მედიამონიტორინგი 31.10.2018
ტელევიზია
31.10.2018
არხი: რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 12:00
გიორგი ვაშაძის ბრიფინგი
გაერთიანებული ოპოზიციის სასტიკად ნაცემი მხარდამჭერების საქმეზე,
შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე დუმს. თავდასხმიდან უკვე 24 საათი
გავიდა, თუმცა პოლიციას არავინ დაუკავებია. გაერთიანებულმა ოპოზიციამ კი
ამ დროში დამოუკიდებელი გამოძიება ჩაატარა. გამოძიების პირველადი
შედეგები გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის უფროსმა გიორგი
ვაშაძემ გაასაჯაროვა. „სამწუხაროდ სამართალდამცველი ორგანოები, სათანადო
მოქმედებებს არ ატარებენ. მთელი ღამე ვადგენდით რა მოხდა ახალქალაქში
და რას ჰქონდა ადგილი. "თავდასხმა დაიწყო 23:00-დან 00:00 საათამდე
შუალედში, როცა მიშა აღაბალიანს მიჰქონდა საჩივარი საოლქო კომისიაში.
გზაში მას თავს დაესხა 20-მდე ადამიანი და ენზელ მკოიანი. თვითონ მან
პერსონალურად მიაყენა მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიშა აღაბალიანს. ცემა
გრძელდებოდა 10-15 წუთის მანძილზე და უმძიმეს მდგომაროებაში დატოვეს
ქუჩაში. ის ცდილობდა მანქანაში ჩაჯდომას, რა დროსაც კიდევ ერთხელ
დაესხა თავს ენზელ მკოიანი,“-ამბობს ვაშაძე. მისი თქმით, ამის შემდეგ,
აღნიშნული ჯგუფი, გრიგოლ ვაშაძის შტაბთან მიიჭრნენ, სადაც
იმყოფებოდნენ აბრამ აბრაჰამიანი და ტიგრან აბრაჰამიანი. მათაც სასტიკად
გაუსწორდნენ. ვაშაძის თქმით, ამ თავდასხმაში უშუალოდ არტურ მკონიანი,
ენზელ მკოიანის ძმა მონაწილეობდა. „შემდეგ უკვე აშოტ რაისიანი ჩამოვიდა
შტაბის ხელმძღვანელი სიტუაციის განსატვირთად და ისიც სასტიკად არის
ნაცემი. ჩვენს მიერ ამოღებულია ნივთმტკიცებები, ეს არის პირადობის
მოწმობა ენზელ მკოიანის ძმის, რომელსაც საფულე დაუვარდა. არსებობს
ვიდეოგადაღება დეტალური,“- ამბობს გიორგი ვაშაძე. ვაშაძე ამბობს, რომ ეს
იყო ჯგუფური თავდასხმა, თუმცა სამართალდამცველები ამ დრომდე
ადექვატურად არ რეაგირებენ. გაერთიანებული ოპოზიცია ითხოვს, რომ
მაჟორიტარ დეპუტატს ენზელ მკოიანს შეუწყდეს დეპუტატი უფლებამოსილება.
ოპოზიცია ასევე ითხოვს ჰასმიკ მარაგოზიანის დასჯას, რომელიც ახალქალაქში
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეა. გარდა ამისა, გაერთიანებული ოპოზიცია
საექიმო საქმიანობის მიმართულებით გამოძიების დაწყებასაც ითხოვს, რადგან
ვაშაძის თქმით, ახალქალაქის საავადმყოფოდან ექიმებმა მძიმე დაზიანებების
მქონე პაციენტები საავადმყოფოდან იმიტომ გაწერეს, რომ მათ ცემაში
დეპუტატი ფიგურირებდა.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5657523
---
31.10.2018
არხი: იმედი
გადაცემა: ქრონიკა 10:00
ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბავშთა უფლებების დაცვის მიმართულებით
არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე
ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით
არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის
განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ბაღებში ბავშვები
სხვადასხვა სამხედრო სიმულაციურ თამაშებში ერთვებიან, რითიც მათივე
თქმით, ომის პროპაგანდა ხდება. ქეთევან ციხელაშვილმა ასევე ყურადღება
გაამახვილა გალის რაიონში არსებულ ვითარებაზე და აღნიშნა, რომ ბავშვებს
ბაღებსა და სკვერებში წარმთმეული აქვთ მშობლიურ ენაზე განათლების
უფლება. ნინო ლომჯარია: "ძალიან ვიწროვდება კლასების რაოდენობა,
ალბათ, ახლო მომავალში არ იქნება არცერთი სკოლა და არცერთი კლასი,
სადაც ქართულ ენაზე ხდება სწავლება. მნიშვნელოვანია ჯანდაცვის
პრობლემები, ბავშვების ჯანდაცვის მდგომარეობა".
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5657597
ქრონიკა 11-
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5657597
---
31.10.2018
არხი:რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 09:00
მარიხუანას კულტივაცია - ჯანდაცვის კომიტეტი კანონპროექტის გაწვევას
ითხოვს, ოპოზიცია კი ამომრჩევლის მოტყუებაზე საუბრობს
საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი მთავრობის მიერ მარიხუანის
კულტივაციის კანონპროექტის უკან გაწვევევის საკითხს ბიუროს დღევანდელ
სხდომაზე დააყენებს. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნულ
კანონპროექტს მმართველი გუნდის ერთ-ერთ მთავარ შეცდომად მიიჩნევს და
ამის მტკიცებულებად არჩევნების პირველი ტურის შედეგებს ასახელებს.
განცხადება ამ თემაზე პირველად გუშინ, ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე,
კომიტეტის თავმჯდოამრის მოადგილემ ლევან კობერიძემ გააკეთა. ოპოზიცია
უმრავლესობას ფარსში და ამომრჩევლის კიდევ ერთხელ მოტყუების
მცდელობაში ადანაშაულებს.
მოამბე 21:00 -
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5657223
---
30.10.2018
არხი:რუსთავი 2
გადაცემა: კურიერი 18:00
58 წლის პაციენტს გადაუდებლად ესაჭიროება მე-4 დადებითი ჯგუფის
სისხლი
58 წლის პაციენტს გადაუდებლად ესაჭიროება მე-4 დადებითი ჯგუფის
სისხლი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში. დონორების მსურველებს
შეუძლიათ, დაუკავშირდნენ პაციენტის ოჯახს მითითებულ ნომრებზე: 599
904222 ან 571 004169
---
30.10.2018
არხი:1 არხი
გადაცემა: მოამბე 15:00
ხონში, „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში" ახალი სამედიცინო
კორპუსი გაიხსნა
ხონში, „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“, ევროპული
სტანდარტებით აშენებული 100 პაციენტზე გათვლილი ახალი სამედიცინო
კორპუსი გაიხსნა. კორპუსის მშენებლობაზე 2 მლნ ლარი დაიხარჯა. ახალი
ევრო სტანდარტების შენობა ოთხი ფლიგელისგან შედგება. „ფსიქიკური
ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრი“ ერთადერთი დაწესებულებაა
საქართველოში, რომელიც არანებაყოფლობით და იძულებით ფსიქიატრიულ –
სტაციონარულ დახმარებას უწევს ისეთი ტიპის პაციენტებს, რომლებმაც
გაიარეს სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა და სასამართლო
გადაწყვეტილების საფუძველზე ცენტრში მოთავსებული არიან მკურნალობის
კურსის გასავლელად. ასევე, დაწესებულება ემსახურება პენიტენციალური
სისტემის სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებიდან გადმოყვანილ მსჯავრდებულ
პაციენტებს, არანებაყოფლობითი–სტაციონარული–ფსიქიატრიული დახმარების
მკურნალობის კუთხით.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5656253
---
30.10.2018
არხი:ტვ პირველი
გადაცემა: საქმიანი დილა
ჯანდაცვის აუთვისებელი პროგრამა
9 თვის მონაცემებით ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების
პროგრამის ათვისება ვერ მოხერხდა. ამ ფონზე კი 2019 წლის ბიუჯეტის
პროექტის მიხედვით ამ პროგრამისთვის ორჯერ მეტი თანხაა გამოყოფილი.
როგორ აპირებს სამინისტრო მოთხვნილი თანხების დახარჯვას და რაში
ხედავენ ექსპერტები პრობლემას? კადრში ჩანს ჯიპისი. ჯანდაცვუის ექსპერყიო
სერგი ჩიხლაძე აცხადებს, რომ პროგრამა გასულ წელსაც ჩავარდა, მიმდინარე
6 თვის თვის მონაცემებით კი მოსარგებელთა რაოდენობა 7% არ სცდებოდა.
ვატო სურგულაძე კი მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ რისკების
გათვლა ვერ შეძლო. სამინისტროში ადასტურებენ, რომ უწყების მოლოდინები
პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების მხრივ არ გამართლდა, რამაც
ხარჯვითი ნაწილის აუთვისებლობა გამოიწვია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5655185
---
30.10.2018
არხი: ერთსულოვნება
გადაცემა: განთიადი
კომპიუტერული ტომოგრაფია
ავერსის კლინიკის რადიოლოგიური სამსახურის უფროსი ბატონი ირაკლი
გახოკიძე მაგნიტურ-რეზონანსულ და კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე
ისაუბრებს. ირაკლი გახოკიძე: "მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის
პრინციპი გახლავთ, მაგნიტური ველის ზემოქმედებით ორგანოში მიღებული
წყალბადის ატომბირთვების დამუხტვის შედეგად მიღებული გამოსახულებად
გარდაქმნა ანუ პროცესი არ არის მავნებელი პაციენტისთვის. კომპიუტერული
ტომოგრაფიის თვალსაზრისით სხივური დატვირთვა არის. კომპიუტერული
ტომოგრაფია კვლევის სწრაფი მეთოდია, წამები სჭირდება გამოკვლევას".
წამყვანი გამოთქვამს ვარაუდს, რომ ტომოგრაფიაზე მოქმედებს სახელმწიფო
დაზღვევა. ირაკლი გახოკიძე: "სახელმწიფო აფინანსებს ამ კვლევებს, მერია,
გამგეობა და სხვა უწყებები. ჩვენი პერსონალი გადის გადამზადებას ევროპის,
ამერიკის კლინიკებში და ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ
ყოველთვის".
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5655055
---
ინტერნეტი
30.10.2018
მედიასაშუალება: ნეტგაზეთი
მაღაროში მუშაობისას 55 წლის კაცმა ხელის მტევანი დაკარგა
ჭიათურის მაღაროში დასაქმებულმა სამუშაო პროცესის დროს მარცხენა ხელის
მტევანი დაკარგა. ინფორმაცია ამის შესახებ მეტალურგთა, მეშახტე-
მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირებმა გაავრცელა. პროფკავშირების
ინფორმაციით, შემთხვევა დღეს, დღის პირველ ნახევარში მოხდა. “როგორც
ადგილობრივი დასაქმებულები ყვებიან, ჯალამბრის ბაგირმა მარყუჟი გაიკეთა,
დაშავებულმა კი მისი გასწორება სცადა. როგორც ჩანს, ჯალამბარზე ბაგირი
იმაზე სწრაფად დაიჭიმა, ვიდრე იგი ვარაუდობდა და ბაგირის მარყუჟის
დიამეტრის მომენტალური შემცირების შედეგად მარცხენა ხელის მტევანი
მაჯის ქვემოთ მოწყვიტა”, – ამბობენ პროფკავშირებში. პროფკავშირებში
აცხადებენ, რომ დაშავებული 55 წლის კაცი წლებია ჭიათურის მაღაროში
მუშაობს და მაღალი კვალიფიკაციით გამოირჩევა. გაერთიანებაში აცხადებენ,
რომ მომხდარი ფაქტის დეტალების და საწარმო შემთხვევის წარმოშობის
მიზეზების კვლევის პროცესში უკვე ჩართული არიან საქართველოს
მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული
კავშირის ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის
წარმომადგენლები, აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში კი პროცესში
ჩაერთვებიან საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების შრომის
დაცვის და იურიდიული დეპარტამენტებიც. “ნეტგაზეთი” საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა. უწყებაში აცხადებენ, რომ
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე
მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა
სამუშაოს წარმოებისას,უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც
გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.
http://netgazeti.ge/news/315785/
---
30.10.2018
მედიასაშუალება: კომერსანტი
დაანონსებული საპროტესტო აქციის შემდეგ „საქნახშირის“ მუშებს ხელფასები
დაურიცხეს - შახტები ნოემბრიდან ამუშავდება
როგორც „კომერსანტი“-თვის გახდა ცნობილი, ტყიბულელი მეშახტეები
მინდელის სახელობის შახტში მუშაობას 1-ლი ნოემბრიდან განაახლებენ. რაც
შეეხება ხელფასებთან დაკავშირებულ პრობლემებს, ირკვევა, რომ პრემიერ-
მინისტრის მამუკა ბახტაძის ბრძანება შესრულდა და კომპანია „საქნახშირი“-მ
მეშაახტებს ხელფასები სრულად დაურიცხა. შეგახსენებთ, მას შემდეგ რაც
ადგილზე 16 ივლისს 4 მეშახტე დაიღუპა, 6 კი - დაშავდა, პრემიერ-მინისტრ
მამუკა ბახტაძის ბრძანებით ტყიბულში სამუშაოები დროებით შეჩერდა და 25-
ვე შახტი დაილუქა. დაანონსდა, რომ მეშახტეებს ხელფასები მაინც
დაერიცხებოდათ და არსებული პრობლემების გამომწვევ მიზეზებს უცხოელი
ექპერტები დაადგენდნენ. თუმცა სექტემბრის ბოლოს გაირკვა, რომ
ექსპერტების ჩამოყვანა გვიანდებოდა. თავის მხრივ, კომპანია „საქნახშირი“-მ
მეშაახტებს განუცხადა, რომ ოქტომრბის ხელფასს ვერარ დაურიცხადავა,
რადგან კომპანია ზარალდებოდა. როგორც მაშინ ჩვენთვის ცნობილი გახდა,
კომპანიას პარალელურა დაწყებული ჰქონდა მოლაპარაკებები მთავრობასთან იმ
მიზნით, რომ ან სამუშაოები აღდგენილიყო ან ხელფასების პრობლემა თავად
ხელისუფლებას მოეგვარებინა. ამ ინფორმაციის გაგებისთანავე ტყიბულელმა
მეშახტეებმა „კომერსანტთან“ გაფიცვა და საპორტესტო აქციები დაანონდეს. რა
ხდება დღეს ტყიბულში ?— „კომერსანტი“ თემით კვლავ დაინტერესდა. „თავის
დროზე კომპანია „საქნახშირი“-მ განგვიცხადა, რომ ხელფასებს 1-ლი
ოქტომბრიდან ვეღარ დაგვირიცხავდა, რადგან აღარ შეეძლო ასე გაგრძელება.
მთავრობასთან ჰქონდა საუბრები, რომ ან სამუშაოები აღდგენილიყო ან
სახელფასო პრობლემა თავად მოეგვარებინა. ასეთ ვითარებაში ჩვენ
გაურკვევლობაში ვიყავით. მერე როგორც გავიგეთ, მთავრობამ უთხრა რომ
უკვე 1-ლი ნოემბრიდან უცხოელი ექპერტები ჩამოდიან და სამუშაოებიც
განახლდებოდა, ამიტომაც დაგვიტამეს ეს ერთი თვეც და სრულად
აგვინაზღაურეს ის პერიოდი, რაც არ გვიმუშავია. ახლა მოლოდინის რეჟიმში
ვართ , ვნახოთ რა მოხდება 1-ელ ნოემბერს“,- განმარტავს მეშახტე გაგა
ისაკაძე. ეს ინფორმაცია „კომერსანტი“-მ საქართველოს პროფესიული
კავშირების გაერთიანებაში (სპკგ) გადაამოწმა. ორგანიზაციის თავმჯდომარის
მოადგილის თამაზ დოლაბერიძის თქმით, უცხოელი ექპერტები ნამდვილად
ჩამოდიან და მეშახტეებს აგვისტოდან ოქტომბრის ჩათვლით პერიოდიც
აუნაზღაურდათ. თუმცა, მისივე თქმით, გერმანელი სპეციალისტების
ჩამოსვლა დამატებით ერთი კვირით გადავადდა. „წესით გერმანელ ექპერტებს
ადგილის შესწავლა პირველი ნოემბრიდან უნდა დაეწყოთ, თუმცა ერთთი
კვირით გადავადდა. მთავრობას მიზეზი არ დაუკონკრეტებია, მაგრამ ჩვენ
ვფიქრობთ ალბათ არჩევნების გამო. ახლა უნდა დაველოდოთ ნოემბრის
პირველ ნახევარს და უკეთ დავინახავთ ყველაფერს“,- აცხადებს თამაზ
დოლაბერიძე. გერმანული საექსპერტო კომპანია GMT ჯგუფი, რომლის
წარმომადგენლობაც უახლოეს მომავლში უნდა ჩამოვიდეს, მიმდინარე წლის 7
სექტემბერს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის მიერ შეირჩა.
კომპანიამ მინდელის სახელობის შახტში საფრთხეებისა და რისკების შეფასების
მიზნით, შახტების ინსპექტირება უნდა განახორციელოს და, სავარაუდოდ,
არსებული მეთოდოლოგიით ქვანახშირის მოპოვების გაგრძელების
მიზანშეწონილობის შესახებაც უნდა გააკეთოს შეფასება. ცნობილია, რომ
ამისთვის მას 5 კვირა დასჭირდება
https://commersant.ge/ge/post/premier-ministris-brdzaneba-shesrulda-
tyibulel-meshaxteebs-samushaoebis-agdgenamde-xelfasebi-srulad-
daericxat
---
30.10.2018
მედიასაშუალება: ექსპრესნიუსი
იუსტიციის სახლებში C ჰეპატიტზე უფასო სკრინინგის აქცია გრძელდება
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 სექტემბრის N454 დადგენილების
საფუძველზე, სსიპ „ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა
და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა“ 2018 წლის
ოქტომბრიდან სსიპ „იუსტიციის სახლის“ 12 ფილიალში დაიწყო C ჰეპატიტზე
მოსახლეობის საყოველთაო უფასო სკრინინგის პროექტი სახელწოდებით
„საჯარო სივრცე C ჰეპატიტის ელიმინაციის სამსახურში“. აღნიშნული
პროექტის მიზანია, იუსტიციის სახლის ვიზიტორებს, სხვა სერვისებთან
ერთად, ერთი ფანჯრის პრინციპით მიეწოდოს C ჰეპატიტის სკრინინგის უფასო
სერვისი, რათა საქართველოს მოქალაქეებმა დამატებითი ძალისხმევის გარეშე
შეძლონ C ჰეპატიტზე სკრინინგის ჩატარება, ინფიცირების სტატუსის
გასარკვევად. იუსტიციის სახლში C ჰეპატიტზე მოქალაქის სკრინინგი 3
წუთიანი პროცედურაა, სკრინინგის შედეგი მოქალაქეს ეცნობება იმავე დღის
ბოლოს მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით, მის მიერ მითითებულ
მობილური ტელეფონის ნომერზე. აღნიშნული პროექტით მოქალაქეებს
ეძლევათ უნიკალური შანსი დამატებითი დროისა და ფინანსური დანახარჯის
გარეშე ჩაიტარონ C ჰეპატიტზე უფასო სკრინინგი და ინფიცირების დადებითი
სტატუსის იდენტიფიცირების შემთხვევაში, ჩაერთონ მკურნალობაში და
განიკურნონ. C ჰეპატიტის მკურნალობა 2020 წლის ბოლომდე საქართველოს
ყველა მოქალაქისთვის უფასოა, რომლის ღირებულება სხვა ქვეყნებში შეადგენს
60-დან 80 ათას ევრომდე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო,
იუსტიციის სამინისტრო, სსიპ „იუსტიციის სახლი“ და სსიპ „ლ.საყვარელიძის
სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის
ეროვნული ცენტრი“ მოუწოდებს მოქალაქეებს დროულად მიმართონ
სკრინინგის ცენტრებს და სამკურნალო დაწესებულებებს, რათა ისარგებლონ იმ
უნიკალური შესაძლებლობით, რომელიც ეძლევათ 2020 წლის ბოლომდე C
ჰეპატიტზე ინფიცირების სტატუსის განსაზღვრისა და ამ დაავადებისგან
სრულიად უფასოდ განკურნების კუთხით. C ჰეპატიტზე მოსახლეობის
საყოველთაო უფასო სკრინინგის პროექტი მიმდინარეობს სამუშაო დღეებში -
დილის 09.00 საათიდან 18.00 საათამდე იუსტიციის სახლის შემდეგ
მისამართებზე: თბილისი თბილისის იუსტიციის სახლი - ქ. თბილისი,
სანაპიროს ქ. №2 იმერეთი ქუთაისის იუსტიციის სახლი - ქ. ქუთაისი, ირ.
აბაშიძის ქ. № 20. სამეგრელო-ზემო სვანეთი ზუგდიდის იუსტიციის სახლი -
ქ. ზუგდიდი, თეატრის ქუჩა №2 ფოთის იუსტიციის სახლი - ქ. ფოთი
რუსთაველის წრე აჭარა ბათუმის იუსტიციის სახლი - ქ. ბათუმი, შერიფ
ხიმშიაშვილის ქ. №7 გურია ოზურგეთის იუსტიციის სახლი - ქ. ოზურგეთი,
ი. პეტრიწის ქ. №9 შიდა ქართლი გორის იუსტიციის სახლი - ქ. გორი, დ.
გურამიშვილის ქ. №5 სამცხე-ჯავახეთი ახალციხის იუსტიციის სახლი - ქ.
ახალციხე, თამარაშვილის ქუჩა, სკვერის მიმდებარედ ქვემო ქართლი
რუსთავის იუსტიციის სახლი - ქ. რუსთავი, ხალხათა მეგობრობის გამზირი
№29 მარნეულის იუსტიციის სახლი - ქ. მარნეული, რუსთაველის ქ. №1
კახეთი თელავის იუსტიციის სახლი - ქ. თელავი, ერეკლე II-ის მოედანი №3
გურჯაანის იუსტიციის სახლი - ქ. გურჯაანი თამარ მეფის ქ. №14
http://expressnews.com.ge/?id=73898
ინტერპრესნიუსი - https://www.interpressnews.ge/ka/article/518905-
daavadebata-kontrolis-centrma-iusticiis-saxlis-12-pilialshi-c-
hepatitze-mosaxleobis-saqoveltao-upaso-skriningis-proekti-daicqo/
---
30.10.2018
მედიასაშუალება: ექსპრესნიუსი
ჯანდაცვის კომიტეტი „მარიხუანის კულტივაციასთან“ დაკავშირებული
კანონპროექტის გაწვევის ინიციატივით გამოვიდა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის
მოადგილე, ლევან კობერიძე „მარიხუანის კულტივაციასთან" დაკავშირებული
კანონპროექტის გაწვევის ინიციატივით გამოვიდა. პარლამენტის წევრმა,
აღნიშნული თხოვნით კომიტეტის თავმჯდომარეს, დღეს გამართულ სხდომაზე
მიმართა. „წინასაარჩევნო პროცესებმა და არჩევნების შედეგებმა დაგვანახა,
რომ ბევრი დასაფიქრებელი ფაქტორი გამოიკვეთა. აზოგადოებამ ბევრ
მოვლენაზე, მათ შორის სხვადასხვა საკითხზე, თავისი აზრი ძალიან მკაფიოდ
დაგვიფიქსირა და არის თემები, რომლებიც მათთან ერთად ღრმა განხილვას
საჭიროებს. ჩვენ მივიღეთ ეს გზავნილები და ჩვენ ვართ ნამდვილად ის
პოლიტიკური გუნდი, რომელსაც კარგად ესმის საზოგადოების, ყოველთვის
ესმოდა და დღესაც ამ პოზიციაზე ვართ. ჩვენ უფლება არ გვაქვს ჩვენს
მოსახლეობასთან არ ვიყოთ ადექვატური და არ გადავდგათ ის ნაბიჯები,
რათა შედეგები იყოს ისეთი, როგორიც შეეფერება ქვეყნის ღირსეულ
მომავალს.
http://expressnews.com.ge/?id=73903
---
30.10.2018
მედიასაშუალება:ტაბულა - http://www.tabula.ge/ge/story/3138881-
zhorzholiani-xalxi-eloda-cvlilebebs-imedi-gaucruvda-da-archevnebit-
ukmakofileba
წელს საქართველოში ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო რეალიზაციის
54 ფაქტი დაფიქსირდა
2018 წლის პირველი იანვრიდან 26 ოქტომბრამდე პერიოდში სამედიცინო
საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ ნარკოტიკული
საშუალებების, ფსიქოტოროპული ნივთიერებების, ფსიქოაქტიური
ნივთიერებების შემცველი კომბინირებული სამკურნალო საშუალებების
რეალიზაციის წესის დარღვევის 54 ფაქტი გამოავლინა. ამის შესახებ პირველ
არხს სააგენტოდან აცნობეს. ამასთან, სააგენტოს ინფორმაციით, 25
სექტემბრიდან 26 ოქტომბრამდე პერიოდში, აღნიშნული სამართალდარღვევის
სამი ფაქტი ორ აფთიაქში დაფიქსირდა. ესაა შპს „კაპარი“ (თბილისი.
ლეონიძის 16/ქიქოძის 1) – ორი ფაქტი, და შპს „ელფარმას“ აფთიაქი
(თბილისი, ბახტრიონის 13) – ერთი ფაქტი. სააგენტოს ცნობით, აღნიშნული
სამართალდარღვევის გათვალისწინებით, შედგა ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმები და განსახილველად გადაეგზავნა თბილისის
საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. შეგახსენებთ, 24
სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია
იმის შესახებ, რომ თბილისსა და გორში 15 სააფთიაქო დაწესებულებაში
უკონტროლოდ ხორციელდებოდა ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაცია.
კერძოდ, ისინი უნებართვოდ და სანებართვო პირობების უხეში დარღვევით,
შესაბამისი რეცეპტის გარეშე ახდენდნენ ფსიქოტროპული და სპეციალურ
კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაციას, რითაც დიდი
ოდენობით შემოსავალს იღებდნენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
მონაცემებით, ამ გზით მიღებულმა შემოსავალმა ოთხ მილიონ ლარს
გადააჭარბა. სააფთიაქო ნარკომანიისა და ურეცეპტოდ ფსიქოტროპული
მედიკამენტების გაყიდვის მფარველობის გამო სამართალდამცავებმა ჯამში 20-
მდე პირი დააკავეს, მათ შორის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს
უფროსი, რომელიც მოგვიანებით გირაოთი გაათავისუფლეს.
1ტვ.ჯი - https://1tv.ge/news/wels-saqartveloshi-fsiqotropuli-
medikamentebis-ukanono-realizaciis-54-faqti-dafiqsirda/
---
30.10.2018
მედიასაშუალება: ბიპიენი -
„ევროკავშირის შრომის სტანდარტები თანაბრად მიემართება კერძო თუ საჯარო
სექტორში დასაქმებულ პირებს"
ევროკავშირის შრომის სტანდარტები ასახავენ მინიმალურ მოთხოვნებს და
თანაბრად მიემართება კერძო თუ საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს, -
აცხადებს სამართლის დოქტორი ეკატერინე ქარდავა. 2018 წლის ოქტომბერში,
ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერითა დ ასოციაციის „ევროპის დროით“
ორგანიზებით, სამართლის დოქტორის ეკატერინე ქარდავას მიერ
განხორციელებული კვლევის საფუძველზე გამოიცა ბუკლეტი სახელწოდებით
„ევროკავშორის შრომის დირექტივების ასახვა საქართველოს კანონმდებლობასა
და პრაქტიკაში“. კვლევა ეხება შრომითი ურთიერთობების სფეროში
ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების
მიმდინარეობასა და ტენდენციებს. ხაზგასმულია ფაქტი, რომ ევროკავშირის
დირექტივების დებულებები და ევროპული შრომის სტანდარტები თანაბრად
მიემართება საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებულ პირებს. ამდენად, -
თუ საჯარო მოხელეს აქვს უფლება ორსულობის გამო აუცილებელი
სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების გამო გაცდენილი სამუშაო საათები
ჩაეთვალოს საპატიოდ და აუნაზღაურდეს, იგივე სტანდარტით უნდა
სარგებლობდეს კერძო სექტორში დასაქმებული; - თუ „საჯარო სამსახურის
შესახებ“ კანონით დარეგულირებულია კვირის განმავლობაში დასვენების
დღეების საკითხი, საქართველოს შრომის კოდექსიც უნდა არეგულირებდეს
კვირის განმავლობაში დასაქმებულისათვის დასვენების უფლების ასპექტს; -
თუ საჯარო სამსახურის შესახებ კანონით მოწესრიგებულია ნახევარ-განაკვეთზე
მუშაობის შესაძლებლობა, საქართველოს შრომის კოდექსიც იგივე სტანდარტს
უნდა სთავაზობდეს კერძო სექტორში დასაქმებულ პირს. კვლევის შედეგები
ბუკლეტის სახით დაეგზავნა ყველა პარლამენტის წევრს, იუსტიციის მინისტრს
და დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს.
https://bpn.ge/finansebi/50006-evrokavshiris-shromis-standartebi-
thanabrad-miemartheba-kerdzo-thu-sajaro-seqtorshi-dasaqmebul-
pirebsq.html?lang=ka-GE ~
---
ნიუს.ჯი - აბორტის მოწინააღმდეგეთა რაოდენობით საქართველო ევროპაში
პირველ ადგილზეა
Pew Research Centre-ის კვლევის თანახმად რომელიც 2015-2017 წლებში 34
ქვეყანაში ჩატარდა, ევროპის ქვეყნებს შორის, საქართველო პირველ ადგილზეა
აბორტის მოწინააღმდეგეთა რაოდენობით. 34 ქვეყანას შორის აქ ყველაზე მეტი
ადამიანი ეწინააღმდეგება ორსულობის ხელოვნური გზით შეწყვეტას.
გამოკითხულთა 85% ფიქრობს, რომ აბორტი ლეგალური არ უნდა იყოს.
კვლევის თანახმად, ევროპის 34 ქვეყანას შორის საქართველოში ყველაზე მეტი
ადამიანი, 85% ფიქრობს, რომ აბორტი ლეგალური არ უნდა იყოს. სიაში
შემდეგია მოლდოვა, უკრაინა, რუსეთი, პოლონეთი, ბელარუსი და
საბერძნეთი. აბორტის მოწინააღმდეგე ყველაზე ცოტა ადამიანი კი შვედეთში,
დანიასა და ფინეთში ცხოვრობს.
https://news.ge/abortis-mowinaagmdegeta-raodenoba/
---
აიპრესი : როგორია ხონში, ევროპული სტანდარტების ფსიქიკური
ჯანმრთელობის ცენტრი
ხონში, „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“, ევროპული
სტანდარტებით აშენებული 100 პაციენტზე გათვლილი ახალი სამედიცინო
კორპუსი გაიხსნა. კორპუსის მშენებლობაზე 2 მლნ ლარი დაიხარჯა. ახალი
ევრო სტანდარტების შენობა ოთხი ფლიგელისგან შედგება. „ფსიქიკური
ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრი“ ერთადერთი დაწესებულებაა
საქართველოში, რომელიც არანებაყოფლობით და იძულებით ფსიქიატრიულ –
სტაციონარულ დახმარებას უწევს ისეთი ტიპის პაციენტებს, რომლებმაც
გაიარეს სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა და სასამართლო
გადაწყვეტილების საფუძველზე ცენტრში მოთავსებული არიან მკურნალობის
კურსის გასავლელად. ასევე, დაწესებულება ემსახურება პენიტენციალური
სისტემის სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებიდან გადმოყვანილ მსჯავრდებულ
პაციენტებს, არანებაყოფლობითი–სტაციონარული–ფსიქიატრიული დახმარების
მკურნალობის კუთხით.
https://ipress.ge/new/rogoria-khonshi-evropuli-standartebis-
phsiqikuri-janmrtelobis-centri-photoreportazhi/
---
ახალქალაქში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით :
31.10. რუსთავი 2 - კურიერი :09:00
ახალქალაქში ნაცემი გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტების ჯანმრთელობის
მდგომარეობა, გვიან ღამით დამძიმდა
ახალქალაქში გაერთიანებული ოპოზიციის ნაცემი კიდევ 3 აქტივისტი
თბილისში გადმოიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა გვიან ღამით
დამძიმდა. ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალის ექიმების ინფორმაციით, მათ
ტვინის შერყევა და თავის არეში დაზიანებები აღენიშნებათ. ისინი ამჟამად
ნეიროქირურგიულ განყოფილებაში არიან მოთავსებული. მანამდე, თბილისში
ახალქალაქიდან უკვე გადმოყვანილი იყო კიდევ ერთი დაზარალებული.
გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები ახალქალაქის საავადმტოფოს ექიმებს
უყურადღებობასა და მძიმე პაციენტების უსაფუძვლოდ სახლში გაწერაში
ადანაშაულებენ. მათ მომხდარის ობიექტურად გამოძიების იმედიც არ აქვთ.
„თავის არეში გარეგანი დაზიანებები მაქვს. ჯანმრთელობის მდგომარეობა
გვიან ღამით გართულდა, ამიტომ ყველა თბილისში ჰოსპიტალში
გამოგვიყვანეს. ასე ცდილობს "ქართული ოცნება" ოპონენტების დაშინებას,
მთავარი მიზანი ძალის დემონსტრირებაა. იმედი მაქვს გამოძიება დამნაშავეებს
პასუხიგებაში მისცემს,“-ამბობს დაშავებული ტიგრან აბრამიანი. "ამაზე 24
საათიც ძალიან ბევრია, რომ გამოძიებამ თქვას თავისი სიტყვა. მე ეჭვი
მეპარება რომ "ქართული ოცნება" დასჯის იმ ადამიანს ახალქალაქში ვისზეც
დგას, ამ შემთხვევაში ემზელ მკოიანს, მაგრამ თუ ამას არ გააკეთებს ხვალ
ქართული ოცნება, რამდენიმე დღეში როდესაც ჩატარდება მეორე ტური
საპრეზიდენტო არჩევნებისა, მთელი ქვეყნის მოსახლეობა დამატებით კიდევ
ერთხელ თავის ნებას დააფიქსირებს "ქართული ოცნების" წინააღმდეგ,"-
აცხადებს ნიკა მელია. 2) ტრავმატოლოგიურ აჰოსპიტალში გვიან ღამით
იმყოფებოდნენ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, რომლებიც
მომხდარ ინციდენტში მმართველ გუნდსა და მათ მხარდამჭერებს
ადანაშაულებენ და სამართალდამცველებისგან ადეკვატურ რეაგირებას
ითხოვენ. ოპოზიცია ასევე, ამტკიცებს, რომ მათივე წარმომადგენლების ცემის
განკარგულება უშუალოდ ახალქალაქის საოლქო კომისიის თავჯდომარემ გასცა.
შსს-ს ინფორმაციით, ინციდენტთან დაკავშირებული პირების გამოკითხვა უკვე
მიმდინარეობს. რაც შეეხებათ დაზარალებულებს, მათთან გასაუბრება
მოგვიანებით მოხდება. "ეს არის სალომე ზურაბიშვილის ვითომ ევროპული
ტიპის კამპანია, ადამიანების უმოწყალოდ ცემა. ჩვენ მოვუწოდებთ
სამართალდამცავებს, რომ დაუყოვნებლივ დააკავონ დამნაშავეები,"-აცხადებს
თინათინ ბოკუჩავა. 3) "ქართული ოცნების" დეპუტატს ენზელ მკოიანს,
რომლის ძმასაც ახალქალაქში მომხდარ თავდასხმის ხელმძღვანელად
ასახელებენ, "საქართველოს ახალგაზრდა ჟურნალისტთა ასოციაციის"
პრეზიდენტი კანონდარღვევაში ამხელს. მარიამ ქობულია აცხადებს, რომ მათ
მიმართა ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომლის მტკიცებითაც ახალქალაქთან ახლოს
შესყიდული მიწის ტერიტორია, სადაც ბენზინგასამართი სადგური
მდებარეობს, მას სრულიად უსაფუძვლოდ ჩამოართვეს, თავად მეპატრონე კი
დააკავეს. ამ თემაზე არსებული მტკიცებულებების გამოქვეყნებას მარიამ
ქობულია უახლოეს პერიოდში აპირებს. "ამ საქმეში ფიგურირებს თვითონ
ენზელ მკოიანიც და მთავარი მოწმე არის "შპს ნექში" დასაქმებული ადამიანი,
რომელიც უჩივის ამ სომეხს,"აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა
ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი მარიამ ქობულია.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=5657392
---
ნიუპოსტი - ახალქალაქში ნაცემი ოპოზიციის წევრების ჯანმრთელობის
მდგომარეობა დამძიმდა
ახალქალაქში ნაცემი გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას"
აქტივისტების ჯანმრთელობის მდგომარეობა გვიან ღამით დამძიმდა, რის
გამოც ისინი ისევ კლინიკებში დააბრუნეს. ადგილზე იმყოფებოდნენ
ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც თვლიან , რომ პაციენტები ფაქტობრივად
კლინიკიდან "გამოაგდეს". ორი დაზარალებული ადგილობრივ საავადმყოფოში
მოათავსეს - ერთი კი, რომელსაც თავის ტრავმა ჰქონდა მიღებული,
თბილისში, ტრავმატოლოგიურ კლინიკაში გადმოიყვანეს. "ამაზე 24 საათიც
ძალიან ბევრია, რომ გამოძიებამ თქვას თავისი სიტყვა. მე ეჭვი მეპარება რომ
"ქართული ოცნება" დასჯის იმ ადამიანს ახალქალაქში ვისზეც დგას, ამ
შემთხვევაში ემზელ მკოიანს, მაგრამ თუ ამას არ გააკეთებს ხვალ ქართული
ოცნება, რამდენიმე დღეში როდესაც ჩატარდება მეორე ტური საპრეზიდენტო
არჩევნებისა, მთელი ქვეყნის მოსახლეობა დამატებით კიდევ ერთხელ თავის
ნებას დააფიქსირებს "ქართული ოცნების" წინააღმდეგ" - არნიშნა ნიკა
მელიამ. ნაცემი აქტივისტები გვიან ღამით საავადმყოფოში მოინახულა
გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ.
ოპოზიციის ლიდერებს ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვთ.
http://www.newposts.ge/?l=G&id=188105-
%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1,%20%E1
%83%9B%E1%83%93%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%
E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90,%E1%83%90%20%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%
83%9A%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%90%E
1%83%90
---
გიორგი ვაშაძის განცხადება - მიმართავს ჯანდაცვის მინისტრს რომ მოხდეს
საექიმო საქმინობის შესწავლა - საუბრობს ექიმების დანაშაულზე, რომლებმაც
პაციენტები გაწერეს საავადმყოფოდან. მე8 წუთიდან
https://www.facebook.com/G.Vashadze/videos/913756412162092/
ბეჭდური მედია
31.10.18
საქართველოს რესპუბლიკა
ტომარაძის გადასარჩენად
საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს ზურაბ ტომარაძეს გადაუდებლად
ესაჭიროება ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია. მისი მდგომარეობა კრიტიკულია
და დაუყოვნებლივ მოითხოვს ჰოსპიტალიზაციას. ვისაც დახმარების სურვილი
გაქვთ, შეგიძლიათ ისარგებლოთ მისი შვილების ანგარიშებით: TBC ბანკი:
ირაკლი ტომარაძე GE67TB7176345061100077. ჩასარიცხი აპარატიდან: პირადი
ნომერი 010225015635 ან BOG საქართველოს ბანკი: კონსტანტინე ტომარაძე
GE82BG0000000765142900 ჩასარიცხი აპარატიდან: პირადი ნომერი
01025015634.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?
id=5657659&name=31.10.2018+-
+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83
%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1
%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge
---
საქართველო და მსოფლიო
რომელ სუნელებში აღმოჩნდა ნორმაზე მეტი ტყვია
სუნელების 93 ნიმუშიდან ტყვიის შემცველობა წელს სამ ნიმუშში
გამოვლინდა. სურსათის ეროვნული სააგენტო იმ სუნელების სახელწოდებებსაც
აკონკრეტებს, რომლებშიც ტყვია დასაშვებ ნორმაზე მაღალია. ინფორმაციას
1ტვ.გე ავრცელებს. ტყვიის დასაშვებზე მაღალი შემცველობა აღმოჩნდა: *
„ჯეო“-ს წარმოებულ წითელ წიწაკაში (ახალციხე, დამფასოებელი და
რეალიზატორი შპს გურამ მათოშვილი, ტყვია ნორმას 10-ჯერ აჭარბებდა); *
ინდმეწარმე „ჩოფლიანის“ მიერ წარმოებულ სვანურ მარილში (ბათუმი,
რეალიზატორი შპს „ტარიელი“, ნორმას თითქმის 2-ჯერ გადაჭარბებდა); „აი
პროდაქტ“-ის მიერ დამზადებულ ხმელ სუნელში (გადაჭარბება 4-ჯერ).
სამივე შემთხვევაში სუნელების პარტიები, რომლებშიც ტყვია აღმოჩნდა,
განადგურდა, საწარმოებზე კი, დარღვევების პრევენციის მიზნით,
ზედამხედველობა მიმდინარეობს. მოქმედი კანონმდებლობით, ტყვიის
შემცველობა სანელებლებში 5 მილიგრამს არ უნდა აღემატებოსუნელების დეს
კილოგრამში. 2018 წლის 7 თებერვალს ცნობილი შეიქნა, რომ საქართველოს
მთავრობის დადგენილებით, სუნელებისა და სანელებლების წარმოება-
გადამუშავებასა და ბაზარზე განთავსების თაობაზე რისკის მართვის დროებითი
ზომები გატარდება.
http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?
id=5657506&name=31.10.2018+-
+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83
%94%E1%83%9A%E1%83%9D+%E1%83%93%E1%83%90+%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%9D%E
1%83%A4%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9D&p=1&lang=Ge
---