მედიამონიტორინგი 14.09.18
14.09.18
არხი: tv პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
3 სექტემბრიდან C ჰეპატიტის მკურნალობაში ჩართვისათვის ვირუსის
გენეტიკური კვლევის ღირებულებას სახელმწიფო აფინანსებს.
3 სექტემბრიდან C ჰეპატიტის მკურნალობაში ჩართვისათვის ვირუსის
გენეტიკური კვლევის ღირებულებას სახელმწიფო აფინანსებს. ჯანდაცვის
სამინისტროს აქტიურობის მიუხედავად პროგრამაში ჩართვული ადამიანების
ოდენობა ჯერ საკმარისი არ არის. პროგრამაში ჩართვისთვის რეგისტრაცია
სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ გვერდის ავლით ახლა უკვე
პირდაპირ პროვაიდერ სახელმწიფო დაწესებულებაშია შესაძლებელი. გადაცემის
სტუმარია მაია ლაგვილავა
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5540568
---
14.09.18
არხი: ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
შემოდგომის სეზონის დაწყებასთან ერთად წითელა-წითურას ვირუსის
გააქტიურებაა მოსალოდნელი.
შემოდგომის სეზონის დაწყებასთან ერთად წითელა-წითურას ვირუსის
გააქტიურებაა მოსალოდნელი. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და
საზოგადოებრივი ჯანრთელობის ეროვნული ცენტრის მოადგილემ პაატა
იმნაძემ გაავრცელა ინფორმაცია. პაატა იმნაძე ურჩევს ყველა მშობელმა ნახოს
თავისი ბავშვის ისტორია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5540443
---
13.09.18
არხი: აჭარა
გადაცემა: მთავარი 21:00
გეგმიური აცრები სავალდებულო გახდა
გეგმური აცრები სავალდებულო ხდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა.
ცვლილების თაობაზე პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, კომიტეტის
თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ ისაუბრა. მისი განმარტებით, ცვლილება ორ
კანონში შედის და აცრების გეგმური ეროვნული კალენდარი, სავალდებულო
გეგმური კალენდარი ხდება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5540096
---
13.09.18
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 20:00
ატმოსფეროში მტვრის მაღალი კონცენტრაცია, რაც თბილისში ჰაერის
დაბინძურების მთავარი მიზეზია
ატმოსფეროში მტვრის მაღალი კონცენტრაცია, რაც თბილისში ჰაერის
დაბინძურების მთავარი მიზეზია - კვლევა ორგანიზაცია ეკოხედვამ ჩაატარა.
ორგანიზაციამ კვლევას რეკომენდაციებიც დაურთო, მათ შორისაა ავტოპარკის
განახლება და სატრანსპორტო სქემის ოპტიმიზაცია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5540037
---
13.09.18
არხი: პალიტრა ტვ
გადაცემა: პალიტრა ნიუსი
ბიზნესს რეესტრში საქმიანობის პროფილის მითითება დაევალათ
ბიზნესის წარმომადგენლებს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში საქმიანობის
პროფილის მითითება დაევალათ. კომპანიები, რომლებიც ამ ვალდებულებას
არ შეასრულებენ, დაჯარიმდებიან. შრომის უსაფრთხოების ინსპექციის
ხელმძღვანელის განცხადებით, სანქცირების მექანიზმი პირველი ოქტომბრიდან
ამოქმედდება და ჯარიმა 1000 ლარს შეადგენს.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5539983
---
13.09.18
არხი: აჭარა
გადაცემა: მთავარი 18:00
სამზადისი სკოლისთვის - საინფორმაციო შეხვედრა
საფრთხო სკოლა და სკოლამდელი აღზრდა სასწავლო წლის დაწყებასთან
დაკავშირებით ჯანდაცვისა და განათლების მინისტრები რესურსცენტრების,
საბავშო ბაღებისა და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს
შეხვდნენ. როგორც ირკვევა, წითელას იმუნიზაციის პროგრამა რეგიონში 95
%-ით შესრულდა, თუმცა პაპილომაზე აცრის დაბალი მაჩვენებელია.
შეხვედრას სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებიც
ესწრებოდნენ. ისაუბრეს ბულინგის შემთხვევების აღმოფხვრაზე.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5539812
---
13.09.18
არხი: იბერია
გადაცემა: ბიზნეს კოდი
ქალების უთანასწორო უფლებები
ქალების უთანასწორო მდგომარეობა - როგორც ამას აგეროს განვითარების
ფონდის კვლევები აჩვენებს და გაეროც მთავრობას ამ პრობლემაზე
აქცენტირებას ურჩევს. ამ მიზნით, დღეს, აქცია-პერფორმანსიც ეწყობა, სადაც
მთავრობა და დიპლომატიური კორპუსია მიწვეული. დღეს, სოციალური
კამპანიის - თანასწორობა გვჭირდება - მეორე ფაზის წარდგენა გაიმართება.
კამპანიის მეორე ეტაპი ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას ემსახურება. გაეროს
განვითარების პროგრამის მხარდაჭერით არაერთი კვლევა ჩატარდა და ერთი
კვლევა აჩვებეს, რომ საქართველოში ქალების მხოლოდ 35%-ს აქვს კერძო
საკუთრება. მათ ნაკლები შესაძლებლობა აქვთ ფინანსებზე წვდომის. 2016
წლის მონაცმეებით, საქართველოში მცხოვრები 15 და უფროსი ასაკის ქალების
42 პროცენტია ეკონომიკურად არააქტიური, კაცების კი 22%. ქალების 16%
არააქტიურია, რადგან დიასახლისია. კაცების შრომის ანაზღაურება 1,5-ჯერ
აღემატება ქალებისას. 2006-16 წლებში, სახელმწიფოს არ ჰქონია პროგრამა
ქალების ეკონომიკური გაძლიერებისათვის, გამონაკლისი იყო ევროკავშირის
კოოპერატივების განვითარების პროგრამა. 2. გადაცემის სტუმარია მაკა
მეშველიანი გაეროს განვითარების ფონდიდან. მაკა მეშველიანი: "საკუთრების
ფლობა და წვდომა ფინანსებზე არის ერთერთი დამაბრკოლებელი ფაქტორი
ქალებისთვის, როცა მათ ბიზნესსაქმიანობასა და ეკონომიკაში ჩართვა სურთ.
ხელფასებს შორის განსხვავებას განაპირობებს ქალების დასაქმების სფეროები
და ის, რომ ქალები წამყვან პოზიციებზე ნაკლებად ხვდებიან. საჯარო
სამსახურებში, ძალოვან უწყებებში, შესაძლოა, ბევრი ქალი იყოს დასაქმებული
და საქსტატი ამ მონაცემებს აგროვებს, მაგრამ თუ მთავრობას, მინისტრთა
კაბინეტსა და მოადგილეებს გადავხედავთ, აქ არცთუ სახარბიელო
მდგომარეობაა. მთვრობას აქვს გაეროს მიერ გამოცხადებული მდგრადი
განვითარების მიზნები." 3. ნათია კორძაძეს ვუმასპინძლებთ პედაგოგთა
პროფკავშირებიდან. ნათია კორძაძე: "განსხვავებაა სკოლასა და სკოლამდელ
დაწწესებულებას შორის, უფლებების თვალსაზრისით, სკოლაში ანაზღაურება
მეტია, თუმცა შრომასთან შესაბამისი არაა. რთულია დეკრეტისა და შრომის
ანაზღაურების საკითხი."
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5538863
---
ინტერნეტი
13.09.18
მედიაშაშუალება: ინტერპრესნიუსი
გეგმური აცრები სავალდებულო ხდება
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი
დაუჭირა პროექტს, რომლის მიხედვით, გეგმური აცრები სავალდებულო
ხდება. ცვლილების თაობაზე პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, კომიტეტის
თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ ისაუბრა. მისი განმარტებით, ცვლილება ორ
კანონში შედის და აცრების გეგმური ეროვნული კალენდარი, სავალდებულო
გეგმური კალენდარი ხდება. “წარმოდგენილი კანონპროექტების პრინციპი არის
ერთი - მკაფიო გზავნილი გავუგზავნოთ ჩვენს მოქალაქეებს იმის თაობაზე,
რომ სახელმწიფო ძალიან ერთმნიშვნელონად აფიქსირებს, რომ ვაქცინაცია არის
ერთადერთი უსაფრთხო და ეფექტიანი მეთოდი, რომ თავიდან ავიცილოთ
ისეთი საშიში დაავადებები, რომლებიც ჩვენი შვილების ჯანმრთელობას და
სიცოცხლეს ემუქრება. ეს დაავადებებია წითელა, პნევმოკოკური ინფექციები
და ყველა ის დაავადება, რომლებიც გეგმური იმუნიზაციის კალენდრით
თავიდან აცილებადია“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ. ინიციატივასთან
დაკავშირებით კომიტეტის სხდომაზე მიწვეულმა პედიატრებმა მოსაზრებები
გამოთქვეს და ცვლილებების განხორციელებაზე მზაობა გამოხატეს. “ჩვენ
ინიციატივას მივესალმებით. მაქსიმალურად შევეცდებით მის განხორცილებას
მხარი დავუჭიროთ. არის შემთხვევები, როდესაც პაციენტის მშობელი
უნდობლად მოგვმართავს. მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ვაქცინაციის
შესახებ, პირველ ეტაპზე, მშობლების განათლების დონის ამაღლება. კარგი
იქნება თუ ამ საკითხში სამინისტროებთან ერთად, მასობრივი ინფორმაციის
საშუალებებიც თუ დაგვეხმარება. საკითხი საკმაოდ სენსიტიურია, თუმცა
როგორც კი მშობელს სწორედ განემარტება ვაქცინაციის აუცილებლობის
მნიშვნელობა, იგი უარს აღარ იტყვის საკუთარი შვილის აცრაზე. ჩვენს
ქვეყანას აქვს ყველაზე მაღალი ხარისხის ვაქცინები, აღმოსავლეთ ევროპის
ბევრი ქვეყნის კალენდარს ვუსწრებთ კიდეც და ამის გამოუყენებლობა
ფაქტობრივად დანაშაულია“, - განაცხადა პედიატრმა თემურ მიქელაძემ.
http://new.ipn.ge/ka/article/511929-gegmuri-acrebi-savaldebulo-xdeba
---
13.09.18
მედიაშაშუალება: ექსპრესნიუსი
გორში, 14 წლის გოგონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ახალი დეტალები
გახდა ცნობილი
14 წლის გოგონამ, რომელიც გორში, საკუთარ სახლში ფეხსაცმლის თასმით
დამხრჩვალი იპოვეს, სავარაუდოდ, თავი მოიკლა. "ექსპრესნიუსის"
ინფორმაციით, არასრულწლოვანი სახლში მარტო იმყოფებოდა. მას შემდეგ,
რაც სახლში დაბრუნებულ დედას კარი არავინ გაუღო, ქალმა მეზობლის
ბავშვს სთხოვა, სახლში აივნიდან შესულიყო. სახლში შესვლის შემდეგ ქალმა
შვილის ცხედარი იპოვა. მან გოგონას თასმა მაკრატლით გადაუჭრა და მის
მოსულიერებას ცდილობდა. ამის შემდეგ მან რამდენიმე საათში სასწრაფო
დახმარება გამოიძახა. ადგილზე მისულმა მედიკოსებმა გოგონას გარდაცვალება
საეჭვოდ მიიჩნიეს და ინფორმაცია სამართალდამცველებს მიაწოდეს. პოლიციამ
გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, თუმცა უწყებაში არ
გამორიცხავენ, რომ მუხლი გადაკვალიფიცირდეს და გამოძიება
თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით გაგრძელდეს. როგორც ოჯახთან
დაახლოებულმა პირმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, გოგონა ხშირად მიდიოდა
სახლიდან რამდენიმე დღით, თუმცა მშობლები მისი ადგილსამყოფელით არ
ინტერესდებოდნენ.
http://expressnews.com.ge/?id=71409
---
13.09.18
მედიაშაშუალება: ჯიეიჩენი
რით მოხიბლა სალომემ - „ოცნება“ ?
ფართოდ გავრცელებული აზრით, „პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი“,
შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილის მორიგ კატასტროფულ საკადრო შეცდომად
იქცეს. ამგვარი შეცდომები, პოლიტიკაში ყოფნისას, მას არაერთი დაუშვია.
ბიზნესში - ბევრად ნაკლები. ან თითქმის არც ერთი. კომპეტენტურ წყაროთა
მტკიცებით, ივანიშვილის უდავო წარმატება რუსულ ბიზნესში უპირველესად
იმით იყო განპირობებული, რომ მან მოახერხა ძალიან ძლიერი (მაშასადამე
კომპეტენტური და პროფესიონალური) მენეჯმენტ-სტაფის ფორმირება ბანკ
„როსსიისკი კრედიტ“-ში. და შემდეგ იგივე სტაფი მართავდა მთელს მის
ბიზნეს-იმპერიას. ოღონდ ბიზნესი ერთია, ხოლო პოლიტიკა - სულ სხვა!
უკვე მერამდენედ მტკიცდება ჭეშმარიტება, რისი დაჯერება და გაგებაც
ჯიუტად არ სურთ მილიარდერებს საქართველოდან - ამერიკამდე: პოლიტიკა
ბევრად რთული, რაფინირებული და.......„ფაქიზია“. იოსებ სტალინი რომ
ამბობდა „კადრები წყვეტენ ყველაფერსო“, ის „დაბადებით ჩვენი“
თანამემამულე სწორედ ამას გულისხმობდა: პოლიტიკოსისა და ხელისუფალის
უძვირფასესი ნიჭია, „დაინახოს“ ადამიანში, ვისაც საკუთარი ძალაუფლების
ნაწილს (დიდსა თუ პატარას) ანდობს, უნარი, შესაძლებლობა ან პირიქით,
საფრთხე და საშიშროება, - შეუქმნას ან არ შეუქმნას მას პრობლემები. . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
. . . . . . ფაქტია: სალომე ზურაბიშვილმა ჯერ კიდევ არჩევამდე შეუქმნა
ბიძინა ივანიშვილს ისეთი მძიმე პრობლემა და იმგვარი „სათქმელი“ მისცა
ოპოზიციას სრულიად არაპროფესიონალური განცხადებით „აგვისტოს ომის“
შესახებ, რომ ახლა საგონებელში არიან - ხომ არ „გადათქვან“......თუმცა
არ(ც) გადათქვამენ და ვე(ღა)რც გადათქვამენ, რადგან „უკვე“ ძალიან გვიანაა
და „უარესი“ გამოვა. იმის ალბათობაც არსებობს, რომ პრეზიდენტობისას
სალომე ზურაბიშვილმა - ბიძინას და მის გუნდს იმაზე დიდი და რთული
პრობლემა შეუქმნას, ვიდრე გიორგი მარგველაშვილმა. თუმცა,
მარგველაშვილთან სხვაობა მაინც ისაა, რომ სალომეს ეყოლება ისეთი
„კურატორი“, როგორიც პარიზია და სასტიკად ცდება, ვისაც ჰგონია, თითქოს
პროექტი „პრეზიდენტი სალომე“ პარიზის გარეშე ხორციელდება. მარტივი
მტკიცებულება: საფრანგეთის მოქალაქეობიდან გასვლა, მით უმეტეს მოქმედი
დიპლომატისთვის (ზურაბიშვილი ბოლო მომენტამდე საფრანგეთის საგარეო
საქმეთა სამინისტროში ირიცხებოდა „დიპლომატიური რეზერვის“ სტატუსით)
ურთულესი ბიუროკრატიული პროცედურაა და 6 თვეს მაინც მოითხოვს. ასე
იოლად და სწრაფად ამგვარი საკითხები მხოლოდ მაშინ წყდება, თუ
ორმხრივი ან სამმხრივი თანამშრომლობაა. . . . . . . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . მაგრამ ამჯერად
თვით ეს „გეოპოლიტიკური პროექტი“ კი არ არის საინტერესო, არამედ ის,
თუ რატომ შეაჩერა ბიძინა ივანიშვილმა არჩევანი სწორედ სალომე
ზურაბიშვილზე, რა ისეთი „უპირატესობა“ დაინახა მასში, როგორც ჯერ
კანდიდატ, ხოლო შემდეგ გაპრეზიდენტებულ ფიგურაში, რომ უამრავ რისკზე
მიდის? „პარიზის“ მონაწილეობა შესაძლოა მან იცოდეს, მისმა გუნდმა და
ანალიტიკოსებმა, მაგრამ ხალხი ამას ხომ ვერ ხედავს? და რაკი ვერ ხედავს,
ამომრჩევლისთვის ეს განმსაზღვრელი ვერ იქნება. ესე იგი, სალომე
ზურაბიშვილს ნამდვილად აქვს სხვა „ელექტორალური რესურსი“, რაც
იზიდავს ამომრჩეველს, - რაღაც იმგვარი მასობრივი მოტივაცია უკავშირდება,
რაც კონკურენტუნარიანად აქცევს იმავე გრიგოლ ვაშაძესთან ან დავით
ბაქრაძესთან შედარებით. ბევრს მიაჩნია, თითქოს ეს რესურსია მხოლოდ
ივანიშვილის მილიარდები, ასევე ხელისუფლების ადმინისტრაციული
ბერკეტები. ანუ, როგორც ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა ერთ-ერთ უცხოურ
რესურსთან ინტერვიუში „სკამი რომ დადგას ივანიშვილმა კანდიდატად,
იმასაც ხმას მისცემს ქართველი ამომრჩევლის უმრავლესობაო“. თუ ასეა,
ბუნებრივად ჩნდება კითხვა: რატომ აიტკივებდა ივანიშვილი აუტკივარ თავს
და რატომ არ დაასახელებდა ვთქვათ ზურაბ აბაშიძეს ან დავით სერგეენკოს?
ხომ რიხინ-რიხინით გავიდოდნენ? ან, ბოლოს და ბოლოს, თუკი ევროპელთა
მოთხოვნა იყო „ძალაუფლების სრულ მონოპოლიზებას ნუ ეცდებითო“, განა
ივანიშვილს გაუჭირდებოდა ეპოვა ასევე ვითომ „დამოუკიდებელი
კანდიდატი“, რომელიმე „ელიტარული ინტელიგენტი“ - ქართველ მწერალთა,
მხატვართა, კინორეჟისორთა, სხვათა და სხვათა ლეგიონიდან? ის დაესვა იმ
„სკამზე“ და აერჩიათ პრეზიდენტად?! მაშასადამე, სალომე ზურაბიშვილს
კიდევ აქვს რაღაც ისეთი თვისება, რაც უდავოდ არსებულ „მილიარდებთან“
და უდავოდ არსებულ „ადმინისტრაციულ რესურსთან“ ერთად (ანუ მათ
გარდა) ანიჭებს მას მიმზიდველობას ამომრჩევლის დიდი ნაწილის თვალში
ისე, რომ ამ რესურსებზე დამატებულ „მარჟას“ ქმნის. მხოლოდ
„მილიარდები“ ან „ადმინრესურსი“ ვერ უზრუნველყოფს მილიონზე მეტ ხმას,
რაც საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის იქნება საჭირო. ეს არის
ტყუილი! რეალურად, კიდევ არის რაღაც საჭირო და ეს „რაღაც“ ქართულ
საზოგადოებაში მიმდინარე ცნობიერ პროცესებს უკავშირდება. . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
. . მოდით, დავაკვირდეთ: რის განსახიერებაა სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს მოქალაქეთა იმ დიდი უმრავლესობისთვის, ვისაც, ფეხბურთელ
თემურ ქეცბაიას თქმით, „აქედანაც უნდა და იქედანაც“? ანუ, ერთის მხრივ
ევროპაც უნდა, როგორ არ უნდა - „მერსედესი“ რომ „ჟიგულის“ სჯობს
იცის; „მანჩესტერი“ და „ბარსელონა“ რომ “სპარტაკზე“ უკეთ თამაშობენ
ფეხბურთს იცის; ევროპაში რომ მეტი ხელფასია იცის,
მაგრამ....იმავდროულად რუსეთის ეშინია და რუსეთთან მშვიდობაც უნდა.
ამომრჩეველთა ამ კატეგორიისთვის ფსიქოლოგიურად კომფორტულია
კანდიდატი, რომელიც ან პირდაპირ ეუბნება, ან ქვეცნობიერად მიანიშნებს,
რომ „პროდასავლურ კურსს“ კი გააგრძელებს, არც დამოუკიდებლობაზე
იტყვის უარს, მაგრამ იმავდროულად მოახერხებს (მიშასგან და მისი
გუნდისგან განსხვავებით) მოსკოვთან.....„მორიგებას“(!), რუსეთთან ახალი
ომის თავიდან აცილებას, არ დაუშვებს ნერვებისმგლეჯ კონფრონტაციას
„ჩრდილოელ მეზობელთან“ და იპოვის ე.წ. „საშუალოს“ („აქედანაც და
იქედანაც“) ისე, რომ საქართველო აღარ იყოს „საჯილდაო ქვა“ დასავლეთსა
და რუსეთს შორის. როგორც გვახსოვს, სწორედ ეს აღმოჩნდა „ოცნების“ ერთ-
ერთი უმთავრესი სლოგანი 2012 წელს და იმდენად „ათიანში გაარტყა“
ქართველთა ძალიან დიდი ნაწილის „გულუბრყვილო“ განწყობის
თვალსაზრისით, რომ დიდად განაპირობა კიდეც „ოცნების“ იმდროინდელი
წარმატება . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . სხვაგვარად თუ ვიტყვით, სალომე
ზურაბიშვილის ფენომენი ქართველი ამომრჩევლის ამ (რაოდენობრივად)
გადამწყვეტ კატეგორიას უქმნის „გამოსაქცევს“ იმ ფსიქოლოგიურად
დამაზიანებელი, შემაწუხებელი, ხშირად მტანჯველი დილემიდან, რომ
ერთმნიშვნელოვანი არჩევანი უნდა გააკეთოს „რუსეთთან ომსა“ და
„რუსეთთან კაპიტულაციას“ შორის. ამ ხალხს „პატარა, მშვიდობიან,
აყვავებულ ევროპულ ქვეყნად“ საქართველოს ქცევა კი უნდა, როგორ არ
უნდა, არც საქართველოს დამოუკიდებლობა ეთმობა, სულაც არ არის
„კაპიტულანტურად განწყობილი“, აფხაზეთისა და „ოსეთის“ აღიარებაზე ხომ
ლაპარაკი ზედმეტია - „ძირძველ ქართულ მიწებად“ მიაჩნია (სწორადაც
მიაჩნია), მხარს უჭერს კურსს „ნატო“-სა და ევროკავშირისკენ,
ოღონდ......ამ გზაზე მტანჯველი „ფასის“ გადახდა არ უნდა, მუდმივი
დაძაბულობა არ ეპიტნავება, შესაძლო ომი აძრწუნებს, დანაკარგის ეშინია,
პიროვნული (და ოჯახური!) მსხვერპლის გაღება არ სურს და ცდილობს
ისეთი.....„გამოსაქცევ-გამოსაძვრენი“ იპოვოს, რაც მისცემს საშუალებას,
უმტკივნეულოდ გაიაროს ომის „სცილასა“ და კაპიტულაციის „ქარიბდას“
შორის. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . განა მისცემდა მას ამგვარ საშუალებას ზურაბ
აბაშიძე ან დავით სერგეენკო? რა თქმა უნდა ვერა! ან, ყოველ შემთხვევაში
ბევრად ნაკლებად და „სათუოდ“, ვიდრე ქართული ემიგრაციის შთამომავალი,
საოცნებო პარიზში დაბადებული და გაზრდილი ადამიანი, - ფრანგი
დიპლომატი, ევროპელ არისტოკრატად მიჩნეული, ვინც 2007 წელს (თურმე)
შეძლო რუსეთთან უომრად მორიგება რუსული ჯარების გაყვანაზე
(სინამდვილეში, ის ჯარები პუტინმა გაიყვანა, რაკი „აგვისტოს ომი“ უკვე
უმცირეს დეტალებამდე დაგეგმილი ჰქონდა) და ვინც დღესაც მზადაა
მოსკოვთან დიალოგისთვის, მოლაპარაკებისთვის, რათა ქვეყანა
„უმტკივნეულოდ, უომრად“ გაატაროს ამ ვიწრო ყელში.....ანუ ერთის
მხრივ, პროდასავლურ კურსზე უარი არ თქვას, მაგრამ მეორეს მხრივ, ახალი
ომი თავიდან აიცილოს.... ვიმეორებ: შეძლებდა იმავეს განსახიერებას ზურაბ
აბაშიძე ან დავით სერგეენკო? რა თქმა უნდა ვერა. ისინი მაინც იმ ერთი
„პრორუსული“ უკიდურესობის გამოხატულება იქნებოდნენ. ქართველ
ამომრჩეველს კი......სწორედაც „აქედანაც უნდა და იქედანაც......“ აბაშიძე
და სერგეენკო ხომ ვერ ეტყოდნენ ქართველ ამომრჩეველს „შიშნეულად
აღქმულ“ გრიგოლ ვაშაძეზე: „დალოცვილნო, ეს მეუბნება „პრორუსი ხარო“?
მე დიდი ქართული ემიგრაციის წარმომადგენელი ვარ, მთელი ცხოვრება
ემიგრაციაში გავატარე, საბჭოთა რეჟიმს ვებრძოდი, ეს კი.......სსრკ საგარეო
საქმეთა სამინისტროს იმ განყოფილებაში მუშაობდა ანდრეი გრომიკოს დროს,
რომელიც მთლიანად „კგბ“-ს ნომენკლატურა იყო და....ახლა ეს
„პროდასავლურია“ ხოლო მე - პრორუსული?!!!“ ზუსტად ეს კითხვა დასვა,
სიტყვა-სიტყვით, სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისის აქციის შემდეგ. და
რამდენად რიტრიკულ-დემაგოგიურიც არ უნდა იყოს, ამგვარი არგუმენტი
„მუშაობს“! ისევე, როგორც „იმუშავებს“ სალომე ზურაბიშვილის იმიჯი,
როგორც......„აქედანაც“ და „იქედანაც“ საუკეთესოს მომტანისა. რაც რა
თქმა უნდა სრული ილუზიაა, რადგან მოსკოვს საქართველოს სადღაც „შუაში“
ყოფნა არ აკმაყოფილებს და ნამდვილად არ აპირებს ქართველები ტკბილი,
უზრუნველი, ევროპულ-ჩრდილოატლანტიკური ცხოვრებით გაახაროს ჩვენი
ქვეყნისთვის დამატებითი პრობლემების, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში
თრუსო-ყაზბეგის თუ სხვა მიმართულებით ახალი აგრესიის გარეშე. ამაზე
მეტყველებს თუნდაც რუსეთის „საინფორმაციო ჯართა“ მორიგი შემოტევა
„ლუგარის ლაბორატორიასთან“ დაკავშირებით. თან „სიკვდილსაც
დავიწყებული“ იგორ გიორგაძის მონაწილეობით. . . . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ისე......ომი, მსხვერპლი და ნერვების გლეჯა თუ არ გვინდოდა, 1991 წლის
31 მარტის რეფერენდუმი კი არ უნდა ჩაგვეტარებინა, არამედ იმავე წლის 17
მარტის სსრკ რეფერენდუმზე „დერჟავის“ შენარჩუნებისთვის მიგვეცა ხმა! ახლა
(უკვე) დამოუკიდებლობას და თავისუფლებას, ნურას უკაცრავად, ასე იოლად
და უმტკივნეულოდ ვეღარავინ გაექცევა, რადგან აქ „შუაში გამოსაძრომი“,
სინამდვილეში არ არსებობს......ან არსებობს, მხოლოდ და მხოლოდ,
ქართველი ამომრჩევლის ილუზიებში
http://ghn.ge/com/news/view/210974
---
ბეჭდური მედია
14.09.18
მედიასაშუალება: ახალი თაობა
გეგმური აცრები სავალდებულო ხდება
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი
დაუჭირა პროექტს, რომლის მიხედვით, გეგმური აცრები სავალდებულო
ხდება. ცვლილების თაობაზე პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, კომიტეტის
თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ ისაუბრა. მისი განმარტებით, ცვლილება ორ
კანონში შედის და აცრების გეგმური ეროვნული კალენდარი სავალდებულო
გეგმური კალენდარი ხდება. _ წარმოდგენილი კანონპროექტების პრინციპი
არის ერთი _ მკაფიო გზავნილი გავუგზავნოთ ჩვენს მოქალაქეებს იმის
თაობაზე, რომ სახელმწიფო ძალიან ერთმნიშვნელონად აფიქსირებს, რომ
ვაქცინაცია არის ერთადერთი უსაფრთხო და ეფექტიანი მეთოდი, რომ
თავიდან ავიცილოთ ისეთი საშიში დაავადებები, რომლებიც ჩვენი შვილების
ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ემუქრება. ეს დაავადებებია წითელა,
პნევმოკოკური ინფექციები და ყველა ის დაავადება, რომლებიც გეგმური
იმუნიზაციის კალენდრით თავიდან აცილებადია, _ განაცხადა აკაკი ზოიძემ.
ინიციატივასთან დაკავშირებით კომიტეტის სხდომაზე მიწვეულმა პედიატრებმა
მოსაზრებები გამოთქვეს და ცვლილებების განხორციელებაზე მზაობა
გამოხატეს. `ჩვენ ინიციატივას მივესალმებით. მაქსიმალურად შევეცდებით მის
განხორციელებას მხარი დავუჭიროთ. არის შემთხვევები, როდესაც პაციენტის
მშობელი უნდობლად მოგვმართავს. მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია
ვაქცინაციის შესახებ, პირველ ეტაპზე, მშობლების განათლების დონის
ამაღლება. კარგი იქნება თუ ამ საკითხში სამინისტროებთან ერთად,
მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიც თუ დაგვეხმარება. საკითხი საკმაოდ
სენსიტიურია, თუმცა, როგორც კი მშობელს სწორედ განემარტება ვაქცინაციის
აუცილებლობის მნიშვნელობა, იგი უარს აღარ იტყვის საკუთარი შვილის
აცრაზე. ჩვენს ქვეყანას აქვს ყველაზე მაღალი ხარისხის ვაქცინები,
აღმოსავლეთ ევროპის ბევრი ქვეყნის კალენდარს ვუსწრებთ კიდეც და ამის
გამოუყენებლობა ფაქტობრივად დანაშაულია, _ განაცხადა პედიატრმა თემურ
მიქელაძემ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?
id=5540590&name=14.09.2018+-
+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%8
3%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge
რეზონანსი - http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?
id=5540545&name=14.09.2018+-
+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83
%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge
---
14.09.18
მედიასაშუალება: ახალი თაობა
აკაკი ზოიძე: "უნდა შეიქმნას საწარმო, სადაც პრეპარატებისთვის მარიხუანის
გადამუშავება საქართველოშივე მოხდება"
“ქართული ოცნების“ დეპუტატის აკაკი ზოიძის ინფორმაციით, პარლამენტი
კანაფის მოყვანა-კულტივაციის ინიციატივას მხარს იმ შემთხვევაში დაუჭერს,
თუკი სამედიცინო პრეპარატებისა და კოსმეტიკური საშუალებებისათვის მისი
გადამუშავება საქართველოშივე მოხდება და ამ მიზნით სპეციალური საწარმო
შეიქმნება. როგორც დეპუტატმა “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ექსპორტზე
ნედლი მარიხუანას გატანაზე საუბარი არ არის. “აქ უნდა გადამუშავდეს
ნახევარფაბრიკატის ან საბოლოო პროდუქტის სახით - იქნება ეს ეთერზეთები,
მედიკამენტები თუ კანაფისგან მიღებული სხვა პროდუქტი. უნდა მოხდეს
კანაფის გადამუშავება და შემდგომ გადამუშავებული პროდუქტის ექსპორტი.
ეს დეტალები ჯერ გადაწყვეტილი და კანონპროექტში ჩაწერილი არ არის.
კითხვები და მოსაზრებები ჩვენც გვაქვს, გაიმართება მსჯელობა და კითხვებზე
პასუხები უნდა მივიღოთ, რათა მომზადებულ ინიციატივას მხარი
დავუჭიროთ. პრინციპების დონეზე გვითხრეს, რომ მისაღებია პრინციპი, რაც
ახლა დავასახელე. საქართველოდან ნედლი მარიხუანას ექსპორტზე საუბარი არ
არის და ინიციატივას ამიტომაც ვუჭერ მხარს“, - განუცხადა
“ინტერპრესნიუსს“ აკაკი ზოიძემ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?
id=5540333&name=14.09.2018+-
+%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%97%E1%83%90%E1%8
3%9D%E1%83%91%E1%83%90&p=1&lang=Ge
---
14.09.18
მედიასაშუალება: რეაზონანსი
მარიხუანამ საქართველოს უდიდესი ზიანი მოუტანა, მაგრამ შეგვიძლია, ის
სარგებლად გადავაქციოთ - ზოიძე
(რეზონანსი) კანაფმა, მარიხუანამ, რა თქმა უნდა, საქართველოს უდიდესი
ზიანი მოუტანა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ეს ზიანი სარგებლად გადავაქციოთ, -
ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ
განაცხადა. დეპუტატი დარწმუნებულია, რომ საქართველოში მარიხუანას
წარმოების დაწყების შემთხვევაში, ადგილი არ ექნება მის არალეგალურ
გადინებას. „არსებობს საკმარისი მტკიცებულება, რომ შეიძლება კანაფისაგან
ადამიანებისთვის სარგებლის მომტანი მედიკამენტების წარმოება და ამ
მედიკამენტების გაყიდვით მიღებული შემოსავლის გამოყენება ზიანის თავიდან
აცილებასა და შემსუბუქებაში. მედიკამენტების გაყიდვისგან შემოსული ფული
უნდა მივმართოთ სწორედ რეაბილიტაციაზე, პრევენციაზე, მასობრივი
სპორტის განვითარებასა და განათლებაზე. ჩვენი პრინციპია, რომ ზიანი
გადავაქციოთ სარგებლად საზოგადოებისთვის. ქვეყნისთვის მისაღები
სარგებელი იქნება ძალიან დიდი. აქ საუბარია მხოლოდ მედიკამენტებისა და
კოსმეტიკური საშუალებების ბაზარზე. არანაირ სხვა ბაზარზე აქ საუბარი არ
არის და არ განიხილება ნედლი კანაფის გატანის საკითხი", - განაცხადა აკაკი
ზოიძემ.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?
id=5540506&name=14.09.2018+-
+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83
%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge
---