის კომიტეტი ნოემბერში მიიღებს. ნეტგაზეთთან საუბრისას დეპუტატი რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ 2019 წელს სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის განკუთვნილ პროგრამებზე დაფინანსება გაიზრდება. ამ ეტაპზე პარლამენტი ბიუჯეტის პროექტს განიხილავს, შესაბამისად, იონათამიშვილს უჭირს დაასახელოს, კონკრეტული პროგრამის დაფინანსება რამდენით გაიზრდება. “ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტი, მისი პარამეტრები, მაქსიმალურად იყოს მორგებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებსა და ინტერესებს. დღეს გავიარეთ თითოეული ის საკითხი, რომელსაც ისინი პრიორიტეტულად მიიჩნევენ. ამ პრობლემების ძირითადი ნაწილი ჩვენ უკვე გადაგზავნილი გვაქვს სამინისტროებში შესასრულებლად და ველოდებით მათგან პასუხებს,” – ამბობს რატი იონათამიშვილი. პარლამენტის წევრების თქმით, ბიუჯეტის დამტკიცებამდე, მსგავსი შეხვედრა კიდევ გაიმართება. ამ შემთხვევაში საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები შშმ პირების საჭიროებებზე მომუშავე ორგანიზაციებს მიაწვდიან ინფორმაციას, 2019 წელს რომელი პროგრამებს დააფინანსებს სახელმწიფო. 2019 წელს საქართველოს ბიუჯეტი, 2018 წელთან შედარებით, დაახლოებით, 270 მილიონი ლარით იზრდება და 12 729 700 000 ლარს შეადგენს. სოციალური დაცვის მიმართულება 252 მილიონი ლარით იზრდება და სავარაუდოდ, 2 934 972 000 ლარი იქნება. აქედან თითქმის ორი მილიარდი ლარი ხანდაზმულთა სოციალურ დაცვაზე დაიხარჯება. შესაძლოა, განხილვის პერიოდში ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები კიდევ შევიდეს. https://www.primetime.ge/news/15412350275- %E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%99%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90%E1%83% 9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98- %E1%83%92%E1%83%90%E1%83%96%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%98%E1%83%9A%E1%83% 98%E1%83%90 ნეტგაზეთი - http://netgazeti.ge/news/316718/ --- 03.11.2018 მედიასაშუალება:პრაიმთაიმი შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა 60- მდე კომპანია შეამოწმა და მათ შორის 3 დააჯარიმა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა 2018 წლის 1-ელი აგვისტოდან, გაზრდილი მანდატის ფარგლებში, 60-მდე კომპანია შეამოწმა და მათ შორის 3 დააჯარიმა, - აღნიშნულის შესახებ განცხადება დღეს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებულ შეხვედრაზე შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ გააკეთა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროდან იუწყებიან, შრომის ინსპექციასა და ბიზნეს სექტორს შორის გამართულ შეხვედრაზე პირობების ინსპექტირების მიმდინარე პროცესების, მთავარი გამოწვევებისა და ხარვეზების შესახებ იმსჯელეს. „საჯარიმო სანქციები 100-დან 50 000 ლარამდე მერყეობს. ეს დამოკიდებულია კომპანიის სიდიდესა და დარღვევის სიმძიმეზე. მონიტორინგის პროცესში ამ ეტაპზე კომპანიებისთვის მთავარი გამოწვევა ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ნორმების შესრულებაა, მაგალითად ისეთის, როგორიცაა ვიბრაცია, მიკროკლიმატი, ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური საფრთხეები“, - აცხადებს ბექა ფერაძე. შეხვედრის ფარგლებში ბიზნეს სექტორმა წარმოადგინა საკუთარი შეფასებები შრომის უსაფრთხოების ახალი კანონის იმპლემენტაციის პროცესში არსებული გამოწვევების შესახებ. “ამ ეტაპზე ბიზნესისთვის აქტუალური საკითხია უბედური შემთხვევებისგან დასაქმებულთა სავალდებულო დაზღვევის რეგულაცია, რომელიც 2019 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება. კანონში არსებული საკითხების დასაზუსტებლად საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ და სადაზღვევო კომპანიების ასოციაციამ უკვე დავიწყეთ ერთობლივი მუშაობა, რათა მთავრობას მივაწოდოთ ბიზნეს სექტორის ხედვა, თუ რა ფორმით შეიძლება მოხდეს ამ კანონის ამოქმედება იმგვარად, რომ ნაკლებ წნეხს წარმოადგენდეს ის კომპანიებისთვის“, - აღნიშნავს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე. საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტსა და ბიზნეს სექტორს შორის აქტიური დიალოგის არსებობისთვის სისტემატურად მართავს მსგავსი ტიპის შეხვედრებს https://www.primetime.ge/news/1541232814- %E1%83%A8%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83% 98%E1%83%A1-3- %E1%83%93%E1%83%90%E1%83%90%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83% 9B%E1%83%90 ნიუპოსტი - http://www.newposts.ge/?l=G&id=188444- %E1%83%A8%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1,%20%E1%83%98%E1 %83%9C%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A0% E1%83%94%E1%83%91%E1%83%90,%20%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A6%E1% 83%95%E1%83%94%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%98 ინტეროპრესნიუსი - https://www.interpressnews.ge/ka/article/519435- shromis-pirobebis-inspektirebis-departamentma-1-eli-agvistodan-60-mde- kompania-sheamocma-mat-shoris-3-daajarima/ --- 03.11.2018 მედიასაშუალება:კომერსანტი საქართველოში მედიკამენტების ხარისხის უზრუნველსაყოფად ინსპექტორები გადაამზადეს ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და კომპანია „ფარმაკონის“ წარმომადგენლებს შეხვდა. ისინი საქართველოში საწარმოო პრაქტიკის (GMP) საერთაშორისო სტანდარტის დანერგვის პროცესში მონაწილეობენ. აღნიშნული სტანდარტი წარმოადგენს ქვეყანაში წარმოებული და იმპორტირებული ფარმაცევტული პროდუქტის ხარისხის უმაღლეს საზომს. GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკა) სტანდარტის დასანერგად ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში შეირჩა ეროვნული ინსპექტორატის კანდიდატები. შერჩეულმა პირებმა დანიაში, კომპანია „ფარმაკონში“ გაიარეს სწავლების ძირითადი ეტაპი, რის შემდეგაც ფინალური მოდულები საქართველოში მოქმედ ფარმაცევტულ კომპანიებში შეისწავლეს. შეხვედრაზე დანიელმა ტრენერებმა ჯანდაცვის მინისტრს გააცნეს მომზადებული ინსპექტორების შესაძლებლობი და ის უნარები, რომლებიც მათ სწავლების პროცესში შეიძინეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ სწავლების პროცესში კანდიდატებმა გამოავლინეს მოსალოდნელზე მაღალი შესაძლებლობები და ინსპექტორისთვის საჭირო მნიშვნელოვანი თვისებები. მათივე შეფასებით, მომზადებულ ინსპექტორებს არამხოლოდ ეროვნულ, არამედ რეგიონულ დონეზეც შეუძლიათ მომართვის შემთხვევაში ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხის ინსპექტირება. შეხვედრაზე ტრენერებმა ასევე დადებითად შეაფასეს ქართული ფარმაცევტული კომპანიების განწყობა სიახლის დანერგვისადმი, რამდენადაც მწარმოებლებს აქვთ მოლოდინი, რომ GMP- სტანდარტი მათ საქმიანობას კიდევ უფრო განავითარებს. https://commersant.ge/ge/post/saqartveloshi-medikamentebis-xarisxis- uzrunvelsayofad-inspeqtorebi-gadaamzades --- 03.11.2018 მედიასაშუალება: ფორ.ჯი მთავრობა დაპირებების შესრულებას შეუდგა „ნაციონალური მოძრაობა“ თუ ოპოზიციის შემოკრებას ცდილობს, რათა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ოპოზიციური ხმების მცირე ოდენობაც კი არ გაუშვას ხელიდან, „ქართული ოცნება“ შეძლებისდაგვარად, იმ დაპირებების შესრულებას შეუდგა, რაც ქართველი ამომრჩევლის მოლოდინით, ამ ექვსი წლის მანძილზე უნდა გაეკეთებინა. როგორც ჩანს, ეს მისია მთავრობას აკისრია და მინისტრებიც ხელებდაკაპიწებული შრომობენ. როგორ დასუფასდებათ მცდელობა, რაც შეიძლება მეტი გაიღონ ხალხისთვის და შეუძლებელიც შეძლონ, ერთ თვეში გამოჩნდება, მანამდე კი როგორც ჩანს, სამთავრობო ინიციატივების უხვ მოსავალს უნდა ველოდოთ. მთავრობის მეთაურმა მამუკა ბახტაძემ უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მოსახლეობა მთავრობის ინიციატივების სიკეთეებით დროულად ვერ სარგებლობს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება ზრუნავს რეგიონებზე, გამოყოფს დიდ თანხებს, მაგრამ არაეფექტური მართვის გამო ინიციატივები მოსახლეობაზე გვიან აისახება. „დაწყებული გვქონდა და ვაგრძელებთ ჩვენი რეგიონული მართვის სისტემის რეფორმირებას. ამ სისტემაში ძალიან მნიშვნელოვანი და ხელშესახები არაეფექტურობაა, რომელიც აფერხებს, რაც შეიძლება მოკლე ვადაში მივიტანოთ ხალხთან კონკრეტული სიკეთე“, - განაცხადა ბახტაძემ. როგორც პრემიერმა აღნიშნა, რეგიონებს ფული საკმარისი აქვთ. „თუ შეხედავთ სტატისტიკას და გამოყოფილ ბიუჯეტს, სოციალური პოლიტიკის, ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით, ადგილობრივ და ასევე, ცენტრალური სისტემის დონეზე, ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესია და ძალიან მნიშვნელოვანი თანხებია ამ ყველაფრისთვის გამოყოფილი“, - აღნიშნა პრემიერმა. როგორც ბახტაძემ აღნიშნა, ცვლილებების აუცილებლობა რეგიონული მართვის სისტემაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებმაც დაადასტურა. „ცვლილებები ისედაც გვქონდა გათვალისწინებული და ამ გზავნილმა კიდევ უფრო დაადასტურა, რომ ჩვენ ამ მიმართულებით გვჭირდება ძალიან ნიშვნელოვანი ცვლილებები“, - განაცხადა პრემიერმა, თუმცა კონკრეტულად რა ცვლილებებია საჭირო და როდის გატარდება, როგორც ჩანს, მოგვიანებით გახდება ცნობილი. ამ ერთ თვეში ხელისუფლება სოციალური ფონის მიმართულებითაც გეგმავს ცვლილებებს, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, შემოსავლის გაჩენის შემთხვევაში სოციალურად დაუცველებს მონეტარული სოციალური დახმარება ერთი წლის, არამონეტარული კი ორი წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ. „ეს იქნება მნიშვნელოვანი სტიმული იმისთვის, რომ ისევ დახმარებით ხელი შევუწყოთ სოციალურ აქტივაციას და ღირსეული შემოსავლის მიღებას ამ ადამიანებისთვის“, – განაცხადა სერგეენკომ. გარდა ამისა, მთავრობა ბავშვებისა და ბავშვიანი ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასაც გეგმავს და 5-ჯერ მეტი დახმარების გაწევას პირდება. სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებში, სადაც 16 წლამდე ბავშვები ცხოვრობენ და მათი სარეიტინგო ქულა 100 000-ს არ აღემატება, შემოღებულ იქნება ბავშვების 50-ლარიანი ყოველთვიური დახმარება, რომლის ფარგლებშიც 20 ლარი ფულადი ბენეფიტი იქნება, ხოლო 30 ლარი - კვების ვაუჩერი. ბავშვების რაოდენობა, რომელიც ამ პარამეტრებს აკმაყოფილებს, 143 166-ს შეადგენს. შესაბამისად, პროექტის განხორციელებისთვის საჭირო წლიური საბიუჯეტო რესურსი 70 მლნ ლარია. ჟურნალისტების კითხვაზე, ახლა რატომ განაცხადა ამ ინიციატივის შესახებ პრემიერმა და ხომ არა ეს წინასაარჩევნო პიარ-სვლა, ბახტაძე პასუხობს, რომ ამ საკითხზე მთავრობა დიდი ხანია მსჯელობს, ბიუჯეტის დაზუსტების პროცესი სწორედ ახლა მიმდინარეობს და მას საარჩევნო პროცესებთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულიაც დადებით პროგნოზს გვთავაზობს, მისი ვარაუდით, ლარი წლის ბოლოსკენ კიდევ უფრო მეტ სტაბილურობას დაუბრუნდება. ქობულიას განცხადებით, ეკონომიკა იზრდება, ამიტომ მთავრობა კომფორტულად გრძნობს თავს ამ მიმართულებით. „ექსპორტი იზრდება. ჩვენი ეკონომიკა 5,6%-ით გაიზარდა სექტემბერში. ეს ყველაფერი აუცილებლად აისახება ლარის კურსზე. ჩვენ ვთვლით, რომ ლარი აბსოლუტურად სტაბილური იქნება და კიდევ უფრო მეტ სტაბილურობას დაუბრუნდება უკვე წლის ბოლოსკენ. ვვარაუდობთ, რომ ეკონომიკა კიდევ უფრო გაძლიერდება მომავალი ორი თვის განმავლობაში. ჩვენ გავიარეთ ეროვნული ბანკის სტარტეგია ჩვენს კოლეგებთან ერთად და ვთვლით, ის აბსოლუტურად საღი და მართებულია“, - განაცხადა ქობულიამ. http://www.for.ge/view.php?for_id=57081&cat=2 ბიპიენი - https://bpn.ge/biznesi/50129-shromis-pirobebis-inspeqtirebis- departamentma-1-eli-agvistodan-60-mde-kompania-sheamotsma-math-shoris- 3-daajarima.html?lang=ka-GE --- 03.11.2018 მედიასაშუალება:ბიპიენი სოციალურად დაუცველს დასაქმების შემთხვევაში ერთი წლის განმავლობაში სოციალური დახმარება შეუნარჩუნდება სოციალურად დაუცველს დასაქმების შემთხვევაში ერთი წლის განმავლობაში სოციალური დახმარება შეუნარჩუნდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ეს ხელს შეუწყობს სოციალურ აქტივაციას და ღირსეული შემოსავლის მიღებას ამ ადამიანებისთვის. მისივე თქმით, შესაბამისი დადგენილება უმოკლეს ვადაში შემუშავდება. „თუ ადამიანი იღებდა სოციალურ დახმარებას და იწყებდა მუშაობას, ამას პროგრამა აფიქსირებდა და ეხსნებოდა სოციალური დახმარება. ეს დასაქმების და სოციალური აქტივაციის მნიშვნელოვანი დამაბრკოლებელი ფაქტორი იყო. მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც თუ ადამიანი დაიწყებს მუშაობას, მას ერთი წლის განმავლობაში შეუნარჩუნდება მონეტარული სოციალური დახმარება. ეს ხელს შეუწყობს სოციალურ აქტივაციას და ღირსეული შემოსავლის მიღებას ამ ადამიანებისთვის“, - განაცხადა სერგეენკომ. https://bpn.ge/finansebi/50128-socialurad-daucvels-dasaqmebis- shemthkhvevashi-erthi-tslis-ganmavlobashi-socialuri-dakhmareba- sheunarchundeba.html?lang=ka-GE ლიბერალი - http://liberali.ge/news/view/40735/tu-sotsialurad- dautsvelebi-mushaobas-daitsyeben-garkveuli-dakhmareba- sheunarchundebat--sergeenko კვირა ჯი - http://kvira.ge/429284 ტაბულა - http://www.tabula.ge/ge/story/139075-sergeenko-socialurad- daucvel-pirs-mushaobis-datskebis-shemtxvevashi-daxmareba-ar ონ ჯი - https://on.ge/story/29766- %E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%94%E1%83%94%E1%83%9C%E1%83% 99%E1%83%9D- %E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83% A0%E1%83%90%E1%83%93- %E1%83%93%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83% 94%E1%83%91%E1%83%A1- %E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83% A0%E1%83%98%E1%83%A1- %E1%83%93%E1%83%90%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83% A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D- %E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83% 91%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%90%E1%83%A0- %E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%93%E1%83%94%E1%83% 91%E1%83%90%E1%83%97 აიპრესი - https://ipress.ge/new/davit-sergeenko-socialurad-daucvelebs- mushaobis-datsqhebis-shemtkhvevashi-dakhmareba-ar-sheutsqhdebat/ 1ტვჯი - https://1tv.ge/news/davit-sergeenko-socialurad-daucvel-pirebs- mushaobis-dawyebis-shemtkhvevashi-ori-wlis-ganmavlobashi-garkveuli- sakhis-dakhmareba-mainc-sheunarchundeba/ --- 02.11.2018 მედიასაშუალება: ლიბერალი დანამატს 1 იანვრიდან მიიღებენ - სამინისტრო სოცდაუცველი ბავშვებისთვის დახმარების გაზრდაზე სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის დახმარების გაზრდის ინიციატივაზე ჯანდაცვის სამინისტრო განმარტებას აკეთებს. სოციალურად დაუცველი 16 წლამდე ბავშვების დახმარება ხუთჯერ გაიზრდება და ბავშვიანი ოჯახები ამჟამად არსებული 10-ლარიანი დახმარების ნაცვლად მიიღებენ 50-ლარიან დახმარებას - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს ისაუბრა. „ბავშვებისა და ბავშვიანი ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებში, სადაც 16 წლამდე ბავშვები ცხოვრობენ და მათი სარეიტინგო ქულა 100 000-ს არ აღემატება, შემოღებულ იქნას ბავშვების 50 ლარიანი, ყოველთვიური დახმარება, რომლის ფარგლებშიც 20 ლარი იქნება ფულადი ბენეფიტი, ხოლო 30 ლარი - კვების ვაუჩერი. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით სოციალურად დაუცველი ოჯახები, ბავშვზე 50 ლარიან დანამატს 1 იანვრიდან მიიღებენ. მსოფლიო ბანკისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიაში 2015 წელს განხორციელებული ცვლილებების შედეგად, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამა უკეთ ხედავს ბავშვებისა და ბავშვიანი ოჯახების საჭიროებებს. კერძოდ, თუ 2015 წლამდე მოქმედი მეთოდოლოგიით საარსებო შემწეობა ფარავდა ბავშვების 25.8%-ს, ახალი მეთოდოლოგიით საარსებო შემწეობის მიმღები ბავშვების რაოდენობა 33%-ს შეადგენს. მიხუდავად იმისა, რომ მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამით, 16 წლამდე ბავშვის ბენეფიტის ოდენობა 10 ლარს შეადგენს, გაეროს ბავშვთა ფონდის 2017 წლის „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის“ მონაცემებით, მიზნობრივი სოციალური დახმარება და ბავშვის შემწეობა ყველაზე დადებითად ბავშვთა სიღარიბის შემცირებაზე მოქმედებს. აღნიშნული დახმარების გარეშე, ბავშვებში უკიდურესი სიღარიბე 6.85%-დან 13.1%-მდე გაიზრდებოდა. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში 100 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე 16 წლამდე ბავშვების რაოდენობა 140 000-მდეა. შესაბამისად, პროექტის განხორციელებისთვის საჭირო წლიური საბიუჯეტო რესურსი 70 მლნ. ლარია, "- ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში. http://liberali.ge/news/view/40739/danamats-1-ianvridan-miigheben-- saministro-sotsdautsveli-bavshvebistvis-dakhmarebis-gazrdaze ონ.ჯ- https://on.ge/story/29767- %E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%97%E1%83% 90- %E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83% 98- %E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83% A0%E1%83%90%E1%83%93- %E1%83%93%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83% 98- %E1%83%91%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83% 98%E1%83%A1-50-%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%97- %E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83% A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%93-70- %E1%83%9B%E1%83%9A%E1%83%9C- %E1%83%93%E1%83%90%E1%83%98%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%AF%E1%83% 94%E1%83%91%E1%83%90 ეტალონი - http://www.etaloni.ge/geo/main/index/15904 ამბები - https://www.ambebi.ge/article/228938-socialurad-daucveli-16- clamde-mozardebi-da-ojaxebi-sadac-bavshvebi-izrdebian-xutjer-met- daxmarebas-miigeben-premieri/ აიპრესი - https://ipress.ge/new/143-166-bavshvi-romelta-sareitingo- qula-100-000-s-ar-aghemateba-qhoveltve-50-lariani-dakhmarebas- miighebs/ --- 02.11.2018 მედიასაშუალება: ლიბერალი ტყიბულში მეშახტეები გაიფიცნენ - „კომპანიამ თავი გაკოტრებულად გამოაცხადა“ ტყიბულის შახტის ხელმძღვანელის, ელდარ ჩაფიძის თქმით, ტყიბულში მეშახტეები გაიფიცნენ. მათი ნაწილი შახტშია, ნაწილი კი ქალაქის ცენტრში გამოვიდა. როგორც ელდარ ჩაფიძემ „ლიბერალს“ უთხრა, გაფიცვის მიზეზი გახდა კომპანიის შეტყობინება, რომლის თანახმად, შახტის ხელმძღვანელმა, ჯამბულ ჯაყელმა თანამშრომლებს განუცხადა, რომ კომპანია გაკოტრდა და ხელფასს ვეღარ გადაუხდის. მეშახტეთა ნაწილი, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ შახტში ყოფნის დროს გაიგო, პროტესტის ნიშნად შახტიდან არ გამოდის და გაფიცვას იქ განაგრძობს. ნაწილი კი, ელდარ ჩაფიძის თქმით, ქალაქის ცენტრში შეიკრიბა. „ჩვენი მოთხოვნაა, რომ არ დაიხუროს შახტი. ჩვენ გვინდა მუშაობა. შახტი თუ დაიხურა, ტყიბულიც დაიხურება.“ - განუცხადა „ლიბერალს" ელდარ ჩაფიძემ. „საქნახშირის" დირექტორმა „ლიბერალს“ დაუდასტურა, რომ დღეს დილით მეშახტეებს კომპანიამ უთხრა, რომ ფინანსების არქონის გამო, ხელფასს თანამშრომლებს ვეღარ გადაუხდიდა. „ამის დამალვა კომპანიას უკვე აღარ შეეძლო. ოთხი თვეა, გაჩერებულია შახტი, მაგრამ ვიხდიდით ხელფასს. ახლა ამის შესაძლებლობა აღარ გვაქვს და ამას ვეღარ დავმალავდით", - განუცხადა ჯაყელმა „ლიბერალს". მისი თქმით, კომპანია ჯანდაცვის სამინისტროსგან სამუშაოების გაგრძელებაზე ნებართვას ელოდება, თუმცა ამ დრომდე არ მიუღია. http://liberali.ge/news/view/40725/tyibulshi-meshakhteebi-gaifitsnen-- kompaniam-tavi-gakotrebulad-gamoatskhada ლიბერალი - http://liberali.ge/news/view/40726/shevtankhmdit- meshakhteebtan-rom-gadavukhdit-khelfass--ekonomikis-ministri --- 02.11.2018 მედიასაშუალება: ნიუს ჯი ბახტაძე – სოციალურად დაუცველი 16 წლამდე ბავშვები 5-ჯერ გაზრდილ დახმარებას მიიღებენ სოციალურად დაუცველი 16 წლამდე ბავშვების დახმარება ხუთჯერ გაიზრდება და ბავშვიანი ოჯახები ამჟამად არსებული 10-ლარიანი დახმარების ნაცვლად მიიღებენ 50-ლარიან დახმარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ- მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული ინიციატივა 140 000- მდე ბავშვს შეეხება. „ჩვენ ამის შესახებ საუბარი გვქონდა გაზაფხულზეც, როდესაც UNICEF-ის კვლევა გამოქვეყნდა და იმ კონკრეტული რეკომენდაციების შესახებ, რომელიც ასახული იყო ამ კვლევაში. ჩვენი პოლიტიკური გუნდის მთავარი პრიორიტეტი მუდამ იყო და არის ადამიანი, როგორც მთავარი ფასეულობა. ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოხდა სწორედ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები სოციალური პოლიტიკის თვალსაზრისით, მათ შორის ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით. აქ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში საყოველთაო ჯანდაცვის და დაზღვევის სისტემა მინდა გამოვყო, მაგრამ რაც შეეხება ჩვენი სოციალური დახმარების პოლიტიკას, ამ ნაწილში ჩვენ აღვნიშნეთ, რომ გვექნებოდა მნიშვნელოვანი ცვლილებები“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერმინისტრის თქმით, დღეს საქართველოში სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრია ისეთი ბავშვი, რომლებსაც სახელმწიფოსაგან განსაკუთრებული ყურადღება და ზრუნვა სჭირდება. „ჩვენ მთლიანად ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას, რომ ბავშვთა სოციალური დაცვის თვალსაზრისით დღემდე არსებული სისტემა შესაცვლელია და სწორედ UNICEF-ის რეკომენდაციებზე დაყრდნობით შევიმუშავეთ ახალი სისტემა. შესაბამისად, ის იქნება ასახული უკვე მომავალი წლის ბიუჯეტში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აქტიურად გაგრძელდება ამ მიმართულებით მუშაობა და მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სწორედ ბავშვები იყვნენ ყველაზე მეტად დაცული, მათ ჰქონდეთ განვითარების თანაბარი პირობები დაღირსეული მომავალი. „აღნიშნული ინიციატივა შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ ჩვენ წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები ჩვენი პროგრამის ფარგლებში კიდევ ერთ ეტაპზე. შესაბამისად, ეს გახდება ჩვენი ბიუჯეტის ნაწილი და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი კოლეგები პარლამენტში ამ ინიციატივას მხარს დაუჭერენ. ჩვენ კარგად გვესმის, რომ სოციალური დახმარებებით ეკონომიკაში ძირეული ცვლილებების შეტანა არ არის საკმარისი. ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი არის და იქნება ქვეყანაში ინკლუზიური ზრდის მიღწევა, ისეთი ეკონომიკური ზრდის მიღწევა, რომელიც აისახება ჩვენს თითოეულ მოქალაქეზე. ჩვენ ფაქტობრივად შევათანხმეთ ის ძირითადი ცვლილებები, რომელსაც ვგეგმავთ სოციალური პოლიტიკის დახვეწის ნაწილში და ამ ინიციატივებსაც უმოკლეს დროში წარვუდგენთ ქართულ საზოგადოებას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ. https://news.ge/baxtaze-socialurad-daucveli-16-wlamde-bavsvebi-5-jer- gazrdi/ ტვ 25 - http://tv25.ge/news.php?lang=ge&id=9456 რეგიონ ჯი - http://region.ge/6866-socialurad-daucveli-16-tslamde- bavshvebi-5-jer-gazrdil-dakhmarebas-miigheben.html კვირა ჯი - http://kvira.ge/429276 რეპორტიოპრი - http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=83767 ფრანთნიუსი - http://frontnews.eu/news/ge/40066/%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A3 %E1%83%99%E1%83%90- %E1%83%91%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94- %E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83% A0%E1%83%90%E1%83%93- %E1%83%93%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83% 98-16-%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%94- %E1%83%91%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83% 98-5-%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0- %E1%83%92%E1%83%90%E1%83%96%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%98%E1%83%9A- %E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83% 91%E1%83%90%E1%83%A1- %E1%83%9B%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83% 9C 1ტვ.ჯი - https://1tv.ge/news/davit-sergeenko-dakhmarebis-50-laramde- gazrdis-shedegad-socialurad-daucveli-ojakhebis-bavshvebi-3-larian- kvebis-vauchers-da-20-lars-miigheben/ კომერსანტი - სოციალურად დაუცველი ბავშვები 50-ლარიანი დახმარებას მიიღებენ - წინასაარჩენო კამპანია თუ UNICEF-ის რეკომენდაციაზე დაგვიანებული რეაგირება - https://commersant.ge/ge/post/ssss --- 02.11.2018 მედიასაშუალება:რეპორტიორი ნინო ლაბარტყავა: ძალიან კარგი და საინტერესო ამბები! კარგი ცვლილებებია! ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს: „ძალიან კარგი და საინტერესო ამბები! ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო: – იანვრიდან სოციალურად დაუცველი ბავშვები 5-ჯერ მეტ დახმარებას მიიღებენ. პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც სოციალურად დაუცველი 16-წლამდე მოზარდები და ოჯახები, სადაც ბავშვები იზრდებიან, მიიღებენ ხუთჯერ მეტ დახმარებას, ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს, რომ დახმარების 50-ლარამდე გაზრდის შედეგად, სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვები 30-ლარიან კვების ვაუჩერს, ხოლო თანხის სახით, 20 ლარს მიიღებენ. როგორც სერგეენკომ აღნიშნა, საუბარია 100 ათასზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახებზე. მისივე თქმით, პროექტის განხორციელება დაიწყება პირველი იანვრიდან და მომავალი წლის ბიუჯეტში ამისთვის 70 მილიონი ლარი გამოიყოფა. “2017 წელს ჩატარდა კვლევა და რომ არ ყოფილიყო 10-ლარიანი დახმარება, რომელიც გავააქტიურეთ 2015 წელს, უკიდურესი სიღარიბე გაიზრდებოდა 6,85%-დან 13,1%-მდე. 10-მა ლარმა შეამცირა სიღარიბის მაჩვენებლის გაორმაგება. ახლა ძალაში შევა 50-ლარიანი დახმარება. გამიჭირდება გითხრათ, რა პროცენტულ ზეგავლენას იქონიებს ეს სიღარიბის შემცირებაზე, მაგრამ 10-მა ლარმა თუ შეამცირა, 50 ლარს უფრო მეტი გავლენა ექნება“,- განაცხადა დავით სერგეენკომ. მინისტრი ასევე აცხადებს, რომ სოციალურად დაუცველებს მუშაობის დაწყების შემთხვევაში დახმარება არ შეუწყდებათ. – “თუ ადამიანი იღებდა სოციალურ დახმარებას, დაიწყო მუშაობა და გაუჩნდა შემოსავალი, პროგრამა აფიქსირებდა ამ შემოსავალს და მათ უწყდებოდათ სოციალური დახმარება, რაც დასაქმების და სოციალური აქტივაციის მნიშვნელოვანი დამაბრკოლებელი ფაქტორი იყო. მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ჩვენ უმოკლეს ვადაში დავამუშავებთ შესაბამის დადგენილებას, რის მიხედვითაც, თუკი ადამიანი დაიწყებს მუშაობას, მას ერთი წლის მანძილზე შეუნარჩუნდება მონეტარული სოციალური დახმარება, მეორე წლის განმავლობაში შეუნარჩუნებდა არა მონეტარული პრივილეგიები, რაც აქვთ სოციალურად დაუცველებს. ეს არის სტიმული იმისთვის, რომ ისევ დახმარებით ხელი შევუწყოთ სოციალურად დაუცველებს, რათა ღირსეული შემოსავალი მიიღონ”, – განაცხადა მინისტრმა. ყოჩაღ! კარგი ცვლილებებია და თვალყურს გადევნებთ იცოდეთ! ასე გააგრძელეთ“, - წერს ლაბარტყავა. http://reportiori.ge/inside.php?menuid=101&id=83791 --- 02.11.2018 მედიასაშუალება:ბათუმელები სოცაგენტის ხელფასი თვეში 100 ლარია, დირექტორის 5 116 – სოციალური უსამართლობა სოცსააგენტოშ მომავალი წლიდან 16-წლამდე ბავშვები, რომლებიც სიღარიბეში ცხოვრობენ, 50-ლარამდე დახმარებას მიიღებენ. ამის შესახებ დღეს, 2 ნოემბერს პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ისაუბრა. პრემიერი და ხელისუფლება ჯერ არ საუბრობს სოციალურ მუშაკებზე, რომლებმაც, პირველ რიგში, უნდა იზრუნონ ამ ბავშვების დაცვაზე. სოციალური აგენტის ხელფასი თვეში ისევ 100 ლარია, სოციალური მუშაკის – 800 ლარი, სააგენტოს დირექტორის კი – 5 116 ლარი. სახელმწიფოში სოციალურ დაცვაზე პასუხისმგებელი უშუალო ორგანო სოციალური მომსახურების სააგენტოა, თუმცა თუკი ამ უწყების ხელმძღვანელი პირების შრომის ანაზღაურებას გაეცნობით, ნახავთ, რომ სოციალური უსამართლობა აქედან იწყება. „80 ლარი ხელფასი – რატომ ტოვებენ სოციალური აგენტები ხულოში სამსახურს“ – ეს სტატია „ბათუმელებმა“ 16 ოქტომბერს გამოაქვეყნა. სტატიაში საუბარია ვაკანსიებზე სოციალური მომსახურების სააგენტოს ხულოს განყოფილებაში. მიზეზი მარტივია: დაბალი ანაზღაურების გამო სოციალურ აგენტად მუშაობა არ სურთ. სოციალური მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, რომ აგენტის ხელფასი სტანდარტულია ქვეყანაში და ის 100 ლარს შეადგენს. ამას ემატება 6 ლარი თითო შევსებული დეკლარაციისთვის. სოციალური აგენტებს თვეში დაახლოებით 400-500 ლარი გამოსდით შრომის ანაზღაურება. მიზერული გასამრჯელოს გარდა, სოციალურ აგენტებს, რომლებსაც ყოველდღიურად სოფლიდან სოფელში უწევთ გადაადგილება, ტრანსპორტი არ ემსახურება. მათ არც მგზავრობის ხარჯს უნაზღაურებს ვინმე. შესაბამისად, საკუთარი შემოსავლების დიდი წილს გადაადგილებაში ხარჯავენ. სოციალური აგენტები ოჯახების სოციალურ მდგომარეობას აფასებენ სპეციალურად შერჩეული კითხვარების მეშვეობით. სააგენტოს ასევე ჰყავს სოციალური მუშაკები, რომლებიც, ძირითადად, ძალადობის მსხვერპლ ქალებთან, ასევე ბავშვებთან მუშაობენ. ამ განყოფილების თანამშრომლებს თბილისში 850 ლარს უხდიან, რეგიონებში – 800 ლარს. სააგენტოს ინფორმაციით, მხოლოდ უფროსი სოციალური მუშაკის ანაზღაურებაა განსხვავებული და იგი 1 000 ლარია. სოციალური მუშაკების მძიმე სამუშაო პირობებზეც წერდა „ბათუმელები“, თუმცა მათთვის ამ დრომდე არაფერი შეცვლილა. სტატიაში „ზრუნვა ცარიელი ხელებით“ ჩანს, რომ თითოეული სოციალური მუშაკის ხელში ბათუმში დაახლოებით 60 საქმეა. სოციალური მუშაკი შეიძლება გვიან ღამით დარჩეს საგამოძიებო ორგანოში მისასვლელი, როცა სოციალურად დაუცველ არასრულწლოვანს კითხავენ. ტრანსპორტი არც სოციალურ მუშაკს ემსახურება. სოციალური მომსახურების სააგენტოს მაღალი თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურების შესახებ „ბათუმელებმა“ საჯარო ინფორმაცია ზაფხულში გამოითხოვა. მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, დირექტორების მოადგილეებს თენგიზ აბაზაძესა და თამაზ მოდებაძეს 2017 წლის პირველი იანვრიდან 2018 წლის პირველ ივლისამდე ჯამში 57 600 [თვე – 3200] ლარი აქვთ აღებული. სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის კიდევ ერთი მოადგილის – კობა სონღულაშვილის შრომის ანაზღაურებამ ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში 50 406 ლარი შეადგინა. თამაზ მოდებაძე სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობას კი თამაზ მოდებაძე ასრულებს, რომელიც მანამდე დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. თამაზ მოდებაძის მიერ შევსებული თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიხედვით, მან 2017 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ჯამში 61 400 ლარი აიღო [თვე 5116 ლარი]. „ბათუმელებისთვის“ სააგენტოდან მოწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, თამაზ მოდებაძის საშუალო თვიური ანაზღაურება 3 200 ლარი გამოდის, დეკლარაციის მიხედვით კი – 5 116. ამ სხვაობის შესახებ განმარტება სააგენტოში ვითხოვეთ, სადაც გვიპასუხეს, რომ ორშაბათამდე პასუხს ვერ მივიღეთ. სააგენტოს ასევე ვთხოვეთ კომენტარი სხვაობაზე, რომელიც რიგით სოციალურ მუშაკებს აქვთ მათ უფროსებთან შედარებით – ამ კუთხითაც სააგენტო კომენტარს ორშაბათისთვის დაგვპირდა. საჯარო ინფორმაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი პირების შრომის ანაზღაურებაზეც გამოვითხოვეთ. ოფიციალური მონაცემებით, 2017 წლის პირველი იანვრიდან 2018 წლის პირველ ივლისამდე სააგენტოს აჭარის ფილიალის უფროსმა თემურ ქარცივაძემ 29 636 ლარი მიიღო [თვე 1646 ლარი]. თემურ ქარცივაძეს სამი მოადგილე ჰყავს. წელიწად-ნახევრის განმავლობაში შაქრო ჯაფარიძეს და ზაირა მელაძეს ერთნაირად მიუღიათ ანაზღაურება – თითოეულს 21 600 ლარი, რუსუდან ბოლქვაძეს კი – 21 405 ლარი. „ეს აჩვენებს იმას, რომ ხელისუფლებისთვის სოციალური დაცვა არ არის პრიორიტეტი“, – მიიჩნევს სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი კუპრაძე. ის რამდენიმე შემთხვევას იხსენებს, როცა სოციალურ მუშაკებს დაემუქრნენ, ან ფიზიკურად გაუსწორდნენ. „მათ აქვთ ძალიან მძიმე სამუშაო გარემო. ჩვენ გვინახავს კიდეც ფაქტები, როცა მათ დასკვნის გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ, დაემუქრნენ…. იგივეა სოციალურ აგენტზე, რომელიც სიღარიბის კუთხით ავსებს დეკლარაციას. თუკი მოქალაქე გაასაჩივრებს, სოციალური აგენტს მოეთხოვება პასუხი. პასუხი ყველა შემთხვევაში მოეთხოვებათ დაბალი რანგის თანამშრომლებს და არა ხელმძღვანელობას, რომლებსაც 10-ჯერ და 15-ჯერ უფრო მაღალი შრომის ანაზღაურება აქვთ. ჩემი აზრით, სოციალური მუშაკის სტატუსი გათანაბრებული უნდა იყოს საჯარო მოხელის სტატუსთან,“ – გვითხრა ირაკლი კუპრაძემ. როგორ ზიანდება სოციალური დაცვის პროცესი, როცა უსამართლობის განცდა თავად სოცმუშაკს აქვს? – ირაკლი კუპრაძის დაკვირვებით, სოციალური სააგენტოს მაღალი თანამდებობის პირებს უხდიან მაღალ ხელფასს, რადგან მათ პოლიტიკური დავალების შესრულება უწევთ, დაბალი რგოლი კი არავის ანაღვლებს. „ყველა ვხედავთ, რომ არჩევნების წინ სოციალურად დაუცველების კატეგორია იმატებს, არჩევნების შემდეგ იკლებს… სოციალური აგენტი მიზერულ ანაზღაურებას იღებს, მაგრამ ხშირად ისიც იძულებულია კონკრეტულ პრობლემებზე დახუჭოს თვალი. ამ დაბალი ანაზღაურების გამოა შემდეგ ბევრი პრობლემა, რაც სოციალური დაცვის საკითხებს უკავშირდება. დაბალი შემოსავლების გამო სოციალური აგენტობა კვალიფიციურ კადრებს ნაკლებად სურთ. მათ, სამწუხაროდ, სხვა ალტერნატივა არ აქვთ, თორემ ადამიანს ამ პირობებში შეუძლებელია 100- ლარიანი სამუშაო მოუნდეს,“ – გვითხრა ირაკლი კუპრაძემ. http://batumelebi.netgazeti.ge/news/166517/ --- 02.11.2018 მედიასაშუალება:აიპრესი UNICEF: ვიმედოვნებთ, სოცდაუცველი ბავშვებისთვის დახმარების 50 ლარამდე გაზრდა სიღარიბეს შეამცირებს ამის შესახებ ინფორმაციას აეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) საქართველოში ავრცელებს. “გაეროს ბავშვთა ფონდი მიესალმება მთავრობის ინიციატივას ყველაზე დაუცველი ბავშვებისათვის სოციალური დახმარების გაზრდის შესახებ 10-დან 50 ლარამდე. ვიმედოვნებთ, აღნიშნული ღონისძიებახელს შეუწყობს ბავშვთა სიღარიბის შემცირებას ქვეყანაში. “გაეროს ბავშვთა ფონდი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისსამინისტროსთან მიზნობრივი სოციალური დახმარებისპროგრამის გაუმჯობესებისა და უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ ბავშვთა რაოდენობის შემცირების მიზნით. გაეროს ბავშვთა ფონდის „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის“ თანახმად, მიზნობრივი სოციალური დახმარება ახლაუკეთ ხედავს ბავშვიან ღარიბ ოჯახებს და ბავშვის დანამატთან ერთად ხელს უწყობს ბავშვთა სიღარიბის შემცირებას. ვაფასებთ რა პოზიტიურად მთავრობის ამ გადაწყვეტილებას, ასევე ვიმედოვნებთ, რომ მთავრობა განახორციელებსდამატებით ღონისძიებებს იმ ღარიბი ბავშვების დასახმარებლად, რომლებსაც ვერ ფარავს მიზნობრივი დახმარებისპროგრამა. ჩვენ ასევე იმედი გვაქვს, რომ მთავრობა მოახდენს კვების ვაუჩერების ეფექტიან ადმინისტრირებას, რომ ამსიკეთით მაქსიმალურად ისარგებლონ ოჯახებმა, განსაკუთრებით სოფლად მცხოვრებმა ოჯახებმა. გაეროს ბავშვთა ფონდი განაგრძობს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას ბავშვთა სიღარიბის შემცირებისმიმართულებით, რათა ბავშვებმა საქართველოში ისარგებლონ უკეთესი განათლებით, გაიზარდოს მათი სოციალურიინკლუზია და მათ შეძლონ თავიანთი პოტენციალის სრული განვითარება”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებით, 16 წლამდე სოციალურად დაუცველი ბავშვები 5-ჯერ გაზრდილ დახმარებას მიიღებენ ასევე, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკოს განცხადებით, სოციალურად დაუცველებს მუშაობის დაწყების შემთხვევაში დახმარება არ შეუწყდებათ https://ipress.ge/new/unicef-vimedovnebt-socdaucveli-bavshvebistvis- dakhmarebis-50-laramde-gazrda-sigharibes-sheamcirebs/ გაერო-ს ბავშვთა ფონდი მიესალმება საქართველოს მთავრობის ინიციატივას ყველაზე დაუცველი ბავშვებისათვის სოციალური დახმარების გაზრდის შესახებ - https://1tv.ge/news/gaero-s-bavshvta-fondi-miesalmeba-saqartvelos- mtavrobis-iniciativas-yvelaze-daucveli-bavshvebisatvis-socialuri- dakhmarebis-gazrdis-shesakheb/ --- 02.11.2018 მედიასაშუალება: ნეტგაზეთი აშშ-ში მაღალი წნევის სამკურნალო წამალი ირბესარტანი აკრძალეს – რა ხდება საქართველოში ნებისმიერი წამლის მიღების ან არმიღების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მიმართეთ ექიმს. ნეტგაზეთის მიერ გამოქვეყნებული ეს და ნებისმიერი სხვა სტატია კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის გადაწყვეტილებას ვერ ჩაანაცვლებს. აშშ-ის საკვებისა და წამლების ადმინისტრაციამ (FDA) ის წამლები აკრძალა, რომლებსაც კომპანია ScieGen აწარმოებდა და რომლებიც აქტიური ნივთიერება ირბესარტანს შეიცავს. როგორც FDA ამბობს, აღნიშნული პრეპარარტი მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ გამოიყენებოდა და მისი მოხმარება პაციენტებში კიბოს გაჩენის საფრთხეს ზრდის. ნეტგაზეთი დაუკავშირდა საქართველოს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოსა და ქართულ სააფთიაქო ქსელებს. აღმოჩნდა, რომ ირბესარტანის შემცველი წამლები საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია. თუმცა, როგორც სააგენტო განმარტავს, ქართველ პაციენტებს საფრთხე არ ემუქრებათ, ვინაიდან აშშ-ში დაბლოკილი ფარმაცევტული კომპანია, რომელიც ზემოხსენებულ აქტიურ ნივთიერებებს ინდოეთიდან იღებდა, საქართველოში რეგისტრირებული არ არის. აშშ-ის FDA-ს გადაწყვეტილება FDA-ს მიერ ირბესარტანის აკრძალვის შესახებ, სახელმწიფო უწყებაზე დაყრდნობით, CNN ავრცელებს. ტელეარხის თანახმად, ადმინისტრაციამ აშშ-ში ირბესარტანის შემცველი მხოლოდ ის წამლები გაითხოვა ბაზრიდან და აკრძალა, რომლებსაც კომპანია ScieGen აწარმოებდა. ეს უკანასკნელი კი აქტიურ სუბსტანციას ინდური კომპანიისგან, Aurobindo-გან იღებდა. როგორც CNN წერს, თავად ირბესარტანი სისხლში ისეთი ნივთიერებებს ბლოკავს, რომლებსაც ანგიოტენზინი ჰქვია. ანგიოტენზინი ძუძუმწოვართა ჰორმონია, რომელიც სისხლის წნევის მომატებას იწვევს. ნივთიერება ირბესარტანს მსოფლიოს მასშტაბით არაერთი კომპანია აწარმოებს. ირბესარტანისა და ზოგი ორგანული ნივთიერებების სინთეზის დროს შეიძლება წარმოიქმნას მინარევი ნიტროზოდიეთილამი. FDA-ს ტესტირებამ აღმოაჩინა, რომ ScieGen-ის მიერ წარმოებული და აწ უკვე ბაზრიდან გაწვეული მედიკამენტები შეიცავდნენ ნიტროზოდიმეთილამინს, რომლებიც კანცეროგენულ (ავთვისებიანი სიმსივნის წარმომქმნელ) ნუსხაში შედის. ირბესარტანის შემთხვევამდე FDA-მ აშშ-ში აკრძალა ვალსარტანის შემცველი მედიკამენტებიც. ჩინური კომპანიის, Zhejiang Huahai Pharmaceuticals-ის მიერ წარმოებულ აქტიური სუბსტანცია ვალსარტანი პაციენტებში კიბოს განვითარების რისკებს ზრდიდა. მართალია, აშშ-მა აკრძალა ScieGen-ის რამდენიმე მედიკამენტი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყნის ბაზარზე ირბესარტანისა და ვალესარტანის შემცველი ყველა მედიკამენტი აიკრძალა. ეს შეზღუდვა ირბესარტანის შემცველი მედიკამენტების მხოლოდ 1%-ს ეხება. ირბესარტანი საქართველოში როგორც ირკვევა, საქართველოს ბაზარზე ირბესარტანის შემცველი 19 პროდუქცია იყიდება. ნეტგაზეთი დაუკავშირდა 4 სააფთიაქო ქსელს: ავერსს, PSP-ს, ფარმადეპოსა და GPC-ს, რათა გაერკვია, შესაძლებელია თუ არა ამ ბრენდის აფთიაქებში აღნიშნული ნივთიერების შემცველი წამლის შეძენა. 4 სააფთიაქო ქსელიდან ამჟამად დახლებზე ირბესარტანის შემცველი წამალი “ესანტილი” მხოლოდ ერთგან, ფარმადეპოში იყიდება. თუმცა, სურვილის შემთხვევაში, წამლის გამოწერა სხვა ზემოხსენებული სააფთიაქო ქსელებიდანაც შეიძლება. როგროც ავერსსა და PSP-ში გვითხრეს, წამლის გამოწერა მხოლოდ რეცეპტისა და ფორმა 100-ის წარმოდგენის საფუძველზე შეიძლება. მართალია, ამ წამლებზე ქართველ მომხმარებელს ხელი მიუწვდება, თუმცა, როგორც ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, ქართულ ბაზარზე შემოსული წამლები აბსოლუტურად უსაფრთხოა და ინდურ კომპანია Aurobindo-თან არავითარი კავშირი არ აქვს. “ჩვენ ირბესარტანის 19 პროდუქტი გვაქვს დაშვებული ბაზარზე, მათ შორის, სხვა ნივთიერებთან კომბინაციებში და მონოირბესარტანის სახით. ამ წამლებს ესპანური, თურქული და ბერძნული კომპანიები აწარმოებენ. ამერიკული ScieGen ჩვენთან რეგისტრირებული არ არის, თუმცა, FDA-ის გადაწყვეტილების შემდეგ, ჩვენც დავიწყეთ მოკვლევა, ხომ არ აქვს რომელიმე ზემოხსენებული ქვეყნის ფირმებს კავშირი ინდურ Aurobindo-თან. აღმოჩნდა, რომ Aurobindo მათ აქტიურ სუბსტანციას არ აწვდის,” – უთხრა ნეტგაზეტს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის რეგისტრაციის სამმართველოს უფროსმა ნაილი შენგელიამ. ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტი სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოსთანაა მიბმული, რომელიც, თავის მხრივ, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ია. როგორც ნაილი შენგელია განმარტავს, საქართველოს ბაზარზე დაშვებულ პროდუქცია პაციენტებისთვის უსაფრთხოა და კიბოს გაჩენის რისკს არ შეიცავს. მისივე განმარტებით, ევროპის წამლის სააგენტოს, რომელთანაც საქართველო ასოცირების ხელშეკრულების დადების შემდეგ აქტიურად თანამშრომლობს, აღნიშნულ საქმეზე განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. “როცა საქმე ეხება წამლების კონტროლს, ბუნებრივია, მხოლოდ ევროპის წამლის სააგენტოს ვერ დავეყრდნობით. გარდა ამისა, ჩვენ თვალს ვადევნებთ ე.წ. ალერტებს ამა თუ იმ წამალთან დაკავშირებით. თუმცა, კონკრეტულად, ირბესარტანთან დაკავშირებით ჯერჯერობით არავითარი შეტყობინება არ შემოგვსვლია,” – ამბობს ნაილი შენგელია ნეტგაზეთთან საუბრისას. ვალსარტანის შემცველი წამლების ამოღება ქართული ბაზრიდან რამდენიმე თვის წინ სამედიცინო რეგულირების სააგენტომ ფარმაცევტულ დაწესებულებებს მიმართა, შეწყვიტონ კომპანია Zhejiang Huahai Pharmaceuticals-ის მიერ წარმოებული, აქტიურ ფარმაცევტული ინგრედიენტის, ვალესარტანის შემცველი პროდუქტის რეალიზაცია და უზრუნველყონ მათი ბაზრიდან გამოთხოვა. აღნიშნული მედიკამენტი მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ გამოიყენება. როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, აღნიშნული მედიკამენტის რეგისტრაცია შეაჩერა და ამის მიზეზად ევროპის მედიკამენტების სააგენტოს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები დაასახელა. ამ კვლევის მიხედვით, ვალესარტანის მიღება სიმსივნის გამოწვევის რისკს ზრდის. ქართულ ბაზართან ერთად, ამავე კომპანიის მიერ წარმოებული ვალესარტანის შემცველი მედიკამენტების აშშ-ის FDA-მ ბაზრიდან ამოიღო. “ევროპის მედიკამენტების სააგენტოს განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობისათვის მყისიერი რისკი არ არსებობს. ჩინური კომპანიის, Zhejiang Huahai Pharmaceuticals-ის მიერ წარმოებულ აქტიურ სუბსტანცია “ვალსარტანში” უკვე დადგენილია მინარევის რაოდენობა ( 60 ნაწილი 1 მილიონ ნაწილზე). აღნიშნული რაოდენობა პოტენციურად გამოიწვევს სიმსივნური დაავადების გამოვლენის სიხშირის მატებას ყოველ 5000 პაციენტში ერთი შემთხვევით. ესეც იმ პირობით, თუ აღნიშნული 5000 პაციენტი იღებს ჩინური კომპანიის, Zhejiang Huahai Pharmaceuticals-ის მიერ წარმოებული აქტიური სუბსტანციის “ვალსარტანის“ მედიკამენტს ყოველდღიურად, უმაღლესი დოზით, უწყვეტ რეჟიმში – 7 წლის განმავლობაში”, – ნათქვამია რეგულირების სააგენტოს განცხადებაში. როგორც სააგენტო აცხადებს, ევროპის კომპეტენტური ორგანოს განცხადებით, ვინაიდან არ არსებობს ადამიანის ჯანმრთელობისათვის მყისიერი რისკი, პაციენტებმა არ უნდა შეწყვიტონ მკურნალობა და მიმართონ ექიმს მედიკამენტის ჩასანაცვლებლად ბაზარზე არსებული ალტერნატიული ფარმაცევტული პროდუქტით. http://netgazeti.ge/news/316556/ --- 02.11.2018 მედიასაშუალება: კომერსანტ.ჯი რას ამბობდა აკაკი ზოიძე საპრეზიდენტო არჩევნებმადე და რას ამბობს დღეს - ჩვენი ამოცანაა მოსახლეობამ დაიჯეროს, რომ მაქსიმალურზე მეტს ვაკეთებთ „როდესაც ყოველდღე გეუბნებიან იმას, რომ ქვეყანაში გაჭირვება და ეკონომიკური კრიზისია, შესაძლოა, ეს დაიჯერო კიდეც. ქვეყანაში ძვრები ძალიან სასიკეთოა და მთლიანობაში ეკონომიკური სურათი აჩვენებს იმას, რომ ჩვენ სიტუაცია უკეთესობისკენ გვეცვლება“, — ეს განცხადება ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ 2017 წელს გააკეთა. ერთი წლის შემდეგ პარლამენტარი აცხადებს, რომ მმართველ გუნდს გაანალიზებული აქვს ის შეცდომები რის გამოც ამომრჩევლის დიდმა ნაწილმა ქართულ ოცნებას საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი არ დაუჭირა. "კომერსანტი" დაინტერესდა რა შეიცვალა ერთი წლის შემდეგ ხელისუფლების მმართველობაში და რატომ შეიცვალა დეპუტატის კომენტარები რადიკალურად. აკაკი ზოიძის პირველი რეაქცია ჩვენს კითხვაზე შემდეგი იყო: „ოდესმე მითქვამს, რომ ეკონომიკა ჩვენთან კარგ მდგომარეობაშია, არ არის ჩემი განცხადება, ვიღაცაში გერევით“. იმის შემდეგ რაც ზემოთ აღნიშნული ციტატა თავიდან ბოლომდე წავუკითხეთ, პარლამენტარმა გვითხრა, რომ ამ განცხადებს ახლაც მოაწერს ხელს, რადგან ქვეყანაში ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის მაგრამ, ხელისუფლების ტემპი მოსახლეობის კეთილდღეობისთვის საკმარისი არ არის. "ეკონომიკური კრიზისი ნამდვილად არ არის, ეკონომიკა იზრდება ძალიან მცირე ტემპით და იმ ღარიბი ქვეყნისათვის, რომელშიც ვიყავით და დღემდე ვართ, ზრდის ტემპი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ეს თითოეულმა ადამიანმა იგრძნოს. ამიტომაც უამრავი ადამიანია გაჭირვებული. ქვეყანაში საშუალო ფენა არ არსებობს, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ადამიანებს უჭირთ. ამ პირობებში ძალიან ადვილია დაიჯერო, რომ ყველაფერი მიდის უარესობისკენ. გვჭირდება რეფორმების დაჩქარება იმისათვის, რომ რეალურად შევძლოთ ადამიანებმა მიიღონ კეთილდღეობა,“- აცხადებს აკაკი ზოიძე. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ქვეყანაში სიღარიბე 2012 წელთან შედარებით შემცირებულია. თუმცა ის, რომ ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში სიღარიბე გაიზარდა, ამას მმართველი გუნდის წევრისთვის ახსნა მოეძებნება: „თუ იუნისეფის და მსოფლიო ბანკის კვლევას კარგად წავიკითხავთ ვნახავთ, რომ სიღარიბის შემცირება ხდებოდა 2012 წლიდან. 2017 წელს სიღარიბე გაიზარდა 2015 წელთან და არა 2012 წელთან შედარებით. გაზრდა განპირობებული იყო იმით, რომ მოხდა ფასების ერთჯერადი აწევა, რაც დაკავშირებული იყო აქციზის გადასახადის დაწესებასთან საწვავზე. კვლევაში ასევე წერია, რომ სიღარიბის გაზრდის კიდევ ერთი მიზეზი ჭარბავლიანობა იყო. აქციზის ზრდის ეფექტი მორჩა, რაც შეეხება ჭარბავიალიანობას მას მერე, რა ზომებიც მთავრობამ მიიღო, ჩვენ ველოდებით, რომ მაქსიმალურად შემცირდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც სიღარიბის ორმოში ხვდებიან საბანკო სესხებისა თუ კერძო მევახშეებისგან აღებული სესხების გამო. აღსანიშნავია ის, რომ იუნისეფის კვლევაში გაანალიზებული იყო სამი კვარტალი, 2017 წლის მეოთხე კვარტალი არ იყო დამატებული. მოსახლეობის შემოსავლები სწორდ ამ კვლევაშია გაზრდილი, მაგრამ, ხარჯები არის გაზრდილი უფრო მეტად “-, აცხადებს აკაკი ზოიძე. აკაკი ზოიძე განმარტავს, რომ მოსახლეობის იმედგაცრუების მიზეზი ქართული ოცნების გაზვიადებული შესაძლო მიღწევებია. მისივე თქმით, 6 წელიწადში შეუძლებელი იყო განვითარებული ევროპული ქვეყნის შედეგის მიღწევა. „გაზვიადებულმა შესაძლო წარმატებამ გააჩინა არალეგიტიმური მოლოდინები. მე ეს არაერთხელ დამიფიქსირებია. თუ ვინმეს ჰგონია 4 წელიწადში ავაშენებთ შვეიცარიას, გერმანიას ან რომელიმე წამყვან ქვეყანას ძალიან ცდება. ჩვენ უნდა დავანახოთ ადამიანებს ის, რომ სწორ გზაზე ვდგევართ, რომ იმედი ჰქონდეთ, რომ ვიღებთ სწორ გადაწყვეტილებას და აუცილებლად მათი თანადგომით მივალთ იმ სასურველ მიზნამდე, რაც არის მართლაც შვეიცარიის და გერმანიის სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობა. დღეს ჩვენი ამოცანაა მოსახლეობამ დაიჯეროს, რომ მაქსიმალურზე მეტს ვაკეთებთ“, - აცხადებს აკაკი ზოიძე. „კომერსანტის“ კითხვაზე აქვს თუ არა მოლოდინი, რომ მოსახლეობა კვლავ დაუჯერებს „ქართულ ოცნებას“ — პარლამენტარის პასუხი შემდეგია: „ამას არჩევნები გვაჩვენებს, ჩვენ უნდა ვუთხრათ მოსახლოებას თუ რა გავაკეთეთ მმართველობის პერიოდში იმიტომ, რომ ბევრი რამეა გაკეთებული და გზავნილი არ მისულა. გზავნილი რატო არ მივიდა მოსახლეობამდე? ეს პიარის ბრალი არ არის, რაც არის გაკეთებული ჯერჯერობით არ ეხება მილიონობით ადამიანს, ეხება ათი ათასობით ადამიანს. რაც შეეხოთ ის მოსწონთ, მაგალითად ჯანდაცვის რეფორმით 4 მლნ ადამიანმა ისარგებლა და უამრავ ოჯახს უზარმაზარი შეღავათი მოუტანა. ის, რომ სოციალური შემწეობა გაორმაგდა ყველამ იგრძნო და იმიტომაც არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა დღეს შემწეობის მოხსნა. სოფლის მეურნეობაში უამრავი პროექტები განხორციელდა და კიდევ ბევრ სხვა. მნიშვნელოვანია, რომ დავანახოთ რა გაკეთდა და რაც მთავარია დავანახოთ რა გაკეთდება იმისათვის, რომ ეს ყველაფერი 10-ჯერ უფრო გაბევრდეს და თითოეულმა ადამიანმა იგრძნოს კეთილდღეობა. ესაა დღეს ჩვენი ამოცანა." გუშინ ზოიძემ განცხადება გაავრცელა, სადაც ყურადღება გაამახვილა კორუფციაზე და განაცხადა, რომ მმართველი გუნდი ხელს არ აფარებს ქრთამის აღებას. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, დღეს ქვეყანაში სისტემური კორუფცია არ არსებობს. „კორუფცია რომ იარსებებს ყოველთვის, ეს გასაკვირი არაა, რადგან მთელ მსოფლიოშია. საუბარი არ უნდა იყოს სისტემურ კორუფციაზე. თუ ჩვენ ამას დავუშვებთ, რა განსხვავება იქნება ჩვენსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის? არანაირი. იმ ცალკეულ ფაქტებსაც არ უნდა შევურიგდეთ, რომელიც იშვიათად ვლინდება. ჩვენ არ უნდა დავაფაროთ ხელი კონკრეტულ ადამიანებს, თუნდაც ჩვენი პარტიიდან და ისინი სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ“, — აცხადებს აკაკი ზოიძე. https://commersant.ge/ge/post/akaki-zoidze-dges-chveni-amocanaa- mosaxleobam-daidjeros-rom-maqsimalurze-mets-vaketebt --- 02.11.2018 მედიასაშუალება:ინტეროპრესნიუსი დავით სერგეენკო კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის უკან გაწვევაში არჩევნების მეორე ტურთან კავშირს ვერ ხედავს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის უკან გაწვევის გადაწყვეტილებაში მეორე ტურთან კავშირს ვერ ხედავს. როგორც სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, კულტივაციასთან დაკავშირებით ინტენსიური მსჯელობა ჯერ კიდევ პირველ ტურამდე იყო. „მე არ ვფიქრობ, რომ ეს მეორე ტურთან არის კავშირში. კულტივაციასთან დაკავშირებით პირველ ტურამდეც ინტენსიური მსჯელობა იყო. აქედან გამომდინარე, ჩემს წარმოდგენაში ვერ ვაკავშირებ მაინცდამაინც მეორე ტურთან, ეს უფრო კავშირშია საზოგადოების რეაქციასთან",- განაცხადა სერგეენკომ. შეგახსენებთ, კანაფის კონტროლის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტიდან იქნება გაწვეული. აღნიშნული ცნობილი შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. https://www.interpressnews.ge/ka/article/519376-davit-sergeenko- kanapis-kultivaciastan-dakavshirebuli-kanonproektis-ukan-gacvevashi- archevnebis-meore-turtan-kavshirs-ver-xedavs/ --- ბეჭდური მედია 05.11.18 მედიასაშუალება: ასავალ დასავალი კაცი, რომელიც დაგვცინის! ფოტო, რომელსაც წინამდებარე გვერძე ხედავთ, ამ წლის 31 დეკემბერს ჯანდაცვის სამინისტროს შენობაშიაგადაღებული. მასზე აღბეჭდილი პირები ვაი უროლოგი გურამ ქარაზანაშვილი და მისი ძმა ლევან ქარაძანაშვილი არიან. "ასაველ დასავალის" მკითხველმა კარგად იცის, რომ ვაი-უროლოგი ქარაზანაშვილი ის კაცია, რომელმაც პაციენტ შოტა კაპანაძეს შარდის ბუშტის გაფუჭებული სფინქტერი ჩაუდგა და თიტქმის 5 თვის განმავლობაში ორგანიზმით ატარებდა, რამაც სავალალო შედეგი გამოიწვია და პაციენტ კაპანაძეს ჯანმრთელობატან ერთად მთელი ცხობვრება დაუნგრია. ამა წლის 31 ოქტომბერს, როცა წინამდებარე ფოტოა გადაღებული, ჯანდახცვის სამინისტროს ქვემდებარე სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში საგანგებო საბჭოს სხდომა შედგა, რომელზეც შოთა კაპანაძის საკითხი განიხილეს. სხდომაზე, როგორც დაზარალებული პაციენტი, ასევე მისი დამზარალებელი ვაი-უროლოგიც იყვნენ გამოძახებული. რატომ იცინის და ვის დასცინის ვაი უროლოგი ქარაზანაშვილი?! რატომ აქვს სასაციდოლ საქმე კაცს, რომელმაც პაციოენტი გააუბედურა და ამქვეყნიური ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია? ჰო, იცი, კარგად იცი ეს ყველაფერი და ასეთ დროს რა გაცინებს? რას დამდგარხარ და იკრიჭები? ექიმი, რომმპაციერნტის უბედურებაზე იცინის ის ექიმი კი არა მართლა ყასაბია. იქნებ ქარაზანაშვიოლს იმიტომ დაჰფენია სახეზე ღიმილი, რომ ელოდება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ნაცები გაიმარჯვებენ, სააკაშვილი დაბრუნდება, იმას ადეიშვილიც ჩამოჰყვება და მერე კვლავაც ერთად დაატრიელებენ საქმეებს ვაი გენპროკურორი და ვაი-უროლოგი? ან იქნებ საერთოდ, ჯანდაცვის მინისტრ სერგეენკოს დასცინის - არცევნების პირველ ტურში ეს რა ხია მოგივიდათო. ქარაზანშვილის საქმეზე მედიაციის საბჭოს დასკვნა ჯერ არ დაუდია,. ის კი ვიცით,რომ მას ზურგს "ეროპული საქართველოს" წევრი - გიგი წერეთელი და აკაკი ზოიძე უმაგრებენ. შოტა კაპანაძისნაირი გაუბედურებული ადამიანების მიმართ გამოცენილი უყურადღებობის, უსულგულობისა და უსამართლობის ბრალიც არის ის კატასტროფული შედეგი, რაც "ქართულმა ოცნებამ" საპრეზიდენტო არჩევნების ტურში მიიღო. ეს იმდენად აშკარაა, რო, სერგეენკო სიმთვრალეშიც კი უნდა აცნობიერებდეს! http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php? id=5667497&name=05.11.2018+- +%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A- %E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83% 98&p=1&lang=Ge --- 05.11.18 მედიასაშუალება: კვირის პალიტრა ხელისუფლების სოციალური ინიციატივები "სოციალურად დაუცველ მოქალაქეს დასაქმების შემთხვევაში ერთი წლის განმავლობაში სოციალური დახმარება შეუნარჩუნდება," - აცნობა საზოგადოებას ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომი შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კი განაცხადა: "ჩვენ ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას, რომ ბავშვთა სოციალური დაცვის დღემდე არსებული სისტემა შესაცვლელია. "იუნისეფის" რეკომენდაციებზე დაყრდნობით შევიმუშავეთ ახალი სისტემა... ეს აისახება მომავალი წლის ბიუჯეტში. სოციალურად დაუცველი 16 წლამდე მოზარდები და ოჯახები, სადაც ბავშვები იზრდებიან, მიიღებენ ხუთჯერ მეტ დახმარებას. 50 ლარამდე ავწევთ ამ სოციალურ მხარდაჭერას. ეს ინიციატივა შეეხება ჩვენს 140 ათასამდე ბავშვს". http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php? id=5667490&name=05.11.2018+- +%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9E%E1%8 3%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90&p=1&lang=Ge --- 05.11.18 მედიასაშუალება: კვირის პალიტრა ქირურგიის ეროვნულ ცენტრში დროული მიმართვისას მწვავე სისხლძარღვოვანი კატასტროფის თავიდან აცილება უკვე შესაძლებელია! როგორ გადაარჩინეს ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ურთულეს მდგომარეობაში შეყვანილი პაციენტები! ქირურგიის ეროვნულ ცენტრში თითქმის ყოველდღიურ რუტინად იქცა ჰემორაგიული შოკით, გულმკერდის აორტის დისექციით და გამსკდარი ანევრიზმით შეყვანილი პაციენტების გადარჩენა, მაშინ როცა მათი მდგომარეობა კრიტიკულია. როგორ შეძლეს ექიმებმა ამ საოცარი შედეგის მიღწევა?! გვესაუბრება თეა გამეზარდაშვილი, MD, PhD, MHA, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე: - ცენტრში ყველა პირობაა შექმნილი სისხლძარღვოვანი კატასტროფების მაღალტექნოლოგიური მკურნალობისთვის. ისეთი დიდი სისხლძარღვოვანი კატასტროფები, როგორიცაა აორტის განმაშრევებელი ანევრიზმა და ანევრიზმის გასკდომა, ხშირად მთავრდება ფატალურად. ნაკლებად ეფექტურია ღია ქირურგიული ჩარევაც, რადგან ოპერაცია ძალიან ტრავმულია და განაპირობებს სიკვდილიანობის მაღალ ალბათობას. ყველაზე დამზოგველი თანამედროვე მეთოდი ენდოვასკულური ქირურგიაა, რის განვითარებასაც მრავალმილიონიანი ინვესტიცია დასჭირდა დამფუძნებელი კომპანიის მხრიდან http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php? id=5667486&name=05.11.2018+- +%E1%83%99%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9E%E1%8 3%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90&p=1&lang=Ge --- 05.11.18 მედიასაშუალება: რეზონანსი რომელი მინისტრები აფუჭებენ "ოცნების" რეიტინგს - მთავრობამ საკადრო ცვლილებები დააანონსა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებიდან გამომდინარე, მთავრობაში, შესაძლოა, საკადრო ცვლილებები განხორციელდეს. მისი აზრით, საზოგადოება კონკრეტულ ნაბიჯებს ელის ხელისუფლებისგან. "საზოგადოებამ მკაფიოდ გვითხრა - შეცვალეთ მიდგომები, რომ მეტი შედეგი დადოთ და ეს ასეც იქნება. ეს იქნება არა ცალკეული ნაბიჯები, რომელიც პოლიტიკის ნაწილი არის, არამედ მართვის მეთოდების გაუმჯობესება. მათ შორის მე ვვარაუდობ საკადრო ცვლილებებსაც", - განაცხადა მინისტრმა. ვის მოხსნას ვარაუდობს სერგეენკო და რას ნიშნავს მინისტრის ეს განცხადება? პოლიტიკური ანალიტიკოსების - რამაზ საყვარელიძისა და ნიკა ჩიტაძის აზრით, საკადრო ცვლილება მთავრობაში, შესაძლოა, ნებისმიერს შეეხოს, თუმცა, ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, არის შანსი, რომ, პირველ რიგში, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროში მოხდეს ცვლილება. ექსპერტი სოსო ცინცაძე კი მიიჩნევს, რომ თანამდებობა თავად დავით სერგეენკომ უნდა დატოვოს. რამაზ საყვარელიძემ აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ საკადრო ცვლილება მართლაც მოხდება, რთული იქნება თქმა, ვის შეეხება ის, თუმცა ამჟამად სწორედ ეკონომიკური სიტუაციის მხრივაა დიდი სირთულეები, რასაც სასწრაფოდ სჭირდება გადაწყვეტა. "კონკრეტულად ვერ გეტყვით იმიტომ, რომ არ ვარ კარგად ჩახედული მინისტრთა კაბინეტის მოღვაწეობაში. მაგრამ რაც შეეხება პარტიის რეიტინგს, მეეჭვება, რომ ახლა მინისტრების შეცვლა შედეგს გამოიღებს. "დავუშვათ, ყველაზე მწვავე თემა არის ლარის დევალვაცია. მეორე მხრივ, ფინანსთა მინისტრი ახლად დანიშნულია და, ვთქვათ, მას შეცდომები ჰქონდა დაშვებული და ვერ აიცილა თავიდან ეს დევალვაცია, ახალი მინისტრი რომ დაინიშნოს, დარჩენილ დროში რამეს მოასწრებს? "მოსახლეობას ხომ არ აქვს პიროვნებების პრობლემა? მოსახლეობას შედეგთან აქვს პრობლემა და ამ შედეგს ვერც ერთი მინისტრი დარჩენილ დროში ვერ მიაწვდის ამომრჩეველს. ასე რომ, მგონია, ეს გადაწყვეტილება პირველი ტურის შედეგითაა ნაკარნახევი და არა იმით, რომ რეალურად მინისტრთა კაბინეტის ცვლილება რაიმეს მომტანი იქნება საარჩევნოდ", - თქვა საყვარელიძემ. ექსპერტი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ თუ ცვლილება მოხდება, დიდია ალბათობა, რომ ეს მთავრობის ეკონომიკურ ბლოკს შეეხოს. "თუ მინისტრთა კაბინეტში მოხდება საკადრო ცვლილება, შესაძლოა, შეეხოს ეკონომიკური მიმართულების მინისტრებს, მათ შორის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრსა და ფინანსთა მინისტრს, რადგან მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის აღშფოთებას იწვევს ლარის კურსის დაცემა დოლარის მიმართ, პროდუქტებზე ფასების ზრდა, ფინანსური რესურსების არარაციონალური გამოყენება და მგონია, რომ ალბათ ეკონომიკური მიმართულების მინისტრებზე იქნება საუბარი მიუხედავად იმისა, რომ ორივე მინისტრი ახლად დანიშნულია. "მაგრამ ხელისუფლება ამ შემთხვევაში ფიქრობს, რომ რახან ზურაბიშვილმა ვერ გადალახა 50%-იანი ბარიერი არჩევნებზე, ეს მნიშვნელოვნად უკავშირდება ქვეყანაში სოციალ- ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას და შესაძლებელია, რომ ამ ორმა მინისტრმა განტევების ვაცის ფუნქცია შეასრულოს", - აცხადებს ჩიტაძე. სოსო ცისკარიშვილმა აღნიშნა, რომ თანამდებობა შეიძლება დატოვოს ნებისმიერმა მინისტრმა, რომელსაც ოდესმე თუნდაც შემთხვევით უთქვამს რაიმე ბიძინა ივანიშვილისთვის მიუღებელი. "როდესაც ამჟამინდელი სიტუაცია არის საგანგებო მდგომარეობა, გაგვიჭირდება წინასწარ თქმა, რა ნაბიჯებს გადადგამს ჩვენი პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლობა. რასაკვირველია, ამ საკითხს გადაწყვეტს მხოლოდ ერთი პირი ჩვენს ქვეყანაში, რადგან როგორც პარლამენტი, ასევე მთავრობა წლების განმავლობაში მისი ხელმძღვანელობით მოქმედებს და ვერავის მოვიძიებთ ისეთს, რომელსაც ექნება ძალა, საჯაროდ გამოთქვას საკუთარი დამოკიდებულება ბატონი ივანიშვილის მიმართ. ყველანი მიყუჩდებიან და ბიძინას გადაწყვეტილებას დაელოდებიან. "მე ვერ ვხედავ რომელიმე ისეთ მინისტრს, რომელსაც ოდესმე განსხვავებული ფრაზეოლოგია ეხმარა და განსხვავებული შეფასებები გამოეკვეთა. ამიტომ, ვთქვათ ასე, დიახ, უპირველეს ყოვლისა, მინისტრის განთავისუფლება მოხდება ფინანსური მიუღებლობის მიზეზით. თუ მინისტრებს შორის არის ვინმე, ვის მიმართაც ბატონ ივანიშვილს მეგობრული ურთიერთობა აქვს, სწორედ ასეთი უნდა განარიდოს იმ დავიდარაბას, რომელშიც არის ქვეყანა, გააცილოს ტაშფანდურით და ამით გადაარჩინოს მისთვის მისაღები პირი დღევანდელ რეალობას. "ფორმალურად, ყველანი მისი ამორჩეულნი არიან და ვისაც ოდესმე ისეთი სიტყვა ექნება შემთხვევით წარმოთქმული, რაც ბატონი ბიძინასთვის არ იყო მისაღები, ამას გავიგებთ ზუსტად მაშინ, როდესაც გვეცოდინება, ვინ განთავისუფლდა თანამდებობიდან", - განაცხადა ცისკარიშვილმა. რამაზ საყვარელიძემ აღნიშნა, რომ მინისტრის შეცვლა უნდა განაპირობოს სამინისტროში არსებულმა რთულმა ვითარებამ, რომელსაც ის ვერ უმკლავდება. "ცვლილება იმ სფეროში უნდა იყოს, სადაც მძიმე პრობლემების დენაა, რათა არ იყოს კითხვის ნიშნის ქვეშ საკითხი - შესაცვლელია თუ არა პიროვნება. ყველაზე მძიმე პრობლემა გვაქვს ლარის საკითხში. იქ არის შესაცვლელი ახლად დანიშნული მინისტრი? რომ შეცვალონ, ამით ლარის "გამოჯანმრთელება" ორი კვირის განმავლობაში, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნება. ამიტომ ვამბობ, რომ არჩევნების ჭრილში მინისტრთა კაბინეტის შეცვლა, არ მგონია, გამართლებული იყოს", - აღნიშნა საყვარელიძემ. ჩიტაძის აზრით, თეორიულად, ნებისმიერ მინისტრს შეიძლება შეეხოს საკადრო ცვლილება, მაგრამ ზოგიერთ მათგანს ივანიშვილი განსაკუთრებით ენდობა და მათი გაშვება ნაკლებად მოსალოდნელია. "ვთქვათ, ხელისუფლება იღვწის, რომ ქვეყანაში ეკონომიკა განვითარდეს, მაგრამ ზოგმა მინისტრმა ვერ გაამართლა. შესაძლოა, საკადრო ცვლილება არც იყოს, მაგრამ თუ დაიწყება, ალბათ აღნიშნულ მინისტრებს შეეხება. "წულუკიანსა და გახარიას ივანიშვილი განსაკუთრებით ენდობა, ყოველ შემთხვევაში, ასეთი შთაბეჭდილება რჩება და, თეორიულად, შესაძლოა, ნებისმიერ მინისტრს შეეხოს, გამორიცხული ამ შემთხვევაში არაფერი არ არის, მაგრამ, მგონია, რომ არჩევნებში ხელისუფლების გარკვეული მარცხი უკავშირდება იმ ფაქტს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში არის გაუარესებული. "რა თქმა უნდა, არ არის გამორიცხული, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზეც ახალი კანდიდატურა მოგვევლინოს, მაგრამ მგონია, რომ ცვლილების შემთხვევაში, პირველ რიგში, ეკონომიკაზე იქნება ყურადღება გამახვილებული", - თქვა ექსპერტმა. სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ დღეს მოღვაწე მინისტრებს შორის, პირველ რიგში, სწორედ დავით სერგეენკომ თავისი ნებით უნდა დატოვოს თანამდებობა. "უპრიანი იქნება, რომ, უპირველეს ყოვლისა, თანამდებობას, საკუთარი გადაწყვეტილებით, დაემშვიდობოს ბატონი დავით სერგეენკო. უკვე ოთხდასახელებიანი სამინისტროს მინისტრია და იმის ნაცვლად, რომ შესაძლებელი გახდეს, ფეხზე წამოდგეს უკანასკნელ წლებში მიჭირხვნილი ქართული მედიცინა, რომელსაც ძალიან კარგი წარსული აქვს, უაღრესად სავალალო მდგომარეობაშია", - განაცხადა ცისკარიშვილმა. http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php? id=5667423&name=05.11.2018+- +%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%99%E1%83%95%E1%8 3%98%E1%83%A0%E1%83%90+%28%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9 C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98%29&p=1&lang=Ge ---