From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : dsergeenko@moh.gov.ge
Subject : მედიამონიტორინგი 13.09.18
Cc : zbokhua@moh.gov.ge; tbarkalaia@moh.gov.ge; gtsotskolauri@moh.gov.ge; mlagvilava@moh.gov.ge; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; mtabagari@moh.gov.ge; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; ejgerenaia@moh.gov.ge; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; dbodokia@moh.gov.ge; nkinkladze@moh.gov.ge; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; tbakradze@moh.gov.ge; ntalakhadze@moh.gov.ge; mjhvania@moh.gov.ge; sbelkania@moh.gov.ge; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; bperadze@moh.gov.ge; tsarishvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge
Received On : 13.09.2018 08:10
Attachments :

მედიამონიტორინგი 13.09.18 13.09.18 არხი: იმედი გადაცემა: ქრონიკა 10:00 ქუთაისში აღმაშენებლის გამზირზე დევნილთა კორპუსების მობინადრეებმა გზა გადაკეტეს ქუთაისში აღმაშენებლის გამზირზე დევნილთა კორპუსების მობინადრეებმა გზა გადაკეტეს. მათ ლიფტისა და წყლის საკითხი გააპროტესტეს. დევნილების თქმით, წყალი 3-საათიანი გრაფიკითა და დაბალი წნევით მიეწოდებათ, რის გამოც პრობლემები ექმნებათ. აღმაშენებლის გამზირზე ახალაშენებულ ბინებში დევნილები კომპაქტურად სამი წლის წინ შესახლდნენ. მოსახლეობის პრობლემები პარტია თავისუფალი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა კახა კუკავამ მოისმინა. კახა კუკავა: "კორპუსები, რომელიც დევნილთა სამინისტროს სუბსიდიებით შენდება, არ უნდ ყოს გეტოს მაგვარი დასახლება". http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5538060 --- 13.09.18 არხი: ტვ პირველი გადაცემა: საქმიანი დილა თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებია. თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებია. ზოგიერთი ჩანაწერი შერბილდა. ბიზნესი ახალ რეგულაციებს სწავლობს. ასევე, სიგარაბარის მოწყობაზე ნებართვას ფინანსთა სამინიტროს მაგივრად შემოსავლების სამსახური გასცემს. გადაცემის სტუმარია ბრითიშ ამერიქან ტობაკოს გენერალური დირექტორი ფელიციო ფერაზი. ფელიციო ფერაზი: "საკმაოდ ეთიკური წელი იყო მთლიანად სიგარეტის წარმოებისათვის. ბევრი რამ შეიცვალა. ჩვენ გვქონდა ორი ნაკადის ცვლილებები. ეს იყო საკმაოდ კარგი ნაბიჯი და კოორდინირებული. არის ქვეყნები, სადაც ძალიან რადიკალურად უდგებიან ამ ინდუსტიას, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში ასე არ არის, თუ ჯანდაცვის მინისტრს არ ჩავთვლით. ბიზნესომბუდსმენს მე შევხვდი და ის უჭერს მხარეს ამ ბიზნესს." http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5537906 --- 13.09.18 არხი: იმედი გადაცემა: ქრონიკა ბათუმში სათამაშო მოედნის მშენებლობაზე მუშა დაშავდა ბათუმში სათამაშო მოედნის მშენებლობაზე მუშა დაშავდა. 36 წლამდე მამაკაცს სხვადასხვა სახის დაზიანება და მოტეხილობა აქვს. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაშავებული კლინიკაში მკურნალობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვეის მუხლით დაიწყო. http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5537840 --- 12.09.18 არხი: ერთსულოვნება გადაცემა: სიახლენი 22:00 დავით სერგეენკო და პრემიერის მრჩეველი სოზარ სუბარი ბათუმსა და ჩაქვში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ დავით სერგეენკო და პრემიერის მრჩეველი სოზარ სუბარი ბათუმსა და ჩაქვში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ. სერგეენკო ბათუმში, ეწ ბენზეს დასახლებაში, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ქეთევან ხურციძეს ეწვია და მისი საცხოვრებელი პირობები დაათვალიერა. დასახლებაში 640 იძულებით გადაადგილებული ოჯახი ცხოვრობს, რომეთაც ბინები 2013 წლის შემდეგ დაუკანონდათ. http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5537629 მაესტრო 15:00 - http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5536435 იმედი - http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php? id=5536344 ტვ პირველი - http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5536078 --- 12.09.18 არხი: 1 არხი გადაცემა: მოამბე 21:00 საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე სამხრივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე სამხრივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. პროფკავშირები, მენეჯმენტი და სამეურვეო საბჭო თანამშრომლების ნაწილისთვის შეთავაზებულ ახალ კონტრაქტებზე, რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდნენ. პროფკავშირების თავმჯდომარის, ნინო ზაუტაშვილის შეფასებით, ეს პირველი მნიშვნელოვანი სამუშაო შეხვედრა იყო. მისი თქმით, მაუწყებლიდან თანამშრომლების დათხოვნა შრომისა და ჯანდაცვის სამინისტროს მედიაციის პროცესის დასრულებამდე შეჩერდება. http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5537615 --- 12.09.18 არხი: იმედი გადაცემა: ქრონიკა 20:00 ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მოზარდი სავარაუდოდ ცე ჰეპატიტით დაავადდა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მოზარდი სავარაუდოდ ცე ჰეპატიტით დაავადდა. ერთ-ერთ ექთანს პაციენტის დედა გულგრილობასა და ნორმების დარღვევაში ადანაშაულებს. ფაქტს ადასტურებენ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში. როგორც ჰოსპიტალის კლინიკური დირექტორი სულხან ორჟონია აცხადებს, ფაქტი შეისწავლეს და თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს, ხოლო მოზარდის მაღალტექნოლოგიური კვლევების ჩატარებას დიაგნოსტიკისა და პროფილაქტიკის მიზნით კლინიკა პერიოდულად თავად უზრუნველყოფს. http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5537516 --- 12.09.18 არხი: აჭარის ტვ გადაცემა: მთავარი 21:00 მშენებარე სტადიონიდან კაცი გადმოვარდა. სტადიონის მშენებლობიდან გადმოვარდნილი კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მას ცოტახნისწინ ოპერაცია ჩაუტარდა. კლინიკაში აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძეც მივიდა. მინისტრის თქმით პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. საჭირო კვლევების ჩატარების შემდეგ, მამაკაცს ელენთა ამოკვეთეს. პაციენტის მკურნალობის ხარჯებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო დაფარავს. სტადიონზე ხარაჩოს დემონტაჟისას, კიდევ ერთი მუშა დაშავდა. ის კლინიკიდან უკვე გაწერეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240ე მუხლით დაიწყო. http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5537433 მთავარი 18:00 - http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5537330 --- 12.09.18 არხი:მაესტრო გადაცემა: ახალი ამბები 15:00 თელასში მიწის გათხრით სამუშაოებზე დასაქმებულმა 400-მდე მუშამ აქცია გამართა თელასში მიწის გათხრით სამუშაოებზე დასაქმებულმა 400-მდე მუშამ აქცია გამართა. ისინი ხელმძღვანელობის მხრიდან შემოთავაზებული ახალი კონტრაქტების შინაარს აპროტესტებენ. ამასთან, მუშები ხელფასების ზრდას, შაბათ-კვირას განსხვავებულ ანაზღაურებას და დაზღვევას ითხოვენ. "თელასში" აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მუშაობენ კონტრაქტების ახალ სისტემაზე, რომელიც ტესტირების რეჟიმშია. http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5536499 --- 12.09.18 არხი:ტვ აჭარა გადაცემა: მთავარი 15:00 აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციას დააფინანსებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მომავალ წელს ონკო-ჰემატოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის საჭიროების შემთხვევაში პირველად დაუფინანსებს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცის – 80 000 ლარით. გაიზრდება ღვიძლის ტრანსპლანტაციის საჭიროების შემთხვევაში პაციენტების დაფინანსება და გახდება 65 000 ლარი. გაფანტული სკლეროზით დაავადებულ პაციენტების ქვეპროგრამის ბიუჯეტი 1 800 000 ლარი გახდება, გაიზრდება საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსების ტარიფიც და ნაცვლად 15 000 ლარისა 25 000 ლარი გახდება. ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთებისთვის მედიკამენტების დაფინანსების წლიური ლიმიტი 10 ნაცვლად 15 000 ლარი იქნება. 2 000 000 ლარით იზრდება ძუძუს კიბოთი დაავადებულ პაციენტების ქვეპროგრამის ბიუჯეტი. ფართოვდება მარტოხელა დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამა, მომავალი წლიდან მას სხვადასხვა პრობლემის მქონე დედები დაემატებიან. 2019 წელს სამინისტროს ბიუჯეტი 18 მლნ 531 135 ლარი იქნება. http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5536419 --- ინტერნეტი 12.09.18 მედიაშაშუალება: რეგიონ.ჯი აჭარაში 2 ექიმს სამედიცინო საქმიანობის უფლება ჩამოართვეს აჭარაში 2 ექიმს სამედიცინო საქმიანობის უფლება ჩამოართვეს. კიდევ ორ მედიკოსს მუშაობის უფლება სხვადასხვა ვადით შეუჩერეს, 5 კი წერილობით გააფრთხილეს. მონაცემებს აჭარის ტელევიზია" ავრცელებს. ექიმების კვალიფიკაციაზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ისაუბრა. დავით სერგეენკოს თქმით, სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ექიმებს უწყვეტი სამედიცინო განათლების მიღებაში და არა ლიცენზიების შეჩერებაში. მინისტრი ამბობს, რომ სამედიცინო შეცდომები სხვა ქვეყნებშიც ხდება და საქართველო გამონაკლისი არ არის. „ძალიან მინდა ყველას ვთხოვო, პირდაპირი მნიშვნელობით გაიგონ და არა ისე, რომ სხვაგან უარესია და ჩვენთან უკეთესი. ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი, სადაც საექიმო შეცდომების შეფასების ბრწყინვალე სისტემაა აქვთ, ადამიანების სიკვდილიანობის მესამე მიზეზი საექიმო შეცდომაა. წელიწადში ეს არის 250 ათასი ადამიანი. თუ მაჩვენებელს გადმოვიყვანთ ჩვენს მოსახლეობაზე, კლინიკებში საექიმო შეცდომით დღეში 8 ადამიანი უნდა კვდებოდეს, საბედნიეროდ ასეთი არ ხდება, მაგრამ არა გვაქვს სისტემა, რომელიც უტყუარად განსაზღვრავს ამას'' - განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მინისტრმა. 2018 წლის 5 თვეში პროფესიული პასუხისმგებლობა 116 ექიმს დაეკისრა. http://region.ge/5564-atcarashi-2-eqims-samedicino-saqmianobis-ufleba- chamoarthves.html --- 12.09.18 მედიაშაშუალება: ტვ25 ღვიძლის ტრანსპლანტაციის პროგრამის დაფინანსება იზრდება ჯანდაცვის სამინისტრო მომავალ წელს საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად 32 პროგრამას განახორციელებს. 2019 წლისთვის იზრდება ძვლის ტვინისა და ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსება. სახელმწიფო 15 ათასის ნაცვლად 50 ათას ლარს გამოყოფს ღვიძლის ტრანსპლანტაციისთვის. პროგრამით 10 ბენეფიციარი ისარგებლებს. გაიზრდება სოციალური დაცვის მიმართლებით თითქმის ყველ პროგრამის ბიუჯეტი. მომავალ წელს აროშიძის უწყების ბიუჯეტი მილიონ 282 ათას 515 ლარით გაიზრდება. http://tv25.ge/news.php?lang=ge&id=8578 --- 12.09.18 მედიაშაშუალება: 1 ტვ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ექვსი წლის ბავშვი C ჰეპატიტით დაინფიცირდა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ექვსი წლის ბავშვი C ჰეპატიტით დაინფიცირდა. არსებული ინფორმაციით, დაინფიცირება მედდის მეშვეობით მოხდა, მედდა C ჰეპატიტით იყო ინფიცირებული. მას ნემსი თითზე მოხვდა და ამავე ნემსით გაუკეთა მოზარდს ინექცია. რეფერალური ჰოსპიტლის კლინიკური დირექტორის, სულხან ორჟონიას განცხადებით, საკითხის შესწავლის შემდეგ, მედდა სამსახურიდან გაათავისუფლეს. რაც შეეხება ინფიცირებულ მოზარდს, მის მაღალტექნოლოგიურ გამოკვლევებს ჰოსპიტალი საკუთარ თავზე იღებს. https://1tv.ge/news/zugdidis-referalur-hospitalshi-eqvsi-wlis-bavshvi- c-hepatitit-dainficirda/ --- 12.09.18 მედიაშაშუალება: ტაბულა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები მოზარდებში - სტატისტიკა ბევრ მშობელს სჯერა, რომ თუ მოზარდს სექსზე ინფორმაციას არ მიაწვდის, მას სქესობრივი კონტაქტი სრულწლოვნობამდე არ ექნება. თუმცა, სპეციალისტები თანხმდებიან და სხვადასხვა კვლევაც ადასტურებს, რომ სექსუალური განათლება კი არ აჩქარებს პირველ სქესობრივ აქტს, პირიქით, მოზარდს ამ ნაბიჯის გააზრების საშუალებას აძლევს. გარდა ამისა, ასეთ დროს გაცილებით ნაკლებია სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების (სგგდ) რისკი. ტაბულამ არასრულწლოვნებში სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან გამოითხოვა. აღმოჩნდა, რომ მოზარდებში ბოლო წლებში გამოვლინდა სიფილისის, ტრიქომონიაზის და სხვა ინფექციები. ხაზგასასმელია, რომ ეს სტატისტიკა ეყრდნობა ექიმთან მიმართვიანობას. შესაბამისად, უცნობია რამდენ მოზარდს ჰქონდა ინფექცი და სპეციალისტისთვის არ მიუმართავს. გთავაზობთ 2016-2018 წლებში ასაკისა და სქესის მიხედვით სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შემთხვევებს. აღსანიშნავია, რომ მონაცემები შეკრებილია 0-14 და 15-19 წლის ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, შესაბამისად, შეუძლებელია არასრულწლოვანთა შორის დაფიქსირებული ინფექციების ზუსტი რაოდენობის გამოყოფა. გარდა ამისა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის 6 თვეში საქართველოში 342 არასრულწლოვანის ორსულობა აღირიცხა, მათგან 36-მა აბორტი გაიკეთა. უფრო მაღალია მაჩვენებელი წინა წლებში: 2017 წელს 813 ორსულობა და მათ შორის 103 აბორტი, 2016 წელს კი 1190 ორსულობა და მათგან 103 აბორტი. გარდა ამისა, ბოლო წლებში არასრულწლოვნებში გამოვლინდა სიფილისის, ტრიქომონიაზის და სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებიც. შეიძლებოდა თუ არა ამის თავიდან აცილება, თუ მოზარდებს ეცოდინებოდათ ორსულობის ან დაავადებების რისკის და თავის დაცვის შესახებ? ამაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა რთულია, თუმცა იმის თქმა ნამდვილად შესაძლებელია, რომ მეტი ინფორმირებულობა საფრთხეებს ამცირებს. რეპროდუქტოლოგები, ფსიქოლოგები, განათლების სპეციალისტები და სექსოლოგები მოზარდებში სქესობრივი განათლების აუცილებლობაზე მრავალი წელია საუბრობენ. წაიკითხეთ, რატომ უნდა ჰქონდეთ მოზარდებს ინფორმაცია სქესობრივ ჯანმრთელობაზე და რას აპირებს განათლების სამინისტრო. http://www.tabula.ge/ge/story/136760-sqesobrivi-gzit-gadamdebi- daavadebebi-mozardebshi-statistika --- 12.09.18 მედიაშაშუალება: ინტერპრესნიუსი ბათუმში ახალი სტადიონის მშენებლობაზე დასაქმებული მამაკაცი ჩამოვარდა ბათუმში ახალი სტადიონის მშენებლობაზე დასაქმებული 35 წლის მამაკაცი სამუშაოების შესრულებისას ჩამოვარდა. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც ექიმები აცხადებენ, დაშავებულ მამაკაცს პოლიტრავმები აქვს მიღებული. ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები. როგორც „ინტერპრესნიუს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო- სამშენებლო ნორმების დარღვევას გულისხმობს. http://new.ipn.ge/ka/article/511759-batumshi-axali-stadionis- msheneblobaze-dasakmebuli-mamakaci-chamovarda ნიუპოსტი - http://www.newposts.ge/?l=G&id=183634- %E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%98,%20%E1%83%A1%E1 %83%A2%E1%83%90%E1%83%93%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98,%20%E1%83 %9B%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%90 ტაბულა - http://www.tabula.ge/ge/story/136771-batumshi-mshenebare- stadionidan-mamakaci-gadmovarda --- ბეჭდური მედია 13.09.18 მედიასაშუალება: საქართველოს რესპუბლიკა სახიფათო პროფესიები მსოფლიოსა და საქართველოში რომელია სახიფათო პროფესიები მსოფლიოსა და საქართველოში?! ტოპხუთეულის ყველაზე საშიშ პროფესიად მსოფლიოში ნიანგებთან მებრძოლი ითვლება, როცა ადამიანს საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება უწევს რეპტილიის გამო. საშიშროების მხრივ მეორე ადგილზეა ცათამბჯენის ფანჯრების მრეცხავი, რისთვისაც სიმაღლის შიშის არმქონე პირები სპეციალურ კურსებს გადიან. ამის შემდეგაა მეხანძრე-მაშველის პროფესია, რომლის დროსაც მეხანძრემ არ იცის, დაბრუნდება თუ არა სახლში. შემდეგ მოდის მეშახტის პროფესია და, როგორც ამბობენ, მსოფლიოში ყოველდღიურად 50 მეშახტე ეწირება საკუთარ პროფესიას. ხუთეულის ბოლო საფეხურზეა მეთევზის პროფესია ღია ზღვაში. რაც შეეხება საქართველოს, საბედნიეროდ, აქ ქუჩებში მოსეირნე ნიანგებთან შერკინება არავის უწევს, როგორც ეს ავსტრალიაში, ფლორიდაში, მაიამიში, ან ტაილანდშია, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვით ლიდერობს სამშენებლო სექტორი. ამის შემდეგ მოდიან მაღაროელები, ელექტრიკოსები, მეხანძრეები. უფრო კონკრეტულად, სამშენებლო სექტორში წლის განმავლობაში საშუალოდ 15 ადამიანი მაინც იღუპება, რაც უსაფრთხოების ნორმების დაუცველობით აიხსნება. ქართველი მაღაროელების პროფესიაც ურთულესია, მაგრამ მაღაროელებს შორის ყველაზე სარისკო საქმე ამფეთქებელს ევალება, რომელიც დეტონატორის დახმარებით გვირაბს აფეთქებს. ელექტრიკოსების პროფესიაც დაუცველია. http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php? id=5537963&name=13.09.2018+- +%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83 %94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1 %83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge --- 13.09.18 მედიასაშუალება: ახალი თაობა ბათუმში მშენებარე სტადიონიდან მუშა გადმოვარდა ბათუმში სტადიონის მშენებლობიდან 40 წლამდე ასაკის კაცი გადმოვარდა. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, დაშავებული რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების ინფორმაციით, მამაკაცი კონტაქტური იყო და მას სხეულზე მოტეხილობები აღენიშნებოდა. პაციენტს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ხარაჩოს დემონტაჟისას კიდევ ერთი მუშა დაშავდა. ის კლინიკიდან უკვე გაწერეს. აღნიშნულ ფაქტზე შსს-მ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php? id=5537911&name=13.09.2018+- +%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%8 3%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge ---