მედიამონიტორინგი 11.09.18
11.09.18
არხი: tv პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
ფარმაცევტული პროდუქტების ნებაყოფლობითი რეგისტრაცია საქართველოში
დღემდე აქტუალურია.
ფარმაცევტული პროდუქტების ნებაყოფლობითი რეგისტრაცია საქართველოში
დღემდე აქტუალურია. ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ბაზარი მრავალი
ჰომეოპათიური პრეპარატით არის გაჯერებული. გადაცემის სტუმარია
საქართველოს სამედიცინო გაერთიანების გენერალური მდივანი არჩილ
მორჩილაძე. არჩილ მორჩილაძე: "ამ ბოლო პერიოდში გააქტიურდა ეს თემა
და თავად ჯანდაცვის სამინისტრომაც მიიღო რამდენიმე რეგულაცია ამ
საკითხთან დაკავშირებით. ორი ახალი პროგამის აკრედიტაცია დაიწყო და
მალე დასრულდება."
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5532877
---
10.09.18
არხი: 1 არხი
გადაცემა: მოამბე: 21:00
დაშავებული მოზარდები.
10 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულად
მძიმე რჩება. თბილისში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად
დაზარალებული კიდევ ორი არასრულწლოვნის სიცოცხლეს კი საფრთხე არ
ემუქრება. შემზარავი ფაქტი გარდაბნის გზატკეცილზე, 101-ე საცხოვრებელ
კორპუსთან სამი საათის წინ მოხდა. მიტოვებული ავტოფარეხის ნაწილის
ჩამონგრევის შემდეგ სამი მოზარდი ნანგრევების ქვეშ მოჰყვა. როგორც
კორპუსის მცხოვრებლები ჰყვებიან, თავდაპირველად ბავშვების გამოყვანა
თავად სცადეს, თუმცა უშედეგოდ, რის გამოც ადგილზე მაშველების
გამოძახება გახდა საჭირო. ჯანდაცვის მინისტრი ინგოროყვას კლინიკაში და
თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფებოდა, სადაც დაშავებული
მოზარდები მოინახულა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5532391
რუსთავი 2 -
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5532290
პალიტრა ტვ -
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5532230
მაესტრო - http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?
id=5532130
1 არხი - 18:00-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5531745
რუსთავი 2 -18:00 -
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5531450
---
10.09.18
არხი:ტვ პირველი
გადაცემა: საქმის კურსი 22:30
ჭარბი მედიკამენტების დანიშვნისთვის, ამ დრომდე არცერთი ექიმის
პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა
ჭარბი მედიკამენტების დანიშვნისთვის, ამ დრომდე არცერთი ექიმის
პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში
აცხადებენ, მოქალაქეების მხრიდან არცერთი რეცეპტი ელექტრონულად არ
ატვირთულა, რომელიც ექიმის მხრიდან ჭარბი მედიკამენტის გამოწერის ფაქტს
გამოავლენდა. შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ მედიკამენტების
ჭარბად დანიშვნის პრევენციის მექანიზმი 16 ივლისიდან დანერგა. უწყების
ახალი ინსტრუმენტის საშუალებით, მოქალაქეებს 5 და მეტი მედიკამენტის
გამოწერის შემთხვევაში, დანიშნულების გადამოწმება შეუძლიათ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5532498
---
10.09.18
არხი: 1 არხი
გადაცემა: მოამბე: 21:00
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში ერთ-ერთი სახლის ჭიშკართან
ახალშობილი იპოვეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში, ერთ-ერთი სახლის ჭიშკართან
ახალშობილი იპოვეს. ახალშობილი გოგონა სასწრაფო სამედიცინო დახმარების
სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ამჟამად ის
ახალშობილთა განყოფილებაშია მოთავსებული. ექიმების განცხადებით,
ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის
სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია. ნანა
გულია: "ახალშობილს იკვლევენ, შეტყობინება სოც. სამსახურშია
გაგზავნილი".
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5532478
ქრონიკა 20:00 - სოფელ კახათში ნაპოვნი ჩვილის კანმრთელობის
მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5532019
---
10.09.18
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 15:00
სამეგრელოში ნაპოვნ მიტოვებულ ახალშობილზე მეურვეობა სოციალურ
სამსახურს დაეკისრა
დარჩელში ნაპოვნი ახალშობილის მეურვეობა სოციალურმა სამსახურმა აიღო
თავის თავზე. ამ დროისთვის ჩვილი საავადმყოფოში ექიმების
მეთვალყურეობის ქვეშ რჩება, თუმცა მისი მდგომარეობა
დამაკმაყოფილებელია. როგორც ცნობილია, მას ხვალ უკვე ჩვილ ბავშვთა
თავშესაფარში გადაიყვანენ. ახალშობილი დღეს დილით დარჩელში
წურწუმიების ოჯახის ჭიშკართან იპოვეს. მომხდარზე გამოძიება ახალშობილის
უმწეო მდგომარეობაში მიტოვების მუხლით დაიწყო. სამართალდამცველებმა
ასევე ამოიღეს სახლთან ახლოს მდებარე მაღაზიის სათვალთვალო კამერების
ჩანაწერებიც. ოჯახის წევრის განცხადებით, მათ გამოიძახეს საპატრულო
პოლიცია და სასწრაფო დახმარება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5531268
1 არხი - http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?
id=5531235
---
10.09.18
არხი: პალიტრა ტვ
გადაცემა: პალიტრა ნიუსი 20:00
ტყიბულის შახტებში შრომის პირობებს გერმანული კომპანია შეამოწმებს
ტყიბულის შახტებში შრომის პირობებს საერთაშორისო ექსპერტული კომპანია
DMT Group-ი შეისწავლის. კომპანია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 50
000 ევროთი დაფინანსდება. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, DMT Group-ს
ტყიბულის შახტებში არსებული ვითარების შესასწავლად 5 კვირიანი ვადა
ექნება. დავით სერგეენკო: "ეს გერმანული კომპანიაა, რომელსაც 140-წლიანი
გამოცდილება აქვს ასეთ აქტივობებში და საერთაშორისოდ აკრედიტებული
ექსპერტები ჰყავს." ტყიბულის შახტების ინსპექტირებისთვის გერმანული
კომპანიის შერჩევას მიესალმებიან დამსაქმებელთა ასოციაციასა და
პროფკავშირებში. ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა
განაახლებს თუ არა მინდელის სახელობის შახტი საქმიანობას, აუცილებელია
რომ ტყიბულში ალტერნატიული დასაქმების შესაძლებლობა გაჩნდეს. ირაკლი
პეტრიაშვილი რეგიონში დანერგე მომავლისა და აწარმოე საქართველოშის
ამოქმედების შესახებ საუბრობს. აღდგება თუ არა ტყიბულის შახტებში
სამუშაოები, ეს დიემთი გრუპის საბოლოო დასკვნით გადაწყდება. მინდელის
სახელობის შახტის დახურვის გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო,
რაც 16 ივლისს უბედური შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 6
დაშავდა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5532318
---
ინტერნეტი
11.09.18
მედიაშაშუალება: კვირა ჯი
უგონო მდგომარეობაში მყოფ 21 წლის შოთიკოს 80 წლის ბებია უვლის
21 წლის შოთიკო ვართუმაშვილი უგონო მდგომარეობაში საწოლსაა
მიჯაჭვული. მას 80 წლის ბებია უვლის. შოთიკოს დასახმარებლად
„ჩერნოვეცკის ფონდმა“ საქველმოქმედო აქცია გამოაცხადა, რომელმაც ძალიან
დიდი რეზონანსი გამოიწვია. ბებიასა და შვილიშვილს 400-მდე ადამიანმა
გაუწოდა დახმარების ხელი და 6 000 ლარზე მეტი შემოწირულობა გაიღო
მათთვის. ფონდის თანამშრომლებმა შოთიკო მოინახულეს და შემოწირული
თანხით ნაყიდი პროდუქტი სახლში მიუტანეს – ჰიგიენური საშუალებები,
ასპირატორი, მედიკამენტები და სხვა. ეს არის დახმარების პირველი ეტაპი,
რომელმაც 1700 ლარი შეადგინა და უახლოეს მომავალში გაგრძელდება
შემოწირული თანხის ამოწურვამდე. „თამარ ვართუმაშვილი დიდ მადლობას
მოახსენებს ყველას, ვინც გულთან ახლოს მიიტანა მისი შვილიშვილის
გასაჭირი და დახმარების ხელი გაუწოდა მას. თამარის თქმით, მას შემდეგ,
რაც „ჩერნოვეცკის ფონდმა“ გამოაცხადა საქველმოქმედო აქცია, მათთან
სახლში იმყოფებოდა სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი
და ფულადი დახმარების აღდგენას უახლოეს პერიოდში დაჰპირდა! თუ გაქვთ
სურვილი მომავალშიც დაეხმაროთ შოთიკო ვართუმაშვილს, შემოწირულობა
შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან
GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: შოთა ვართუმაშვილი) ან
გადარიცხოთ პირდაპირ ფონდის საიტიდან
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/339-vartumashvili/
http://kvira.ge/418852
ნიუპოსტი - http://www.newposts.ge/?l=G&id=183389-
%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%
A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98,%20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AC%
E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98
---
11.09.18
მედიაშაშუალება: ნიუპოსტი
ჩამონგერულ კედელში მოყოლილი მოზარდები - 10 წლის ბავშვის
მდგომარეობა კვლავ კრიტიკულად მძიმეა
თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე არსებული სასაფლაოს მიმდებარე
ტერიტორიაზე სამი ბავშვი სინკარის ქვეშ მოყვა. წინასწარი ინფორმაციით,
ერთი არასრულწლოვანი მძიმე მდგომარეობაშია. 10 წლის ბავშვს, რომელიც
რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული, თავის ტვინი აქვს დაზიანებული.
შედარებით მსუბუქია კიდევ ორი მოზარდის მდგომარეობა, თუმცა მათგან
ერთს, ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა. თვითმხილველთა ინფორმაციით,
ძველი ქარხნის ტერიტორიზე ერთ-ერთ საყრდენი კედელი ჩამოინგრა და
ბავშვებს დაეცა. დაშავებულები ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.
დაშავებულები ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მოინახულა.
http://www.newposts.ge/?l=G&id=183382-
%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%96%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%94%E1%83%
91%E1%83%98,%20%E1%83%99%E1%83%94%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98,
%20%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%A0%E1%
83%94%E1%83%95%E1%83%90
---
10.09.18
მედიაშაშუალება: ინფო 9
ნანგრევებში მოყოლის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მოზარდის
მდგომარეობა კვლავ მძიმეა
თბილისში, გარდაბნის გზატკეცილზე, ნანგრევებში მოყოლის შედეგად
დაშავებული ერთ-ერთი მოზარდის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, – ამის
შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ
განაცხადა, რომელმაც "ევექსის" რეგიონულ კლინიკაში მოზარდი მოინახულა.
დავით სერგეენკოს თქმით, 10 წლის პაციენტს რეანიმაციულ განყოფილებაში
მკურნალობა სჭირდება. "პროგნოზები რთულია. დასჭირდა გულ-ფილტვის
რეანიმაცია. ახლა შეუძლებელია რამე პროგნოზის გაკეთება. მინდა,
დავარწმუნო ყველა, ექიმები ყველაფერს აკეთებენ მის გადასარჩენად.
დეტალური ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ვიცი, რომ ნანგრევებში მოყვნენ", –
განაცხადა დავით სერგეენკომ. ამასთან, როგორც სამგორის რაიონის გამგებელი
კახა გულედანი აცხადებს, მისი ინფორმაციით, სამი მოზარდი წმინდა
ბარბარეს უბანში მდებარე კერძო სათავსოში იმყოფებოდა. "კონკრეტულად
არაა ცნობილი, რატომ იყვნენ ავტოფარეხში. ეს იყო კერძო შენობა. ორი
მოზარდი მძიმედ დაშავდა, მაგრამ არა კრიტიკულად. ჩვენს ხელთ არსებული
ყველა რესურსით ვეცდებით დახმარებას", – განაცხადა სამგორის რაიონის
გამგებელმა. რაც შეეხება კიდევ ორ დაშავებულს, რომლებიც ინგოროყვას
კლინიკაში გადაიყვანეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დავით
სერგეენკოს ინფორმაციით, ერთ-ერთ მათგანს შესაძლოა, ქირურგიული ჩარევა
დასჭირდეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,
თბილისში, გარდაბნის გზატკეცილზე, 101 კორპუსის მიმდებარე
ტერიტორიაზე, სავარაუდოდ ძველი ავტოფარეხის ჩამონგრევის დროს
ნანგრევებში სამი მოზარდი მოყვა. აღნიშნულზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით
დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას
უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
http://www.info9.ge/politika/197979-nangrevebshi-moyolis-shedegad-
dashavebuli-erth-erthi-mozardis-mdgomareoba-kvlav-mdzimea.html?
lang=ka-GE
რეპორტიორი - http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=79566
1ტვ.ჯი - https://1tv.ge/news/nangrevebshi-moyolis-shedegad-
dashavebuli-ert-erti-mozardis-mdgomareoba-kvlav-mdzimea/
დავით სერგეენკომ დაშავებული ორი მოზარდი ინგოროყვას კლინიკაში
მოინახულა https://1tv.ge/news/davit-sergeenkom-dashavebuli-ori-
mozardi-ingoroyvas-klinikashi-moinakhula/
ჯიეიჩენი - http://ghn.ge/com/news/view/210765
ნიუპოსტი - http://www.newposts.ge/?l=G&id=183374-
%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%94%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%
99%E1%83%9D,%20%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%95%E1%83%94%
E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98,%20%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%
83%A1%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%95%E
1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98
---
10.09.18
მედიაშაშუალება: ბიემჯი
ჯანდაცვის სამინისტრო უწყებაში მიგრაციის სამმართველოს შექმნაზე
მსჯელობს
ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის
ხელმძღვანელის ელზა ჯგერენაიას განცხადებით, სამინისტროში EUGBC-ის
ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც უწყებაში მიგრაციის საკითხების
დასარეგულირებლად სტრუქტურული ერთეულის შექმნას ითვალისწინებდა,
მსჯელობა და კომუნიკაცია ბიზნესთან აქტიურად მიმდინარეობს. ბიზნეს
საბჭომ აღნიშნული ინიციატოვა ინვესტორთა საბჭოს ფარგლებში დააყენა,
რათა ევროკავშირში ქართველი მოქალაქეების დროებით ლეგალურად
დასაქმების საკითხი გააქტიურებულიყო. ელზა ჯგერენაია BMG-სთან საუბარში
განმარტავს, რომ ინვესტორთა საბჭოსთან ამჟამადაც მიმდინარეობს აქტიური
კომუნიკაცია და რეკომენდაციების მოსმენა იმასთან დაკავშირებით, თუ
როგორი უნდა იყოს აღნიშნული სტრუქტურული ერთეული, რომელიც
მიგრაციის საკითხებზე მოახდენს რეაგირებას. მისი თქმით საბჭოს წევრები
შრომითი მიგრაციის საზღვრების გაფართოვებისა და კვალიფიციური უცხოური
შრომითი ძალის მიღების მზაობას გამოთქვამენ. „მიმდინარეობს აღნიშნულ
საკითხზე მუშაობა და უახლოეს მომავალში იქნება გადაწყვეტილება
მიღებული. ეს კომუნიკაცია არ არის მხოლოდ წერილობითი, არამედ ჩვენ
ხშირად ვმართავთ შეხვედრებს და ვისმენთ მათ რეკომენტაციებს. დღეს
შრომითი მიგრაციის საკითხზე კონტროლს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის
დეპარტამენტი უწევს.“ ელზა ჯგერენაიას განმარტებით საქართველოს შრომისა
და ჯანდაცვის სამინისტრო ამჟამად IOM-ის საპილოტე პროგრამაშია
ჩართულია. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში საქართველო ისეთი ქვეყნების
პარტნიორია, როგორებიცაა პოლონეთი და ესტონეთი. როგორც ელზა
ჯგერენაია ამბობს პოლონეთში უკვე გაიგზავნა და ლეგალურად დასაქმდა 30-
მდე ქართველი, კერძოდ ესენი არიან ელექტროშემდუღებლები, საერთაშორისო
გადაზიდვების მძღოლები და სხვ. აღნიშნული პიროვნებები 6 თვის
განმავლობაში მუშაობდნენ პოლონეთში, მათ ნაწილს კი ადგილობრივმა
დამსაქმებლებმა შრომითი კონტრაქტები დამატებით რამდენიმე თვით
გაუგრძელეს. რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროში მიგრაციის სამმართველოს
შექმნას ელზა ჯგერენაიას თქმით უწყებაში სტრუქტურული ერთეულის შექმნის
ინიციატივაზე აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა და კონსულტაციები
საქართველოს მთავრობაშიც.
http://www.bm.ge/ka/article/jandacvis-saministro-uwyebashi-migraciis-
sammartvelos-sheqmnaze-msjelobs/24314
---
10.09.18
მედიაშაშუალება: ბათუმელები
ბავშვებმა პორნოგრაფიას რომ აღარ უყურონ – ახალი კანონპროექტი
იმისთვის, რომ ბავშვებმა პორნოგრაფიას აღარ უყურონ, პარლამენტი ორი
კანონის შეცვლას აპირებს. ცვლილება მშობლებისა და მასწავლებლებისთვის
„გაიდლაინის“ მიწოდებას ითვალისწინებს „ცნობიერების ამაღლებისთვის“.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს ე.წ. ფილტრის ან მსგავსი რეგულაციის
ამოქმედებას, რომლითაც მშობელი ბავშვს პორნოსაიტებზე შესვლის გზას
გადაუკეტავს. საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის წევრს – დიმიტრი
ხუნდაძეს ეკუთვნის. „კანონპროექტის მომზადება განაპირობა სახელმწიფოს
მხრიდან არასრულწლოვანთა დაცვის აუცილებლობამ ონლაინრისკებისაგან,“ –
წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში. კანონპროექტის მიღების
შემთხვევაში ცვლილება ორ კანონში შევა. „მავნე ზეგავლენისგან
არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებიდან 6 თვეში
ჯანდაცვის, ასევე განათლების სამინისტროებს სახელმძღვანელოს
[გაიდლაინის] შექმნის ვალდებულება ექნებათ – „მშობლებისა და
პედაგოგებისთვის ინტერნეტსივრცეში არსებული რისკებისა და
არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენისაგან დაცვის პრევენციის თაობაზე“.
იგივე კანონი პორნოგრაფიის გარდა „კიბერგრუმინგის“ წინააღმდეგ მუშაობასაც
ითვალისწინებს. „კიბერგრუმინგი“ ინტერნეტის მეშვეობით ბავშვის ნდობის
მოპოვებას გულისხმობს, მისი შემდგომი გამოყენების მიზნით. ახალი ჩანაწერი
გაჩნდება კანონში „ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ“: „ელექტრონული
საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს
აბონენტი უფასო საცნობარო მომსახურებით, მათ შორის, არასრულწლოვანთა
მავნე ზეგავლენისაგან დაცვისთვის საჭირო საშუალებების შესახებ
ინფორმაციის, ბილინგის ინფორმაციისა და დავალიანების შესახებ უფასო
საინფორმაციო მომსახურებით და შესაბამისი ანგარიშით.“ კანონპროექტის
ავტორი, დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს, რომ ეს საკანონდებლო ცვლილებები
ხელს შეუწყობს კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას. „კანონის მიზნად
განისაზღვრება არასრულწლოვანთა დაცვა ინტერნეტსივრცეში ისეთი სახის
ინფორმაციისგან, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ ჯანმრთელობას ან/
და განვითარებას, რაც ამ დრომდე საქართველოს საკანონმდებლო აქტებში არ
არის გათვალისწინებული. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები
გარკვეულწილად ხელს შეუწყობს ეროვნული კანონმდებლობის შემუშავებას
კიბერდანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად და ამ ჩარჩოში მის
ჰარმონიზაციას საერთაშორისო სამართლებრივ აქტებთან და იქნება
წინგადადგმული ნაბიჯი ონლაინსივრცეში ბავშვთა დაცვის ეროვნული
სტრატეგიის სფეროში,“ – ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით
ბარათში. „ინფორმაციის მიწოდება მნიშვნელოვანია, მაგრამ, პირველ რიგში,
უნდა მოხდეს სიტუაციის შესწავლა, ანალიზი და შემდეგ ამოქმედდეს
შესაბამისი მექანიზმები,“ – მიიჩნევს მაია ქურციკიძე, გაეროს ბავშვთა
ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი. მას ვკითხეთ
საერთაშორისო გამოცდილების შესახებ, რაც ინტერნეტსივრცეში არსებობს
ბავშვების პორნოგრაფიისგან მავნე ზეგავლენისაგან დასაცავად. მაია ქურციკიძე
განმარტავს, რომ ბავშვების პორნოგრაფიის მავნე ზეგავლენისგან დასაცავი
მექანიზმი სხვადასხვა შეიძლება იყოს და ევროპის ქვეყნების ნაწილი ე.წ.
„ფილტრს“ იყენებს, ანუ მშობელს მოზარდისთვის კონკრეტული
პორნოსაიტების დაბლოკვა შეუძლია. „მექანიზმი კონკრეტული საჭიროებიდან
გამომდინარე უნდა განისაზღვროს. რამდენადაც ამ კუთხით კვლევა არ
ჩატარებულა, კონკრეტულ მექანიზმებზე ვერ ვისაუბრებთ… უნდა აღინიშნოს,
რომ ამ რეგულაციებმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეზღუდოს მოზარდის
წვდომა ინტერნეტთან. პირიქით, ინტერნეტი ბავშვის განვითარებისთვის
ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა ბავშვს ხელი უნდა მიუწვდებოდეს მასზე.
პირველ რიგში, თავად ბავშვებს უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, რა
საფრთხეები არსებობს ინტერნეტსივრცეში, საუკეთესო იარაღი არის
განათლება. ასევე მნიშვნელოვანია მშობლებისა და მასწავლებლებისთვის
შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება. სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ფორმით
არსებობს „ფილტრი“. საქართველოში როგორი უნდა იყოს – ეს დასკვნა
ექსპერტებმა უნდა დადონ. შესწავლის შედეგად უნდა დაიდოს სამოქმედო
გეგმა, რაც ამ დრომდე ქვეყანას არ აქვს,“ – გვითხრა მაია ქურციკიძემ.
http://batumelebi.netgazeti.ge/news/156440/
---
10.09.18
მედიასაშუალება: ბიპიენი
რომელი გეგმური ოპერაციები და რა თანხით უფინანსდებათ პაციენტებს
საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა 2013 წლის 28
თებერვლიდან მოქმედებს. პროგრამა ამბულატორიულ სამედიცინო
მომსახურებასთან ერთად ქირურგიულ მომსახურებასაც ითვალისწინებს და
საჭიროების შემთხვევაში, პაციენტებს სხვადასხვა სახის ოპერაცია
უფინანსდებათ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საყოველთაო
ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეები არიან:
საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის
ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები;
საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები ლტოლვილის
ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და თავშესაფრის მაძიებელი პირები გარდა
1 იანვრის მდგომარეობით კერძო სადაზღვევო სქემებში ჩართული, საბიუჯეტო
სახსრებით დაზღვეული და იმ ბრალდებული/მსჯავრდებული პირებისა,
რომლებიც იმყოფებიან პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულებაში (აღნიშნული პირები განსხვავებული სამედიცინო
მომსახურებით სარგებლობენ) აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა სტატუსის მქონე
პირებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით განსხვავებული სახის ოპერაციები
უფინანსდებათ. უფრო კონკრეტულად, პირებს, რომელთა ოჯახებიც
„სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ არიან
რეგისტრირებულები და მინიჭებული აქვთ 70 000-დან 100 000 სარეიტინგო
ქულა, რამდენიმე გეგმური ქირურგიული ოპერაცია უფინანსდებათ, რომელთა
ღირებულება მაქსიმუმ 15 000 ლარია. კერძოდ, ონკოქირურგიული,
კარდიოქირურგიული და სხვა ქირურგიული ოპერაციები მათ 70%-იანი
თანადაფინანსებით უტარდებათ. რაც შეეხება 6-დან 17 წლის ჩათვლით ასაკის
პირებს, მათაც ისეთი ტიპის ოპერაციები უფინანსდებათ, რომელთა
ღირებულებაც 15 000 ლარს არ აღემატება. აღნიშნული ასაკის პირებს
ონკოქირურგიული და კარდიოქირურგიული ოპერაციები 100%-იანი
დაფინანსებით, სხვა გეგმური ქირურგიული ოპერაციები კი 70%-იანი
დაფინანსებით უტარდებათ. მათ, ვისაც წლიურად 40 000 ლარზე ნაკლები და
თვიურად 1 000 ლარზე მეტი შემოსავალი აქვთ, 15 000 ლარამდე
ღირებულების მქონე ონკოქირურგიული, კარდიოქირურგიული და სხვა
გეგმური ოპერაციები 70%-იანი დაფინანსებით უტარდებათ. მათაც, ვისი
თვიური შემოსავალი 1 000 ლარზე ნაკლებია ან სხვა პირებს, ჯანდაცვის
სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ოპერაციები 70%-ით უფინანსდებათ.
ვეტერანებს, რომლებიც ჩამოთვლილთაგან განსხვავებული პაკეტით
სარგებლობენ, გეგმური ქირურგიული ოპერაციები 100%-ით უფინანსდებათ,
ამავე სადაზღვევო სისტემით სარგებლობენ საპენსიო ასაკის პირებიც. 0-5
წლის ბავშვებს ონკოქირურგიული და კარდიოქირურგიული ოპერაციები 100%-
ით, ხოლო სხვა გეგმური ოპერაციები 80%-ით უფინანსდებათ. დაფინანსებას
შშმ ბავშვებიც ამავე პრინციპით იღებენ. ონკოქირურგიული და
კარდიოქირურგიული ოპერაციები და სხვა გეგმური ოპერაციები მკვეთრად
გამოხატულ შშმპ პირებსა და სტუდენტებს სახელმწიფო 80%-ით უფინანსებთ,
მკვეთრად გამოხატულ შშმპ და საპენსიო ასაკის ვეტერანებს კი 100%-ით.
https://bpn.ge/finansebi/48648-romeli-gegmuri-operaciebi-da-ra-
thankhith-ufinansdebath-pacientebs-sayovelthao-dazghvevis-
farglebshi.html?lang=ka-GE
---
10.09.18
მედიამონიტორინგი: ბიემჯი
ჭარბი მედიკამენტების დანიშვნისთვის, ამ დრომდე არცერთი ექიმის
პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა
ჭარბი მედიკამენტების დანიშვნისთვის, ამ დრომდე არცერთი ექიმის
პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა. როგორც bmg-ს ჯანდაცვის
სამინისტროში განუცხადეს, მოქალაქეების მხრიდან არცერთი რეცეპტი
ელექტრონულად არ ატვირთულა, რომელიც ექიმის მხრიდან ჭარბი
მედიკამენტის გამოწერის ფაქტს გამოავლენდა. შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის
სამინისტრომ მედიკამენტების ჭარბად დანიშვნის პრევენციის მექანიზმი 16
ივლისიდან დანერგა. უწყების ახალი ინსტრუმენტის საშუალებით,
მოქალაქეებს 5 და მეტი მედიკამენტის გამოწერის შემთხვევაში, დანიშნულების
გადამოწმება შეუძლიათ. ექიმის დანიშნულებას კი ჯანდაცვის მინისტრის მიერ
დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, სპეციალურად შექმნილი კომისია
ამოწმებს. წელიწადში რამდენჯერმე გამოვლენილი შეუსაბამობის შემთხვევაში
კი სამინისტრო ექიმების პასუხისმგებლობის საკითხზე იმსჯელებს.
http://www.bm.ge/ka/article/charbi-medikamentebis-danishvnistvis-am-
dromde-arcerti-eqimis-pasuxismgeblobis-sakitxi-ar-damdgara/24265/
---
10.09.18
მედიაშაშუალება : ჯიეიჩენი
შალვა თვალჭრელიძის გამოცდილება და პროფესიონალიზმი-თქვენი გულის
მკურნალობის სამსახურში
კარდიოლოგიური პრობლემები ერთ-ერთი პირველია იმ ჩამონათვალს შორის,
რაც უყურადღებობის შემთხვევაში, შესაძლოა ფატალური შედეგით
დასრულდეს. საბედნიეროდ, დღეს საქართველოში მედიცინის ეს სფერო
საკმაოდ კარგადაა განვითარებული და ჩვენი კარდიოლოგები მაქსიმალურად
ცდილობენ, ფეხი აუწყონ თანამედროვე მსოფლიო მედიცინაში მიმდინარე
პროცესებს. ექიმი-კარდიოლოგი - შალვა თვალჭრელიძე, იმ რიცხვს
მიეკუთვნება, ვინც საკუთარი პროფესიის დიდი სიყვარულით, ცოდნითა და
მრავალწლიანი გამოცდილებით, პაციენტების ნდობის, სიყვარულისა და
აღიარების მოპოვება შეძლო. ამბობენ, რომ გულს გულით მკურნალობს და
ამიტომაც, მასთან მოხვედისას მშვიდად შეგიძლიათ ანდოთ თავი ექიმს.
შალვა თვალჭრელიძე: თბილისში დავიბადე და საშუალო სკოლის
დამთავრების შემდეგ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინტიტუტში
ჩავაბარე, სწავლის დამთავრების შემდეგაც სამკურნალო დარგით გავაგრძელე
კარდიოლოგად მუშაობა. იყო ასეთი სახელმწიფო დაწესებულება „სამკურნალო
კომბინატი“, სადაც დავიწყე ჩემი სამედიცინო კარიერა. -საზღვარგარეთ
სწავლის გაგრძელება როდის გადაწყვიტეთ? -დაახლოებით ორი წელი ვიმუშავე
აღნიშნულ კლინიკაში და შემდეგ წავედი ავსტრიაში, ქალაქ ლინცში, სადაც
უკვე დავეუფლე იმ პროფესიას, რასაც დღეს ვემსახურები-ინტერვენციულ-
ინვაზიურ კარდიოლოგიას. შემდგომ წლებშიც პროფესორ მერაბ მამაცაშვილის
წყალობით გრძელდებოდა ჩვენი ურთიერთობა ავსტრიელებთან და მეც
მიწევდა პერიოდულად ჩასვლა. მოგვიანებით უკვე ჩამოვყალიბდი
დამოუკიდებელ პროფესიონალად და დაახლოებით 17 წელია, რაც ამ საქმეს
ვემსახურები საქართველოში. ვარ „ღია გულში“ და უკვე მეთერთმეტე წელია,
რაც პარალელურად ვმოღვაწეობ საჩხერის ცენტრალურ რაიონულ
საავადმყოფოში, სადაც არის ძალიან კარგი კარდიოლოგიური განყოფილება და
ვაკეთებ იგივე საქმეს, რასაც - ღია გულში. გახლავართ ინვაზიური
კარდიოლოგი, რაც გულისხმობს გულის მკვებავი სისხლძარღვების
დათვალიერებას (კორონაროგრაფიას) და საჭიროების შემთხვევაში მათ
გაფართოებას მიკროპროტეზის საშუალებით (სტენტირებას). - რამდენად
განვითარდა კარდიოლოგია საქართველოში? -სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ
ბოლო წლებში განსაკუთრებით განვითარდა კარდიოლოგია საქართველოში.
ჩვენი კარდიოლოგები მსოფლიოს წამყან კლინიკებში მუშაობენ და გადიან
სტაჟირებებს, გარდა ამისა, მსოფლიოს წამყვანი კარდიოლოგიური
კლინიკებიდან ჩამოდიან ჩვენი უცხოელი კოლეგები, რომლებთან პროფესიული
ურთიერთობები ძალიან გვეხმარება. -რას ემსახურება თქვენი სამსახური? -
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები ერთ-ერთი პირველი გამომწვევი
მიზეზია მსოფლიოში სიკვდილიანობის მხრივ და ჩვენი სამსახური ემსახურება
სწორედ იმას, რომ კვირაში შვიდი დღე 24 საათის განმავლობაში
პაციენტისთვის ეს სერვისი იყოს ხელმისაწვდომი, ჩვენი ექიმები ძალიან
წარმატებით უზრუნველყოფენ ამას. -ვიცით რომ არის უბნები, სადაც უჭირთ
ჩვენი კარდიოლოგების ნაწილს სტენტირების ჩატარება, თქვენ სწორედ ამითაც
გამოირჩევით, რომ ასეთი სირთულეები არ გაბრკოლებთ -ეს ყველაფერი
მოდის წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნიდან და გამოცდილებიდან,
საბედნიეროდ, დღეს ვახერხებთ, რომ რთულად მისადგომი ადგილებიც
ავითვისოთ. -რამდენად ხშირად გაქვთ საქმე გართულებებთან და რა არის
საჭირო ასეთ დროს ექიმის მხრიდან? -ძალიან იშვიათად, მაგრამ ყოფილა
გართულებული სიტუაციები. მთავარია, რით უშველი ამ გართულებას და
ექიმის პროფესიონალიზმი ზუსტად ამაში გამოიხატება. შენ უნდა შეგეძლოს
კრიზისის მენეჯმენტი და პრობლემის მაქსიმალურად მოკლე დროში გადაჭრა.
-რა იტყვით მკურნალობის ინვაზიურ მეთოდებზე? -ინვაზიური მეთოდებით
იცვლება სარქველი და ა.შ, მაგრამ ეს არის ძალიან ძვირადღირებული
პროცედურები და ფასიდან გამომდინარე, ჩვენთან ჯერ კიდევ არ არის
მასიურად დანერგილი. არის გარკვეული პროგრამები, ჯანდაცვის
სამინისტროც გვეხმარება და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დაინერგება.
აღსანიშნავია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ძალიან ეხმარება,
როგორც პაციენტს, ასევე ექიმს. -რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო? -
ალბათ, საქმის სიყვარულს და შრომისმოყვარეობას მოაქვს წარმატება. -რას
ისურვებდით სამომავლოდ? -მინდა, კიდევ უფრო მეტად განვვითარდეთ და
დაინერგოს ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებები, რაც ჩვენთან
ჯერჯერობით არ არის დანერგილი.
http://ghn.ge/com/news/view/210684
---
ბეჭდური მედია
11.09.18
მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა
ვებრძვით კი სიკვდილს?! „შეიძლება იყო კარგი ექიმი, მაგრამ, როდესაც
ჯანდაცვის სისტემა არ გესმის, ვერ იქნები კარგი მინისტრი ან მინისტრის
მოადგილე“
„ქვეყანაში ჯანდაცვის არასწორი პოლიტიკა ხორციელდება,“-ასე ეხმაურება
ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი სერგო ჩიხლაძე ჯანდაცვის მსოფლიო
ორგანიზაციის კვლევას, რომლის მიხედვითაც, პაციენტთა დაღუპვის მიზეზი
ხშირად ექიმების მიერ დასმული არასწორი დიაგნოზი ხდება.საქართველოში
შესაბამისი სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა ცნობილია, რომ მაგალითად,
2017 წელს 20 ათასამდე ადამიანი გულსისხლძარღვთა, 6 ათასზე მეტი კი
ონკოლოგიური დაავადებებით დაიღუპა. ორსულობა-მშობიარობას გადაჰყვა 14
ქალი. სპეციალისტები არსებულ მონაცემებს ჯანდაცვის სფეროს სისტემურ
ხარვეზებს უკავშირებენ. 2017 წლის განმავლობაში საქართველოში 47 822
ადამიანი, 24 423 კაცი და 23 399 ქალი გარდაიცვალა. გასულ წელს
გარდაცვლილთა რაოდენობა დაბადებულებზე მხოლოდ 5 471-ით ნაკლები
იყო.საქსტატის მონაცემებით, ქვეყანაში გარდაცვალების უმთავრესი მიზეზი
გულსისხლძარღვთა დაავადებებია, მეორე ადგილზე კი, სხვადასხვა სახის
სიმსივნეებია. „კომერსანტი“ შეეცადა გაერკვია, საქართველოს ჯანდაცვის
სისტემაში რა ტიპის სისტემური ხარვეზებია და როგორ უნდა მივიდეს ქვეყანა
ეფექტურ ჯანდაცვის სისტემამდე? ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი სერგო
ჩიხლაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ავადობის მაჩვენებელი ნამდვილად
გაზრდილია, მაღალია სიკვდილიანობის მაჩვენებლიც. ყველაფერი ეს კი
ჯანდაცვის სისტემური ხარვეზის ბრალია. მისი განმარტებით,საქართველოში
პარადოქსია, 2011 წელს ჯანდაცვის პროგრამებზე თუ 200 მილიონი
იხარჯებოდა, დღეს ამავე მიმართლებით 1 მილიარდი იხარჯება, თუმცა,
სურათი ბევრად უარესი გვაქვს. ჩიხლაზე ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთ
ხარვეზად პირველადი ჯანდაცვის დაბალ დონეზე არსებობას ასახელებს.
მაგალითად, კი ოჯახის ექიმის ინსტიტუტი მოჰყავს. „დავიწყეთ საყოველთაო
ჯანდაცვაში გასამმაგებული თანხების ხარჯვა. სამაგიეროდ, პარალელურად არ
ავამოქმედეთ და არ განვავითარეთ პირველადი ჯანდაცვა. ამ მიმართულებით,
ბოლო რამდნეიმე წლის განმავლობაში არანაირი ძვრა არ მომხდარა.
ვგულისხმობ, თუნდაც, ოჯახის ექიმის ინსტიტუტს, რომლის ამ ფორმით
არსებობა, სისტემისთვის დამანგრეველია. ოჯახის ექიმი არსებობს, მაგრამ, იმ
ფორმით, როგორიც იყო 6-7 წლის წინ, ეს კი არაეფექტურია. იგივე
ამბულატორებს რომ შევხედოთ, რა რეფორმაზეა საუბარი, როდესაც ერთ
ოჯახის ექიმთან 2 000 პაციენტია მიმაგრებული. ზოგან მეტიც. ჯერ კიდევ
2014-2015 წლების სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში წერია, რომ
ამბულატორიულ ნაწილში კატასტროფა ხდება. ჰოსპიტალურში კიდევ მეტი
ფული იდება და მეტნაკლებად ვითარდებიან. ამბულატორიულ ნაწილში კი
კატასტროფაა, დაწყებული ექიმის კვალიფიკაციიდან, დასრულებული
ხელფასით და მიმაგრებული პაციენტების რაოდენობით. თბილისში,
მაგალითად, არის უბნები, სადაც ერთ ოჯახის ექიმზე 10 000 ადამიანი
მოდის. ეს ნორმალურია? რა მნიშვნელობა აქვს, უფუნქციო დაწესებულებაში
უფუნქციო ოჯახის ექიმი გვეყოლება თუ საერთოდ არ იარსებებს ეს
ინსტიტუტი? ამას რა მნიშვნელობა აქვს? შედეგი ერთია. ჩვენი პირველადი
ჯანდაცვა არცერთ სტანდარტს არ შეესაბამება. გამოდის, რა თანხაც ამ
სფეროშია ჩადებული, იმას ვყრით. პაციენტი პირველად ფილტრს ვერ გადის
და კლინიკაში გვიან სტადიაზე მყოფი მიდის„-აცხადებს ჩიხლაძე. მისი
შეფასებით, საყოველთაო ჯანდაცვა პირველად ჯანდაცვას საერთოდ არ
მოიცავს. პრობელმა ზუსტად ეს არის. ჩიხლაძის განცხადებით, საყოველთაო
ჯანდაცვის პროგრამა ხორციელდება, თუმცა, ამას თანხმლები პროცესები არ
ახლავს. მისივე ინფორმაციით, როდესაც ქვეყანა 2017 წლის ბიუჯეტის
შესახებ კანონს იღებდა, თეთრით შავზე დაიწერა, რომ 2018 წელს
ქვეყნისთვის პირველადი ჯანდაცვა პრიორიტეტია. მიუხედავად ამისა,
სექტორში არაფერი შეცვლილა, პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით
არანაირი რეფორმა არ განხორციელებულა. პრობლემებია საზოგადოებრივი
ჯანდაცვის ნაწილშიც. გარემონტდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის
ცენტრები,თუმცა, ისინი თავიანთ როლს ვერ ასრულებენ. ჩიხლაძის
განცხადებით, თუ პრობლემები სისტემურად არ გადაწყდა და სწორი
პოლიტიკა არ შევიმუშავდა, არაფერი გამოვა. კითხვაზე, რა არის მიზეზი
იმისა, რომ ქვეყანაში არ ხორციელდება ეფექტური ჯანდაცვის რეფორმა,
ჩიხრაძე განამრატვს, რომ აქ ორი მიზეზი შეიძლება იყოს. პირველი,
არაკომპეტენტურობა და მეორე — მიზანმიმართული მავნებლობა. „ჯანდააცვის
სამინისტროს მაღალჩინოსნებს თუ შევეხებით, არაკომპეტეტურობა ნამდვილად
არის. ისინი ვერ ერკვევიან თანამედროვე გამოწვევებში, მეთოდებში. არ
ინერგება ელექტრონული ჯანდაცვის სისტემები, რომელიც მნიშვნელოვნად
აადვილებს პაციენტისთვისაც და ექიმებსითვისაც მართვას. ეს ამ ხალხს არ
ესმის. შეიძლება იყო კარგი ექიმი, მაგრამ, როდესაც სისტემა არ გესმის, ვერ
იქნები კარგი მინისტრი ან მინისტრის მოადგილე. გარდა ამისა, როდესაც
ყველა სპეციალისტი გეუბნება, რომ რაღაც გასაკეთებელია და შენი სიჯიუტით
და სიხისტით ამას არ აკეთებ, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ამის საშუალება
გაქვს როგორც ფინანსურად, ისე მორალურად, აქ საქმე გვაქვს ან
მიზანმიმართულ მავნებლობასთან ან უცოდინრობასთან. მე მაინც მეორე
მგონია. ქვეყანაში მენეჯნეტის დეფიციტია. არ გამოვრიცხავ წამლების
სეგმენტში გარკვეული კომპანიების ლობირებასაც“-აცხადებს ჩიხლაძე.
„საქსტატის“ ინფორმაციით, გარდაცვალების წამყვანი მიზეზები
საქართველოში, 2017 წლის მონაცემების მიხედვით შემდეგია: 1. სისხლის
მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები - 19 857 ადამიანი; 2. სიმსივნეები - 6
545 ადამიანი; 3. სასუნთქი სისტემის ავადმყოფობები - 2 355 ადამიანი; 4.
ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების ზოგიერთი სხვა
შედეგი - 1 702 ადამიანი; 5. საჭმლის მომნელებელი სისტემის
ავადმყოფობები - 1 358 ადამიანი; 6. ენდოკრინული სისტემის, კვებისა და
ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოწვეული ავადმყოფობები - 1 002
ადამიანი; 7. შარდ-სასქესო სისტემის ავადმყოფობები - 796 ადამიანი; 8.
ზოგიერთი ინფექციური და პარაზიტული ავადმყოფობა - 636 ადამიანი 9.
ნერვიული სისტემის ავადმყოფობები - 617 ადამიანი; 10. სისხლმბადი
ორგანოების ავადმყოფობები - 563 ადამიანი; 11. პერინატალურ პერიოდში
განვითარებული ზოგიერთი მდგომარეობა - 359 ადამიანი; 12. თანდაყოლილი
ანომალიები - 148 ადამიანი; 13. ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები - 111
ადამიანი; 14. ძვალ-კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის
ავადმყოფობები - 62 ადამიანი; 15. კანისა და კანქვეშა ქსოვილის
ავადმყოფობები - 53 ადამიანი; 16. ორსულობა, მშობიარობა - 14 ადამიანი;
17. თვალის ავადმყოფობები - 6 ადამიანი; 18. ყურის დაავადებები - 5
ადამიანი; 19. სხვა დაავადებები, რომლებიც ამ სიაში არ არიან - 11 639
ადამიანი. სიკვდილიანობაში გულსისხლძარღვთა დაავადებების მაღალი წილით
საქართველო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) კლასიფიკაციის ზედა
საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების რიგს მიეკუთვნება. ქვეყნების ამ ჯგუფში
სიკვდილიანობის წამყვანი სამეული სისხლის მიმოქცევის დაავადებები,
სიმსივნეები და სასუნთქი სისტემის ავადმყოფობებია. ამასთანავე, ზედა
საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნების ჯგუფში გარდაცვლილთა ძირითადი
ნაწილი ხანდაზმულია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?
id=5532635&name=11.09.2018+-
+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83
%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1
%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge
---