From : Press of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : dsergeenko@moh.gov.ge
Subject : მედიამონიტორინგი 24.09.2018
Cc : zbokhua@moh.gov.ge; tbarkalaia@moh.gov.ge; gtsotskolauri@moh.gov.ge; mlagvilava@moh.gov.ge; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; dtorua@moh.gov.ge; maiatabagari@gmail.com; mtabagari@moh.gov.ge; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; ejgerenaia@moh.gov.ge; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; dbodokia@moh.gov.ge; nkinkladze@moh.gov.ge; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadiri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lashanikola@gmail.com; keti.cosmo@gmail.com; tbakradze@moh.gov.ge; ntalakhadze@moh.gov.ge; mjhvania@moh.gov.ge; sbelkania@moh.gov.ge; nmangaladze@parliament.ge; ksongulashvili@ssa.gov.ge; ninomamukashvili@gmail.com; a.tsiqarishvili@gmail.com; kotrikadzemagda@gmail.com; pr@ssa.gov.ge; makokhachidze@yahoo.com; bperadze@moh.gov.ge; tsarishvili@moh.gov.ge; lgalumashvili@ssa.gov.ge; anadiradze@ssa.gov.ge; npopiashvili@ssa.gov.ge; nkotsoladze@ssa.gov.ge; igogiava@ssa.gov.ge
Received On : 24.09.2018 09:07
Attachments :

მედიამონიტორინგი 24.09.2018 ტელევიზია 24.09.2018 არხი: რუსთავი 2 გადაცემა: კურიერი 12:00 სპეცოპერაცია ჯანდაცვის სამინისტროში სპეცოპერაცია ჯანდაცვის სამინისტროში - "კურიერის" ინფორმაცით, სააფთიაქო ნარკომანიის ლობირების გამო სამინისტროს მაღალჩინოსნები დააკავეს. დაკავებულია სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე. ინფორმირებული წყარო "კურიერს" უყვება რომ ჩხრეკის შედეგად უსაფრთხოების სამსახურმა ათობით კილოგრამი აკრძალული ფსიქოტროპული აბები ამოიღო. ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს ხელბორკილები დღეს დილით საკუთარ კაბინეტებში დაადეს. სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს გია თვალავაძე 2012 წლის იანვრიდან ხელმძღვანელობს. სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძის დაკავებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელმა სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. როგორც ბექა ჯიჭონაია განმარტავს, დაკავებული თვალავაძე ბოროტად იყენებდა საკუთარ უფლებამოსილებას და იმის მიუხედავად, რომ ფსიქოტროპული აბების უკანონო გასაღების შესახებ ინფორმაციას აწვდიდნენ არ რეაგირებდა. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განმარტეს ანტიკორუფციულმა სააგენტომ სააფთიაქო ნარკომანიის მფარველობისა და ხელშეწყობის ფაქტზე გია თვალავაძესთან ერთად კიდევ ხუთი პირი დააკავა. "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ- სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე დააკავეს. ასევე, ბრალდებულის სახით დაკავებულები არიან უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული საქართველოს მოქალაქეები: ნინო კ, ქეთევან ჩ, ლაშა ჩ, ნინო გ. და ნათელა მ. გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისსა და გორში მდებარე 15 სააფთიაქო დაწესებულებაში უკონტროლოდ ხორციელდებოდა ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაცია. აღნიშნული აფთიაქების დირექტორები და ფაქტობრივი მფლობელები მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, უკანონოდ ახორციელებდნენ სამეწარმეო საქმიანობას. კერძოდ, უნებართვოდ და სანებართვო პირობების უხეში დარღვევით, შესაბამისი რეცეპტის გარეშე ახდენდნენ ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაციას, რითაც დიდი ოდენობით შემოსავალს იღებდნენ. თავის მხრივ, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი გია თვალავაძე ბოროტად იყენებდა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას, არ ახდენდა შესაბამის რეაგირებას „ცხელ ხაზზე“ შესულ შეტყობინებებზე"- განაცხადა ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსმა ბექა ჯიჭონაიამ. http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5571608 მაესტრო - http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php? id=5571447 1 არხი - http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php? id=5571632 --- 23.09.2018 არხი: რუსთავი 2 გადაცემა: კურიერი 15:00 ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალიდან დაკარგული 6 ათასი ამპულა მორფის საქმეზე კლინიკის ყოფილ ექთანს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5570423 --- 23.09.2018 არხი: იმედი გადაცემა: იმედის კვირა დასაქმება ევროპაში. სიუჟეტში არის შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის ელზა ჯგერენაიას კომენტარი http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5570905 --- 23.09.2018 არხი: რუსთავი 2 გადაცემა: პოსტ სკრიპტუმი დაბინძურებული ჰაერი - ევროკავშირის ინვესტიციები და ახალი ტექნოლოგიები, რომელიც საქართველოს დახმარებას უწევს http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5570932 --- 23.09.2018 არხი: იმედი გადაცემა: ქრონიკა 17:00 პრემიერი კანაფის კულტივაციის შესახებ http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5570575 --- 22.09.2018 არხი: რუსთავი 2 გადაცემა: კურიერი 21:00 ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალიდან ექვსი ათასი ამპულა მორფინი დაიკარგა. დიდი ოდენობით დაკარგული ნარკოტიკული ნივთიერების საქმეზე პოლიცია 44 წლის ლეილა ბასილაძეს ეძებს. საქმის მასალების მიხედვით, სპეციალურ მედიკამენტებზე პასუხიმგებელმა ექთანმა ბასილაძემ კლინიკიდან ექვსი ათასი ამპულა მორფინი გაიტანა და ქვეყანა, კლინიკის დამფუძნებელ გოჩა ყულიჯანაშვილთან ერთად, დატოვა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ექთანს ნარკოტიკულ ნივთიერება კლინიკიდან უკანონოდ თვეების განმავლობაში გაჰქონდა. http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5569948 --- 22.09.2018 არხი: I არხი გადაცემა: მოამბე 21:00 რატომ გაჭიანურდა კლინიკების განვითარების პროექტის შემუშავება და როდის ექნება მთავრობას ახალი კონცეფცია – საუბარია რამდენიმე წლის წინ დაანონსებულ მასშტაბურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც, სამი სამედიცინო დაწესებულება, ონკოლოგიური, რესპუბლიკური და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოები, ერთიანი მართვის სისტემაში უნდა მოქცეულიყო. http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5569880 --- 23.09.2018 არხი: I არხი გადაცემა: მოამბე 21:00 რამ მოწამლა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის საბავშვო ბაღების 26 აღსაზრდელი – ეს რამდენიმე დღეში გაირკვევა. კონკრეტულად რომელი პროდუქტი გახდა ბავშვების სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანის მიზეზი – საბოლოო დასკვნა სურსათის უვნებლობის ეროვნულმა სააგენტომ უნდა დადოს. http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5569875 --- 22.09.2018 არხი: იმედი გადაცემა: ქრონიკა 17:00 დღეიდან დუისში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრი მოქმედებს. ცენტრი უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიით არის აღჭურვილი. ასევე საჭიროების შემთხვევაში გადაუდებელი დახმარების სერვისები იქნება ხელმისაწვდომი. http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5569566 --- 22.09.2018 არხი: იმედი გადაცემა: ქრონიკა 14:00 ბორჯომის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურს ახალი ადმინისტრაციული შენობა აქვს. შენობაში პერსონალის სამუშაო, მოსასვენებლი და ტექნიკური ოთახებია გამოყოფილი. ამ დრომდე ცენტრის 50-მდე თანამშრომელი ძველ შენობაში იყო განთავსებული, სადაც შესაბამისი სამუშაო პირობები არ არსებობდა. http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5569083 --- 22.09.2018 არხი: მაესტრო გადაცემა: დღის მთავარი თემა 21:00 დაახლოებით 200 ათას ხანდაზმულ ადამიანს საქართველოში მუდმივი ზრუნვა სჭირდება http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5568426 --- ინტერნეტი 24.09.2018 მედიასაშუალება: 1.tv სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე დააკავეს https://1tv.ge/news/saaftiaqo-narkomaniis-braldebit-samedicino- saqmianobis-sakhelmwifo-regulirebis-saagentos-ufrosi-daakaves/ ინტერპრესნისუი - http://www.interpressnews.ge/ka/article/513431-sus- ma-jandacvis-saministros-samedicino-sakmianobis-saxelmcipo- regulirebis-saagentos-uprosi-gia-tvalavaze-daakava აიპესი - https://www.ipress.ge/new/125378-susma-jandacvis-saagentos- regulirebis-saagentos-ufrosi-gia-tvalavadze-daakava ინფო9 - http://www.info9.ge/samarthali/198465-specoperacia-jandacvis- saministroshi-sakhelmtsifo-regulirebis-saagentos-ufrosi-daakaves.html? lang=ka-GE Pia.ჯი - https://pia.ge/post/225093-fsiqotropuli-sasualebebis- ukanono-brunvis-saqmeze-gia-tvalvazis-garda-kidev-5-piria-dakavebuli --- 23.09.2018 მედიასაშუალება: კომერსანტი როგორ ფინანსდება დიაბეტის მართვის პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში, სპეციალიზებული ამბულატორიული დახმარების კომპონენტით სარგებლობა შეუძლიათ შაქრიანი (როგორც ინსულინმომხმარებელი, ასევე არაინსულინმომხმარებელი) და უშაქრო დიაბეტით დაავადებულ საქართველოს მოქალაქეებს. პროგრამის მიზანია შაქრიანი და უშაქრო დიაბეტით დაავადებული პაციენტების ამბულატორიული მეთვალყურეობის გაუმჯობესება, შესაძლო გართულებების პრევენცია და სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა მომსახურების კომპონენტის დაფინანსება ხორციელდება სრულად (100%-ით) სახელმწიფოს მიერ და არ ითვალისწინებს თანაგადახდას პაციენტის მხრიდან. სპეციალიზებული ამბულატორიული დახმარების კომპონენტის ფარგლებში, შაქრიანი და უშაქრო დიაბეტით დაავადებული საქართველოს მოქალაქეებისთვის მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდა შეადგენს 30%-ს; არაინსულინმომხმარებელი მოსარგებლისათვის კი - 50%. დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა მომსახურებას, რომელიც ითვალისწინებს: საანალიზო- ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფას; ენდოკრინოლოგის კონსულტაცია/ მეთვალყურეობა; გლიკოჰემოგლობინის განსაზღვრა კაპილარული სისხლით (კვარტალში ერთხელ); დიაბეტით გამოწვეული თვალის დაავადებების მონიტორინგი (მათ შორის ფუნდუს კამერით); პროგრამის მოსარგებლეების და მათი მშობლების სამედიცინო განათლებას; ფიზიკური რეაბილიტაციის უზრუნველყოფას, პაციენტის სურვილის შემთხვევაში; საჭიროების შემთხვევაში, პაციენტებისთვის, რომელთაც არ ესაჭიროებათ მედიკამენტის დოზის კორექცია, სამედიცინო ცნობის და რეცეპტის გაცემას. დიაბეტის მართვის პროგრამის ფარგლებში, მოსარგებლემ პროგრამით განსაზღვრული მომსახურების მისაღებად რეგისტრაციისთვის უნდა მიმართოს მომსახურების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებას (არის თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებებს შორის). სპეციალიზებული ამბულატორიული დახმარების მისაღებად, მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს სააგენტოში მისთვის სასურველი მიმწოდებელი დაწესებულებიდან ფორმა NIV-100/ა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, რის საფუძველზეც ხდება თანხმობის წერილის გაცემა წელიწადში ერთხელ. სრული ინფორმაციისა და პროგრამით გათვალისიწნებული მომსახურების ნახვა შესაძლებელია სოცილური მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე. ამასთან, ცნობილია მედიკამენტები, რომლებსაც დიაბეტით დაავადებული პაციენტები იაფად შეიძენენ. https://commersant.ge/ge/post/rogor-finansdeba-diabetis-martvis- programit-gatvaliswinebuli-momsaxureba --- 23.09.2018 მედიასაშუალება: პრაიმთაიმი ავარია სარფი-ქემალფაშას გზაზე - დაშავებულია საქართველოს 11 მოქალაქე თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს 11 მოქალაქე დაშავდა. შემთხვევა სარფი-ქემალფაშას გზაზე მოხდა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის თქმით, დაშავებულები თურქეთის საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი და ირველადი დახმარება უკვე გაეწიათ. მისივე თქმით, მათმა ნაწილმა კლინიკა უკვე დატოვა. „დაახლოებით 10:00 საათზე სარფი-ქემალფაშას გზაზე, სარფის საზღვრიდან ერთ კილომეტრში, თურქულ სანომრე ნიშნიანი მიკროავტობუსი შეეჯახა ავტობუსს, რის შედეგადაც დაშავდა მიკროავტობუსში მყოფო საქართველოს 11 მოქალაქე. საქართველოს მოქალაქეები გადაყვანილ იქნენ ხოფასა და არხავის სახელმწიფო საავადმყოფოებში, სადაც მათ ჩაუტარდათ პირველადი სამედიცინო დახმარება. ამ დროისათვის საქართველოს მოქალაქეთა ერთი ნაწილი პირადი სურვილით გაწერილი საავადმყოფოებიდან. სასწრაფო დახმარების მთავარი ექიმის მოადგილის, იაშარ დაღის განცხადებით, დამატებითი გამოკვლევის მიზნით ორი მოქალაქე გადაყვანილია ართვინის რეგიონალურ სახელმწიფო საავადმყოფოში. საქართველოს მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და დღის ბოლომდე მოხდება მათი გაწერა სამედიცინო დაწესებულებებიდან. გენერალური საკონსულო კონტაქტზეა სამედიცინო დაწესებულებების ექიმებთან და თვალყურს ადევნებს საქართველოს მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობას“, – განაცხადა ზაალ მიქელაძემ. https://www.primetime.ge/news/1537697545- %E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%94%E1%83%9A%E1%83% 9D%E1%83%A1-11- %E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A5%E1%83% 94 --- 23.09.2018 მედიასაშუალება: რეგინფო პანკისის ხეობაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრი გაიხსნა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრი გაიხსნა. რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ნუგზარ ბოლქვაძის განცხადებით, დაწესებულება უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიით არის აღჭურვილი. ამ დრომდე პანკისის ხეობის სოფლების მცხოვრებლებს სამედიცინო მომსახურების მისაღებად ახმეტაში უწევდათ ჩასვლა. ბოლქვაძის თქმით, სამედიცინო ცენტრში შესაძლებელია ულტრაბგერითი, რენტგენოლოგიური და ლაბორატორიული კვლევების ჩატარება, საჭიროების შემთხვევაში კი, გადაუდებელი დახმარების სერვისების სრული სპექტრი იქნება ხელმისაწვდომი. „იმ შემთხვევაში თუ იქნება საჭიროება სასიცოცხლო ფუნციების დასტაბილურებისა, სრული სერვისია იმისთვის, რომ აღნიშნული დახმარება გაეწიოს პანკისის ხეობის მოსახლეობას. ამ ეტაპზე ცენტრში დასაქმებულია 25 ადამიანი და პერსპექტივაში შეიძლება თანამშრომელთა რაოდენობა გაიზარდოს“, - განაცხადა ნუგზარ ბოლქვაძემ. „უნდა ითქვას, რომ პანკისის ხეობის სოფლებს გააჩნიათ მაქსიმალური ყურადღება ხელისუფლებისგან არა მარტო სამედიცინო, არამედ სხვა ინფრასტრუქტურის კუთხითაც. იგივე, ვთქვათ, ხელმისაწვდომობა საჯარო და სამოქალაქო სერვისებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრების ხარისხის ამაღლებისთვის“, - აღნიშნა კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა. დუისში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა 2016 წლის ზაფხულში დაიწყო და 2017 წლის იანვრის ბოლოს უნდა დასრულებულიყო. სამშენებლო სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „ყვარელმშენი 52“-მა ჩაატარა. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოებისთვის 700 000 ლარი იყო გამოყოფილი. http://reginfo.ge/people/item/9609-pankisis-xeobashi-gadaudebeli- samedizino-daxmarebis-zentri%20gaixsna ინტერპრესნიუსი - http://www.interpressnews.ge/ka/article/513322-sopel- duisshi-axali-ambulatoria-gaixsna --- 23.09.2018 მედიასაშუალება: ფორ.ჯი 1 საათში 5 ლარი - რეალურია თუ არა საქართველოში საათობრივი ხელფასის შემოღება საქართველოში საათობრივ ანაზღაურებას ითხოვენ. ასეთი პრაქტიკა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია და საკმაოდ წარმატებითაც მუშაობს. ქართველ სპეციალისტებს მიაჩნიათ, ჩვენ ამ მიმართულებით უნდა ვიაროთ, მაგრამ ამ ეტაპზე უმჯობესია მინიმალური ხელფასის ზღვარის განსაზღვრა, რომელიც ქვეყანაში ვერა და ვერ დადგინდა. ახალი საკანონმდებლო წინადადებების ავტორი მოქალაქე მაკა მინდიაშვილია. ის „შრომის კოდექსში“ გარკვეული ჩასწორებებს გულისხმობს, მათ შორის, ღამის ცვლაში – 22.00 საათის შემდეგ ანაზღაურების გაორმაგებას, ამასთან, ნებისმიერი სამსახურის საათობრივ ანგარიშსწორებაზე გადასვლას. ახალი ინიციატივით, ხელფასი საათში მინიმუმ 5 ლარი უნდა იყოს, თანაც – მზარდი: შრომის, პასუხისმგებლობისა და დამსახურების მიხედვით. ამასთან, დამსაქმებელს უნდა დაეკისროს ჯანმრთელობის სრული დაზღვევის ვალდებულების აღება იმ დასაქმებულზე, რომელიც სამსახურში უკვე 1-წლიანი კონტრაქტით არის მიღებული. როგორც საკანონმდებლო წინადადებაშია აღნიშნული, კერძო სექტორში დამსაქმებლები თვითნებურად მოქმედებენ და არსებულ შრომის კოდექსს თავის სასარგებლოდ იყენებენ. ამასთან, ქვეყანაში უნდა შეიქმნას მონიტორინგის სამსახური, რომელიც მთელ საქართველოში გააკონტროლებს შრომის კოდექსის სრულყოფილ მუშაობას. რამდენად შესაძლებელია საათობრივი ანაზღაურების სისტემის დამკვიდრება, ეს ცოტა ძნელი სათქმელია. „სოლიდარობის ქსელის“ დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ინიციატივაში აჯობებდა, მინიმალური ხელფასის დაფიქსირების მოთხოვნა ყოფილიყო, რაც მინიმუმ 400-500 ლარს უნდა შეადგენდეს. ეს საკანონმდებლო პროექტი კი დამსაქმებელს უტოვებს შესაძლებლობას, ისე დაყოს სამუშაო საათები, მაინც არ გადაუხადოს იმაზე მეტი, რასაც ახლა იხდიან. მერწმუნეთ, ბიზნესი ასეთ გზას იპოვის“, – აცხადებს ჯაფარიძე. რამდენი ხნის წინ ევროკავშირის სტატისტიკურმა სამსახურმა მინიმალური თვიური ხელფასის მონაცემები გამოაქვეყნა, საიდანაც ჩანს, რომ ევროკავშირის სახელმწიფოებში ამ კუთხით დიდი განსხვავებაა. ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი თვეში ფიქსირდება ლუქსემბურგში – 1999 ევრო, მეორე ადგილზეა ირლანდია – 1614 ევრო; მინიმალური ხელფასი მაღალია ჰოლანდიაში – 1578 ევრო, ასევე, გერმანიასა და საფრანგეთში – 1498 ევრო. „მინიმალური ხელფასის“ ცნება ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნიდან ექვსში საერთოდ არ არსებობს. საბერძნეთი ამ ქვეყნების სიაში 684 ევროთი მე-11 ადგილს იკავებს. დაახლოებით ამდენივეა თვიური მინიმალური ხელფასი პორტუგალიაში, ესპანეთსა და მალტაში. ყველაზე დაბალი მინიმალური ხელფასი ბულგარეთშია – 261 ევრო. მინიმალური ხელფასი კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის კვიპროსში, იტალიაში, დანიაში, შვედეთში, ავსტრიასა და ფინეთში. ამ ქვეყნების რიგშია საქართველოც. „სოლიდარობის ქსელის“ თავმჯდომარე იმ ცვლილებეზეც საუბრობს, რომელიც ზოგადად აუცილებელია ნორმალური შრომითი გარემოს შესაქმნელად. „კანონმდებლობა ძალიან ბუნდოვანია. მაგალითისათვის ზეგანაკვეთურ შრომაზე წერია „ოდნავ მეტი“, რაც საერთოდ გაუგებარია, რას გულისხმობს. კვირაში, წესით, სამუშაო საათების ოდენობა 40-ია, თუმცა თითქმის ყველა მუშაობს 48 საათს, ანუ დასაქმებულთა უმეტესობა დამსაქმებელს კვირაში 8 საათს ჩუქნის. უდიდესი პრობლემაა მომსახურების სექტორში, სადაც ნებისმიერ დანაკლისს დასაქმებული ანაზღაურებს და ამის გამო კონსულტანტები ისედაც მცირე ხელფასის ნახევარსაც კი ვერ იღებენ ხოლმე“, - აცხადებს სოფო ჯაფარიძე. http://www.for.ge/view.php?for_id=55138&cat=1 კომერსანტი - https://commersant.ge/ge/post/900-lariani-minimaluri- xelfasi-axali-iniciativa-ukve-parlamentshia --- 22.09.2018 მედიასაშუალება: ნიუპრესი წყალტუბოს 22 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყდა წყალტუბოს სოფლების საბავშვო ბაღებში ბავშვების მასობრივი ინტოქსიკაციის გამო სწავლა შეწყდა. გადაწყვეტილება ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიიღო, რის ფარგლებშიც ფაქტის გამომწვევი მიზეზების დადგენამდე, წყალტუბოს ყველა სკოლამდელ დაწესებულებაში სასწავლო პროცესი დროებით შეჩერდა. სწავლა წყალტუბოს 22 ბაღში გამოძიების დასრულების შემდეგ აღდგება. რაც შეეხება მოწამლულ ბავშვებს, ამ ეტაპზე თითოეული მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებებში 26 ბავშვი მუცლის ტკივილით, ღებინებითა და მაღალი ტემპერატურით შეიყვანეს. ამჟამად კი სტაციონალურ მკურნალობას 11 ბავშვი გადის. ბავშვები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თავმჯდომარის მოადგილემ, პაატა იმნაძემ და წყალტუბოს მერმა, გრიგოლ იოსელიანმა მოინახულეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ბაღებში შესაბამისი სამსახურები მუშაობენ და მიმდინარეობს საქმის შესწავლა, რამ გამოიწვია მცირეწლოვანი ბავშვების ინტოკსიკაცია. რამდენიმე სკოლამდელ დაწესებულებაში დღეს მხარის რწმუნებულიც მივიდა. http://newpress.ge/wyaltubos-22-sabavshvo-barshi-saswavlo-procesi- shewyda ნიუპრესი - http://newpress.ge/sofel-gegutis-sabavshvo-barshi- bavshvebi-moiwamlnen ქუთაისი პოსტი- წყალტუბოს საბავშვო ბაღში მოწამლული ბავშვები მკურნალობას ქუთაისის საავადმყოფოში გადიან http://www.kutaisipost.ge/akhali-ambebi/article/12933-tsyaltubos- sabavshvo-baghshi-motsamluli-bavshvebi-mkurnalobas-quthaisis- saavadmyofoshi-gadian --- 22.09.2018 მედიასაშუალება: ლიბერალი პაატა იმნაძე: ჰოსპიტალიზებულ ბავშვებს ნაწლავური ინფექცია შიგელოზი დაუდგინდათ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მოწამვლის სიმპტომებით ჰოსპიტალიზებულ ბავშვებს ნაწლავური ინფექცია შიგელოზი დაუდგინდათ,- ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომელიც სოფელ გეგუთში იმყოფება. „მოწამვლას ნამდვილად ვერ დავარქმევდი. ეს არის ტიპური ნაწლავური ინფექცია. საქმე გვაქვს შიგელოზთან, ანალიზების რამდენიმე პასუხი ცნობილია. რაც შეეხება რაოდენობას, სულ ჰოსპიტალიზებული იყო 26 ბავშვი. დღეს კი, გაცილებით ნაკლებია კლინიკებში“, – განაცხადა იმნაძემ. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, მიმდინარეობს კარდაკარ ჩამოვლა იმის დასადგენად, სახლის პირობებში ხომ არ ჩაუტარეს რომელიმე მცირეწლოვანს მკურნალობა. რაც შეეხება ინფექციის გამომწვევ მიზეზს, იმნაძის თქმით, ტარდება შესაბამისი კვლევა და მოწმდება საკვები, რომლითაც საბავშვო ბაღები მომარაგდნენ.მისი თქმით, ინფექციის გამოწვევა სხვადასხვა პროდუქტს შეეძლო, რომელიც კვლევის შედეგად დაზუსტდება. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები რამდენიმე დღის წინ მოიწამლნენ, ბავშვები ქუთაისში ჰოსპიტალ „მედიქალ სითიში“ მკურნალობენ. http://liberali.ge/news/view/39614/paata-imnadze-hospitalizebul- bavshvebs-natslavuri-infeqtsia-shigelozi-daudgindat აიპრესი - https://www.ipress.ge/new/125253-paata-imnadze-tsyaltubos- baghebshi-motsamlul-bavshvebze-es-aris-tipiuri-natslavuri-infeqcia --- 22.09.2018 მედიასაშუალება: გურიანიუსი როგორ ანაზღაურდება დიალიზით მკურნალობა და თირკმლის ტრანსპლანტაცია საქართველოში დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფრომაციით, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფინანსდება დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია. როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზეა განმარტებული, პროგრამის მიზანია თირკმლის ტერმინალური უკმარისობით დაავადებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება. უწყების ცნობით, პროგრამის მოსარგებლეები არიან თირკმლის ტერმინალური უკმარისობით დაავადებული და/ან ორგანოგადანერგილი საქართველოს მოქალაქეები, ასევე პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი სხვა პირები, იდენტიფიკაციის დამადასტურებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული ოფიციალური დოკუმენტის არქონის მიუხედავად. პროგრამა მოიცავს ჰემოდიალიზით უზრუნველყოფას, მათ შორის: ნეფროლოგის კონსულტაციას; კლინიკო-ლაბორატორიულ გამოკვლევებს საჭიროების მიხედვით; მედიკამენტებით უზრუნველყოფას - საჭიროების შემთხვევაში; სისხლძარღვოვანი მიდგომის უზრუნველყოფას. ასევე, პერიტონეული დიალიზით უზრუნველყოფა, მათ შორის: ნეფროლოგის კონსულტაცია; კათეტერის იმპლანტაცია/ექსპლანტაცია; კლინიკო- ლაბორატორიული გამოკვლევები - საჭიროების მიხედვით; მედიკამენტებით უზრუნველყოფას - საჭიროების შემთხვევაში; მე-3 მუხლის „გ" ქვეპუნქტის ფარგლებში შესყიდული სადიალიზე საშუალებებით, მასალითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფას; ჰემო და პერიტონეული დიალიზისათვის საჭირო სადიალიზე საშუალებების, მასალისა და მედიკამენტების შესყიდვას და მიწოდებას; თირკმლის ტრანსპლანტაციას - თირკმლის გადანერგვის ოპერაციის ჩატარებას; ორგანოგადანერგილთა იმუნოსუპრესული მედიკამენტებით უზრუნველყოფას; სამკურნალო საშუალებათა ტრანსპორტირებას, შენახვა და გაცემას (სამკურნალო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გაფორმების ხარჯები, მიღება, შენახვა, ტრანსპორტირება, გაცემა ბენეფიციარებზე აფთიაქების მეშვეობით). „დიალიზის მომსახურების მისაღებად, სოციალური მომსახურების სააგენტოში უნდა პაციენტმა უნდა წარადგინოს გეგმური მომსახურების წინასწარი დოკუმენტების ნუსხა (რის შემდეგაც მოხდება პაციენტის რეგისტრაცია დიალიზის მომლოდინეთა რეესტრში): პირადობის (ბინადრობის) დამადასტურებელი მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი, ხოლო თუ პირი არასრულწლოვანია - დაბადების მოწმობის ასლი (პირადობის მოწმობის არქონის შემთხვევაში). აღნიშნული დოკუმენტების არქონის შემთხვევაში, გამონაკლისად დაიშვება შემდეგი შემთხვევები: • თუ პირი მიტოვებული ან მზრუნველობამოკლებული არასრულწლოვანია; • ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე; • იმყოფება თავისუფლების აღკვეთისა და პატიმრობის დაწესებულებაში. - ფორმა NIV-100/ა-ს (პაციენტის დიაგნოზი, ჩარევები და გამოკვლევები მითითებული უნდა იყოს ქვეყანაში დადგენილი კლასიფიკატორების შესაბამისად), საჭიროების შემთხვევაში, წინასწარი კალკულაცია; - დადგენილი ფორმის განცხადება. სოციალური მომსახურების სააგენტო ვალდებულია, მოგაწოდოთ ინფორმაცია სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში არსებული ტექნიკური რესურსების შესახებ, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით. მომსახურების უფლებით დაკმაყოფილება უნდა მოხდეს მომართვის რიგითობის მიხედვით. თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის ერთი მეთოდის მეორეთი ჩანაცვლება ხორციელდება შეუფერხებლად, შესაბამისი სამედიცინო ჩვენების წარმოდგენის შემთხვევაში. თირკმლის ტრანსპლანტაციის შემთხვევაში, უნდა მიაკითხოთ პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებას და ზემოაღნიშნული დოკუმენტები წარმოადგინოთ სოციალური მომსახურების სააგენტოში. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება სრულად და პაციენტის მხრიდან თანაგადახდას არ ითვალისწინებს. დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე (1505) ან/და სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში“- აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში. http://gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/rogor-anazghaurdeba- dializit-mkurnaloba-da-tirkmlis-transplantatsia-sakartveloshi --- 22.09.2018 მედიასაშუალება: კომერსანტი რას ითვალისწინებს იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტების მკურანლობის სახელმწიფო პროგრამა იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინსიტრო ავრცელებს ინფორმაციას სამკურანლო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომოების შესახებ. პროგრამა ითვალისწინებს იშვიათი დაავადებების მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ამბულატორიული მომსახურებას და იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებული 18 წლამდე ასაკის ბავშვთა სტაციონარული მომსახურებას. სახელმწიფო პროგრამა ასევე ითვალისწინებს ჰემოფილიით და სისხლის შედედების სხვა მემკვიდრული პათოლოგიებით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურებას. პაციენტებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, ამ პროგრამით სარგებლობა დაზღვევის გარეშე შეუძლიათ. ხოლო, ჰემოფილიით და სისხლის შედედების სხვა მემკვიდრული პათოლოგიებით დაავადებულ ბავშვთა და მოზარდილთა ამბულატორიულ და სტაციონარული მომსახურების მირება შეუძლიათ როგორც საქართველოს, ასევე, მოქალაქეობის არმქონე პირებს ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებს (დაზღვევის მიუხედავად). პროგრამა პაციენტის მხრიდან თანაგადახდას არ ითვალისწინებს. სტაციონარული მომსახურება ითვალისწინებს ჰემორაგიული დიათეზის შემთხვევებში ჰოსპიტალურ და ჰემოფილური ართროპათიით გამოწვეული ორთოპედიული მომსახურებას. იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტების სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტის ფარგლებში შეძენილი ანტიჰემოფილური ფაქტორ-კონცენტრატების - VIII, IX, XIII ფაქტორების, ანტიინჰიბიტორული პროთრომბინ-კომპლექსის, ანტიინჰიბიტორული VII ფაქტორის და ანტიინჰიბიტორული აქტივირებული კოაგულაციური კომპლექსის ბენეფიციართათვის მიწოდება (მათ შორის, გართულებულ შემთხვევებში და ჰოსპიტალიზაციების დროს). ამ მედიკამენტების ბენეფიციარებისთვის მიწოდებას უზრუნველყოფს ამ კომპონენტის მიმწოდებელი დაწესებულება. ანტიჰემოფილური ფაქტორ- კონცენტრატების გამოყენება-განაწილების ინსტრუქცია განისაზღვრება მინისტრის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. https://commersant.ge/ge/post/ras-itvaliswinebs-ishviati-daavadebebis- mqone-pacientebis-mkuranlobis-saxelmwifo-programa --- 22.09.2018 მედიასაშუალება: რეგინფო თემირლან მაჩალიკაშვილის დედა „პანკისობაზე“ თავის დაწვით იმუქრება პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის დედა, მედიკო მარგოშვილი სახალხო დღესასწაულ „პანკისობაზე“ კონცერტის ჩატარების შემთხვევაში, სცენაზე თავის დაწვით იმუქრება. „პანკისობა 2018“-ის ღონისძიებების დაწყება 12:00 საათისთვის იყო დაგეგმილი. ხეობაში სამართალდამცავები არიან მობილიზებულნი. „იმ სცენაზე თუ ვინმე ავა, პირველი ავალ მე, მედიკო მარგოშვილი. ხელს შევუშლი, ჩემი შვილის საფლავთან ამათ არ ვაცეკვებ. ორ ნაბიჯში თემირლანის საფლავია. გვილხინს?! ამათი ცეკვისა და ტაშ-ფანდურის გული გვაქვს?!“, - უთხრა მედიკო მარგოშვილმა პანკისის სათემო რადიოს. თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი და ახლობლები „პანკისობა 2018“-ის ფარგლებში გასართობი ღონისძიებების ჩატარებას აპროტესტებენ და თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობაში მონაწილეების დასჯას ითხოვენ. „დღეს პანკისობა არ იქნება, სანამ თემირლანის სიკვდილზე პასუხს არ გასცემს ხელისუფლება. თუ იქნება, ჩემი სიკვდილიც იქნება. ჩვენ ჯერ ვგლოვობთ თემირლანს. ორი კვირაა ჩემი მეუღლე, მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის წინ დგას და შიმშილობს, ხოლო ხელისუფლება ჩემი შვილის საფლავთან „პანკისობას“ სპეციალურად ატარებს. უნამუსოდ ამოვიდნენ. არც ერთი პანკისელი აქ გამომსვლელი არ არის. მანქანებით მიდიან, რომ სხვადასხვა სოფლებიდან ქართველები მოიყვანონ“, - ამბობს მედიკო მარგოშვილი. „აგერ, აქვე მარხია ჩემი შვილიშვილი, რომელიც უდანაშაულო, მძინარე ჩაგვიცხრილეს ლოგინში. აქ მოსული ვარ იმითვის, რომ „პანკისობა“ არ ჩატარდეს. მთავრობამ იმდენი გააკეთა, რომ ორი კვირაა ჩემი შვილი შიმშილობს და პარლამენტთან ზის. ჩვენ ყოველდღე სამძიმარს ვღებულობთ და სადაც ჩემი შვილიშვილი მარხია, ზუსტად იქ ამოვიდნენ ტაშფანდურის მოსაწყობად. ჩემს თავს დავდებ აქ და ამის ჩატარებას არ დავუშვებ. მეც იმ ღამეს მომკლეს და ჩემთვის სულ ერთია. რომ მესროლონ, უკან არ დავიხევ“, - ამბობს თემირლან მაჩალიკაშვილის ბებია. „პანკისობისთვის“ რამდენიმე ღონისძიება დაიგეგმა. ჯანდაცვის სამინისტრო სოფელ დუისში პირველადი სამედიცინო დახმარების ცენტრს გახსნის, რის შემდეგაც გაიმართება გასართობი, შემეცნებითი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები, დოღიც. პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, ღონისძიებებში ანსამბლი „პანკისი“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „პანკისის ხეობის ტურიზმისა და განვითარების ასოციაციაც“ მონაწილეობენ. ასოციაციის ხელმძღვანელის ნაზი დაქიშვილის თქმით, პანკისელ მეწარმე ქალებს დაგეგმილი აქვთ ადგილობრივი პროდუქციისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიებაზე პანკისში ჩასვლას რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აპირებენ. „პანკისობა 2018“-ს ჯგუფ „ბანის“ კონცერტი დაასრულებს. 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სპეცრაზმმა თავში სასიკვდილოდ დაჭრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თემირლან მაჩალიკაშვილს და პანკისის ხეობაში მცხოვრებ კიდევ რამდენიმე პირს საერთაშორისო ტერორისტად აღიარებული ახმედ ჩატაევის და მისი ჯგუფის დახმარებაში ადანაშაულებდა, თუმცა, დაჭრილი მაჩალიკაშვილი 2018 წლის 10 იანვარს ისე გარდაიცვალა, რომ მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. დანარჩენი პირები დააკავეს. სასამართლომ ისინი დამნაშავეებად სცნო და პატიმრობა მიუსაჯა. პროკურატურა თემირლან მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრის ფაქტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით აწარმოებს, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას გულისხმობს. სპეცოპერაციიდან 9 თვე გავიდა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში არავინ არის მიცემული. http://reginfo.ge/people/item/9591-temirlan-machalikashvilis-deda- %E2%80%9Epankisobaze%E2%80%9C-tavis-daxvit-imuqreba --- 21.09.2018 მედიასაშუალება: ტვ 25 ოპოზიცია: „რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობის პროცესი ჭიანურდება„ რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობისა და ინვენტარიზაციის საკითხი კვლავ ოპოზიციის კრიტიკის მიზეზი ხდება. გიორგი დიასამიძე საკითხით დაინტერესებისკენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს მიმართავს. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით პროცესი დროში ჭიანურდება. იგი დასაქმებულების სამომავლო ბედზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ დრომდე გაურკვეველია როგორ გადაწყდება მათი საკითხი. კიდევ ერთი თემა რაზეც დიასამიძემ ისაუბრა ეს კერძო კლინიკებში დასაქმებულთა ხელფასებია. ნაციონალური მოძრაობის წევრის თქმით, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ოპერაციებიდან თანხების ჩარიცხვა კერძო სამედიცინო დაწესებულებებში ხშირად დროში იწელება, რის გამოც დასაქმებულებს შრომითი ანაზღაურების მიღების პრობლემები ექმნებათ. http://tv25.ge/news.php?lang=ge&id=8703 --- 21.09.2018 მედიასაშუალება: ქუთაისი პოსტი „საქნახშირის“ ექვსი დაკავებული თანამშრომლიდან ხუთმა ბრალი აღიარა შპს "საქნახშირის" ექვსი დაკავებული თანამშრომლიდან ხუთმა ბრალი აღიარა. 20 სექტემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ტყიბულის შახტის მხოლოდ ერთი თანამშრომლის, გოჩა ქასრაშვილის ადვოკატების მიერ წარდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელა. გოჩა ქასრაშვილის ადვოკატის, გიორგი ლეკიშვილის თქმით, ბრალდების მხარე დაცვის მიერ წადგენილი მტკიცებულებების საქმეზე დართვის წინააღმდეგი იყო, რადგან ქასრაშვილის ადვოკატებმა დროის სიმცირის გამო საქმის მასალები სასამართლოს და პროკურორებს იმეილით გადაუგზავნა. "ბრალდების მხარე ითხოვდა, რომ მასალები პირადად გადაგვეცა, თუმცა, კანონში მითითებული არ არის მტკიცებულებების გაცვლის ფორმა. შესაბამისად, სასამართლომ მიიღო სწორი გადაწყვეტილება და ჩვენი ყველა მტკიცებულება დასაშვებად სცნო", - განაცხადა გიორგი ლეკიშვილმა. მისივე თქმით, გოჩა ქასრაშვილი 5 აპრილს შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს სამსახურში არ იმყოფებოდა, შესაბამისად, მისი ამ საქმეში ბრალეულობა სადავოა. "საქნახშირის" თანამშრომლების საქმეზე საქმის არსებითი განხილვა 3 ოქტომბერს დაიწყება, რის შემდეგაც დაიკითხება მოწმეები. "საქნახშირის" ექვსი თანამშრომელი 6 აგვისტოს დააკავეს. გამოძიება მათ სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ედავება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. საქმე 2018 წლის 5 აპრილს შახტში მომხდარ შემთხვევას ეხება, რა დროსაც 6 ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება. http://www.kutaisipost.ge/statiebi/samarthali/article/12923- saqnakhshiris-eqvsi-dakavebuli-thanamshromlidan-khuthma-brali-aghiara --- 21.09.2018 მედიასაშუალება: რეგინფო ბორჯომს სასწრაფო დახმარების ახალი შენობა აქვს ბორჯომის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს ახალი ადმინისტრაციული შენობა აქვს. ახალ, საერთაშორისო სტანდარტების შენობაში პერსონალის სამუშაო, მოსასვენებელი და ტექნიკური ოთახებია გამოყოფილი. ადმინისტრაციული ფართი სრულად არის აღჭურვილი საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ინვენტარით. ამ დრომდე, ცენტრის 50- მდე თანამშრომელი ძველ შენობაში იყო განთავსებული, სადაც შესაბამისი სამუშაო პიროებები არ არსებობდა. პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელშეწყობით განხორციელდა. http://region.ge/5701-borjoms-sastsrafo-dakhmarebis-akhali-shenoba- aqvs.html პრაიმთაიმი - http://www.interpressnews.ge/ka/article/513138-borjomis- sascrapo-samedicino-daxmarebis-samsaxurs-axali-administraciuli- shenoba-akvs პია.ჯი - https://pia.ge/post/224775-borjomis-saswrafos-axali-senoba- gadaeca --- 21.09.2018 მედიასაშუალება: რეგინფო აფხაზეთისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და ლევან საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ ყოლბაიამ და ლევან საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ამირან გამყრელიძემ მოაწერეს ხელი. აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, მემორანდუმი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისათვის მაღალი სოციალური მნიშვნელობის მქონე დაავადებებზე სკრინინგული გამოკვლევების პროცესებში ეროვნული ცენტრის ჩართულობის გაღრმავებას ითვალისწინებს, მათ შორის - C ჰეპატიტსა და შიდსზე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გასვლითი მრავალპროფილური სამედიცინო- პროფილაქტიკური გასინჯვების აქციებში ეროვნული ცენტრის სპეციალისტთა მონაწილეობას. ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის ობიექტებისა და სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნობრივ ღონისძიებებში ეროვნული ცენტრის მონაწილეობას. მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. http://region.ge/5693-afkhazethisa-da-sazogadoebrivi-janmrthelobis- erovnul-centrs-shoris-memorandumi-gaformda.html ფრანთნიუსი - http://frontnews.eu/news/ge/36991/%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90 %E1%83%96%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1- %E1%83%9B%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%91%E1%83% 90%E1%83%A1%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90- %E1%83%A1%E1%83%90%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83% 9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%95%E1%83%98- %E1%83%AF%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9B%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%94%E1%83% 9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1- %E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%9A- %E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%A1- %E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1- %E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83% A8%E1%83%94%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%94%E1%8 3%91%E1%83%98%E1%83%A1- %E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9C%E1%83% 93%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%98- %E1%83%92%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%93%E1%83% 90 ნიუპოსტი - http://www.newposts.ge/?l=G&id=184393- %E1%83%90%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94%E1%83%97%E1%83% 98%E1%83%A1,%20%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%9D% E1%83%91%E1%83%90 ექპსრესნიუსი - http://expressnews.com.ge/?id=71816 --- 21.09.2018 მედიასაშუალება: რეპორტიორი.ჯი პაატა იმნაძე: საქართველოში ვაქცინაცია ყველასთვის უფასოა და ვაქცინები არის უმაღლესი ხარისხის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე განმარტავს, რომ ვაქცინაცია საქართველოში სრულიად უსაფრთხოა და ყველა სოციალური ფენისთვის უფასოა. როგორც იმნაძე აცხადებს, საქართველოში შემოსული ვაქცინები მაღალი ხარისხისაა და არანაირ საფრთხეს არ შეიცავს. „მინდა პასუხი გავცე ახალ ჭორებს. საქართველოში ვაქცინა არის უფასო არამარტო სოციალურად დაუცველი ფენებისთვის, არამედ ყველასთვის. ეს ვაქცინები არის უმაღლესი ხარისხის, რაც კი შეიძლება იყოს მსოფლიოში. აბსოლუტური უმრავლესობა ამ ვაქცინებში არის ის, რომელიც გამოიყენება ევროკავშირის ქვეყნებში. ხარისხთან დაკავშირებით რაღაც ინსინუაციები მიუღებელია. საქართველოში დღეს რაც გამოიყენება, ვაქცინების უმეტესობა არის ერთ ან ორდოზიანი დაფასოების. 90-იანი წლებიდან მოყოლებული არ ყოფილა შემთხვევა, რომ აცრის შემდგომ რაიმე ინფექცია დამართნოდა ნებისმიერ აცრილს. არასდროს ქართულ პოლიტიკაში ჩართულ ადამიანებს ამ საკითხებზე არ ჰქონიათ ორი სხვადასხვა შეხედულება. მთელი ეს წლები ისე გამოიარა საქართველომ, რომ არცერთ პოლიტიკურ ძალას არ გამოუყენებია ეს საკითხი, რადგან ყველას აქვს შეგნებული, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოში იმუნიზაციის პრობლემები“, - განაცხადა იმნაძემ. მისივე თქმით, აცრები სავალდებულო ხდება და ეს ჩანაწერი შესაბამის კანონში იქნება ასახული, თუმცა აღნიშნული ვალდებულების დარღვევა რაიმე სანქციას არ გამოიწვევს. როგორც იმნაძე აცხადებს, ჯანდაცვის კომიტეტი მუშაობს საკითხზე, რომ აცრების ჩანაწერის ნაწილში გაჩნდეს სიტყვა „სავალდებულო“. „ის, რაც ახლა პარლამენტში განიხილება, არ მოიცავს არავითარ სანქციას. უბრალოდ, იცვლება ჩანაწერი და ვაქცინაციას დაემატება სიტყვა „ვაქცინაცია“. მეტზე მსჯელობა არ მიმდინარეობს. საუბარია ბავშვთა გეგმიურ აცრებზე. ჩატარდა კვლევები, რომლის მიხედვითაც, ბევრი მშობელი ექიმთან საუბრისას ამბობს, ეს რომ სავალდებულო იყოს, ხომ იქნებოდა ეს ჩანაწერიო. ამიტომ დაიწყო ჯანდაცვის კომიტეტმა ამ საკითხზე მუშაობა და ჩანაწერის შეცვლა",- აღნიშნა იმნაძემ. http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=80440 ნიუს.ჯი - https://news.ge/vaqcina-erti-da-igivea-yvela-bavsvistvis-am- qveyanasi/ პრაიმთაიმი - https://www.primetime.ge/news/1537520447- %E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9D- %E1%83%9E%E1%83%90%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%90- %E1%83%98%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94 მედიანიუსი - http://medianews.ge/ge/saqartveloshi-vaqtsinebi-aris- ufaso-kvelastvis-da-aris-umaghlesi-khariskhis-rats-ki-sheidzleba-ikos- msoflioshi-paata-imnadze/49795 ნიუპოსტი - http://www.newposts.ge/?l=G&id=184401- %E1%83%9E%E1%83%90%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%90,%20%E1%83%98%E1%83%9B%E1 %83%9C%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94,%20%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A5%E1%83 %AA%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%96%E1%83%94 ინტერპრესნიუსი - http://www.interpressnews.ge/ka/article/513118-paata- imnaze-minda-pasuxi-gavce-axal-chorebs-sakartveloshi-vakcinacia- qvelastvis-upasoa-da-vakcinebi-aris-umaglesi-xarisxis ბიპიენი - https://bpn.ge/finansebi/48974-saqarthveloshi-vaqcinacia- yvelasthvis-ufasoa-da-vaqcinebi-aris-umaghlesi-khariskhisq.html? lang=ka-GE --- 21.09.2018 მედიასაშუალება: ბათუმელები ბინაზე მომსახურება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირებისათვის – ახალი პროგრამა ბათუმში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ზოგიერთ პაციენტს ბინაზე მისვლით ემსახურებიან. პროგრამა მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებზეა გათვლილი, რომლებიც სტაციონარიდან გაწერის შემდეგ ამბულატორიას აღარ აკითხავენ, მედიკამენტებს სხვადასხვა მიზეზით აღარ იღებენ და მკურნალობას წყვეტენ. ბათუმში ამ დროისთვის მობილური ჯგუფი ბინაზე 65 ადამიანს აკითხავს. რიგშია დაახლოებით 80 ადამიანი. ბათუმის სამედიცინო ცენტრის მონაცემებით, ამ სერვისის მიღება ასობით ადამიანს სჭირდება. „დამატებით მოთხოვნა არ ყოფილა, ვისაც სჭირდება, ყველა იღებს მომსახურებას,“ – ამბობს მარინა რუხაძე, ბათუმის მერიის ჯანდაცვის პოლიტიკური განყოფილების უფროსი. ბათუმის მერიამ მობილური ჯგუფის მომსახურებაზე პირდაპირი შესყიდვა მაისში გააფორმა ბათუმის სამედიცინო ცენტრთან [ბათუმის ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფო] და 50 პაციენტის მოვლისთვის 8 თვის განმავლობაში 51 600 ლარი გამოყო. მობილურ გუნდში შედიან: ექიმი-ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ნევროლოგი, ექთანი და სოციალური მუშაკი. გუნდმა პაციენტი მინიმუმ თვეში რვაჯერ მაინც უნდა მოინახულოს. პირდაპირი შესყიდვის დოკუმენტაციაში ბათუმის მერია აღწერს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე 3 ათასი ადამიანია აღრიცხული ბათუმში, ხოლო ამბულატორიას აქედან დაახლოებით 300-350 ადამიანი აკითხავს, რაც ძალიან მცირე მაჩვენებელია. მერია ამ ციფრებით ასაბუთებს პროგრამის განხორციელების აუცილებლობას, პირდაპირ შესყიდვის გამოყენებას კი იმით ხსნის, რომ ფსიქიატრიული ხასიათის სამედიცინო მომსახურების დროს პირის მონაცემები კონფიდენციალურია და მსგავს პროგრამაზე ტენდერი ვერ გამოცხადდება. „ეს მონაცემები პერიოდულად იცვლება. 3 ათასი, ალბათ, მთლიანად აჭარის მასშტაბით არის ეს მაჩვენებელი… ეს არის გარკვეულწილად საპილოტე პროგრამა. სამი-ოთხი თვე პროგრამის შესაფასებლად საკმარისი არ არის. ჩვენ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ვამოწმებთ პერიოდულად მობილური გუნდის მუშაობას,“ – გვითხრა მარინა რუხაძემ, ბათუმის მერიის ჯანდაცვის პოლიტიკის სამსახურის უფროსმა. ბათუმში დამატებით 15 ადამიანს ბინაზე მისვლით კიდევ ერთი მობილური გუნდი ემსახურება, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებით. ბათუმში ეს პროგრამა წელს ამოქმედდა. აჭარის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში ბინაზე მისვლის სერვისი ფსიქიკური პრობლემის მქონე ადამიანებისთვის გასული წლის შემოდგომიდან არსებობს. ყველა შემთხვევაზე მუნიციპალიტეტებმა პირდაპირი შესყიდვა „ბათუმის სამედიცინო ცენტრთან“ გააფორმეს. თითოეულ მუნიციპალიტეტს თითო მობილური გუნდი ემსახურება. როგორ უნდა ჩაერთოს ადამიანი ამ პროგრამაში? – ბათუმის მერიაში გვითხრეს, რომ განცხადება „ბათუმის სამედიცინო ცენტრში“ უნდა დაიწეროს. სამედიცინო ცენტრში კი აღნიშნავენ, რომ ადგილები შევსებულია. „მაშინ ვინმე უნდა ამოვარდეს, კონკრეტულ პირს უარი უნდა ვუთხრათ… ჩანს, რომ პროგრამამ გაამართლა, რადგან ჩვენი მიზანი იყო სტაციონირების შემცირება. ჩვენი მიზანია სტაციონარს მიღმა განვითარდეს მომსახურება და ადამიანებს ოჯახურ გარემოში შეეძლოთ მკურნალობის მიღება,“ – გვიყვება დიანა თურმანიძე, მობილური გუნდების კოორდინატორი. დიანა თურმანიძის თქმით, ბათუმში ამ დროისთვის დაახლოებით 80 ადამიანი უკვე ითხოვს პროგრამაში ჩართვას. „არის შემთხვევები, როცა შეთავაზების მიუხედავად თავად პაციენტებს ან მათ ოჯახებს უარი უთქვამთ. ამ პრობლემის მქონე ადამიანებს ხშირად უწევთ გადაწყვეტილების მიღება, ან მისი დაცვა. მაგალითად, იწყება მკურნალობა და შემდეგ ოჯახი უარს ამბობს მის გაგრძელებაზე. ჯერ კიდევ ძლიერია სტიგმა ამ მიმართულებით. პროგრამის მთავარი მიზანია, ეს პაციენტი ისევ სტაციონარში არ მოხვდეს. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში ახალი დაწყებულია პროგრამა, ერთი ადამიანი მოხვდა ისევ სტაციონარში. ზოგად მაჩვენებელს თუ შევხედავთ, მკვეთრად იკლო სტაციონარში დაბრუნების მაჩვენებელმა,“ – აღნიშნავს დიანა თურმანიძე. როგორ შეარჩია „ბათუმის სამედიცინო ცენტრმა“ ის პაციენტები, რომლებიც ამჟამად ადგილზე მისვლის პროგრამაში არიან ჩართული? „ჩვენ გვქონდა ამ ადამიანების ისტორიები, შევისწავლეთ… რთული იყო შერჩევა, რადგან რეალურად ძალიან ბევრია ისეთი, ვისაც ეს სჭირდება. შევარჩიეთ, პირველ რიგში, ის პირები, ვისაც ყველაზე მწვავე ფორმით ჰქონდათ დაავადება და ვისი მკურნალობაც სახლის პირობებში შესაძლებელია. იმედია, მერია დააკვირდება ამ პროცესს და პროგრამაში უფრო მეტი ადამიანის ჩართვის შესაძლებლობა გაჩნდება. ამ გზით თავიდან ავიცილებთ ადამიანების სტაციონირებას. ეს პაციენტისთვის კარგია და დამატებითი ხარჯებიც შეუმცირდება სახელმწიფოს,“ – გვითხრა ლევან კოხრეიძემ, „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ დირექტორის მოადგილემ. რას აკეთებს მობილური გუნდი პაციენტთან ბინაზე მისვლის დროს? – ექიმი- ფსიქიატრი ლევან კოხრეიძე განმარტავს, რომ პირველი ვიზიტის შემდეგ ექიმი მკურნალობის გეგმას ადგენს, შემდეგ კი კონკრეტული საჭიროების მიხედვით გრძელდება მკურნალობა. „სოციალური მუშაკი ცდილობს მოაგვაროს სოციალური პრობლემები, რის მოგვარებაც შეიძლება. ფსიქოლოგი გეგმავს ფსიქოთერაპიის ფორმას, რომელიც მისაღებია კონკრეტული პაციენტისთვის. ექთანი აკეთებს მანიპულაციებს და ასე შემდეგ. გარდა ამისა, პაციენტები თავად გვირეკავენ ტელეფონზე პერიოდულად. პროგრამა ასევე ითვალისწინებს პაციენტის ოჯახის წევრების სწავლებას, როგორ უნდა მოიქცნენ ისინი, რა დროს უნდა დაუთმონ პაციენტს რაღაც, როდის უნდა მიხვდნენ, რომ დათმობას აზრი აღარ აქვს და კლინიკას უნდა მიმართონ…“ – გვიყვება ლევან კოხრეიძე. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ბოლო მონაცემებით, მთლიანად აჭარაში 10 980 ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანი ცხოვრობს. საუბარია ადამიანებზე, რომლებიც აღრიცხულნი არიან სამედიცინო დაწესებულებაში. ქობულეთში 1907 ადამიანია აღრიცხული, ბათუმში – 3000, ხელვაჩაურში – 3671, ქედაში – 625, შუახევში – 793, ხულოში – 984. მთავარი ფოტო: მობილური ჯგუფი ხელვაჩაურში პაციენტთან ვიზიტის დროს. ბათუმის სამედიცინო ცენტრის ფოტო. http://batumelebi.netgazeti.ge/news/158837/ --- 21.09.2018 მედიასაშუალება: ამბები.ჯი ფსიქიატრიულში 25 000-ზე მეტი პაციენტი მკურნალობს - ვის ათავსებენ დაწესებულებებში იძულებით? მიმდინარე წლის მონაცემებით, ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოსარგებლეთა რაოდენობა 25 265-ს შეადგენს. შესაბამისი ინფორმაცია “ინტერპრესნიუსმა” დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან გამოითხოვა. მათი მონაცემებით, ყველაზე მეტი - 20 386 ბენეფიციარი იღებს ამბულატორიულ ფსიქიატრიულ მომსახურებას. მომდევნოა ფსიქიკური აშლილობის მქონე მოზრდილთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურება, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით 3 423 ბენეფიციარი იღებს. მესამე ფსიქიატრიული კრიზისული ინტერვენციაა, რომელშიც 398 ბენეფიციარია დაფიქსირებული. რაც შეეხება სხვა სამედიცინო ფსიქიატრიულ მომსახურებებს, მობილური გუნდის მომსახურებას 342 ბენეფიციარი იღებს, ხოლო ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამაში 195 ბენეფიციარია ჩართული. ჯანდაცვის სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მიმდინარე წელს იძულებითი/არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობის მიზნით სტაციონარში მოთავსდა 269 პირი. “პირები, იდენტიფიკაციის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტის არქონის მიუხედავად, რომელთა მიმართაც არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილება, იძულებითი ან არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობის მიზნით იღებენ პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულ მომსახურებას”, - ნათქვამია უწყების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. ამასთან, ფსიქიკური დარღვევების მქონე შშმ პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფის კომპონენტი 105 ბენეფიაციარს მოიცავს, ხოლო ფსიქიკური აშლილობის მქონე ბავშვთა ფსიქიატრიულ-სტაციონარულ მომსახურებას 85 არასრულწლოვანი იღებს. ყველაზე მცირე რაოდენობის პაციენტი ჩართულია ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის პროგრამაში, რომელიც 65 ბენეფიციარს მოიცავს. https://www.ambebi.ge/article/227748-psikiatriulshi-25-000-ze-meti- pacienti-mkurnalobs-vis-atavseben-dacesebulebebshi-izulebit/ კომერსანტი - https://commersant.ge/ge/post/saxelmwifo-fsiqiatriul- dawesebulebebshi-25-000-ze-meti-pacienti-mkurnalobs ინტერპრესნიუსი - http://www.interpressnews.ge/ka/article/513081- saxelmcipo-psikiatriul-dacesebulebebshi-25-000-ze-meti-pacienti- mkurnalobs --- 21.09.2018 მედიასაშუალება: ინფო9 ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით, ამ დროისთვის, 21 ათასამდე პირმა ისარგებლა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით, რომელიც 200 000-მდე მოქალაქეზეა გათვლილი, 2017 წლის პირველი ივლისიდან დღემდე, 20 622-მა პირმა ისარგებლა, – ამის შესახებ პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს. "ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის" პროგრამა პირველ ეტაპზე ნებისმიერი ასაკის სოციალურად დაუცველ პირზე გავრცელდა, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა 100 000-ის ფარგლებშია. პროგრამამ ოთხი ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები მოიცვა – გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები და შაქრიანი დიაბეტის მეორე ტიპი. ასეთ პაციენტებს შეუძლიათ 23 დასახელების წამალი სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად მიიღონ. მიმდინარე წლის აგვისტოდან კი, შეღავათებით სარგებლობა ე.წ. მეორე ტიპის დიაბეტის მქონე ყველა პაციენტს შეუძლია, რომლებსაც შესაძლებლობა მიეცათ, მათთვის საჭირო მედიკამენტები ნახევარ ფასად იყიდონ. ამასთან, 3 სექტემბრიდან პროგრამა კიდევ ერთხელ გაფართოვდა და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 23 დასახელების მედიკამენტის 50 პროცენტამდე ფასდაკლებით შეძენა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და ასაკით პენსიონერებს შეუძლიათ. გასული წლის ივლისში, პროგრამის პრეზენტაციისას აღინიშნა, რომ მასში 150 000-200 000 მოქალაქე ჩაერთვებოდა. http://www.info9.ge/sazogadoeba/198410-qronikuli-daavadebebis- samkurnalo-medikamentebith-uzrunvelyofis-programith-am-droisthvis-21- athasamde-pirma-isargebla.html?lang=ka-GE 1ტვ.ჯი- https://1tv.ge/news/lllqronikuli-daavadebebis-samkurnalo- medikamentebit-uzrunvelyofis-programit-jer-mkholod-21-atasamde-pirma- isargebla/ --- ბეჭდვითი მედია 24.09.2018 მედიასაშუალება: რეზონანსი ბავშვების მოწამვლის გამო წყალტუბოს საბავშვო ბაღებში სწავლა დროებით შეწყდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ნაწლავური ინფექცია შიგელოზი დაუდგინდათ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომელიც სოფელ გეგუთში იმყოფება. „მოწამვლას ნამდვილად ვერ დავარქმევდი. ეს არის ტიპური ნაწლავური ინფექცია. საქმე გვაქვს შიგელოზთან, ანალიზების რამდენიმე პასუხი ცნობილია. რაც შეეხება რაოდენობას, სულ ჰოსპიტალიზებული იყო 26 ბავშვი. დღეს კი, გაცილებით ნაკლებია კლინიკებში", - განაცხადა იმნაძემ. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, მიმდინარეობს კარდაკარ ჩამოვლა იმის დასადგენად, სახლის პირობებში ხომ არ ჩაუტარეს რომელიმე მცირეწლოვანს მკურნალობა. რაც შეეხება ინფექციის გამომწვევ მიზეზს, იმნაძის თქმით, ტარდება შესაბამისი კვლევა და მოწმდება საკვები, რომლითაც საბავშვო ბაღები მომარაგდნენ. „მიზეზზე საუბარი ადრეა. მიმდინარეობს კვლევა. სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები იკვლევენ ყველა პროდუქტს, რომელიც მიწოდებული იყო აღნიშნულ საბავშვო ბაღებში. გადაწყდა, რომ კვლევის პასუხამდე, ბაღებში სწავლა შეჩერდეს", - განაცხადა იმნაძემ. მისი თქმით, ინფექციის გამოწვევა სხვადასხვა პროდუქტს შეეძლო, რომელიც კვლევის შედეგად დაზუსტდება. „შიგელოზი არის ნაწლავური ინფექცია. რომელმა პროდუქტმა გამოიწვია, ზეპირად თქმა არ შეიძლება. მრავალ პროდუქტს შეეძლო გამოეწვია და ამის დასადგენად კვლევა ტარდება. საუბარია იმაზე, რომ წარმოების დონეზე შესაძლებელია, მოხდა საკვები პროდუქტის დაბინძურება", - განაცხადა პაატა იმნაძემ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები რამდენიმე დღის წინ მოიწამლნენ. ბავშვები ქუთაისში ჰოსპიტალ „მედიქალ სითიში" მკურნალობენ. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ გეგუთის გარდა, მსგავსი ფაქტი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კიდევ ხუთ სოფელში დაფიქსირდა. http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php? id=5571033&name=24.09.2018+- +%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%99%E1%83%95%E1%8 3%98%E1%83%A0%E1%83%90+%28%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9 C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98%29&p=1&lang=Ge --- 24.09.2018 მედიასაშუალება: ასავალ დასავალი ოპერაცია ექიმის წინააღმდეგ! გაზეთ "ასავალ-დასავალის" მთავარ რედაქტორს ლაშა ნადარეიშვილს ბატონო ლაშა, გწერთ სასჯელაღსრულებითი დაწესებულებიდან ირაკლი მერკვილაძე, ქუთაისელი მეან-გინეკოლოგი. ვარ თქვენი გაზეთის მკითხველი და მიმაჩნია, რომ დაჩაგრულისა და შეურაცხყოფლის მშველელი და ქომაგი ხართ. იქნებ, მოიცალოთ და გაეცნოთ ჩემს გულისტკივილს, თუ საჭიროდ ჩათვლით, გამოაქვეყნოთ. მაქვს თქვენი გულისხმიერების იმედი! პატივისცემითა და მადლიერების გრძნობით ირაკლი მერკვილაძე. ბატონო ბიძინა, ამ ღია წერილის ადრესატად თქვენი არჩევის მიზეზი არის საზოგადოებრივი არხისადმი ცოტა ხნის წინათ თქვენს მიერ მიცემული ინტერვიუ, რომელშიც აღნიშნეთ, რომ ქვეყანაში მომხდარი მრავალი უარყოფითი რამ თქვენთვის ცნობილი იმიტომ არ არის, რომ გარემოცვა მათ გიმალავდათ. მეტად საინტერესო საუბარში არაერთ მნიშვნელოვან საკითხს შეეხეთ, მაგრამ არაფერი გითქვამთ იმ უსერიოზულეს პრობლემაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის პროკურატურასა და სასამართლო სისტემაში არსებობს, ხოლო იმის დასტურად, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები ლამის უსამართლობის სინონიმად რომ იქცა, ჩემი საქმეც იკმარებს! პარადოქსია, მაგრამ მე, ირაკლი მერკვილაძეს, 34 წლის სტაჟის მქონე მეან-გინეკოლოგს, ეროვნული პროტოკოლების ერთ-ერთ თანავტორს. 12000-ზე მეტი მშობიარობის მიმღებს, პროფესიითა და შინაგანი მრწამსით ადამიანის დამცველს, ვაი, რომ თანამოაზრეებთან ერთად მიხდება თავის დაცვა მათგან, ვინც თვითონ უნდა იდგნენ მოქალაქეთა ინტერესების დაცვის სადარაჯოზე. არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ არამარტო ქუთაისის, არამედ მთელი ქვეყნის სამედიცინო საზოგადოება შეაშფოთა სასამართლოს მიერ ჩემდამი გამოტანილმა უსამართლო განაჩენმა. პროტესტის უმთავრესი საფუძველი კი ის საშიში პრეცედენტია, რაც პროკურატურამ და სასამართლოებმა დაუშვეს. შევეცდები, აგიხსნათ, რა არგუმენტაციით მცნეს დამნაშავედ ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რომელიც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას ითვალისწინებს და ორი წლით სიცოცხლის მოსპობას ითვალისწინებს და ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მომისაჯეს. ზნეობრივი ადამიანისთვის უმძიმესად განსაცდელია ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილი და უდედოდ დარჩენილი პატარა ბიჭის ტრაგედია, მაგრამ არანაკლებ საშინელებაა, როცა მავანი ამ ტრაგედიას სათავისოდ, თავისი მერკანტილური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად იყენებს და ვინც გზაზე გადაეღობებათ, ყველა საშუალების გამოყენებით იბრძვის მათ ჩამოსაშორებლად. არჩადენილი დანაშაულის ჩემთვის მოწერა სხვა არაფერია, თუ არა გზიდან ჩამოშორების ერღ-ერთი ნაცადი ხერხი. ... და ვის ვეღობებოდი? ყოფილ პროკურორს და ქუთაისში ყველასთვის ცნობილი გარემოების გამო პროკურატურიდან წამოსულ, "შპს ხონელიძის კლინიკის" 51%-ის წილის მფლობელსა და კომპანიის დირექტორს დავით ხონელიძეს. ნამდვილად მეამაყება, რომ მონაწილეობა მაქვს მიღებული უცხოური ფინანსური ორგანიზაციების, USAID-ისა და უცხოელი ექიმ-ექსპერტების დახმარებით შექმნილ ექსპერტთა ერთობლივი ჯგუფის მუშაობაში, რომლებსაც ეროვნული პროტოკოლების შემუშავება დაევალა. ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ვაკეთებდით ეროვნულ საქმეს. მართლაც, საქართველოს ჯანდაცვის ექსპერტებმა, სამედიცინო საბჭომ ოპერატიულად განიხილა ჩვენი მუშაობის შედეგები, მინისტრმა დავით სერგეენკომ ბრძანებით დაამტკიცა ის და სამინისტროს საიტზე ატვირთვის შემდეგ გახდა არა როგორც უბრალოდ რეკომენდაცია, არამე, როგორც კანონქვემდებარე აქტით დამტკიცებული და შესასრულებლად სავალდებულო განაწესი ყველა ექიმისთვის. მაგალითად, "საკეისრო კვეთის" პროტოკოლის დამტკიცების შემდეგ პროფესორმა თენგიზ ასათიანმა, ზურაბ მურღულიამ, რომელიც ქუთაისის "ევექსის" კორპორაციის წამყვანი მეან-გინეკოლოგია და წალენჯიხაში მორიგე ექიმმა, ბატონმა გიორგი ლემონჯავამ, საკეისრო კვეთა უნდა გააკეთონ ეროვნული პროტოკოლის მიხედვით. ჩემთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ მოხდა უპრეცედენტო ფაქტი: საქართველოს ექიმთა ასოციაცია, საუკეთესო ექსპეტების ჩართულობით, გაეცნო საქმის ძირითად მასალებს და დადო თავისის სამედიცინო-მეცნიერული შეფასება. აღნიშნული სამედიცინო შეფასებით, ცალსახად და მაღალკვალიფიკაციურად, როგორც ეს შეშვენის და ეკადრება ზემოაღნიშნულ პირებს, დადასტურებულია, რომ პაციენტ ვიოლეტა მატინოვას მიმართ სწორად მაქვს განხორციელებული სამედიცინო მომსახურება და ჩემს პროფესიულ ქმედებებს არანაირი კავშირი არა აქვს პაციენტის გარდაცვალების ფაქტთან. შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ ე.წ. მოსამართლეებმა ციცინო მოსიძემ და თეიმურაზ სვანიძემ ჯანდაცვის მინისტრსა და მთელ სამედიცინო საზოგადოებას თავზე გადაგვახიეს ესოდენ რუდუნებით შექმნილი და დანერგილი ეროვნული პროტოკოლები. მინდა, შეგახსენოთ რამდენიმე წლის წინათ, 2009 წელს რუსეთში მომხდარი "ხორინიაკის საქმე". ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პალიატიური დახმარების ხელმძღვანელმა, პროფესორმა რობერტ ტვაიკოსმა უდანაშაულო ექიმისადმი გამოტანილ განაჩენს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული უწოდა. ... დაბოლოს, თუ უზენაესმა სასამართლომაც ვერ გაარჩია ავი და კარგი, ჩემს საქმეს აუცილებლად განიხილავს ადამიანის უფლებების დაცვის ევროპული სასამართლო, მაგრამ როდემდე ვეძებოთ ქართველებმა სამართალი უცხოეთში, როდემდე? http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php? id=5571000&name=24.09.2018+- +%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A- %E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83% 98&p=1&lang=Ge ---