მედიამონიტორინგი 12.09.18
12.09.18
არხი: tv პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
მიგრაციის საკითხები
ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის
ხელმძღვანელის ელზა ჯგერენაიას განცხადებით სამინისტროში იუჯიპისის
ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც უწყებაში მიგრაციის საკითხების
დასარეგულირებლად სტრუქტურული ერთეულის შექმნას ითვალისწინებდა,
მსჯელობა და კომუნიკაცია ბიზნესთან აქტიურად მიმდინარეობს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5535528
---
11.09.18
არხი: აჭარის ტვ
გადაცემა: მთავარი 21:00
სტუმრად - დავით სერგეენკო
"2019 წლის 1 სექტემბრიდან ყველა ინდუსტრიაზე გავრცელდება შრომის
ინსპექციის მუშაობა." - დავით სერგეენკო. "საქართველო გახდება პირველი
ქვეყანა, რომელმაც ქრონიკული დაავადება დაამარცხა მედიკამენტით" -
დავით სერგეენკო. "თურქეთში რამდენჯერმე იაფია მედიკამენტები. ამას
ადგილობრივი წარმოება განაპირობებს." - დავით სერგეენკო. "ჩვენი მიზანი
არ არის ექიმებისთვის ლიცენზიის შეჩერება. ჩვენი მიზანია მათი
კვალიფიკაციის ამაღლება." - დავით სერგეენკო " კანაფის შესახებ
კანონპროექტმა აღელვება იმიტომ გამოიწვია, რომ საზოგადოებაში აღელვება
იმიტომ გამოიწვია, რომ საზოგადოება ჯერ არ გაცნობია კანონპროექტს და
მხოლოდ სათაური გახდა ცნობილი." - დავით სერგეენკო.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5535032
---
11.09.18
არხი:ტვ აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
პროფილაქტიკური აცრები, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს
პროფილაქტიკური აცრები შესაძლოა სავალდებულო გახდეს - კანონპროექტი
პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო. შემოთავაზებული ცვლილებით,
სავალდებულო იქნება სასწავლო/სააღმზრდელო პროცესის დაწყებისას
იმუნიზაციის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა და
სავალდებულო პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით
გათვალისწინებული აცრების მოთხოვნა. კანონპროექტის განმარტებით ბარათში
ინიციატივის მიზანია მოსახლეობის დაცვა იმუნიზაციის გლობალური მოცვის
საშუალებით, მათ შორის წითელას გავრცელების საშიშროებისაგან.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5535025
მაესტრო - http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?
id=5534903
იმედი - http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?
id=5534820
იმედი 17:00 -
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5534358
აჭარა ტვ - http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?
id=5534769
---
11.09.18
არხი:ტვ აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრი მოსახლეობას აცრების ჩატარებისკენ მოუწოდებს
შემოდგომის სეზონის დაწყებასთან ერთად მოსალოდნელია წითელა-წითურას
ვირუსის გააქტიურება, ამიტომ დაავადებათა კონტროლისა და
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოუწოდებს მოსახლეობას
აცრები ჩაიტარონ. პაატა იმნაძის განცხადებით, მშობლებმა ბავშვი სკოლაში
მიყვანამდე გადაამოწმოს ბავშვის ვაქცინაციის ისტორია. „მოსალოდნელია
ისეთი დაავადებების გააქტიურება, სადაც გადადების მექანიზმი საკმაოდ
აქტიურად მუშაობს, ეს არის წითელა-წითურა. წითურა ჯერჯერობით არ
გვაქვს, მაგრამ წითელა გვაქვს, ამიტომ გვაქვს ერთადერთი რჩევა, რომ
მშობლებმა ბავშვის სკოლაში შეყვანამდე კიდევ ერთხელ კარგად უნდა ნახონ
ბავშვის ვაქცინაციის ისტორია და თუ რამე ასაკობრივი ვაქცინა გამოტოვებული
აქვს, აუცილებელად ჩაუტარონ”,- აღნიშნა პაატა იმნაძემ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5535021
აჭარის ტვ- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?
id=5534759
1 არხი - http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?
id=5534453
მაესტრო - http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?
id=5533802
რუსთავი 2 -
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5534041
---
11.09.18
არხი: აჭარის ტვ
გადაცემა: მთავარი 18:00
შრომის უსაფრთხოება – შეხვედრა ბიზნესის და საჯარო სექტორის
წარმომადგენლებთან
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დამსაქმებელთა და დასაქმებულთა
გაერთიანებებთან შეხვედრას მართავს. მიზანი შრომის უსაფრთხოების ახალი
კანონის შესახებ ბიზნეს სექტორისა და დასაქმებულების ინფორმირებაა.
შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ესწრება. თამარ ბარკალაია
მხარდაჭერას უცხადებს ბიზნესს ხელისუფლების სახელით. (2)შრომის
ინსპექტორებმა კონტროლი მავნე და მძიმე საშიში სამუშაოებზე გააძლიერეს.
კანონის ავტორები ფიქროებნ, რომ არსებულ სტატისტიკას ახალი
რეგულაციები შეამცირებს. სტატისტიკა საგანგაშოა. გასულ წელს, სამუშაოების
შესრულების დროს, ქვეყანაში 41 ადამიანი დაიღუპა და 66 დაშავდა. ესენი
არ იყვნენ მხოლოდ მძიმე სამუშაოებზე დასაქმებულები. უკვე ცნობილია, რომ
მომავალი წლიდან შრომის ინსპექტორები სხვადასხვა ობიექტებზე ნებართვის
გარეშე შევლენ. ბექა ფერაძის თქმით, გაიზარდა მათი უფლებები და უკვე
ერთი თვეა შრომის ინსპექტორები ობიექტზე სადაც - მავნე, მძიმე და საშიში
სამუშაოები სრულდება მფლობელის ნებართვისა და სასამართლო
გადაწყვეტილების გარეშე შედიან. შრომის ინსპექციის როლის გაძლიერება
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა.
უცხოელი ექსპერტების განცხადებით, მნიშვნელოვანია შრომის უსაფრთხოებისა
და ჯანდაცვის სწორი პოლიტიკა, რომელიც არა სადამსჯელო, არამედ
პრევენციულ ღონისძიებებზე იქნება ორიენტირებული. ბექა ფერაძის თქმით,
გაიზარდა მათი უფლებები და უკვე ერთი თვეა შრომის ინსპექტორები
ობიექტზე სადაც - მავნე, მძიმე და საშიში სამუშაოები სრულდება
მფლობელის ნებართვისა და სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე შედიან.
შრომის ინსპექციის როლის გაძლიერება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის
ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა. უცხოელი ექსპერტების განცხადებით,
მნიშვნელოვანია შრომის უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის სწორი პოლიტიკა,
რომელიც არა სადამსჯელო, არამედ პრევენციულ ღონისძიებებზე იქნება
ორიენტირებული.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5534638
---
11.09.18
არხი: 1 არხი
გადაცემა: მოამბე 18:00
ბათუმში შრომის უსაფრთხოების კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო
შეხვედრა გაიმართა
ბათუმში შრომის უსაფრთხოების კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო
შეხვედრა გაიმართა. აჭარის მთავრობის, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა
გაერთიანებებთან შეხვედრაზე ბოლო პერიოდში განხორციელებული
რეფორმები, შრომის უსაფრთხოების მიმართულებით დაწესებული
ვალდებულებები, ასევე უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს
უზრუნველყოფის საკითხები განიხილეს. თამარ ბარკალაია:"ჩვენ დავიწყეთ
უკვე ინსპექტირებები და გვინდა, რომ დღეს მივაწოდოთ ინფორმაცია როგორც
ადგილობრივ ბიზნესებს, ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების
წარმომადგენლებს, თუ რა მექანიზმები არსებობს."
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5534473
---
ინტერნეტი
12.09.18
მედიაშაშუალება: პრაიმტაიმი
იგორ გიორგაძის სკანდალური განცხადება - თბილისთან სახიფათო
ექსპერიმენტები ტარდება
საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი იგორ გიორგაძე, ასე
მოიხსენიებენ მას რუსეთში, ფლობს მტკიცებულებებს და შეუძლია
დაამტკიცოს, რომ თბილისის ახლოს არსებული ლუგარის ლაბორატორიაში
სახიფათო ექსპერიმენტები ტარდებოდა და ბიოლოგიური იარაღის შექმნაზე
მუშაობენ. გიორგაძის განცხადებით, მას ხელში ჩაუვარდა დოკუმენტები,
წყაროს ან წარმომავლობას ამ დოკუმენტების ის არ ასახელებს, რომელის
მიხედვითაც მტკიცდება, რომ ბიოლოგიური იარაღის შესაქმნელად ლუგარის
ლაბორატორიაში ცდები ნამდვილად ტარდებოდა. მან ასევე გაიხსენა
ლაბორატორიის გახსნა, მაშინ 2011 წელს მას ესწრებოდა ამერიკის თავდაცვის
მინისტრი. გიორგაძის თქმით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი
ან ლუგარის ბიოლოგიური ლაბორატორია მუშაობს საქართველოში "მასობრივი
განადგურების იარაღის გამოყენების შედეგების შემცირებასა და შესაბამისი
მეთოდებისა და აღჭურვილობის განვითარებაზე". მან ასევე აღნიშნა, რომ
შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი სტრუქტურა -
საფრთხეების შემცირების სააგენტო - არის აშშ-ს გარეთ მსგავსი სამედიცინო
ცენტრების შექმნის დამკვეთი. შემდეგ იგორ გიორგაძემ უკვე სკანდალური
განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ბიოლოგიური იარაღის შექმნის მიზნით
ამერიკის ოფიციალური სტრუქტურები ცდებს ცოცხალ ადამიანებზე აკეთებენ.
იგორ გიორგაძე მიმართავს ამერიკის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, რათა
ჩატარდეს გამოძიება საქართველოში ამ ექსპერიმენტების კანონიერების
დადგენის მიზნით. მიმართვაში ასევე ნათქვამია, რომ ლუგარის ცენტრი აშშ-ს
ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას და მისი ქართველი კოლეგის მიხეილ
სააკაშვილის ნებართვით მოქმედებდა. „დოკუმენტები ხელებს გწვავს. ის
ამტკიცებს, რომ ლაბორატორიაში ექსპერიმენტები, შესაძლოა, ტარდებოდა
საქართველოს მოსახლეობაზე. აი, ეს არის 30 გარდაცვლილი პირის სია,
რომლებიც მკურნალობას С ჰეპატიტზე გადიოდა. 24 მათგანი ერთი და იმავე
დღეს მოკვდა. „სიკვდილის მიზეზის“ გრაფაში წერია „უცნობია“. ამას
არანაირი შემდგომი ძიება არ მოჰყოლია. პაციენტები დოკუმენტებში ნომრებით
არიან შეყვანილნი.“ - აცხადებს გიორგაძე. იგორ გიორგაძის განმარტებით, ის
არ არის ბაქტერიოლოგიური იარაღის სპეციალისტი, ამდენად უჭირს
დოკუმენტების ადეკვატურობაზე მსჯელობა, ამიტომაც, მისი საერთაშორისო
დონეზე შესწავლის ინიციატივით გამოდის. „მე სპეცსამსახურების
თანამშრომელი ვარ და პროვოკაციის შესაძლებლობასაც ვუშვებ. ეს
დოკუმენტები, შესაძლოა, შემოგდებულია სკანდალის ატეხვის მიზნით,
თუმცა, ჩემი მრავალწლიანი გამოცდილება მაძლევს იმის თქმის საფუძველს,
რომ ეს დოკუმენტები ყალბი არ არის“ - აცხადებს ის. საქართველოს
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის
"ლუგარის ლაბორატორიის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე აცხადებს, რომ
ლაბორატორიაში უჩვეულო არაფერი ხდება, რაშიც ექსპერტებსაც შეუძლიათ
დარწმუნდნენ.
https://www.primetime.ge/news/1536738795-
%E1%83%98%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0-
%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%
98-%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90
---
12.09.18
მედიაშაშუალება: ინტერპრესნიუსი
ზაზა სარალიძე ამ დრომდე ინგოროყვას კლინიკაში რჩება
ზაზა სარალიძე ამ დრომდე ინგოროყვას სახელობის კლინიკაში რჩება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" კლინიკაში განუცხადეს, 10:00 საათზე მას ექიმი
მოინახულებს. კლინიკის ინფორმაციით, სარალიძის მდგომარეობა
სტაბილურია. "პაციენტის დიაგნოზია ჰიპერგლიკემია (შაქრის მაღალი დონე
სისხლში) და ჰიპობოლემიური მდგომარეობა. ამ დროისათვის მდგომარეობა
სტაბილურია, თუმცა საჭიროებს დამატებით გამოკვლევებს და მონიტორინგს
დინამიკაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პაციენტი რჩება კლინიკაში",
- განუცხადეს "ინტერპრესნიუსს"ინგოროყვას კლინიკაში. ზაზა სარალიძე
გუშინ, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე შეუძლოდ გახდა. მან გონება
დაკარგა, რის გამოც სასწრაფო დახმარების ბრიგადი გამოძახება გახდა
საჭირო. სარალიძე ინგოროყვას კლინიკაში წუხელვე გადაიყვანეს.
http://new.ipn.ge/ka/article/511577-zaza-saralize-am-dromde-
ingoroqvas-klinikashi-rcheba
---
11.09.18
მედიაშაშუალება: ბათუმელები
ჯანდაცვის სამინისტრო შრომის ინსპექტორებს ეძებს
„პრობლემა არის კადრები, პროფესიონალი კადრები არ გვყავს,“ – აღნიშნა
დღეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე
დამსაქმებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ელგუჯა მელაძემ. ჯანდაცვის
სამინისტროს წარმომადგენლები ბიზნესმენებს შეხვდნენ. კომპანიებს, სადაც
უსაფრთხოების კუთხით მაღალი რისკი არსებობს, უსაფრთხოების მენეჯერი
უნდა ჰყავდეთ. შეხვედრაზე გაირკვა, რომ შრომის უსაფრთხოების
სპეციალისტებს კერძო კომპანიებთან ერთად სახელმწიფოც ეძებს.
„დეფიციტურია, კი. 30 ინსპექტორი უკვე გვყავს და მალე გამოვაცხადებთ
კონკურსს კიდევ 10 ინსპექტორის შესარჩევად. როცა კანონი უფრო მეტ
კომპანიაზე გავრცელდება, კიდევ დამატებით 40 ინსპექტორი დაგვჭირდება…
ჩვენ მივაწოდეთ მოდულები კომპანიებს, კადრები თავად უნდა შეარჩიონ. ამ
პროცესში სახელმწიფო არ ერევა,“ – გვითხრა ბექა ფერაძემ, შრომის
პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა. „დაცვის ინსპექცია
ამოწმებს, კომპანიას ჰყავს თუ არა კადრი. ინსპექცია ამ კადრის
კვალიფიკაციას და გამოცდილებას არ ამოწმებს. კომპანიის რისკია
უსაფრთხოების მენეჯერის კვალიფიკაცია. შესაძლოა, მან ფორმალურად
დაასაქმოს ვინმე, მაგრამ შემდეგ ინსპექციამ უსაფრთხოების პირობების
დარღვევისთვის დააჯარიმოს,“ – განმარტავს დამსაქმებელთა ასოციაციის
აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, დავით ჭყონია. შრომის უსაფრთხოების
მენეჯერების გადამზადების პროგრამას დამსაქმებელთა ასოციაცია
ახორციელებს. დავით ჭყონია ამბობს, რომ კადრები დეფიციტია და ბევრი
კომპანია ეძებს. „ზოგი ისევ ეძებს კადრს, ზოგმაც აქამდე ვინც მუშაობდა ამ
პოზიციაზე, ის გადაამზადა,“ – გვითხრა დავით ჭყონიამ.
http://batumelebi.netgazeti.ge/news/156916/
---
11.09.18
მედიაშაშუალება: ბათუმელები
მინისტრის მოადგილე შრომის უსაფრთხოებაზე: ჩვენ ბიზნესმენების დასჯაზე
არ ვართ ორიენტირებული
„სახელმწიფო პოლიტიკა არის ბიზნესის მხარდაჭერა… ჩვენ ბიზნესმენების
დასჯაზე არ ვართ ორიენტირებული,”- უთხრა ბიზნესმენებს საქართველის
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ. სამინისტროს
წარმომადგენლები დღეს, 11 სექტემბერს, შრომის უსაფრთხოების შესახებ
კანონში შესულ ცვლილებებზე ესაუბრნენ ბიზნესმენებს ბათუმის სახელმწიფო
უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე. თამილა ბარკალაია – ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის მინისტრის მოადგილე „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონში
შესული ცვლილებები მარტიდან უკვე შეეხო მძიმე და საშიშპირობებიან
ბიზნესს. ამ კომპანიებში შესვლა და ინსპექტირების განხორციელება ნებისმიერ
დროს შეუძლია ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტს.
შრომის ინსპექცია კომპანიებს სთხოვს, შრომის უსაფრთხოების მენეჯერი
დაახვედროს, რომელიც სამუშაო ადგილზე უსაფრთხო შრომის პირობებზე
იმუშავებს. „უკვე 30 კომპანიის ინსპექტირება განვახორციელეთ. პირველ
ეტაპზე ჩვენ მხოლოდ გაფრთხილებით შემოვიფარგლეთ. დაახლოებით ორი
თვის შემდეგ, როცა უკვე მონაცემები დაზუსტდება, დეტალურ ინფორმაციას
გავაცნობთ საზოგადოებას,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ბექა ფერაძემ, შრომის
პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა. ბექა ფერაძე – შრომის
პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი „პრაქტიკამ აჩვენა, რომ
რეგულაციის გარეშე ბაზარმა ეს პრობლემა ვერ მოაგვარა. სახელმწიფოს
ჩართულობა აუცილებელია. 2019 წლის სექტემბრიდან ინსპექტირებას
ეკონომიკის სფეროში მომუშავე ყველა კომპანია დაექვემდებარება,“ – თქვა
თამილა ბარკალაიამ. კანონში შესული ცვლილების შემდეგ კომპანიის მენეჯერს
თავად შეუძლია შრომის უსაფრთხოების მენეჯერის ფუნქცია შეასრულოს,
თუკი საწარმოში დასაქმებულთა რაოდენობა 20-ზე მეტი არ არის. 20-დან 100
დასაქმებულზე კომპანიამ მენეჯერი უნდა აიყვანოს, რომელსაც შრომის
უსაფრთხოების კუთხით გააჩნია კვალიფიკაცია და გამოცდილება. საწარმოში
100-ზე მეტი დასაქმებულის შემთხვევაში, კომპანიამ უსაფრთხოების სამსახური
უნდა შექმნას. „პროფესიონალი კადრები არ გვყავს, ეს პრობლემაა,“ –
აღნიშნა შეხვედრაზე ელგუჯა მელაძემ, დამსაქმებელთა ასოციაციის
ხელმძღვანელმა. მისი თქმით, ამ პრობლემის მოგვარებას დროს სჭირდება,
რადგან კადრებს გადამზადება დასჭირდებათ. „ინსპექტორი კი არა, პოლიტიკა
უნდა შევიდეს ყველა კომპანიაში,“ – დასძინა დამსაქმებელთა ასოციაციის
წარმომადგენელმა. შეხვედრაზე მყოფმა ერთმა ბიზნესმენმა იკითხა, შესაძლოა
თუ არა უსაფრთხოების ინდივიდუალური დაცვის მექანიზმები შეიმუშავოს
კომპანიამ. „არა, კანონი მიმართულია კოლექტიური დაცვის
საშუალებებისკენ,“ – უპასუხა ბიზნესმენს ბექა ფერაძემ, შრომის პირობების
ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა. შეკითხვა ბათუმის მერიის შპს
„სანდასუფთავების“ თანამშრომელმაც დასვა. მან იკითხა, აპირებს თუ არა
სახელმწიფო ზიანი აუნაზღაუროს იმ თანამშრომლებს, რომლებსაც სამუშაოს
შესრულების დროს პროფესიული ზიანი ადგებათ. „მე ადრე
ნავთობტერმინალში ვმუშაობდი, ეს კანონები კარგად ვიცი…
სანდასუფთავებაშიც ადრე იყო წესები, კონკრეტულ თანამშრომლებს რძეს
ურიგებდნენ ან დანამატს აძლევდნენ, ახლა არაფერი აღარაა. მერია მსგავსი
ხარჯებისგან თავს არ იკავებს, იქნებ ამ კუთხითაც შეიცვალოს რამე,“ –
იკითხა მან. შეხვედრა უნივერსიტეტში ჯანდაცვის სამინისტროს
წარმომადგენლებმა მერიის თანამშრომელს უთხრეს, რომ კანონმდებლობა ამ
კუთხითაც დაიხვეწება. ჯანდაცვის სამინისტროს ბიზნესმენებთან შეხვედრას
ბათუმის მერი, ასევე აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტის მერები ესწრებოდნენ.
„თქვენ იმიტომ მოგიწვიეთ, რომ შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი მალე
მუნიციპალურ შპს-ესაც შეეხება, ამიტომ გვინდა, წინასწარ იყოთ
ინფორმირებული,“ – მიმართა მერებს მინისტრის მოადგილემ. ბიზნესმენებს
მინისტრი დავით სერგეენკო უნდა შეხვედროდა, თუმცა იგი შეხვედრაზე არ
მოვიდა. სამინისტროს პრესსამსახურმა ჟურნალისტებს ვერ უთხრა, რატომ
გადაიფიქრა შეხვედრაზე მოსვლა ჯანდაცვის მინისტრმა.
http://batumelebi.netgazeti.ge/news/156878/
---
11.09.18
მედიაშაშუალება: ამბები ჯი
"გრიპის ვაქცინაცია ოქტომბერში იწყება" - რა რეკომენდაციებს აძლევს პაატა
იმნაძე მშობლებს შემოდგომის სეზონურ დაავადებებთან დაკავშირებით
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, შემოდგომის
სეზონის დაწყებასთან ერთად მოსალოდნელია წითელა-წითურას ვირუსის
გააქტიურება, ამიტომ მისი რეკომენდაციით, მოსახლეობამ აცრა უნდა
ჩაიტაროს. „საკმაოდ მშვიდი ზაფხული გვქონდა. ამ პერიოდთან
დაკავშირებული დიდი ეპიდაფეთქებები, რომლებიც საკვებსა და წყალს
უკავშირდებოდა, არ ყოფილა. იყო მცირე შემთხვევები, მაგრამ საბედნიეროდ,
დიდი ეპიდაფეთქებები ქვეყანაში ზაფხულში არ ყოფილა. რაც შეეხება
შემოდგომას, ბავშვები ბრუნდებიან, ამიტომ პირველ რიგში მოსალოდნელია
ისეთი დაავადებების გააქტიურება, სადაც გადადების მექანიზმი საკმაოდ
აქტიურად მუშაობს, ეს არის წითელა-წითურა. წითელა ჯერჯერობით არ
გვაქვს, მაგრამ წითურა გვაქვს, ამიტომ გვაქვს ერთადერთი რჩევა, რომ
მშობლებმა ბავშვის სკოლაში შეყვანამდე კიდევ ერთხელ კარგად უნდა ნახონ
ბავშვის ვაქცინაციის ისტორია და თუ რამე ასაკობრივი ვაქცინა გამოტოვებული
აქვს, აუცილებელად ჩაუტარონ”,- აღნიშნა პაატა იმნაძემ. რაც შეეხება
რესპირატორულ დაავადებებს, პაატა იმნაძის განმარტებით, მათი გააქტიურება
ჯერჯერობით მოსალოდნელი არ არის, თუმცა, დამოკიდებულია ამინდზე.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის
მოადგილემ აღნიშნა, რესპირატორული დაავადებები ძირითადად, შემოდგომის
ბოლოს აქტიურდება. „ვისაც ზამთარში გრიპის ეშინია, გრიპის ვაქცინაცია
ოქტომბერში იწყება ხოლმე და ამ დროს უნდა ჩაიტარონ ის და არა იანვარსა
და თებერვალში, როცა გრიპის სეზონი დაიწყება”, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.
https://www.ambebi.ge/article/227441-gripis-vakcinacia-oktombershi-
icqeba-ra-rekomendaciebs-azlevs-paata-imnaze-mshoblebs-shemodgomis-
sezonur-daavadebebtan-dakavshirebit/
---
11.09.18
მედიასაშუალება: პრესა ჯი
"ვინც 40 წლამდე ხართ და არ გახსოვთ გაკეთებული გაქვთ თუ არა აცრა,
წადით და აიცერით"
დაავადებათა კონტროლი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით
მშობლებს აფრთხილებს და მოუწოდებს, რომ გადაამოწმონ ბავშვების
ვაქცინაციის ისტორია. იმ შემთხვევაში თუ ბავშვს აცრა გაკეთებული არ აქვს
ვაქცინა დროულად გაუკეთონ. ამის შესახებ დღეს დაავადებათა კონტროლის
ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ
პრესკონფერენციაზე თქვა. „მოსალოდნელია ისეთი დაავადებების გავრცელება,
სადაც გადადების მექანიზმი საკმაოდ ადვილად მუშაობს. პირველ რიგში, ეს
ისევ წითელაა", - თქვა იმნაძემ. აცრებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ. მან კოლეგა
დეპუტატებს მიმართა და მოუწოდა, რომ ვინც 40 წლამდეა და არ ახსოვს
აცრა აქვს თუ არა გაკეთებული, ვაქცნინა გაიკეთონ. „ტარდება პერიოდული
კამპანიები, იმუნიზაციის კვირეულები, წითელაზე სპეციალური კამპანიური
აცრები არის პერიოდულად. 40 წლის ზემოთ ვინ ვართ, ვიცით, რომ
საბჭოთა პერიოდში აცრილი ვართ და 40 წლამდე ვინც ხართ, თუ არ
გახსოვთ, რომ აცრილი ხართ, ახლავე მოგიწოდებთ, წახვიდეთ და აიცრათ.
აცრა არის უფასო. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ იყოთ დაცული “, -
განაცხადა აკაკი ზოიძემ. სექტემბრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული
პროფილაქტიკური აცრები შესაძლოა, სავალდებულო გახდეს. ჯანდაცვის
მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2018 წლის პირველ 6 თვეში
დაავადების 1000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. ამ მონაცემით საქართველო
ევროპის იმ 7 ქვეყანას შორის, სადაც წელს წითელას შემთხვევები ყველაზე
მეტად გაიზარდა, მესამე ადგილზეა.
https://presa.ge/new/?m=society&AID=68567
იმედინიუსი - http://medianews.ge/ge/shemodgomaze-mosalodnelia-iseti-
daavadebebis-gaaqtiureba-rogoritsaa-tsitela-tsitura-paata-imnadze-
mshoblebs-shvilebis-vaqtsinatsiisken-moutsodebs/49249
ინტერპრესნიუსი - http://new.ipn.ge/ka/article/511411-paata-imnaze-
shemodgomis-sezonis-dacqebastan-ertad-citela-cituras-virusis-
gaaktiurebaa-mosalodneli
ნიუპოსტი - http://www.newposts.ge/?l=G&id=183406-
%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90,%20%E1%83%AC%E1
%83%98%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90,%20%E1%83%A8%E1%83%94%E1%83
%9B%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%90
1ტვ. ჯი - https://1tv.ge/news/daavadebata-kontroli-vaqcinaciastan-
dakavshirebit-mshoblebs-afrtkhilebs/
---
11.09.18
მედიამონიტორინგი: ინფო 9
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის
თაობაზე, ბიზნესმენებს და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს ხვდება
შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის ამოქმედებასთან დაკავშირებით,
ბათუმში ადგილობრივ ბიზნესმენებთან და მუნიციპალიტეტების
წარმომადგენლებთან საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა
ბარკალაია შეხვედრას მართავს. როგორც თამილა ბარკალაიამ ჟურნალისტებს
განუცხადა, აღნიშნული კანონმდებლობა პირველი აგვისტოდან ამოქმედდა და
შეხვედრის მიზანი სწორედ ის არის, რომ ადგილობრივ დონეზე ინფორმირება
მოხდეს. "დღეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს და
ადგილობრივი ბიზნესმენებს ვხვდებით. შრომის უსაფრთხოება პრიორიტეტია
და ახალი კანონმდებლობა მოგეხსენებათ პირველ აგვისტოს ამოქმედდა,
კერძოდ, ძალაში შევიდა შრომის ინსპექციის გაფართოებული მანდატი მძიმე,
მავნე და საშიშ პირობებიან სამუშაოებთან დაკავშირებით. ჩვენ დავიწყეთ
ინსპექტირებები და გვინდა, რომ მივაწოდოთ ინფორმაცია ადგილობრივ
ბიზნესებს და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს, თუ რა მექანიზმები
არსებობს შრომის უსაფრთხოების, როგორ უნდა დაიცვას და რა
პასუხისმგებლობები და ვალდებულებები აქვს როგორც დასაქმებულებს, ასევე
დამსაქმებლებს და რა როლი შეიძლება ჰქონდეს ადგილობრივ
მუნიციპალიტეტებს, რომ უზრუნველყონ შრომის უსაფრთხოება თავის
მუნიციპალიტეტებში ",-განაცხადა თამილა ბარკალაიამ.
http://www.info9.ge/sazogadoeba/198032-jandacvis-ministris-moadgile-
shromis-usafrthkhoebis-kanonmdeblobis-thaobaze-biznesmenebs-da-
municipalitetebis-tsarmomadgenlebs-khvdeba.html?lang=ka-GE
ინტერპრესნიუსი - http://new.ipn.ge/ka/article/511533-jandacvis-
ministris-moadgile-shromis-usaprtxoebis-kanonmdeblobis-taobaze-
biznesmenebs-da-municipalitetebis-carmomadgenlebs-xvdeba
---
11.09.18
მედიაშაშუალება : პრაიმტაიმი
გუშინ, სინკარის ქვეშ მოყოლილი ერთ-ერთი მოზარდის მდგომარეობა
უკიდურესად მძიმეა
თბილისის რეფერალური ჰოსპიტალის სამედიცინო დირექტორის, ქეთევან
შარანგიას განცხადებით, გუშინ, სინკარის ქვეშ მოყოლილი მოზარდის
მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. "მდგომარეობა უცვლელია, უკიდურესად
მძიმეა მისი მდგომარეობა. მოზარდი კომაშია. ოპერაციისგან თავს ვიკავებთ"
- განუცხადა "პრაიმტაიმს" ჰოსპიტალის სამედიცინო დირექტორმა.
თბილისში, წმინდა ბარბარეს ქუჩაზე, სასაფლაოსთან, სამი მოზარდი სინკარის
ქვეშ მოყვა. შსს-ს ინფორმაციით, სავარაუდოდ ძველი ავტოფარეხის
ჩამონგრევის დროს, ნანგრევებში მოყვნენ 2004 წელს დაბადებული ზ.ხ., 2003
წელს დაბადებული გ.მ. და 2010 წელს დაბადებული ნ.ქ. როგორც
"პრაიმტაიმს" განუცხადეს, ორი მოზარდის მდგომარეობა, რომლებიც
ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, სტაბილურია, მათ სიცოცხლეს საფრთხე
არ ემუქრება. დაშავებული მოზარდების მოსანახულებლად გუშინვე,
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ორივე კლინიკაში იმყოფებოდ
https://www.primetime.ge/news/1536658565-
%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%98%E1%83%
93%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%93-
%E1%83%9B%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%90
---
11.09.18
მედიაშაშუალება :ინტერპრესნიუსი
პაატა იმნაძე ფერმერებს აფრთხილებს, საქონელი ჯილეხის საწინააღმდეგო
ვაქცინით აცრან
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ფერმერებს აფრთხილებს, რომ
საქონელი ჯილეხის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრან, რადგან, მისი თქმით,
დაავადების სეზონი ჯერ კიდევ აქტიურია. „დაავადება, რომელიც ფერმერებს
ეხებათ, ეს არის ჯილეხი, რომლის სეზონიც აგვისტოს ბოლოს არის ხოლმე.
აგვისტოს ბოლოს იყო აღმოსავლეთ საქართველოში ჯილეხის აფეთქება.
ფერმერებს მინდა მივმართო, რომ თავიანთი საქონელი აცრან ჯილეხის
საწინააღმდეგოდ და თუ ძროხა არის დაავადებული, ნუ დაკლავენ, რადგან
ბოლო შემთხვევა სწორედ იმასთან იყო დაკავშირებული, რომ პატრონი და
მისი ახლობლები, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული, დაავადდნენ”,-
განაცხადა პაატა იმნაძემ.
http://new.ipn.ge/ka/article/511413-paata-imnaze-permerebs-aprtxilebs-
sakoneli-jilexis-sacinaagmdego-vakcinit-acran
---
11.09.18
მედიასაშუალება : 1 ტვ
პროფილაქტიკური აცრები შესაძლოა, სავალდებულო გახდეს
საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო უმრავლესობის 10
დეპუტატის მომზადებული და ინიცირებული კანონპროექტი „ჯანმრთელობის
დაცვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დღეს
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
სხდომაზე განიხილეს. კანონპროექტი პარლამენტის ადამიანის უფლებათა
დაცვისა და სამოქალაქო
https://1tv.ge/news/profilaqtikuri-acrebi-shesadzloa-savaldebulo-
gakhdes-2/
---
ბეჭდური მედია
12.09.18
მედიასაშუალება: სარკე
დავა 76 წლის კაცი ექიმებს თირკმლის ქურდობაში ადანაშაულებს თენგიზ
აბულაძე: "ყველას გავაგებინებ, რომ საქართველოში ექიმები ორგანოებით
ვაჭრობენ!"
76 წლის თენგიზ აბულაძე თბილისის ონკოლოგიური საავადმყოფოს ექიმებს
უჩივის. მას კლინიკაში 2018 წლის 22 იანვარს ოპერაცია სწორ ნაწლავზე
გაუკეთეს. ოპერაციიდან 7 თვეში პაციენტი საკვებით მოიწამლა. გურჯაანის
საავადმყოფოში გსინჯეს და უთხრეს, რომ მარცხენა თირკმელი აღარ ჰქონდა,
რაც მისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა. თენგიზ აბულაძეს ეჭვი გაუჩნდა, რომ
მისი თირკმელი ორგანოებით ვაჭრობამ შეიწირა. დაზარალებული პაციენტი
კლინიკას სამედიცინო რეგულირების სააგენტოში უჩივის. კლინიკაში 4
საათიან ოპერაციას ქირურგ ლაშა თურქიაშვილთან ერთად უროლოგი ლევან
მოთაშვილიც ესწრებოდა. ექიმმა ლაშა თურქიაშვილმა წარმოგვიდგინა
დოკუმენტი, რომელზეც ოპერაციის წინ ხელი თავად პაციენტმა მოაწერა და
მასში საუბარი იყო ორი ორგანოს ამოკვეთაზე. თურქიაშვილის თქმით, მას
სიმსივნე თირკმელზეც ჰქონდა და ამ ორგანოს ამოკვეთის შესახებ პაციენტის
ოჯახის წევრებიც იყვნენ ინფორმირებული.
---
12.09.18
მედიასაშუალება: მესინჯერი
არასრულწლოვნები ნანგრევებში მოყვნენ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ
სამგორის რაიონში დაშავებული მოზარდები მოინახულა. მისი თქმით,
ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ცნობისთვის, საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, გარდაბნის
გზატკეცილზე, 101 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ ძველი
ავტოფარეხის ჩამონგრევის დროს ნანგრევებში სამი მოზარდი მოყვა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?
id=5535629&name=12.09.2018+-
+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%AF%E1%83%94%E1%83
%A0%E1%83%98&p=1&lang=Ge
---
12.09.18
მედიასაშუალება: ვერსია
შემოდგომაზე წითელა-წითურას ვირუსი გააქტიურდება
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, შემოდგომის
სეზონის დაწყებასთან ერთად მოსალოდნელია წითელა-წითურას ვირუსის
გააქტიურება, ამიტომ მისი რეკომენდაციით, მოსახლეობამ აცრა უნდა
ჩაიტაროს. „საკმაოდ მშვიდი ზაფხული გვქონდა. ამ პერიოდთან
დაკავშირებული დიდი ეპიდაფეთქებები, რომლებიც საკვებსა და წყალს
უკავშირდებოდა, არ ყოფილა. იყო მცირე შემთხვევები, მაგრამ საბედნიეროდ,
დიდი ეპიდაფეთქებები ქვეყანაში ზაფხულში არ ყოფილა. რაც შეეხება
შემოდგომას, ბავშვები ბრუნდებიან, ამიტომ პირველ რიგში მოსალოდნელია
ისეთი დაავადებების გააქტიურება, სადაც გადადების მექანიზმი საკმაოდ
აქტიურად მუშაობს, ეს არის წითელა-წითურა. წითელა ჯერჯერობით არ
გვაქვს, მაგრამ წითურა გვაქვს, ამიტომ გვაქვს ერთადერთი რჩევა, რომ
მშობლებმა ბავშვის სკოლაში შეყვანამდე კიდევ ერთხელ კარგად უნდა ნახონ
ბავშვის ვაქცინაციის ისტორია და თუ რამე ასაკობრივი ვაქცინა გამოტოვებული
აქვს, აუცილებელად ჩაუტარონ”,- აღნიშნა პაატა იმნაძემ. რაც შეეხება
რესპირატორულ დაავადებებს, პაატა იმნაძის განმარტებით, მათი გააქტიურება
ჯერჯერობით მოსალოდნელი არ არის, თუმცა, დამოკიდებულია ამინდზე:
„ვისაც ზამთარში გრიპის ეშინია, გრიპის ვაქცინაცია ოქტომბერში იწყება
ხოლმე და ამ დროს უნდა ჩაიტარონ ის და არა იანვარსა და თებერვალში,
როცა გრიპის სეზონი დაიწყება”.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?
id=5535192&name=12.09.2018+-
+%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90&p=1&lang=Ge
---
12.09.18
მედიასაშუალება: ახალი თაობა
პაატა იმნაძე: "შემოდგომაზე წითელა-წითურა გააქტიურდება"
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ
შემოდგომის სეზონის დაწყებასთან ერთად, წითელა-წითურას ვირუსის
გააქტიურებაა მოსალოდნელი, ამიტომ ბავშვებმა აცრები უნდა გაიკეთონ.
პაატა იმნაძის განცხადებით, ჯერჯერობით წითელას შემთხვევები არა, თუმცა
წითურასი დაფიქსირდა. „შემოდგომაზე ბავშვები ბრუნდებიან, ამიტომ
პირველ რიგში მოსალოდნელია ისეთი დაავადებების გააქტიურება, სადაც
გადადების მექანიზმი საკმაოდ აქტიურად მუშაობს, ეს არის წითელა-წითურა.
წითელა ჯერჯერობით არ გვაქვს, მაგრამ წითურა გვაქვს, ამიტომ გვაქვს
ერთადერთი რჩევა, რომ მშობლებმა ბავშვის სკოლაში შეყვანამდე კიდევ
ერთხელ კარგად უნდა ნახონ ბავშვის ვაქცინაციის ისტორია და თუ რამე
ასაკობრივი ვაქცინა გამოტოვებული აქვს, აუცილებელად ჩაუტარონ”,- აღნიშნა
პაატა იმნაძემ. რაც შეეხება ზაფხულის სეზონს, პაატა იმნაძე „საკმაოდ
მშვიდად“ აფასებს და ამბობს რომ დიდი ეპიდაფეთქებები ქვეყანაში არ
ყოფილა. შემოდგომის სეზონის ბოლოს, პაატა იმნაძე გრიპის ვაქცინაციის
რეკომენდაციას გასცემს, რადგან მისი თქმით, რესპირატორული დაავადებები,
ძირითადად ამ პერიოდში აქტიურდება. „ვისაც ზამთარში გრიპის ეშინია,
გრიპის ვაქცინაცია ოქტომბერში იწყება ხოლმე და ამ დროს უნდა ჩაიტარონ ის
და არა იანვარსა და თებერვალში, როცა გრიპის სეზონი დაიწყება”, -
განაცხადა იმნაძემ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?
id=5535172&name=12.09.2018+-
+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%8
3%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge
---
12.09.18
მედიასაშუალება: რეზონანსი
ვინც 40 წლამდე ხართ და არ გახსოვთ გაკეთებული გაქვთ თუ არა აცრა,
წადით, აიცერით!
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა აცრის
სავალდებულოობაზე კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. კომიტეტის
დღევანდელ სხდომაზე ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონში ცვლილებების
პროექტზე იმსჯელეს. განმარტებითი ბარათის მიხედვით, დღეისათვის ქვეყნის
მასშტაბით მოსახლეობის იმუნიზაციით მოცვის დონე არასაკმარისია.
"სავალდებულო იმუნიზაციის მხარდამჭერ არგუმენტებს შორისაა ბოლო დროს
საქართველოში ვაქცინით პრევენცირებადი დაავადებების აფეთქებები,
რომელთა დროულად აღმოსაფხვრელად საჭიროა დაუყოვნებელი შედეგების
მქონე ინტერვენციები", - წერია განმარტებით ბარათში. ცვლილებების ერთ-
ერთი ავტორი ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძეა. ზოიძემ
კოლეგა დეპუტატებს მიმართა და მოუწოდა, რომ ვინც 40 წლამდეა და არ
ახსოვს, აცრა აქვს თუ არა გაკეთებული, ვაქცნინა გაიკეთონ. „ტარდება
პერიოდული კამპანიები, იმუნიზაციის კვირეულები, წითელაზე სპეციალური
კამპანიური აცრები არის პერიოდულად. 40 წლის ზემოთ ვინ ვართ, ვიცით,
რომ საბჭოთა პერიოდში აცრილი ვართ და 40 წლამდე ვინც ხართ, თუ არ
გახსოვთ, რომ აცრილი ხართ, ახლავე მოგიწოდებთ, წახვიდეთ და აიცრათ.
აცრა არის უფასო. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ იყოთ დაცული ", -
განაცხადა აკაკი ზოიძემ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის
დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, მშობლებმა უნდა
გადაამოწმონ ბავშვების ვაქცინაციის ისტორია. იმ შემთხვევაში თუ ბავშვს აცრა
გაკეთებული არ აქვს ვაქცინა დროულად გაუკეთონ. „მოსალოდნელია ისეთი
დაავადებების გავრცელება, სადაც გადადების მექანიზმი საკმაოდ ადვილად
მუშაობს. პირველ რიგში, ეს ისევ წითელაა", - თქვა იმნაძემ. სექტემბრის
დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ
შემუშავებული და დამტკიცებული პროფილაქტიკური აცრები შესაძლოა,
სავალდებულო გახდეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით,
2018 წლის პირველ 6 თვეში დაავადების 1000-ზე მეტი შემთხვევა
გამოვლინდა. ამ მონაცემით საქართველო ევროპის იმ 7 ქვეყანას შორის, სადაც
წელს წითელას შემთხვევები ყველაზე მეტად გაიზარდა, მესამე ადგილზეა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?
id=5535164&name=12.09.2018+-
+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83
%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge
---